9

275 26 7
                                    

რამოდენიმე დღეა სულ გული მერევა და თავიც მტკივა. საჭმლის ჭამის თავი საერთოდ არ მაქვს, მაგრამ ბავშვისთვის აუცილებელია და იძულებული ვარ ვჭამო. ლუის თითქმის ყოველ დღე ვნახულობ, გუშინ ბაღშიც ვიყავით ერთად.

საღამოს აბაზანაში გავედი, ვიბანავე და სველი თმა მხრებზე გადმოვიყარე. საღამურები ჩავიცვი და დასაწოლად მოვემზადე. ღამე ანთებული სანთლები დავტოვე რომ ოთახში სულ სიბნელე არ ყოფილიყო. ფანჯრიდანაც შემოდიოდა მთვარის შუქ_ჩრდილები. მიყვარს ღამე მთვარისა და ვარსკვლავების ყურება. მათ დანახვაზე ჩემი ოჯახი მახსენდება და მგონია თავზე დამცქერიან. ნეტავ აქ იყვნენ და ისინიც იზიარებდნენ ჩემს ბედნიერებას.

შუა ღამისას საშინელი ტკივილები მაღვიძებს.
__აჰჰჰ.
ვცდილობ წამოვდგე, საწოლზე ცალი ხელით დაყრდნობილი ვცდილობ წამოდგომას. როდესაც ვხვდები რომ არაფერი გამომდის დაცვას დავუძახე.
__რა ხდება?
__საბრინა, საბრინა მოიყვანეთ.
__ახლავე.
ერთ ერთი მათგანი სწრაფად გავარდა მოპირდაპირე დერეფნისკენ და მალევე დაბრუნდა, საბრინაც უკან მოყვებოდა და როცა დამინახა სწრაფად შემოვარდა ოთახში.
__რა მოხდაა?!
__მტკივა, საშინლად მტკივა.
__დამშვიდდი, სად გტკივა.
ხელი მუცელზე დავიდე და ამ ადგილზე ვანიშნე.
__კარგი ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ უნდა დამშვიდდე.
ვცდილობდი, მაგრამ ტკივილის გამო ვერაფერს ვახერხებდი. საშინელება იყო, თითქოს რაღაც ამომაჭრეს.
__მოდი, აქ წამოწექი.

მკლავზე ხელი მომკიდა და დივნისკენ მანიშნა რომელიც ოთახის შუა გულში იდგა. ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი მდივანს, ფრთხილად ჩამოვჯექი და ღრმად დავიწყე სუნთქვა.
__აქ იყავი ექიმს დავუძახებ. (საბრინა)
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მის მოსვლას დაველოდე. საკმაოდ მალე დაბრუნდა მოხუც ექიმთან ერთად, რომელსაც ხელში რაღაც ჩანთა ეჭირა. სასწრაფოდ მოვიდა ჩემთან, ჩანთა ქვევით დადო და იქიდან რაღაც ნაყენი ამოიღო.
__ჯერ უნდა გაგსინჯო.

Glory (✅დასრულებულია✅)Where stories live. Discover now