6

280 23 7
                                    

დილით ვიღვიძებ, კარგად გამოძინებული ამაყად ვახელ თვალებს. ფეხები ჩუსტებში გავუყარე და წამოვდექი. სარკესთან მივედი და ჩემი თავი შევათვალიერე.
თმა დავივარცხვე, კარადიდან ტანსაცმელი გამოვიღე და გამოვიცვალე. როგორც მივხვდი საუზმობის დრო იყო, სწორედ ამიტომ ისმოდა გარედან ნაბიჯების ხმა, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა. კარიც გაიღო და ლარნაკით ხელში საბრინა შემრჩა თვალთახედვაში.
__დილამშვიდობისა.
__დილამშვიდობისა.
__საუზმე მოგიტანე, აი გამომართვი.
__მადლობა.
__მინდა გითრხა რომ რამოდენიმე დღე და შეიძლება კვირაც თავისუფალი იქნები.
__ეს რას ნიშნავს?
__მეფე ლუი სალაშქროდ მიდის.
__ახლა?
__ხვალ. თუ გინდა რამეს გადავცემ.
__რაა არაა.
__კარგი მაშინ მე გავალ, შენ ისაუზმე.

რატომღაც ამ დიალოგის შემდეგ თავიდან ვერ ამოვიგდე ის აზრი, რომ ლუი სალაშქროდ მიდის. ჭამის დროსაც ამაზე ვფიქრობდი. რატომ ვფიქრობ ამაზე? თითქოს შინაგანად არ მინდა რომ წავიდეს, არ მინდა რომ ვეღარ ვნახო. მაგრამ მე ხომ ვიცი როგორი მოძალადეცაა, მხოლოდ თავის სიამოვნებაზე და ძალაუფლებაზე ფიქრობს, სხვები არ აინტერესებს. ხოდა ახლა კი ნამდვილად ვეღარ ვნახავ გარკვეული დრო.
ფანჯარასთან მივედი და გარეთ ხეებსა და ბუნებას გავსცქეროდი. ვტკბებოდი მათი თავისუფლებით და მათი შემხედვარე იმედი მიჩნდებოდა. ამ დროს კი ისევ გაისმა  კარის გაღების ხმა.
__რა...
__ბრიანაა
ოთახის კარში საბრინა და ის გოგო იდგნენ რომელიც გუშინ აბანოში ვნახე
__ეს ლეაა. ამიერიდან შენთან ერთად იქნება ამ ოთახში.
მხოლოდ ეს მითხრა და ოთახის კარი გაიჯახუნა.
მე კი მხოლოდ ეს გოგო ჩემრჩა, სახელად ლეა, რომელიც გუშინ ლუისთან ჟიმაობდა.
__გამარჯობა, მე ლეა ვარ.
__მე ბრიანა. გუშინ ერთმანეთს შევხვდით აბანოში.
__აჰაამ მახსოვს, მეფესთან შესახვედრად ვემზადებოდი.
__ჰოო.
ავატრიალე თვალები ისე რომ მას ვერ შეემჩნია.
__გავიგე რომ შენ მეფის რჩეული ყოფილხარ, მინდა გითხრა რომ ძალიან იღბლიანი ხარ. გუშინნდელი ღამე საოცრება იყო.
__კი ნამდვილად იღბლიანი ვარ.
__აქ მხოლოდ ერთი ლოგინია.
__ხო ასეა. საბრინას ვთხოვ რომ ერთი საწოლი კიდევ შემოიტანონ.
__კარგი მადლობა. აქ მთელი დღე რას აკეთებ ხოლმე? ისეთი პატარა ოთახია რომ...
__არც არაფერს. ვფიქრობ, ზოგჯერ კი მეფე ლუისთან ერთად ბაღში გავდივარ.
__მართლა? რა მაგარია, ამის ბედნიერება მხოლოდ შენ გხვდა წილათ.
__ხო ალბათ. აბა მომიყევი საიდან ხარ, აქ როგორ მოხვდი.
__ოჯახთან ერთად დავდიოთით და შემდეგ ჩემი ოჯახი ტყვედ ჩავარდა. მხოლოდ მე შევძელი გადარჩენა და იქიდან გამოქცევა. რა დროსაც მეფის გუშაგებმა დამატყვევეს და აქ მომიყვანეს.
__მეც იგივე ისტორია მაქვს. მაგრამ ახლა...
__კარგია თუ მეფეს მოსწონხარ.
__არ მოვწონვარ უბრალლოდ ერთობა ჩემით. ნუ გართობის მხრივ თუ გულისხმობ ალბათ კი.
საღამო ხანს როცა ვახშამი შემოგვიტანეს და ამჯერად ორი ლანგრით, საბრინას ვთხოვე კიდევ ერთი საწოლი შემოეტანათ. ისიც ძლივს დამთანხმდა და მითხრა რომ იკითხავდა. მეც დიდის ამბით დავიწყე ლოდინი, რადგან ვიცოდი მხოლოდ ერთი საწოლის შემთხვევაში ლეა შემეცოდებოდა და მას დავუთმობდი ჩემს საწოლს.
მე კი იატაკზე მომიწევდა დაძინეაბა, რაც ახლა ნამდვილად არ მსურს.

Glory (✅დასრულებულია✅)Donde viven las historias. Descúbrelo ahora