15

1.2K 172 7
                                    

3688


_____

ისინი ერთმანეთს დილით დაემშვიდობნენ. ანრის გაუკვირდა და გული დასწყდა, როცა ერეკლემ უთხრა, რომ მის გაცილებას ვერ შეძლებდა. ეს ერეკლესთვის ძალიან მტკივნეული იქნებოდა - ეყურებინა, როგორ ჩააწყობდა ანრი ბარგს მანქანაში, როგორ ჩაჯდებოდა თავად და შემდეგ ჰორიზონტზე გაუჩინარდებოდა. ერეკლეს არ შეეძლო, მდგარიყო და თვალი ედევნებინა, როგორ პატარავდებოდა ანრის მანქანა, როგორ იხლიჩებოდა ასფალტზე ავარდნილი ოხშივარისგან კადრები. ვეღარ დაივიწყებდა მანქანის ძრავის დასუსტებულ ხმას, რომელიც ნელ-ნელა გაქრებოდა, მაგრამ ერეკლეს ყურებში კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში იქნებოდა ეს ჰალუცინაცია. არ შეეძლო შეეხედა დაკეტილი სახლისთვის, სადაც ადრე მამაკაცი ცხოვრობდა. იმის მიუხედავად, მან ეს ყველაფერი ანრის აუხსნა და ანრიმაც გაუგო, ყოველ შემთხვევაში, მან ასე უთხრა, ერეკლე მაინც დაძაბული აყურადებდა მისი სახლის წინ ჩავლილ ყოველ მანქანას. მას ახსოვდა მამამისის მანქანის ძრავის ხმა. ეს ხმა ბიჭისთვის გამაფრთხილებელი ნიშანი იყო, რომ კაცი სახლში მოდიოდა და შიგნეულობა უსიამოვნოდ უტრიალდებოდა ყოველთვის. ამ ხმის გაგონება ერეკლეს თბილისში, თავისი ოთახის ფანჯრიდანაც კი შეეძლო. ეჩვენებოდა, რომ მამამისის მანქანას ყველაზე გამორჩეული და უსიამოვნო ხმა ჰქონდა დედამიწაზე. შეუძლებელი იყო, ეს ხმა ყურებში არ დარჩენოდა. აი, ანრის მანქანის ძრავის ხმა კი არ ახსოვდა. მის მანქანაში მხოლოდ ერთხელ იჯდა და ეს საკმარისი არ იყო, დაკვირვებოდა, როგორ ღმუოდა მანქანის წინა მხარე და საბურავები. ამიტომაც იყო, რომ ყოველი მანქანა, რომელიც მის სახლთან ჩაივლიდა და მთავარი გზატკეცილისკენ მიდოდა, ანრისი ეგონა. მათი დამშვიდობება წუხელ დაიწყო. ერეკლე სახლიდან გაიპარა და ღამით მამაკაცთან მივიდა. ერთი წუთითაც არ უძინიათ მთელი ღამის განმავლობაში. იმის მიუხედავად, რომ ერეკლე ნერვიულობდა, გათენებული ღამის გამო ანრის გზაზე არ ჩასძინებოდა, დაძინება მაინც შეუძლებელი იყო. დროს ვერ გაფლანგავდნენ ძილში, როცა ერთმანეთი ოდნავადაც არ ჰყავდათ ამოწურული. ანრი ისე ხარბად და სიყვარულით ეფერებოდა მთელი ღამე, ისე მომთხოვნად და სასოწარკვეთილად ავსებდა მის სხეულს, თითქოს ორი კვირით კი არ ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს, არამედ საბოლოოდ. ერეკლე ოფლით, სპერმითა და ცრემლებით იყო სველი და დილით ანრისთან ერთად ჩამოიბანა სხეულიდან ყველაფერი. შემდეგ სარკის წინ დიდხანს იდგენენ ჩახუტებულები და შიშვლები და თვალს არ აცილებდნენ ერთმანეთს. დილით ერთად დალიეს ყავა და ერეკლე წამოვიდა. ანრიმ ზუსტად არ იცოდა, რომელი საათისთვის მორჩებოდა დარჩენილი ბარგის ჩალაგებას. ძირითადი ნივთები უკვე ჩემოდნებში იყო შენახული და გასასვლელში ელოდებოდა. ერეკლემ იცოდა, რომ მას თავისუფალი დრო სჭირდებოდა. კი, კარგი იყო ერთად ყოფნა, მაგრამ პირადი სივრიცის შესახებ არ უნდა დავიწყებოდა, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ანრის ყველაფერზე უნდა ეფიქრა, რომ არაფერი დარჩენოდა სოფელში და ყურადღება არ გაფანტვოდა.

იდანის მოჩვენებაDove le storie prendono vita. Scoprilo ora