13

1.3K 179 17
                                    

2340


______


ანრი და ერეკლე დაჩის მანქანის უკანა სავარძელზე ისხდნენ. ერეკლეს მუხლებგადახვეული ფეხები ანრის ფეხზე გადაედო და თავი მის მხარზე ჰქონდა ჩამოდებული. ანრის მკლავი წელზე ეჭიდებოდა, თავისკენ იზიდავდა ბიჭს და მამაკაცი დროდადრო ცხვირის წვერით ეთამაშებოდა ოდნავ დანესტილ თმაზე. მანქანაში მთელ ხმაზე ჩართული ჰამაცუკი უკრავდა, რათა ერეკლეს არ ჩასძინებოდა. ისეთი გადაღლილი იყო, დანაშაულის შეგრძნება და ბოდიშის მოხდის დაუოკებელი სურვილი რომ არა, საწოლიდან არაფრის გამო არ ადგებოდა.

დაჩის ახალი მანქანა მსუბუქი და მოსახერხებელი იყო. ერეკლე საერთოდ ვერ გრძნობდა სიჩქარეს და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სპეციალურად არწევდნენ, რომ ჩასძინებოდა. გამუდმებით ოთოზე ფიქრობდა და ცრემლები აწვებოდა. ხანდახან ანრის კოცნას გრძნობდა თმაზე, ხანაც საფეთქელზე და ამ დროს ბიჭი გარესამყაროს ეთიშებოდა. ანრის ტუჩებს ზებუნებრივი ძალა ჰქონდა - ყველაფერს ავიწყებდა ბიჭს.

- გამომართვი, დალიე, - მოესმა უცებ დაჩის ყვირილი, მუსიკის ხმა რომ გადაეფარა. დაჩიმ ხელი უკან გადასწია და ბიჭს ცივი ენერგეტიკული სასმელი გაუწოდა.

- მადლობა, - ერეკლემ სწრაფად გამოართვა. დაჩიმ წამიერად გახედა ბიჭს და გაუღიმა, - ცივი რატომაა? არ მითხრა, რომ მანქანაში მაცივარი გაქვს, - წარბები ასწია წითურმა.

- კი, აი, იქ, - წინა სავარძელთან მოთავსებული პატარა საბარგულისკენ გაიშვირა ხელი დაჩიმ. ერეკლე ცნობისმოყვარედ წამოიწია და მისი ხელს გააყოლა თვალი.

- მაგარია! - აღმოხდა გაოცებულ ბიჭს.

- ხო, - სიცილით დაეთანხმა დაჩიც.

ერეკლე ვერ მიხვდა, სასმელმა გამოაფხიზლა თუ პლასებო ეფექტმა იმოქმედა, მაგრამ დალევის შემდეგ ცოტათი მაინც მოვიდა ენერგიაზე. ისე ძალიან აღარ ეძინებოდა და ხასიათიც შედარებით გამოუკეთდა. კვლავ ანრის აეწება და იმით გათამამებულმა, რომ დაჩიმ მათზე ყველაფერი იცოდა, თამამად აკოცა მამაკაცს ყელში. ანრის სიამოვნებისგან ჩაეღიმა.

იდანის მოჩვენებაWhere stories live. Discover now