3

1.7K 201 11
                                    

2069



______

საბედნიეროდ დარჩენილმა დღემ შედარებით უშფოთველად ჩაიარა. მათთან ერთად კატოც იყო და ერეკლემ მოახერხა, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და მის ოთახში მომხდარი უხერხული მომენტები დროებით დაევიწყებინა.

ანრი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. კატოსთან ისე გაერთო ლაპარაკში, იქვე მჯდარი ბიჭი სულ დაივიწა და ერეკლეს შესაძლებლობა მიეცა, ფრთხილად, მაგრამ უფრო მეტი გამბედაობით ეცქირა მამაკაცისთვის და დაკვირვებოდა. ანრი მოთმინებით პასუხობდა მოხუცის შეკითხვებს, სასიამოვნოდ იქცეოდა, თითქოს კომფორტულად გრძნობდა თავს. და რაც მთავარი იყო, ერეკლეს რჩევა გაითვალისწინა და მოხუცთან მკვლელობებსა და ცხედრებზე სიტყვაც არ დაუძრავს.

ერეკლემ ბევრი რამ გაიგო მასზე. ანრი თბილისში დაიბადა. მშობლები ძალიან პატარას დაეხოცა და ბიძამ შვილივით გაზარდა. ბიძამისი საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და სამსახურის გამო ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ, ბიჭი კი მარტო რჩებოდა და დამოუკიდებლად ცხოვრებას პატარაობიდანვე შეეჩვია. ანრიც იმ სამინისტროში მუშაობდა, სადაც მისი ბიძა და საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირის მრჩვეველი იყო. თუ ვისი, ამის თქმის უფლება არ ჰქონდა.

კატო ბებო უფრო მეტად მოიხიბლა მისით. ერეკლე დარწმუნებული იყო, რომ როგორც კი მამაკაცი წავიდოდა, ბებიამისი მაშინვე გაიქცეოდა მეზობლებთან ახალი ინფორმაციის გასაზიარებლად. ეს ანრიმაც შესანიშნავად იცოდა და თითქოს უფრო მეტ კმაყოფილებას განიცდიდა ამის გამო. ახლა როცა თავად გასცა რაღაც ინფორმაცია თავის თავზე, სოფელში დროებით მაინც შეწყდებოდა მისით დაინტერესება.

ერეკლე უკვე ბოლომდე დამშვიდებული იყო, როდესაც ანრი წავიდა. ბიჭმა ჭიშკრამდე მიაცილია მამაკაცი. წასვლამდე ანრიმ პირობა ჩამოართვა, რომ ახლა ის ესტუმრებოდა.

იდანის მოჩვენებაWo Geschichten leben. Entdecke jetzt