- დედაჩემმა მითხრა, დაბალ ხმაზე უყურე ხოლმე ფილმებსო.

ანრის მოკლედ გაეცინა და მარწყვის გადარჩევა დაიწყო.

- უცებ ვიფიქრე, ამით იმაზე ხომ არ მიმანიშნებდა, რომ ყელაფერი იცოდა და პირდაპირ ვერ მეუბნებოდა. ღმერთო, ისე გავნერვიულდი... - ბიჭმა მაგიდაზე დააწყო ხელები და მინის ზედაპირის სიცივეზე სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. ანრი სწრაფად შეტრიალდა მისკენ, - მაგრამ მერე კატომ თქვა, უფრო ხმამაღლაც ჰქონია კომპიუტერი ჩართული, დაანებეთ თავიო და თემა შეცვალეს.

- ვნერვიულობდი შენზე.

- გვიან ვნახე შენი მესიჯები. როგორც წახვედი, მაშინვე დამეძინა.

- მივხვდი, - თბილად გაუღიმა ანრიმ. დაგარჩეული მარწყვი ბლედნერში ჩაყარა.

- შენ გეძინა?

მამაკაცმა თავი გააქნია უარის ნიშნად.

- ვერ დავიძინე, მერე კი შხაპმა უფრო გამომაფხიზლა.

- მე სამ საათამდე მეძინა, - კმაყოფილი ხმით უპასუხა ერეკლემ.

- გინდა მარწყვი? - მის ბავშვურ შეჯიბრზე სიცილით გააქნია ანრიმ თავი.

- მინდა.

მან სწრაფად დაუდა დარჩენილი მარწყვი ბიჭს და საფეთქელთან ხმაურით აკოცა. ერეკლეს გაეღიმა მის მოულოდნელ საქციელზე.

- შეიძლება ეს დავათვალიერო? - მაგიდაზე დარჩენილ ალბომზე ჰკითხა მან.

- კი, - ანრიმ სწრაფად უპასუხა, მარწყვს ტკბილი რძე დაასხა და ბლენდერი ჩართო. სამზარეულოში ხმაური გაისმა.

ერეკლემ ალბომი გადაშალა. არ ელოდა, ნახატები თუ იქნებოდა. მაშინვე მიხვდა, პატარა ბავშვის უნდა ყოფილიყო, რადგან კომპოზიცია და ფორმები ძალიან მარტივად იყო გამოსახული. ძირითადად შავ-თეთრი ნახატები იყო და ერეკლეს ეღიმებოდა ბავშვის ფანტაზიაზე.

- ჩემი ბავშვობის ნახატებია, ძალიანაც ნუ გამაკრიტიკებ, - ანრიმ ღიმილით დაუდგა ჭიქა გვერით და მასთან ახლოს სკამზე ჩამოჯდა. მაგიდის ქვეშ ტერფებით შეეხო ბიჭის ფეხებს და ნაზად სრიალი დაიწყო. ერეკლემ გაუღიმა, ცივ ჭიქას თითები შემოხვია და თვალიერება გააგრძელა.

იდანის მოჩვენებაWhere stories live. Discover now