2.

2K 108 10
                                    

მალევე საწოლთან ჩავიმუხლე და ჩემს მიერ დალეწილ ნივთებს მივშტერებოდი.

ცოტახანში რამოდენიმეჯერ გავიგე კარზე კაკუნის ხმა,მაგრამ მაინც ისეთივე პოზაში ვიჯექი. ოთახში ჰარი შემოვიდა, ჯერ ოთახს მოვალო თვალი, შემდეგ კი მე შემომხედა.

- ნივთები ჩაალაგე, დღეიდან ჩვენს სახლში იცხოვრებ.

მაშინვე ზიზღით ავხედე.

- ჩვენს სახლში?  ამ ყველაფერზე დადებითი პასუხი არ მითქვამს, იმ სახლში არ ვიცხოვრებ და არც შენი ცოლი ვიქნები. რაც შემეძლო მშვიდად ვუპასუხე და ისევ ნივთებს მივაშტერდი.

ჰარიმ უბრალოდ ჩაიცინა და ისევ მე მომიბრუნდა.

- არავინ გეკითხება გინდა თუ არა ეს. ბარგი ჩაალაგეთქო ახლავე!

ისევ ისე ვიჯექი, ჰარი კი ჩემს კარადას მივარდა და ყველაფრის გადმოყრა დაიწყო. მეც მაშინვე წამოვდექი და მას მივვარდი.

- რას აკეთებ, უფლება არ გაქვს!

ჰარის პასუხიც არ გაუცია, ჩემოდანში ჩაყარა ყველაფერი, კარგად დადგა და მკლავში მწვდა.

- ახლა დაბლა ჩავალთ, მათ გამოემშვიდობები და მშვიდად წავალთ "ჩვენს" სახლში. გასაგებია?

უბრალოდ თავი დავუქნიე, რადგან ვიცოდი შეწინააღმდეგებას აზრი არ ექნებოდა. მანაც ხელი შემიშვა,  ჩემოდანი აიღო და დაბლა ჩავიდა.

სააბაზანოში შევედი, სახეზე წყალი შევისხი, მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი.

დედას გადავეხვიე, მამაჩემისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია ისე დავტოვე სახლი.

გზაში ნაილმა დამირეკა და მეც მაშინვე ვუპასუხე.

- ჰეი, ქეროლაინ როგორ ხარ?

- ამმ ნაილ, ჩვენს კაფეში შევხვდეთ და იქ ვილაპარაკოთ კარგი?

- კ-კარგი.

გავუთიშე და ტელეფონი ისევ ჩანთაში ჩავაგდე.

- ვერავის შეხვდები. მითხრა ჰარიმ მკაცრად, ისე რომ არც შემოუხედავს.

იძულებითი ქორწინება (დასრულებული)Where stories live. Discover now