თავი 10

1.5K 70 2
                                    


ჰარიმ ტელეფონი გათიშა და მე გამომხედა.

- ქეროლაინ, მოხდა რამე? არაფერი ვუპასუხე, ტელეფონში მესიჯი გავხსენი და ჯერ ჩუმად გადავიკითხე, შემდეგ კი ხმამაღლა, ჰარისაც რომ გაეგო.

" იმედი მაქვს ჩემი სურპრიზი მოგეწონათ, თუმცა ეს სურპრიზი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება."

- ჩემს ოჯახს რომ რამე დაუშავოს.. კბილებში გამოვცერი.

- არ დავუშვებთ, რომ მათ რამე დაუშავდეთ. ჩემი სახე  ხელებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა. ჩამეღიმა, მთელ სხეულში ისევ ჟრუანტელმა დამიარა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, როდესაც უეცრად რეანიმაციაში ექიმი და ექთნები რასაც ქვია შევვარდნენ, ჰარის შეშინებული თვალებით გავხედე და რეანიმაციის კარებისკენ გავიქეცი.

- ქეროლაინ.. ჰარიც უკან გამომყვა.

- ჰარი, მამაჩემი.. ხომ კარგად იყო, ასე უცებ რა დაემართა.

- კარგი, დამშვიდდი. ჩახუტება სცადა, მაგრამ მოვიშორე.

- არა ჰარი, ვერ დავმშვიდდები, მამაჩემი ახლა სიკვდილს ებრძვის და ყველაფერი ნიკის ბრალია, ჩემი ხელით მოვკლავ გესმის? ჩემი ხელით! ხელებს ერთმანეთს ვაჭერდი. კარებთან ჩავიმუხლე და ექიმის გამოსვლას დავუწყე ლოდინი. უარესად გამანადგურა იმ სიტყვების მოსმენამ რაც ექიმისგან გავიგე. "ვწუხვარ, პაციენტი ვერ გადავარჩინეთ." მინდოდა მეყვირა, ყველაფერი დამემტვრია გარშემო, მაგრამ ამის სანაცვლოდ ფეხებში ძალა გამომეცალა, ძირს დავეცი და გონება დავკარგე.

*ჰარი*
მას შემდეგ რაც ექიმმა თქვა, ქეროლაინმა გონება დაკარგა. მაშინვე მისკენ გავიქეცი და გამოფხიზლება ვცადე. მალევე პალატაში შეიყვანეს. სანამ ქეროლაინს ეძინა, დედამისის პალატაში შესვლა და მონახულება გადავწყვიტე. პალატაში შევედი, ის უბრალოდ იწვა და ჭერს შეჰყურებდა. როდესაც დამინახა, სუსტად გამიღიმა და თავით მანიშნა ახლოს მივსულიყავი. არ ვიცოდი როგორ უნდა მეთქვა ის, რომ აიდენი, მისი ქმარი გარდაიცვალა.

- რამე მოხდა? დაბალი და სუსტი ხმით მკითხა, მე კი თავი ჩავხარე და ღრმად ამოვისუნთქე.

- ქეროლაინი? მას ხომ არ სჭირს რამე?

- არა, ის კარგად არის, მაგრამ.. ბატონი აიდენი.. ის.. მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.. ძლივს-ძლივობით ვთქვი და მას შევხედე. დავინახე, როგორ ჩამოუგორდა თვალებიდან ცრემლი. შემდეგ ჩემი ხელი თავისაში მოიქცია, თან ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა და თან საუბარი დაიწყო.

- ქეროლაინი.. მას შენ სჭირდები.. დაეხმარე კარგი? დაეხმარე, რომ ამ ყველაფერს შეეგუოს.. ახლა კი მასთან წადი. ხელი შემიშვა და თავით კარისკენ მანიშნა. არ მინდოდა მისი ოთახიდან გამოვსულიყავი და თავისთვის რამე დაეშავებინა, რადგან ქეროლაინი ასეთ დარტყმას ზედიზედ ვერ გადაიტანდა. ამიტომაც დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ იქიდან გამოვსულიყავი.

*1 კვირის შემდეგ*
*ქეროლაინი*
მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ნიკი აღარ გამოჩენილა, ყველამ ერთად ცოტახნით განტვირთვის მიზნით აგარაკზე ამოსვლა გადავწყვიტეთ, დედასაც ბევრი ვეხვეწე, რომ ჩვენთან ერთად წამოსულიყო, მაგრამ ვერაფრით დავითანხმე. მართლაც ძალიან კარგი ადგილია დასასვენებლად. ჩიტების ჭიკჭიკი, ჩანჩქერი, ულამაზესი, მყუდრო ხის სახლი, მეგობრები.. უეცრად უკნიდან ვიღაც მომეხვია და თავი ჩამომადო. მაშინვე მივხვდი ჰარი, რომ იქნებოდა, მისკენ შევტრიალდი და ხელები კისერზე მოვხვიე.

- ჩანჩქერზე მივდივართ, ამიტომ მიდი გაემზადე და წავედით.

- კარგი. გავუღიმე და წამოსვლა ვცადე, მაგრამ შემაკავა.

- ხომ იცი ასე უბრალოდ რომ არ გაგიშვებ? მითხრა და ხელები გადააჯვარედინა.

- ჰარიი.. ჩავიცინე და ლოყაზე ვაკოცე.

- ეგ არ ითვლება. ხელები ისევ ჩამჭიდა და ტუჩებზე ნაზად მაკოცა. ისევ ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა. ყოველ ჯერზე ჟრუანტელი მივლიდა და ეს მომწონდა.

- კარგი, ახლა შეგიძლია წახვიდე. ხელები შემიშვა და მეც ღიმილით გამოვეცალე.

_____________________

Vote&comment 😁♥️

იძულებითი ქორწინება (დასრულებული)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt