11.

1.3K 68 5
                                    

მოვწესრიგდი და გარეთ გავედი, მდინარეზე მივედით თუ არა, ყველა წყალში შევიდა, მე კი უბრალოდ ვიწექი და მათ შევყურებდი, მიხაროდა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შიგნიდან მაინც მჭამდა რაღაც, თითქოს წინ საშინელი რამ მელოდა.

- რაზე ფიქრობ? უკნიდან ჰარი მომეხვია. დავიბენი და მისკენ შევტრიალდი.

- არაფერზე. უბრალოდ მხრები ავიჩეჩე და ისევ მდინარეს გავხედე.

- კაარგი. მოჭუტული თვალებით მითხრა ჰარიმ. - წამოდი აქ მარტო ნუ ზიხარ.

- არა ჰარი, არ მინდა. უხერხულად შევიშმუშნე.

მალევე ვიგრძენი, როგორ ამიტაცა ჰარიმ ხელში და მდინარისკენ წავიდა.

- ჰარიი დამსვი.

- არა.  შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა, ამიტომ უბრალოდ მის თმებს დავუწყე თამაში. მალევე წყალში ჩამაგდო და ხელები წელზე მომხვია.

- ჰარიიი! ის უბრალოდ იცინოდა, უეცრად ჩაყვინთა, ცოტახანში კი ვიგრძენი როგორ მომქაჩა ვიღაცამ ფეხზე. წამოვიკივლე, შევტრიალდი და ჩავილაპარაკე.

- ჰარი, იცოდე ეს თუ.. შემოვტრიალდი და წინ ჰარი მედგა, სულ სველი იყო, რაც უფრო მეტად უდეალურს ხდიდა.

- ჰარიი.. ჩავილაპარაკე და აღარ დავასრულე, ისე დავეწაფე მის ტუჩებს. მანაც უფრო მჭიდროდ მომხვია ხელები. მისი შეხება, მისი პატარა შეხებაც კი საშინლად სასიამოვნო იყო, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო განსხვავებული და სასიამოვნო.

- მჰმმ. ჩაახველა ნაილმა და მეც მაშინვე მოვშორდი ჰარის. ლოყები ამიწითლდა, მაგრამ ჩამეცინა კიდეც, რასაც ჰარის ჩაცინებაც მოყვა.

- სახლში წავიდეთ რაა, დავიღალე და თან მშია. ამოიბუზღუნა ნაილმა, კიდევ ერთხელ გამეცინა და თავი დავუქნიე.

- თანახმა ვარ, მეც მშია, სადმე გავიაროთ. შევთავაზე და ჰარის გავხედე. მანაც თავი დამიქნია, დანარჩენებს შევატყობინეთ და მანქანაში მოვთავსდით.
- ჰარიი, უკან მანქანა..

- ჯანდაბა, ნიკი.. ჰარიმ წამოიყვირა და საჭეს ხელი დაარტყა.
- რა ჯანდაბა ხდება! წამოიყვირა ნაილმა.
იარაღის ხმა გაისმა. შიშისგან წამოვიყვირე.
- ჯანდაბა, თავი დახარეთ. თქვა ჰარიმ და სიჩქარეს უმატა. უეცრად მანქანამ წინ გადაგვისწრო და გზა ჩაგვიკეტა...

- შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს. ჩაილაპარაკა შავებში გამოწყობილმა კაცმა და ჩვენსკენ წამოვიდა, თან დანარჩენებსაც ანიშნა თავით, რომ დავეჭირეთ. შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა. სამაგიეროდ ჰარი იბრძოდა, სანამ არ გათიშეს..

- ჰარიი! წამოვიკივლე და ტირილი დავიწყე. სამივე მანქანაში მოგვათავსეს..

იძულებითი ქორწინება (დასრულებული)Where stories live. Discover now