12.

1.2K 68 4
                                    

ჩვეულებრივ ცარიელ სარდაფში შეგვყარეს, თვითონ კი გარეთ გავიდნენ.

- ჰარი! ჰარისკენ გავიქეცი და მოვეხვიე.

- კარგად ვარ. ხელები მანაც მომხვია და თავზე პატარათი მაკოცა. ცოტახანში კი ნაილისკენ წავედი.

- ნაილ, ჩვენ გამო  შენც პრობლემები გაქვს, ვწუხვარ.. ვუთხარი და თავი დავხარე.

- არაფერია.. მხრები აიჩეჩა და თავი ამაწევინა. - ამაზე ნერვიულობა არ ღირს, თანაც ვეღარაფერს შევცვლით, ჯობია აქედან გასვლაზე ვიფიქროთ. ნაილი წამოდგა და კარისკენ წავიდა. რა დროსაც ნიკი შემოვიდა. ნაილს შეხედა და გაიცინა.

- გაქცევაზე ფიქრობდი არა? დანარჩენებს თავით ანიშნა. მათაც  ნაილი გააკავეს და კუთხეში მიაგდეს. სამივე დაგვაბეს , შემდეგ კი ნიკმა ისევ ლაპარაკი გააგრძელა.

- იმედი მაქვს კარგად დაისვენეთ, რადგან გართობა იწყება. ჩემსკენ წამოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა.

- კიდევ ერთი სიურპრიზი გელის საყვარელო. ხელი სახეზე ამატარა.

- მოაშორე შენი ბინძური ხელები! უყვირა ჰარიმ და განთავისუფლება სცადა. ნიკმა ჩაიცინა და გამომეცალა.

- კიდევ შევხვდებით, თოკები მოხსენით. ბრძანება გასცა და მათაც მაშინვე შეასრულეს. ჰარიმ დრო იხელთა და მაშინვე მათ მივარდა, მაგრამ ერთ-ერთმა დაიჭირა და დანა ყელზე მიაბჯინა.

- ჰარი! მისკენ წავედი.

- არცერთმა თქვენგანმა არ იფიქროთ ზედმეტად შეწინააღმდეგება, თორემ ცუდად დაამთავრებთ. დანა ჩამოწია და ოთახიდან გავიდა. დავინახე, როგორ წამოუვიდა ჰარის პატარათი სისხლი.

- ჰარი სისხლი მოგდის.. ვთქვი და ხელი მისკენ წავიღე, მაგრამ დამაწევინა.

- არაფერია. წავიდა და კუთხეში ჩამოჯდა. ნაილი ისევ წამოდგა.

- რას აკეთებ?

- ვცდილობ გამოსავალი ვიპოვო.

- აქედან ვერ გავაღწევთ! დაიყვირა ჰარიმ და სკამს ფეხი ჰკრა. მე და ნაილი ამაზე მოულოდნელობისგან ერთდროულად შევხტით.

- შეეშვი, ზედმეტად გაღიზიანებულია. ვუთხარი ნაილს და მხარზე ხელი დავადე.

- ახლა ყველანი ასე ვართ, ქეროლაინ! მკაცრად მითხრა ნაილმა, ხელი უხეშად ამაწევინა და ისიც წავიდა. ამოვიოხრე და აქეთ იქით სიარული დავიწყე.

- არ გაჩერდები? გამაღიზიანებელია! ცოტახნის შემდეგ უხეშად მომიგო ჰარიმ.

- შენი ქცევაც გამაღიზიანებელია ჰარი, ყველანი ანერვიულებულები ვართ, მაგრამ არარის საჭირო ასე უხეშად მოქცევა!

- შენ.. ჰარი ჩემსკენ წამოვიდა და მაჯაში ხელი ჩამავლო! მეტკინა, მაგრამ ხმა არ ამომიღია, მალევე ამოიოხრა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა. ტაომ დამაყარა, პეპლები ისევ აფარფატდნენ მუცელში..

- ისინი.. შენი ტკბილი, ფაფუკი ტუჩები.. დამშვიდებაში საშინლად მეხმარება ქეროლაინ.. ჩაილაპარაკა და შუბლი მომადო.

________________________

Vote&comment ❤

იძულებითი ქორწინება (დასრულებული)Where stories live. Discover now