16.

1.1K 57 5
                                    

*ლიამი*
- მისმინე ზეინ, გადავწყვიტე იმ კლუბში წავიდე სადაც პირველად შევხვდით ნიკს. გავიგე, რომ იქ ხშირად დადის. უკან გავყვები და იქნებ ვიპოვო ის ადგილი სადაც ქეროლაინი, ჰარი და ნაილი არიან.

- მარტო შეძლებ?

- ლუისაც ავუხსნი და ისიც დამეხმარება. მხრები ავიჩეჩე. - შენ აქედან გამოხვალ, მათ კი ნიკისგან ვხსნი.

"დრო ამოიწურა, პატიმარი საკანში უნდა დავაბრუნო" ხმა გაისმა და მეც მაშინვე წამოვდექი.

- ყველაფერს მოვაგვარებ. ვუთხარი, გამოვედი და ლუის გადავურეკე.

- "ლიამ?"

- "ლუი, საქმე მაქვს, შეგიძლია იქ მოხვიდე სადაც ვიკრიბებით ხოლმე?"

- "კი, ყველაფერი რიგზეა?"

- "მაგას, რომ მოხვალ მაშინ გეტყვი" ტელეფონი გავთიშე.

...
- ესეიგი ადამიანი მოკალი არა? დამცინავი ხმით კითხა ერთ-ერთმა ზეინს.

- მე არავინ მომიკლავს!

- ჰო აბა რა. ჩაიცინა, რამაც ზეინი გაამწარა.

- გითხარი, არავინ მომიკლავსთქო! მაგიდას ხელი დაარტყა. თეფშები მაგიდიდან გადმოცვივდა და რამოდენიმე დაიმსხვრა კიდეც.

- წყნარად იყავი. ზეინს ხელი საყელოში ჩაავლო. - აქ მასეთები არ გაგივა, ახლა კი ამ ყველაფერს აალაგებ, თორემ ორ წუთში გამოგასალმებ სიცოცხლეს. გასაგებია? ხელი კრა. ზეინმა თავი ვერ შეიკავა და მუშტი დაარტყა, რაზეც მოწინააღმდეგემაც იგივეთი უპასუხა.

...
ამასობაში, ლიამმა და ლუიმ ყველაფერი დაგეგმეს.

- შენ შემოსასვლელში იდგები, როგორც კი კლუბში შემოვა მანიშნებ. შემდეგ კი ჩუმად გავყვებით უკან. თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, ეს საქმე გამოგვივა.   ცოტახანი კიდევ ილაპარაკეს, შემდეგ კი დაიშალნენ.

...
საღამოს მართლაც მივიდა ნიკი კლუბში. ლუი და ლიამი იქვე იდგნენ და ელოდნენ, როდის გავიდოდა ნიკი, რომ უკან გაყოლოდნენ. რამოდენიმე საათი ნიკმა კლუბში გაატარა. შემდეგ კი თავის ხალხთან ერთად კლუბიდან გამოვიდა. ლუი და ლიამი ცოტახნით ადგილზე გაჩერდნენ, შემდეგ კი შეუმჩნევლად გაყვნენ უკან. 

ნიკის მანქანამ უეცრად სიჩქარეს უკლო და გვერდით შეუხვია, წინ კი ხიდი გამოჩნდა.

- რა ჯანდაბაა! ლუი მანქანა შეაჩერე!  მანქანა ისევ იმავე სიჩქარით მიდიოდა.

- ლუი შეანელე

- არ გამოდის.. არ მუშაობს!

- ჯანდაბა, მახე დაგვიგეს! მისმინე, 3 თვლაზე მანქანიდან უნდა გადავხტეთ.

- მეხუმრები?

- თუ სიკვდილი გინდა შეგიძლია არ გადმოხტე. მხრები აიჩეჩა ლიამმა და კარის გასაღებად მოემზადა.

- კარგი, კარგი.

- 3..2..1.. მანქანა ხიდიდან გადავარდა.

- ლუი, კარგად ხარ?

- მგონი კი. ირგვლივ მიმოიხედა და ამოიოხრა. - კარგი, ახლა ის მითხარი აქ რა ვაკეთოთ, ან როგორ გავაღწიოთ აქედან. ნერვულად გაიღიმა ლუიმ.

- არვიცი ლუი. ნუ წუწუნებ რამეს მოვიფიქრებთ. ლიამი წამოდგა და კლდეს მიუახლოვდა.

______________________

რაღაცნაირი თავი გამომივიდა😅მაგრამ არაუშავს..

დაავოუთეთ და დააკომენტარეთ. ☺️❤️

იძულებითი ქორწინება (დასრულებული)Where stories live. Discover now