17.

1.7K 63 12
                                    

- ქეროლაინ, საყვარელო, კარგი რა, შენ კიდევ ასე ზიხარ? ნიკმა ქეროლაინს ხელი სახეზე მოუსვა და გაუღიმა. - ბიჭებო, შეგიძლიათ წახვიდეთ, მათ მარტო გავესაუბრები. ორმა კაცმა მაშინვე დატოვა სარდაფი.  ქეროლაინმა დრო იხელთა, გაიხსენა ყველა ის ილეთი, რასაც მამამისი პატარაობისას ასწავლიდა და ნიკი  მოიგერია.

- ეს ყველაფერი იმისთვის, რაც მე და ჩემს ახლობელ ადამიანებს დამართე!  შემდეგ ჰარი კარის უკან ამოდგა და როდესაც ნიკის ხალხი შემოვიდა ნაილის დახმარებით დავი დაიძვრინეს. სარდაფიდან გამოიქცნენ და მაშინვე მანქანაში მოთავსდნენ. გასაღები მანქანაში აღმოჩნდა, ამიტომაც დაქოქეს და ადგილს მოშორდნენ.

- ესეიგი მამაშენმა მისი ქალიშვილი მოკლა? კითხა ქეროლაინმა ჰარის.

- სამწუხაროდ.. მამაჩემიც ნიკისნაირი იყო, უფრო მეტიც კი. გაბრაზებულმა მოუჭირა რულს ხელი. ტყეში შევიდნენ რა დროსაც ნაცნობი სახეები დაინახეს.

- ლიამ, ლუი? ჰარი გააჩერე. უთხრა ქეროლაინმა და მანქანიდან გადავიდა.

- ქეროლაინ? თქვენ..აქ როგორ? გაკვირვებულმა იკითხა ლიამმა.

- მეც იგივე კითხვა მაქვს თქვენთან.

- ჩვენ ნიკს გამოვყევით და.. ნერვულად აიჩეჩა თმები ლიამმა.

- კარგი ჩაჯექით. ახლავე უნდა წავიდეთ.

- ჯანდაბა! უეცრად წამოიყვირა ჰარიმ.

- რა მოხდა? შეშინებულმა მაშინვე მას გავხედე.

- მანქანა არ იქოქება!

- ახლა რა უნდა ვქნათ?

- აქ ვეღარ გავჩერდებით, წინ უნდა ვიაროთ, შეიძლება ნებისმიერ წუთას დაგვეწიონ. ლიამ, ლუი ყოველი შემთხვევისთვის იარაღი ხომ თან გაქვთ? მათ უბრალოდ თავი დაუქნიეს, შემდეგ კი მე და ნაილს გადმოგვხედა.

- ნაილ, ქეროლაინ, მანქანაში იარაღი დევს ყოველი შემთხვევისთვის თან გქონდეთ. ნერვულად დავუქნიე თავი და ნაილთან ერთად მანქანიდან იარაღი ამოვიღე.

იძულებითი ქორწინება (დასრულებული)Where stories live. Discover now