თავი 3

2K 109 9
                                    

- ვახშამი მზად არის. დაიძახა სამზარეულოდან ჰარის დედამ. მეც მაშინვე საპირფარეშოში შევედი, მოვწესრიგდი და მაგიდას მივუჯექი.

ჰარი სახლში არ იყო, როგორც ჩანს სადღაც წავიდა. გამიხარდა რადგან უფრო მეტი შანსი მქონდა იმისა რომ, როგორმე ნაილს შევხვედროდი.

მაგიდასთან დიდხანს არ ვმჯდარვარ. მალევე ავედი ჩემს ოთახში და ნაილს მივწერე.

* გცალია?*

* კი, რამე მოხდა?*

* ჩვენს კაფეში შევხვდეთ*

ტანსაცმლისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, უცბად მოვწესრიგდი და იმაზე ვფიქრობდი, როგორ გავსულიყავი აქედან.

კარიდან ვერ გავიდოდი, ამიტომ ფანჯარასთან მივედი. არც ისე მაღალი იყო, თან აქეთ ტერიტორიას დაცვა არ აკონტროლებდა. რაც შემეძლო ჩუმად გამოვშორდი იმ ადგილს.

კაფეში რომ მივედი, ნაილი ფანჯარასთან იჯდა. მაშინვე მივედი და მოვეხვიე.

- ნაილ, როგორ მომენატრე.

- მეც, რამეს შეუკვეთავ?

- არა, პირდაპირ საქმეზე გადავალ, ბევრი დრო არ მაქვს.

ნაილს ყველაფერი მოვუყევი ის კი მთელი ამ დროის განმავლობაში  ილანძღებოდა.

- ჯანდაბა ასე იოლად რატომ შეეგუე ამ ყველაფერს?

- მეშინია. მხრები ავიჩეჩე და ფანჯარაში გავიხედე.

- გეშინია? დაგემუქრნენ?

- ჰარის მამამ მითხრა, რომ თუ მათ არ დავემორჩილებოდი ჩემს საყვარელ ადამიანებს რამეს დაუშავებდა. ვთქვი ისე რომ ფანჯრისთვის თვალი არ მომიცილებია.

- რაა? და საერთოდ რათ უნდათ ეგ ქორწინება?

- არც მე ვიცი და ზედმეტი კითხვებისგანაც თავს ვიკავებ. არ მინდა რაიმე შეცდომა დავუშვა და თქვენ დაგიშავდეთ რამე.

- ხვალაც შეძლებ მოსვლას?

- არამგონია, ხვალ როგორც ვიცი საქორწინო საქმეები უნდა მოაგვარონ, შესაბამისად მეც ვიქნები საჭირო. ყველანაირი ემოციის გარეშე ვთქვი, შემდეგ კი ფეხზე წამოვდექი.

- კარგი ნაილ, ჯობია წავიდე. ნაილმა პატარათი დამიქნია თავი, გადამეხვია და მეც კაფედან გამოვედი.

მალევე ტაქსი გავაჩერე, მისამართი ვუთხარი და მუსიკების მოსმენა დავიწყე, ეს ყველანაირად მამშვიდებდა.

*ჰარი*
მოვედი იმ ადგილას სადაც უკვე თითქმის ყოველდღე მოვდივარ. ნემსი მოვიმარჯვე და წამალი ვენაში შევუშვი. შემდეგ კი კედელთან დავჯექი და დაველოდე როდის დაიწყებდა რეაგირებას. არვიცი როგორ მაგრამ, ცოტახანში სახლში  მივედი. ჩემს ოთახში ავდიოდი, როდესაც ქეროლაინის ოთახში შევლა გადავწყვიტე.

*ქეროლაინი*
ისევ ფანჯრიდან დავბრუნდი ჩემს ოთახში, ტანსაცმელი გამოვიცვალე, მუსიკები ჩავრთე, საწოლზე დავწექი და თვალები დავხუჭე.

მუსიკები არც ისე ხმამაღალზე იყო, რომ კარის ხმა არ გამეგო. მაშინვე გავიხედე და თვალებ ჩაწითლებული ჰარი დავინახე.

- რ-რამე მოხდა? მუსიკა გავთიშე და საწოლიდან მაშინვე წამოვდექი.

ჰარი ოთახში შემოვიდა და კარები ხმაურიანად დაკეტა, რაზეც პატარათი შევხტი.

- ჰარი არ მომიახლოვდე, გაფრთხილებ! ნ-ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ხარ? იცი..

- დღეს სად იყავი! მკაცრი ტონით მითხრა.

- რ-რა? არსად, სად უნდა ვყოფილიყავი?

"ჯანდაბა"

- ნუ მატყუებ! დაცვამ დაგინახა. მართლა გგონია, ისეთი ჭკვიანი ხარ, რომ ასე უხმოდ გაიპარები ხოლმე და ვერავინ შეგამჩნევს, შემდეგ კი ისე დაბრუნდები უკან, ვითომც არაფერი?

- არ გაქვთ უფლება, რომ ასე გამომკეტოთ, ოთახში და ასევე არ ვარ ვალდებული რასაც მიბრძანებთ ის შეგისრულოთ. არვიცი საიდან მაგრამ გამბედაობა მოვიკრიბე და რაც შემეძლო მკაცრად ვუთხარი.

ჰარიმ ჩაიცინა, შემდეგ წამში კედელს მიმაჯახა და ყურში ჩამჩურჩულა.

- შენ ნივთი ხარ ქეროლაინ, ნივთი რომელიც მამაშენმა ბინძური საქმეებისთვის გამოიყენა. ხელი გამიშვა, კარი გააღო და ოთახი დატოვა.

"შენ ნივთი ხარ ქეროლაინ, ნივთი რომელიც მამაშენმა ბინძური საქმეებისთვის გამოიყენა."

კიდევ ერთხელ გამიელვა ამ სიტყვებმა თავში და ტირილი დავიწყე.

იძულებითი ქორწინება (დასრულებული)Where stories live. Discover now