თავი 5

1.9K 92 5
                                    

გავიღვიძე თუ არა ჰარი დავინახე, დაკვირვება დავუწყე, როდესა ჩაიჩურჩულა.

- რომ მაკვირდებიან ვეღარ ვიძინებ. ცხვირი შეიშმუშნა და ჩაიცინა.

მაშინვე თვალი მოვაშორე, საღამურები მეცვა, ამიტომ ჩვეულებრივ ავდექი და სააბაზანოში გავედი. როდესაც გამოვედი ოთახში ჰარი აღარ დამხვდა. უბრალო სპორტულები ჩავიცვი და დაბლა ჩავედი. ეზო ძალიან ლამაზად იყო მოწყობილი. ანე იქვე იდგა და კარნახობდა რა როგორ უნდა გაეკეთებინათ. ცოტახანში ჩემს ოთახში ავედი მოსაწესრიგებლად. რამოდენიმე გოგო დამტრიალებდა თავს. მომენტებში ეს ყველაფერი ძალიან მოსაბეზრებელი იყო, მინდოდა მეყვირა, რომ ახლავე გასულიყვნენ ოთახიდან, მაგრამ თავს ვიკავებდი. როდესაც თავისი საქმე დაასრულეს მაშინვე დატოვეს ოთახი. თავიდან ვიფიქრე იქნებ როგორმე გავიპარო და ეს ქორწილი ჩავშალოთქო, მაგრამ შემდეგ ეს აზრი თავიდან ამოვიგდე,  კიდევ ერთხელ ჩავიხედე სარკეში და ოთახი დავტოვე. კიბეებზე ჩავდიოდი, როდესაც კიბეების დაბლა მდგომი ჰარი დავინახე. ვიღაცას ელაპარაკებოდა და იღიმოდა, შავი შარვალ კოსტუმი ეცვა. როდესაც დამინახა, რომ ჩამოვდიოდი, შემომხედა და დაკვირვება დამიწყო, შემდეგ ჩაიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა. ხელი გამომიწოდა, ცოტახანს უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი, შემდეგ ხელი ჩავკიდე და დაბლა ჩავედით. გავედით თუ არა მაშინვე შემომესმა სტუმრების ხმა.

- კოცნა არც კი გაბედო. ჩავიჩურჩულე და სტუმრებს ძალით გავუღიმე. ჰარიმ თვალები აატრიალა, მისკენ მიმატრიალა და მაკოცა. მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, როდესაც მომშორდა, ხალხს გადავხედე, ყველა ტაშს უკრავდა, ეს ყველაფერი უკვე მაღიზიანებდა.

*3 დღის შემდეგ*
ამ 3 დღეში არაფერი საინტერესო მომხდარა, ჰარი იშვიათად მოდიოდა სახლში, მე კი სულ ოთახში ვიჯექი და ხან ნაილს ვეკონტაქტებოდი, ხან დედაჩემს. ქორწილში კიდევ ჰარის მეგობრები გავიცანი, ლიამი, ზეინი, ლუი და ჯიჯი. ძალიან საყვარლები არიან. დღეს გადავწყვიტეთ რომ კარაოკე ბარში წავსულიყავით. ჰარიც დავითანხმეთ, შესაბამისად ახლა ვდგავარ და ვარჩევ, რომელი კაბა ჩავიცვა.

მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი, რომ ჰარის დავლოდებოდი. საბოლოოდ რომ მოვიდა შემათვალიერა და ღიმილით მითხრა.

- ლამაზად გამოიყურები.

- მ-მადლობა შენც. ვუთხარი და კარისკენ წავედი. ჰარიმ მანქანის კარი გამიღო, შემდეგ თვითონ ჩაჯდა და მანქანა დაჯდა. დღეს რაღაცნაირად კარგ ხასიათზე იყო, რაც მესიამოვნა. გზაში უბრალოდ ჩუმად ვისხედით, რამოდენიმეჯერ ჰარისკენაც გავაპარე თვალი, ის კი მხოლოდ ჩაცინებით შემოიფარგლებოდა. საჭესთანაც კი ძალიან სიმპატიური იყო. დანიშნულების ადგილას რომ მივედით. კარი გავაღე, მანქანიდან გადმოვედი და ჰარის ამოვუდექი გვერდით. ყველა მას მიშტერებოდა, რაც ნერვებს მიშლიდა. ბართან ჩამოვდექი და რამოდენიმე ჭიქა დავლიე, მეგობრებთან ერთად სხვის სიმღერებს ვუსმენდი, შემდეგ კი მეც მომინდა, ამიტომ მაშინვე სცენისაკენ წავედი.

იძულებითი ქორწინება (დასრულებული)Where stories live. Discover now