თავი 17

779 38 22
                                    

დილით ექვს საათზე გავიღვიძე და ცოტახნით მიას ყურებით ვტკბებოდი, მაგრამ ბევრი დრო არ მქონდა და მისი გაღვიძება მომიწია

-მიაა (ნაზად ვეძახდი და თან სახეზე ვკოცნიდი)
-მია გაიღვიძე, მიაა
-ჰენრიიი, ჯერ ძალიან ადრეა
-ვიცი მაგრამ სადღაც უნდა წავიდეთ, ადექი და ბარგი ჩაალაგე
-ბარგი?
-ხო, მიდი ზემდეტი კითხვებია გარეშე გთხოვ
-და სად მივდივართ? რა ჩაგილაგო
-მხოლოდ შენი ჩაალაგე!
-ამ კარგი

მანადგურებდა მისი სასოწარკვეთილი თვალების ყურება, თითქოს რაღაცას ხვდებოდა.

-მზად ვარ
-მანქანაში ჩაჯექი და მოვალ
-კარგი

მიას გასვლისთანავე ნათანიელს დავურეკე
-იმედია გღვიძავს
-კი მღვიძავს, უკვე მოდიხართ?
-სახლიდან ახლა გამოვალ
-კარგი გელოდებით, ყველაფერი მზადააა
-კარგი

მანქანაში ჩავჯექი და მინდოდა მისთვის მეკოცნა, მაგრამ მას სახე ფანჯრისკენ ჰქონდა მიბრუნებული და ჩემთვის არ შემოიხედავს.

გზამ ჩუმად გაიარა...

-ეს ხომ
-ხო შენი სახლია
-აქ ბარგით რა მინდა?
-შევიდეთ და მერე ვისაუბროთ
-მინდა აქ ვისაუბროთ
-მია!

პირდაპირ მანქანიდან გადმოვედი და ბარგი გადმოვიტანე, გასაღებიც თან მქონდა, ნუ ყოველი შემთხვევისთვის მია რომ არ წასულიყო.

სახლში შევედით, ირგვლივ უკვე დაძაბული ვითარება იყო

-ახლა მეტყვი აქ რა ჯანდაბა ხდება?!
-მია ცოტახანს აქ მოგიწევს დარჩენა, იმისთვის რომ უსაფრთხოდ იყო
-და ეს ჩემ გარეშე გადაწყვიტე?! მე აქ უნდა ვიყო და შენ  ღმერთმა იცის რამდენი საფრთხის წინაშე
-მია შენ ამაზე არ დამთანხმდებოდი
-არც ახლა გთანხმდები!
-მაპატიე, მაგრამ მოგიწევს
-რა?!

ამის ყურება არ შემეძლო, მიას ზურგი ვაქციე და წამოვედი, მან სცადა თვითონაც წამოსულიყო, მაგრამ ნათანიელმა და დაცვის ბიჭებმა გააკავეს, მიას ყვირილი და თხოვნა ასე ნუ მომექცევიო ჩემს გულს ნაწილებად ფლეთდა
-ჰენრი! ასე არ მომექცე! ახლა ამას ნუ გააკეთებ!
-ჰენრიი! ჰენრი!  
-ჯანდაბა! შემომხედე მაინც!
-იცოდე გირჩევნია არ დაბრუნდე! იმიტომ რომ როცა დაბრუნდები ჩემგან მხოლოდ ერთს, სიძულვილს მიიღებ!

ბოლო სიტყვებმა გულში ისარი ჩამცა, მანქანაში ჩავჯექი და რაც შემეძლო სწრაფად წამოვედი იქიდან. მალე წაგიყვან მია, მალე და მაშინ ორივე ერთად ძალიან ბედნიერები ვიქნებით...

             *მიას თვალთახედვა*
ვხვდებოდი რომ ჰენრისგან განშორება მომიწევდა, იმისთვის რომ მერე ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ მის ასეთ საქციელს ვერ წარმოვიდგენდი, მან გული ძალიან მატკინა, ვერ ვხვდები რატომ არ დამელაპარაკა, მართლა ვერ ვხვდები ასე რატომ მომექცა, მაგრამ ამას ვანანებ! აუცილებლად!

-ნათანიელ აქ ჩემს გაჩერებას როგორ აპირებ?!
-მია გთხოვ დაწყნარდი
-არ დავწყნარდები! რას იზამ?
-ჯანდაბა! ასეთი მია ყველაზე მეტად არ მიყვარს!

ხელი ჩამავლო და ოთახში ამათრია

-მაპატიე დაიკო მაგრამ ამიერიდან აქედან ვერ გამოხვალ
-ნათანიელ იცოდე კარი არ ჩაკეტი! ნათანიელ!
-სანამ კარგად არ დაწყნარდები ყველას უსაფრთხოების გამო სჯობს მანდ იყო
-აჰ! საზიზღარი ხარ! 
-ვიცი

ჯანდაბა კარი მართლა ჩაკეტა, ახლა დიდი სიამოვნებით ვცემდი, ღმერთო ჩემო რა ხდება ჩემ თავს?

იმის გამო რომ დილით ადრე გავიღვიძე და ამხელა სტრესი გადავიტანე საწოლზე მივწექი თუ არა მაშინვე დამეძინა.

როცა გავიღვიძე საწოლზე ნათანიელი დამხვდა, მეც ვეღარ გავძელი და ატირებული ჩავეხუტე
-ასე რატომ მომექცა?
-შენივე უსაფრთხოების გამო მია
-მაგრამ დამლაპარაკებოდა მაინც
-შენც ხომ დაინახე რომ თვითონაც ძალიან უჭირდა არა? 
-მოდი მასზე აღარ მელაპარაკო
-მია?!
-ნათანიელ გთხოვ, შეუძლებელს არ გთხოვ
-აჰ, კარგი დაიკო, კარგი
-მადლობა
-გშია?
-კიი
-რას შეჭამ?
-შენ მოამზადებ?
-კი
-მაშიიიინ ცეზარი
-თქვენი შეკვეთა მალე მზად იქნება, შეგიძლიათ მოემზადოთ
-ოთახში მიტანის სერვისი გაქვთ?
-ახლახანს მოგვიწია დამატება
-სულელო, მიდი მალე მშია
-კარგი მივდივარ

პ.ს რას ფიქრობთ? თქვენი აზრით რა მოხდება?

ბედისწერა (დასრულებულია)Where stories live. Discover now