თავი 14

851 40 23
                                    

ამ ამბების შემდეგ ერთი კვირა გავიდა, მე და ჰენრი სახლში ვიყავით და იქიდან არ გამოვსულვართ, ერთმანეთით ვტკბებოდით და მონატრებას ვიკლავდით.

დღეს ლოს-ანჯელესში მივდივართ, ისევ ჯეკს და ლუსის უნდა შევხვდეთ, უკვე თვითმფრინავში ვართ

-ჰენრი, ჯეისონს რა უქენით?
-ეგ კითხვა ახლა რატომ გაგიჩნდა?
-უბრალოდ მაინტერესებს
-ისე ვცემე რომ ყველა ძვალი დავუმტვრიე, მათ შორის ხერხემალიც, შემდეგ სავააადმყოში გავგზავნე, მთელი ცხოვრება პარალიზებული იქნება, ერთი ბნელი სახლი ვუყიდე და ძალიან ძალიან სასტიკი მომვლელი დავუქირავე, მთელი ცხოვრება დაიტანჯება და შეახსენებენ რისთვის ისჯება
-ჰენრი ამას ასე მშვიდად როგორ ამბობ? ან ასეთი სისასტიკე? არ მესმის, მაგას სჯობდა მოგეკლა!
-მია სერიოზულად მაგის გამო მეჩხუბები?
-კი გეჩხუბები! არ მეგონა ასეთი სასტიკი თუ იქნებოდი
-მისთვის სიკვდილი შვება იქნებოდა! არ ვაპირებ ამ თემაზე ისევ გეკამათო! არ მესმის მის გამო რატომ მეჩხუბები! იქნებ შეგიყვარდა?
-ჰენრი! ამას რატომ ამბობ?
-მაშინ მასზე ასე რატომ ღელავ?!
-ჰენრი გულს მტკენ
-შენც მია, შენც

აღარაფერი უთქვამს და პირდაპირ პილოტის კაბინაში გავიდა...

ჯანდაბა ეს ყველაზე მეტად არ მინდოდა,  არცერთს არ გვისაუბრია ამ ორი თვის განმავლობაში მომხდარზე, ვფიქრობ ეს ორივეს შიგნიდან გვანადგურებს.

აეროპორტიდან მეგონა სასტუმროში წავიდოდით, მაგრამ არა,  ერთ-ერთ მდიდრულ უბანში მივედით და სახლის წინ გავჩერდით
-აქ ვინმეს უნდა შევხვდე?
-ჩვენი სახლია
-ჩვენი?
-ხო, არ მინდა სასტუმროში დავრჩეთ, აქ მეტად უსაფრთხოა
-გასაგებია

მართლაც ზედმეტად უსაფრთხო იყო, ყველგან დაცვა იდგა, ირგვლივ კი კამერები ეყენა

-ჰენრი მგონი ცოტა გადაჭარბებულია
-რა?
-დაცვა
-არ არის!
-შეგეძლო ცოტა რბილი ტონით გეთქვა
-ხო, ალბათ
-ჩვენი ოთახი რომელია?
-შეგიძლია აირჩიო
-მაშინ ეს იყოს (კიბესთან ყველაზე ახლოს მყოფ ოთახზე მივუთითე)
-უკეთესებიც არის აქ
-მე ეს მინდა
-კარგი, ნება შენია, მალე გავდივართ და თან მოემზადე
-წამოსვლა არ მინდა, დავიღალე
-არ მიკითხავს, კარგად იცი რომ უნდა წამოხვიდე
-რომ არა, ძალით წამიყვან?
-შენი აზრით მაგას არ ვიზამ?
-მალე მზად ვიქნები

ბედისწერა (დასრულებულია)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt