თავი 12

857 44 23
                                    

*მიას თვალთახედვა*
საშინელი ორი თვე გავიდა, ერთადერთი კარგი რაც მოხდა ისააა, რომ ჯეისონი ბოლომდე მენდობა და ვფიქრობ უკვე გრძნობებიც აქვს, მითხრა რომ დღეს სადღაც უნდა წამიყვანოს, ვიმედოვნებ მოვახერხებ ჰენრისთან დასაკავშირებელი გზა მოვნახო.

-მია მზად ხარ?
-კი ჯეი (ასე დავუწყე დაძახება, მიხვდებით რატომაც)
-კარგი მაშინ მანქანაში ჩაჯექი და მოვალ
-კარგი

ჩემი ადგილი დავიკავე და ჯეისონიც მოვიდა

-ჯეი სად მივდივართ?
-ქალაქგარეთ, მინდა სიურპრიზი მოგიწყო
-სიურპრიზი? კარგად ჟღერს, უკვე ვეღარ ვითმენ
-ცოტა დიდი გზააა, მაგრამ
-შენთან ერთად ღირს მისი გავლა
-არ მოგაწყენ

გზა მართლაც დიდი იყო, გზაში ბენზინ გასამართ სადგურთან გავჩერდით, დავინახე როგორ შევიდა საპირფარეშოში ვიღაც

-ჯეი საპირფარეშოში უნდა შევიდე სასწრაფოდ, უკვე ვეღარ ვითმენ
-კარგი მიდი, ოღონდ არ დაიგვიანო
-მაქსიმალურად მალე აქ ვიქნები
-კარგი

საპირფარეშოში შევვარდი და იქ მყოფ გოგოს ვთხოვე დახმარება

-ჰეი, ბევრი დრო აქ მაქვს, ფურცელი და კალამი გაქვს?
-დიახ

ფურცელზე წერილი დავწერე
*ჰენრი ცოცხალი ვარ, ეს ჯეისონია, ებიგეილის ძმა*

-მომისმინე, გევედრები ახლა ერთ ნომერს მოგცემ, მას დაურეკე და ეს წერილი გადაეცი,  გთხოვ
-კარგი, ამას გავაკეთებ, ნომერი მითხარით
-ტელეფონი მომეცი და ავკრეფ, თან წავალ
-კარგი, ჩემი იმედი გქონდეს
-დიდი მადლობა

მას ნომერი დავუტოვე მე კი მანქანაში ჩავჯექი, ჯეისონი მაღაზიიდან გამოვიდა

-ვიღაცამ არ დაიგვიანოო და თვითონ დაიგვიანა
-იმედია მაპატიებ
-გააჩნია რა მომიტანე
-შოკოლადები
-მაშინ ჩათვალე არც არაფერი მწყენოა
-კარგი, აი გამომართვი

შოკოლადებს შევექცეოდი და ისე ვიქცეოდი თითქოს არაფერი მომხდარა და თავს ბედნიერად ვგრძნობდი, შინაგანად კი ძალიან აფორიაქებული ვიყავი, ნეტავ იმ გოგომ ჰენრის დაურეკა? ან მან დაუჯერა? წერილი მას აქვს? ღმერთო ჩემო ეს კითხვები მომკლავს.

ბედისწერა (დასრულებულია)Where stories live. Discover now