თავი 16

851 40 21
                                    

კლუბში მისვლამდე ჰენრის ისეთი სახე ჰქონდა ვერც კი ავღწერ და თქვენს ფანტაზიას მივანდობ...

მანქანა კლუბის წინ გავაჩერეთ, კარი დაცვამ გააღო და წინ წაგვიძღვა, გზად რამდენიმე მზერა ვიგრძენი, ჰენრი კი ხელს მჭიდროდ მიჭერდა, როცა ჩვენთვის განკუთვნილ ოთახში შევედით ყველას მზერა ჩვენკენ მოეპყრო, ჰენრი კი ჯერ სხვებს მიესალმა შემდეგ კი მობრუნდა და მაკოცა (ამით აგრძნობინათ ეს გოგო ჩემიაო)

სხვადასხვა თემას განვიხილავდით და ცოტ-ცოტას ვწრუპავდით, შეთანხმებაც უკვე დაიდო ხოდა როგორც იქნა დადგა დრო ყველას მიწასთან გაასწორებისა.

რამდენიმე  კომენტარი უკვე გაისმა, მაგრამ არა ჩემი მიმართულებით, უპს აი ისიც
-ეგ თეთრი პერანგი ძალიან გიხდებათ, სხვათაშორის აქვე ჩემი სასტუმროა, იქნებ ჩემს ნომერში ავიდეთ?
-თუ გნებავთ ახლავე წავიდეთ, მაგრამ იქიდან ცოცხალი რამდენად გამოაღწევთ ვერ გეტყვით
-ალბათ შენი ქმარი ბოლოს მომიღებს ხომ?
-ქმარი არა, პირადად მე! შეკითხვები კიდევ გაქვთ?!
-არა, მაპატიეთ თუ ჩემმა სიტყვებმა შეგაწუხათ
-არ იღელვოთ, მაგისთვის მოგეზღვებათ

ნერწყვი ხმამაღლა გადაყლაპა და ვისკი მოსვა...

ცოტა ხნის შემდეგ სხვასაც ეყო გამბედაობა
-ლამაზი და გამომწვევი სხეული გაქვთ, ეს თეთრი კაბა კი უბრალოდ თქვენთვისააა შეკერილი, მაგრამ ალბათ გსმენიათ რომ ასეთ კაბაა გახდა უხდება, შემიძლია დაგეხმაროთ
-რადგან შორიდან დაიწყეთ მეც ასე ვიზამ, ისეთი კაცია შთაბეჭდილება დამიტოვეთ შორიდან რომ არაუშავს და როგორც კი პირს დააღებს გინდა იქვე მიახრჩო და ახლა თქვენ გეკითხებით, თქვენნაირი ადამიანის დახმარება მჭირდება?
-და თქვენ როგორი ხართ?
-საშიში

-საწოლშიც ისეთივე კარგი ხართ როგორც საუბარში? (ეს კიდევ ერთი შარიანი)
-არ დაგიმალავთ და შესანიშნავი
-დამასპოილერეთ
-არა უფრო ოცნება დაგისახეთ, ოცნება, რომელსაც ასრულება არ უწერია, მაგრამ ამასთანავე მისი ახდენის სურვილი იმდენად ძლიერია, მზად ხარ თავი გაწირო, ოცნება, რომელზე ფიქრიც კი მომაკვდინებელია
-თუ ასეა ოცნება ოცნებად დარჩეს
-თქვენი აზრით მე ახლახანს რა ვთქვი?
-უბრალოდ დავაკონკრეტე
-თუ დაკონკრეტების გარეშე პასუხს ვერ იგებთ კითხვებსაც ნუღარ დასვამთ
-აჰამ

ბედისწერა (დასრულებულია)Where stories live. Discover now