თავი 3

1.1K 50 27
                                    

დილით როცა გავიღვიძე ჰენრი კართან იდგა და იცინოდა
-რა გაცინებს?!
-კაბა ვერ გაიხადე?
-ელვა ვერ გავხსენი
-დაგეხმარები
-არ მინდა! მოახლეები არ გყავს?
-აქ მხოლოდ ერთი მოახლე მოდის, ალაგებს, ამზადებს და მიდის, ის ვერ დაგეხმარება!
-რატომ?
-ვერ ხვდები? არავინ არ უნდა გაიგოს რომ გუშინ ჩვენს შორის არაფერი მომხდარა! დაგეხმარები!
-ჯანდაბა! კარგი ოღონდ იცოდე ზემდეტად თუ რამეს
-გეყოს! უკვე გითხარი არ შეგეხები თქო!

ჩემთან მოვიდა და კაბის გახსნა დაიწყო, წამიერად მისი თითები ჩემს სხეულს შეეხო, მთლიანად დამბურძგლა, სხეული დამეძაბა, რამდენიმე წამი თითქოს საუკუნოდ გაიწელა
-მოვრჩი! შეგიძლია გამოიცვალო
-ჩემი ჩემოდნები მოიტანეს?
-არა
-და რა ჩავიცვა?
-აქ გარდერობის ოთახია, შენი ტანსაცმლის ადგილიც არის, ახლა შეგიძლია ჩემი ჩაიცვა
-კარგი, მაშინ გადი!
-შიგნით გამოიცვალე! არ შემოგივარდები!

ოთახში შევედი და ჰენრის სპორტულები ჩავიცვი, ირგვლივ ყველაფერი მუქი იყო, განსაკუთრებით შავი ჭარბობდა, ამხელა გარდერობი და ასე მუქი, იმედია ჩემს ტანსაცმელს მალე მოიტანენ.

-გიხდება
-ყველაფერი ასე მუქი რატომ გაქვს?
-აბა რა ფერის უნდა იყოს, დაგავიწყდა ვინ ვარ?
-ზღვისთვის მაინც არ გაქვს რამე ფერადი?
-თეთრი პერანგი მაქვს, რამოდენიმე თან, ჩემთვის საკმარისია
-ნუ რაც არ უნდა იყოს ამიერიდან გარდერობში სიჭრელის ატანა მოგიწევს
-ავიტან არ იდარდო
-არც ვდარდობ ძვირფასო
-ხვალ ლოს-ანჯელესში მივდივარ შეხვედრაზე, შენც მოდიხარ!
-მე რატომ?
-ასე საჭირო და იმიტომ!
-არ წამოვალ!
-არ მიკითხავს!
-ვერ მაიძულებ!
-მაგასაც ვნახავთ!
-კარგი, ვნახავთ!

ჰენრი სადღაც წავიდა, მე კი სახლი დავათვალიერე, დიდი სახლი არაა, რადგან ჰენრი აქ მარტო ცხოვრობდა, მაგრამ გემოვნებით არის მოწყობილი, შუადღით ჩვენი მოსამსახურეც მოვიდა, მას ვიქტორია ჰქვია, ბევრი არ გვისაუბრია, თავისი საქმე გააკეთა და წავიდა...

ბედისწერა (დასრულებულია)Where stories live. Discover now