თავი 8

1K 43 27
                                    

იქვე ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე, ჰენრის საქციელს ასე ჩემზე არასდროს უმოქმედია, მის სიუხეშეს ადვილად ვიტანდი, მაგრამ ახლა ეს აღარ შემიძლია, ვეღარ ვიტან, ამის მოთმენა აღარ შემიძლია, არ ვიცი ეს რატომ ხდება, ჩემი გრძნობები სრულიად არეულია და არ ვიცი დალაგდება თუ არა.

ერთადერთი რაც ახლა ვიცი ისააა რომ ჰენრის ასეთ მოქცევას ვეღარ გავუძლებ, თუ ასე გაგრძელდა წავალ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გავგიჟდე, რადგან შინაგანად ძალიან ვიტანჯები.

მთელი ღამე ჰენრის კაბინეტში გავატარე, სტრესის გამო ისე გავითიშე ვერც მივხვდი რომ იარაღი ჯერ კიდევ ხელში მქონდა, დილით ჰენრი შემოვიდა და როცა დამინახა გაშეშდა

-მია, რას აპირებ? (შეშინებულმა მკითხა)
-რა? რას გულისხმობ?
-მია იარაღს ხელი გაუშვი
-ჯანდაბა! მე, მე არ ვიცოდი თუ ის ხელში მქონდა (ხელი გავუშვი და იქვე მივაგდე)
-შენ რა მთელი ღამე აქ იყავი?
-კი, აქ ვიყავი და შენ?

ჩემ გვერდით ჩამოჯდა

-სასაფლაოზე
-რა? სააად?
-ჩემი საყვარელი ქალის საფლავზე ვიყავი მია
-ჰენრი არ მესმის, ვერაფერი გავიგე
-დროა აგიხსნა, ასეთს ვეღარ გიყურებ, მერე კი შენი გადასაწყვეტია წახვალ თუ დარჩები
-გისმენ
-ორი წლის წინ ძალიან ბედნიერი ვიყავი, გვერდით საყვარელი ადამიანი მყავდა, მას ებიგეილი ერქვა, მე და ები ერთად ხუთ წელზე მეტხანს ვიყავით, ორი წლის წინ იმ საბედისწერო დღეს კი ია დავკარგე, მია მე მამაჩემის ბიზნესში ჩართული სრ ვიყავი, მაგრამ მაინც მომაგნეს,თავს დამესხნენ, ებიგეიიც იქ იყო და მათ ის მოკლეს, მისი სიკვდილი ვერ გადავიტანე, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, ბოლოს დავიფიცე რომ შურს ვიძიებდი, მამაჩემს ვთხოვე დახმარება, თან მის საქმეებში ჩავერთე, ისინი ვიპოვე და დავხოცე, ცხოვრება კი კვლავ ამ ჭაობში გავაგრძელე, მია შენზე დაქორწინება არ მინდოდა, არ მინდოდა შენც ჩამეთრიე არ ჭაობში, მე ვეღარავის შევიყვარებ, მაგრამ თუ მოგეჩვევი, ვეღარ დაგკარგავ, სიყვარულს ვერ დაგპირდები, არც ჩემთან გაჩერებას დაგაძალებ, დანარჩენი შენ გადაწყვიტე...
-ესე იგი ჩემ მიმართ არაფერს გრძნობ?
-მაპატიე, მაგრამ არა
-კარგი, ყველაფერი გასაგებია

ბედისწერა (დასრულებულია)Where stories live. Discover now