თავი 6

1K 50 22
                                    

საწოლზე დავწექი და ვერ მივხვდი ისე ჩამეძინა...

ღამით სროლის ხმამ გამაღვიძა, ჰენრი ჩემთან მოვარდა
-მია ადექი სწრაფად და გარდერობში შედი, იქ სურათია ჩამოხსენი და აკრიფე
-ჰეი, დაწყნარდი, არსად დამალვას არ ვაპირებ, შენთან ვიქნები
-მია, შენ რომ რამე დაგემართოს
-არ დამემართება! იარაღი მომეცი, სროლა ვიცი
-დარწმუნებული ხარ?
-ჰენრი!
-კარგი გამომართვი, აი ტყვიებიც, ეზოში თუ ჩავალთ გავაღწევთ, ოღონდ უკანა ეზოში უნდა გავიდეთ
-კარგი, გასაგებია

მე და ჰენრი კიბეებს ჩავუყევით, ჰენრი წინ მიდიოდა, უცებ ვიღაც გადაუდგა და სროლას აპირებდა მაგრამ მე დავასწარი და ფეხში ვესროლე, ჰენრიმ ჩაარტყა და გათიშა, შემდეგ გარეთ გავედით, რამდენჯერმე ისევ გავისროლეთ, ერთ-ერთი ტყვია ჰენრის მხარში მოხვდა
-ჰენრი კარგად ხარ?
-კი, მაგრამ საჭესთან ვერ დავჯდები
-მე დავჯდები

მანქანაში ჩავსხედით, რაც შემეძლო სწრაფად ვატარებდი, უკან მოგვდევდნენ, მაგრამ ჰენრიმ გზა მიმასწავლა და ისინიც ჩამოვიშორეთ, დიდხანს ვიარეთ და ბოლოს ერთ სახლთან მივედით
-ეს ჩემი სახლია, კარგი სამალავია და თან აქაცააა უსაფრთხო ოთახი
-იმედია ისეთი რაღაცებიც არის რაც ჭრილობის დამუშავებაში დაგვეხმარება
-უბრალო ნაკაწრია, ამისთვის ყველაფერია
-მაშინ მალე შევიდეთ და მივხედავ
-კარგი

სახლში შევედით, ცოტახანს შუქის ანთებისგან თავი შევიკავეთ, რაც საჭირო იყო ავიღეთ და უსაფრთხო ოთახში შევედით
-აქ შეგიძლია შუქი აანთო
-ხო, ახლავე
-ჭრილობის დამუშავება იცი?
-კი, ნუ ღელავ
-მე არ ვღელავ, მაგრამ შენ კი, დამშვიდდი, ან ჩემით ვიზამ
-კარგი, მშვიდად ვარ, მშვიდად ვარ

ჭრილობა დავუმუშავე, ეს მართლაც კარგად ვიცოდი, აქამდე არ დამჭირვებია, უბრალოდ კურსებს გავდიოდი პირველადი დახმარებისას და იქიდან ვიცი...

-ცოტახანს აქ ვიყოთ, ახლა ბიჭებს დავურეკავ და ყველაფერს დაზვერავენ, შემდეგ მოგვაკითხავენ, აქ ცოტა ცივა, თაროზე პლედია და მოიფარე
-ისინი ადვილად არ შეგვეშვებიან ხომ ასეა?
-მალე დავაბრუნენ იმ ტვირთს და შეგვეშვებიან
-ფრთხილად ხომ იქნები?
-რა იყო ქვრივის სტატუსი გაშინებს?
-ჰენრი, მართლა ვღელავ, დღეს რომ მოეკალით?
-უარესებიც გადამიტანია, მაგრამ ვერ დავუშვებდი შენ დაგმართნოდა რამე, მოდი ცოტა დაიძინე, მართალია მატრასია ნუ არც ისე კომფორტულია, მაგრამ ძილი გჭირდება
-ამ ოთახიდან არ გახვიდე კარგი?
-არ გავალ, აქ არ დაგტოვებ

ბედისწერა (დასრულებულია)Where stories live. Discover now