თავი 11

863 38 27
                                    

დილით ადრე გავიღვიძე, აბაზანაში შევედი და ცხელი წყალი მოვუშვი, წყლის ქვეშ ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე, ამ დროს ისიც შემოვიდა

-მია! სად ხარ? მია!

აბაზანაში შემოვიდა, ამ დროისთვის უფრო განადგურებული სახეც მივიღე

-მია რას აკეთებ?
-მე, მე არ ვიცი
-ჯანდაბა რა ემართება ამ გოგოს?
-სტრესის დროს ყოველთვის ასე მემართება ხოლმე, გაუაზრებლად ვიქცევი ასე, ქორწილის მეორე დღეს თავის მოკვლაც კი ვცადე, აბაზანაში თან
-ახლა გამოფხიზლდი?
-ვფიქრობ კი, მაგრამ
-მაგრამ რა?
-მეშინია
-ამ შენ არაფერს დაგიშავებ, უბრალოდ გაქცევას ნუ ეცდები, დანარჩენად არაფერს გერჩი
-შეიძლება გავიგო რა გქვია?
-ამ აქამდე არ მითქვამს?
-არა
-მოდი ჯერ წყლიდან გამოდი და გაშრი, ძალიან ცხელი წყალია
-ამ ხო, გახვალ?
-კი ნუ ღელავ, ხალათი და პირსახოცები აქააა
-კარგი

გამოვიცვალე და ხალათი მოვიცვი

-ახლა მეტყვი შენს სახელს?
-ჯეისონი მქვია
-ლამაზი სახელია
-მადლობა

ფანჯარაში გადავიხედე

-ლამაზი ეზოა
-გინდა დღეს ეზოში ვისაუზმოთ?
-შეიძლება?
-რომც მოგინდეს ვერ გაიქცევი ასე რომ
-მაშინ ჩავიცვამ და ჩამოვალ
-კარგი ეზოში ვიქნები

უკვე ყველაფერი ისე ხდება როგორც მე მინდა, ოდნავ კანი დამეწვა, მაგრამ დიდი არაფერი, მთავარია მენდობა...

კარადიდან ტანსაცმელი გამოვიღე, ვეცადე ცოტა ლამაზი ყოფილიყო

ეზოში ჩავედი და სუფთა ჰაერი ხარბად შევისუნთქე, ნუ ჯეისონოს დასანახად უფრო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ეზოში ჩავედი და სუფთა ჰაერი ხარბად შევისუნთქე, ნუ ჯეისონოს დასანახად უფრო.

-გიხდება
-მადლობა (ცოტა დავიმორცხვე)
-ტოსტები მოვამზადებინე, ზეთის ხილიც არის, სალათი, ძეხვი, იმედია კარგად შეჭამ, არ მინდა სტრესს შიმშილიც დაემატოს
-ნუ ღელავ, აუცილებლად კარგად შევჭამ, ოღონდ ზეთის ხილი არ მიყვარს (გავიღიმე)
-ლამაზი ღიმილი გაქვს(ოდნავ ჩუმად მითხრა)
-რა?
-არაუშავს მეთქი
-ააა

საუზმემ კარგად ჩაიარა, ბევრი არ გვისაუბრია, ჯერ მაინც ერიდება, მაგრამ ერთი-ორჯერ ისე შემომხედა რომ მგონი მისი გულისკენ მიმავალი გზა გავხსენი.

               *ჰენრის თვალთახედვა*
-დღეს მიას დასაფლავებააა, ამას ვერ ვიჯერებ, თითქოს სული ამომგლიჯეს და წაიღეს, მიასთან ერთად მოვკვდი...

მიას გვამიც კი ვერსად ვიპოვეთ, ცარიელი კუბოს დამარხვა გვიწევს მხოლოდ იმიტომ რომ მისი საფლავი არსებობდეს, მის სიკვდილს არ შევარჩენ, იმ ვიდეოს და სასტუმროს ჩანაწერებს მანამდე ვუყურებ სანამ რამეს არ ვიპოვი, ვერ ვხვდები ეს ვინ იყო, ან მიასგან რა უნდოდა, მართლა ვერ ვხვდები რატომ კვდება ის ვინც ძალიან მიყვარს, ალბათ არასდროს არავინ არ უნდა შემეყვარებინა, ნეტავ მიასთან ცუდი მოქცევა გამეგრძელებინა რომ ჩემგან წასულიყო, ნეტავ ის ცოცხალი იყოს...

სასაფლაო ყველამ დატოვა, მე კი დავრჩი, დავრჩი და მიას პირობა მივეცი რომ მის მკვლელებს დავსჯიდი, ამას აუცილებლად ვიზამდი...

                   *ორი თვის შემდეგ*

ზაფხული ისე გავიდა რომ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვნახე, ვიდეოებს ყოველდღე ვუყურებდი, მაგრამ უშედეგოდ...

ახლაც როგორც ყოველთვის ვიდეოებს ჩავუჯექი, ბოლოს მიას სიკვდილის სცენა იყო, ყოველ ჯერზე გული ნაფლეთებად იშლებოდა, მაგრამ იმედი რომ რამეს ვიპოვიდი არ ქრებოდა და მოიცა, ეს რა არის?

ვიდეო დავაპაუზე და მივაახლოვე, მიას კაბის შიგნით რაღაც აქვს, ჯანდაბა ეს ხომ, მოიცა მია, ის, შესაძლოა ის ცოცხალია, ვიდეო შევანელე და ისე ვუყურე, ტყვია მიას გულს არ მოხვედრია, ის სისხლი კი ხელოვნური იყო, ღმერთო ჩემო, მია ცოცხალია, ის ცოცხალია და სადღაც მელოდება, ის მიცდია, ჯანდაბა აქამდე ეს როგორ ვერ შევამჩნიე, ახლავე ნათანიელს უნდა ვუთხრა...

ნათანიელთან წავედი და ყველაფერი ვუთხარი, ვიდეოც ვაჩვენე და დარწმუნდა, თვალები გაუბრწყინდა როცა გაიგო რომ მია ცოცხალია, ახლა კი ერთობლივი ძალებით მოვძებნით მას და აუცილებლად ვიპოვით.

პ.ს მალე ჩვენი წყვილი კვლავ ერთად იქნება ❤️❤️

ბედისწერა (დასრულებულია)Where stories live. Discover now