BLACK THREAD | M.YG

Galing kay 3lackCrow

14.5K 1.3K 166

პაკ ამელი - ახალგაზრდა გოგონაა,რომელიც მუშაობას პოლიციის განყოფილებაში იწყებს.იგი საკმაოდ მხიარულ კოლექტივში... Higit pa

Trailer/თრეილერი
პროლოგი
თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
დასასრული

თავი 11

591 64 6
Galing kay 3lackCrow

პაკ ჯიმინმა თეჰიონს დაურეკა,რომ იუნგი და ამელი ერთ ადგილას წაეყვანა.როგორც აღმოჩნდა,კიმი მაშინ ზუსტად იმ ადგილზე მიდიოდა და უკვე განყოფილებიდან არცთუ ისე შორს იყო.ჯიმინმა ჰოსოკი და მეგობრები საჭირო მისამართზე გააგზავნა.გზა გრძელი აღმოჩნდა,რადგან შენობა მეორე რაიონში მდებარეობდა.

- და სად მოვედით? - იკითხა ამელიმ და ნაცრისფერ ქუჩას თვალი მოავლო.

- არ ვიცი,აქ თეჰიონი ბევრჯერაა ნამყოფი,და შემპირდა,რომ ერთხელაც ამ ადგილას ერთად მოვიდოდით,რომ რაღაც დაგვეთვალიერებინა, - ჰოსოკი მანქანიდან გადმოვიდა და მანქანის კარი ჩაკეტა.ეუცრად ხმაური და სადღაც უკან ხმამაღალი სიცილი გაისმა.ჰოსოკმა იარაღი ამოიღო და სასროლად მოემზადა,ხოლო იუნგიმ ამელი ზურგს უკან დაიყენა.

- ვოუ,ჯერ კიდევ მინდა სიცოცხლე, - აგურის ღობის კუთხიდან თეჰიონი გამოვიდა,რომელიც ფართოდ იღიმოდა.

- იდიოტი ხარ?რომ მესროლა? - ჰოსოკმა პისტალეტი დაუშვა და შვებისგან ამოიხვნეშა.

- რა ხდება? - როგორც იქნა ამელიმ თავი გამოყო,რომელსაც იუნგის ფართო მხრები ეფარებოდა. - იუნგი,რას შვრები?ვერაფერს ვხედავ! - პაკმა წარბები შეჭმუხნა და ბიჭს ხელი ჰკრა.

- ნუთუ, - მინმა კეფა მოიქექა.

- რას ვდგავართ?წავიდეთ, - კიმმა მეგობრებს ხელი დაუქნია და წინ გაემართა.

5 წუთის შემდეგ,ისინი საჭირო ადგილზე მივიდნენ.მათ დიდი სახლი დაინახეს,რომელიც დაახლოებით 30 წლის მაინც იქნებოდა,მეტის თუ არა.გარედან სახლი საშინელი ჩანდა,მაგრამ შიგნით რა იყო?

- ეს რა არის? - გაოცდა ამელი,რომელიც თეთრი ბოტასებით ქვიშაზე მიაბიჯებდა.

- ეს ის სახლია,რომელშიც ჯონ ჯიჰუნი ცხოვრობდა, - თეჰიონი შესასვლელთან მივიდა.

- ის ხომ საავადმყოფოში ცხოვრობდა,ხომ ასეა?

- ეს იმის შემდეგ,რაც დაიჭირეს.ხოლო ბავშვობა,როგორც ჩანს,აქ გაატარა, - ჰოსოკი სახლში შევიდა და რაღაც ფიცრებს ფეხი გადააბიჯა.

- პაკ ჯიმინმა ჯიჰუნის საქმე გვაჩვენა,მაგრამ იქ ცოტა ინფორმაციაა მასზე...რატომ? - იკითხა იუნგიმ და ირგვლივ მიმოიხედა.

- ვერავინ შესძლო გაეგო,თუ რატომ ჰკლავდა გოგონებს...ის დუმდა და ამიტომაც გადაიყვანეს საავადმყოფოში,შემდეგ კი ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.

- ახლა საერთოდ დავიბენი, - ამელიმ ზურგჩანთის ზონარები შეასწორა და დიდ კარადასთან მივიდა. - მათ,როგორც ჩანს,რაღაც აკავშირებდათ,რადგან ჰკლავდა...და სტეისიც რაღაცას მალავდა... - ჩაფიქრდა ამელი და კარადის კარები გამოაღო.

- ამელი! - დაიყვირა იუნგიმ და მომენტალურად ამელისთან მივარდა.მან გოგონას ხელი ჰკრა და ისიც იატაკზე დაეცა,რომელზეც ჩამომტვრეული ჭერის ნაწილები ეყარა.ძველი კარადა,რომელიც რაღაც ქაღალდებით და წიგნებით იყო გამოტენილი,უეცრად წაიქცა და მტვრის უზარმაზარი ღრუბელი წარმოქმნა.

- მეგობრებო! - დაიყვირა თეჰიონმა და ჩაახველა.ის და ჰოსოკი იუნგისთან და ამელისთან მივიდნენ და მათ ადგომაში დაეხმარნენ.

- როგორ ხარ? - ჰკითხა იუნგიმ და გოგონას მხრებზე ხელი მოკიდა.

- მე...მე ნორმალურად,და შენ? - ანერვიულდა ამელი.

- რა საყვარლობაა, - ჰოსოკმა ფართოდ გაიღიმა და ლოყებზე რუმიანები გადაერტყა.

- ოჰ,ახლა ამას ამოიჩემებს, - გაეცინა თეჰიონს და ამელის და იუნგის გახედა.

- შეხედეთ,იქ კიბეა, - მინმა მუჭში ჩაახველა და თემა შეცვალა.ყველა კიბისაკენ გაემართა...მასზე ფეხის დადგმის ეშინოდათ.იქნებ უცებ ჩამოინგრეს?

- პასუხი არ გაგიცია! - ამელი ბიჭს გაეკიდა.

- კარგად ვარ,კარგად, - როგორც იქნა უპასუხა იუნგიმ და საფერხუზე ფეხი დადგა.

- ფრთხილად, - კიმმაც დაიწყო ასვლა.კიბე გამძლე აღმოჩნდა,ამდენი ხნის შემდეგაც.როდესაც მეორე სართულზე ავიდნენ,იქ უამრავი ოთახი დაინახეს.

- ვაუ, - გაოცდა გოგონა.მზერა ქვემოთ დაწია და ფეხებთან გაცვეთილი სათამაშო დაინახა...ის არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო. - შეხედეთ!

- ამელი,რაღაც სათამაშოებისთვის არ გვაქვს დრო, - ჩაიბურტყუნა იუნგიმ.პაკმა მოწყენილად ამოიხვეშა და დათუნიას იმავე მზერით დახედა.მოაჯირთან დადო და ერთ-ერთ ოთახში შევიდა...

- ბიჭებო, - დაიყვირა ამელიმ. - აქ პისტალეტია, - მან ტუმბოსკენ გაიხედა,რომელიც მაგიდის გვერდით იდგა.

- მომეცი, - თეჰიონმა პისტალეტი აიღო და მასზე დაკვირვება დაიწყო. - აქ საიდან გაჩნდა?

- მგონია,რომ ამ სახლში ძალიან ბევრი საინტერესო რამაა, - ჰოსოკმა ოთახს თვალი მოავლო და მისი მზერა ძველ ფოტოზე შეჩერდა,რომელიც ნაწილ-ნაწილ დანაწევრებული,ხოლო შემდეგ შეწებებული იყო. - ეს ვინ არის?

- ვიღაც გოგონა, - იუნგიმ ფოტოს დახედა და გოგონას სახეზე ყურადღებით დაკვირვება დაიწყო.

- მოდით უფრო მარჯვედ დავეძიოთ და გავჩხრიკოთ აქაურობა...იქნებ რაიმე საინტერესო ვნახოთ? - შესთავაზა ამელიმ და ფოტო მის ზურგჩანთაში ჩადო.

- აქ ხომ 10 ადამიანიც ვერაფერს იზამს,ხოლო ჩვენ კი 4 ვართ, - დაიწუწუნა იუნგიმ.

- მოდით,მხოლოდ ეს ოთახი დავათვალიეროთ,ა?მგონია,რომ ჯიჰუნი ბოლოს აქ იყო, - კიმმა ყუთი გახსნა და ქაღალდების და დახეული ტანსაცმელების თვალიერება დაიწყო.

დღეს საღამო ჩაენაცვლა...სახლში მთლიანად ჩამოღამდა,ამიტომაც ყველამ ტელეფონით განათება დაიწყო...

- მოდით ხვალ გავაგრძელოთ,რას იტყვით? - ჰოსოკმა მეგობრებისკენ თავი მოაბრუნა.

- დროის ფუჭი ხარჯვაა...აქ თითქმის ყველაფერი შევამოწმეთ, - თეჰიონი იატაკიდან წამოდგა და ტელეფონით ცარიელ და მტვრიან თაროებს მიანათა,რომლებიც კედელზე იყო დაკიდებული.უეცრად პირველი სართულიდან ხმაური მოესმათ...ყველა ადგილზე გაიყინა,იმის ფიქრით,რომ ეს შეიძლებოდა უბრალოდ მოჩვენებოდათ.

- ეს თქვენც გაიგონეთ? - იკითხა ამელიმ.

- ჯიჰუნ?დაბრუნდი? - გაისმა კაცის ხმა.თეჰიონმა იარაღი მოიმარჯვა.ამელიმაც აიღო კომოდიდან პისტალეტი,რომელიც დილით იქნა ნაპოვნი.

- ამელი,სად მიდიხარ? - იკითხა ჰოსოკმა და წინ გაიჭრა.

- რას აკეთებ? - იუნგიმ გოგონას მაჯაზე ხელი ჩასჭიდა და გააჩერა.

- ჩუმად, - ამელი კიბესთან მივიდა და ვიღაც კაცი დინახა...დანარჩენები კი გოგონას უკან გაჩერდა.

- თქვენ ვინ ხართ?! - კაცმა თავი მაღლა აწია.

- არ გაინძრე, - წარმოთქვა პაკმა და პისტალეტი გადატენა.კაცმა არ დაუჯერა და გასასვლელისკენ გაემართა.ამელიც უკან გაეკიდა.

- ამელი,ესროლე! - დაუყვირა თეჰიონმა და გოგონას გაჰყვა.ჰოსოკიც და იუნგიც გამოიქცა ქუჩაში.

- არ ესროლო! - იყვირა მინმა და ცდილობდა გოგონას დაწეოდა.

- გაჩერდი!ახლავე გესვრი! - ამელიმ კუთხეში შეუხვია...კაცისთვის თავის დანებებას არ აპირებდა.

- ისინი უკვე შორს გაიქცნენ, - ჰოსოკი გაჩერდა და ხშირი სუნთქვა დაიწყო.თეჰიონიც და იუნგიც მიხვდა,რომ სირბილს აზრი არ ჰქონდა...უეცრად კი გასროლის ხმა გაისმა,ბიჭებმა თავი მაღლა აწიეს და აფრენილი ჩიტები დაინახეს.

- ამელი! - დაიყვირა იუნგიმ და გოგონასკენ მთელი ძალით გაიქცა.თეჰიონიც და ჰოსოკიც დაიძრა ადგილიდან და მინს დაეწია.

ბიჭები საჭირო ადგილზე მივიდნენ და ძირს წაქცეული კაცი დაინახეს,რომელსაც ფეხზე ხელი შემოეხვია და ტკივილისგან ოხვრიდა.

- ამელი? - იუნგი გაჩერდა,როდესაც ადგილზე გაშეშებული გოგონა დაინახა.

- პირველად გავისროლე... - წარმოთქვა პაკმა,ისე რომ კაცისთვის თვალი არ მოუშორებია.

- პირდაპირ ფეხში,ყოჩაღ, - თეჰიონმა ამელის მხარზე ხელი დაადო და გაუღიმა.

- მას ჩემი მოკვლა უნდოდა!

- მოკეტე!მადლობა მითხარი,რომ ტვინი არ გაგიხვრიტე, - პაკმა წინ ნაბიჯი გადადგა,რითიც კაცი შეაშინა.

- ვინ ხარ? - იუნგი ჩაიცუცქა.

- და საიდან იცნობ ჯიჰუნს? - ჰოსოკმა ამელის ხელიდან ფრთხილად გამოართვა იარაღი და კაცს გახედა.

- არაფერს არ გეტყვით!

- იტყვი,თორე შენს მეგობართან ერთად ჩაჯდები, - მინმა მაისურის საყელოზე მოქაჩა.

- არაფერი ცუდი არ გამიკეთებია!გამიშვი!

- მაშინ გაგიშვებთ,როდესაც ყველაფერს მოგვიყვები...მანქანაში ჩავსვათ, - თეჰიონმა კაცს წამოდგომაში დაეხმარა და მანქანისკენ წაიყვანა...

* * *

მანქანაში სრული სიჩუმე იყო...კაცი,რომელსაც შინ იონგს ეძახდნენ ტკივილიგან ოხვრიდა.მანქანაში აფთიაქის ყუთი აღმოჩნდა,ამიტომაც ამელიმ ჭრილობა გადაუხვა,რომ სისხლი ძლიერი ნაკადით არ წამოსულიყო.თეჰიონმა სამსახურის მანქანა მალევე დააპარკინგა და ყველა პაკ ჯიმინის კაბინეტისკენ გაემართა.

- ეს ვინ არის? - გაოცდა პაკი.

- იმ სახლში ვიპოვეთ, - ჰოსოკმა კაცი სკამზე დასვა.

- გამიშვით,არაფერი დამიშავებია!

- მაშინ რატომ გარბოდი? - დაინტერესდა იუნგი.

- და საიდან იცნობ ჯიჰუნს?თქვი! - დაიყვირა ამელიმ.

- კარგით,კარგით,ყველაფერს გეტყვით, - იონგმა თვალები დახუჭა და ხმაურიანად ამოიხვნეშა. - ჯიჰუნი ჩემი მეგობარია...ბარში ერთად ვმუშაობდით,დიდიხნის წინ...იმ მოტოვებულ სახლში მაშინ ვცხოვრობდით,როდესაც ჯიჰუნს ეძებდნენ...იქ ის ღამეს ათენებდა,ხოლო დანარჩენ დროს სადღაც დასეირნობდა..მაგრამ შემდეგ ის არ დაბრუნებულა,ხოლო ბარში გავიგე,რომ თურმე დაუჭერიათ...

- იცი,ახალგაზრდა გოგონებს რატომ ჰკლავდა და ჰკლავს? - იკითხა ჯიმინმა.

- ყველაფერი მისი შეყვარებულიდან დაიწყო....ისიც ბარში მუშაობდა...მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.მაგრამ ჯიჰუნმა დაინახა,თუ როგორ ეფლირტავებოდა ის ერთ-ერთ კლიენტს...სწორედ ამის გამო მოკლა.შემდეგ კი იმ გოგონების კვლა დაიწყო,რომლებიც მის შეყვარებულებს სხვასთან ცვლიდნენ...ის მათ უთვალთვალებდა...

- ეს გოგონა უყვარდა? - ამელიმ ის ფოტო აჩვენა,რომელიც სახლში იპოვეს.

- დიახ,სონ მინა,თუ არ ვცდები.

- მაგრამ სტეისი ხომ არავის ღალატობდა,მაშინ რატომ მოკლა? - ჰკითხა ამელიმ.

- არ ვიცი...ჯიჰუნი უკვე 10 წელია არ მინახავს,გთხოვთ,გამიშვით...

- გაგიშვებთ.ბარის მისამართი გვითხარი,რომელშიც მუშაობდით... - პაკმა ჩაწერა დაიწყო.ამ საუბრის შემდეგ კი თეჰიონმა კაცი საავადმყოფოში წაიყვანა,რომ ფეხიდან ტყვია ამოეღოთ.

- ხვალ ამ მისამართზე უნდა წავიდეთ? - ჰკითხა ჰოსოკმა უფროსს.

- დიახ,იქნებ იქ გამოჩნდა,იმის შემდეგ რაც გაიქცა...

- ხვალ დილით მოგაკითხავთ, - იუნგიმ ჯიმინს და ჰოსოკს ხელი დაუქნია და ამელისთან ერთად წავიდა.

უკვე საკმაოდ გვიანი იყო...გზაზე ცოტაოდენი მანქანა დადიოდა...მინი და პაკი ავტობუსს დაელოდნენ და სასტუმროში სახსალამათი დაბრუნდნენ.

- ჩუმად რატომ ხარ? - ჰკითხა იუნგიმ,რადგან ამელის მთელი გზა ხმა არ ამოუღია.

- ჯიჰუნმა სტეისი რატომ მოჰკლა?

- ნუ, - ჩაფიქრდა ბიჭი.

- ნუთუ მას უკვე შეყვარებული ჰყავდა?

- გახსოვს,როდესაც რემონტზე გეხმარებოდით? - შავთმიანმა კეფა მოიქექა და ჩაფიქრდა.

- მერე?

- მაშინ ის და ჯონგუკი ერთად წავიდნენ,ხოლო როდესაც მოკლეს,ჯონგუკმა დაგვირეკა.უცნაურია,არ ფიქრობ? - ამ სიტყვემა ამელის კიდევ უფრო მეტად ჩაფიქრება აიძულა.

- რაზე მიმანიშნებ?

- იქნებ,ჯონგუკმა უღალატა ვინმეს.

- მაშინ სტეისი რატომ მოკლეს?!იმ ნაბიჭვარს ვიპოვი და ყველაფერს მისი ენით ვათქმევინებ! - გაბრაზდა ამელი და სავარძელში ჩაჯდა.

- ის შენთვის შეიძლება სახიფათო იყოს...სჯობს მე და ბიჭებმა ყველაფერი მარტომ გავაკეთოთ, - იუნგი საწოლზე ჩამოჯდა.

- ნურას უკაცრავად, - ამელიმ მკერდთან ხელები გადაიჯვარედინა და წარბები შეჭმუხნა.

- კარგი,მოდით დავიძინოთ, - მინმა დაამთქნარა და თვალები დახუჭა, - დღეს მძიმე დღე იყო.

- როგორ შემიძლია დავიძინო?დღეს ხომ ამდენი ადრენალინი მივიღე! - წამოიყვირა გოგონამ და საწოლისკენ გაემართა.

- შენ?ეს მე მივიღე ადრენალი შენს გამო,მადლობა მითხარი,რომ გულის შეტევით არ წამიყვანეს...

- ნერვიულობდი? - ჩაიცინა გოგონამ.

- რათქმაუნდა,ჯინი ხომ ადგილზე მომკლავს.

- კარგი ბიჭი, - ამელიმ ხმაურიანად ამოიხვნეშა და ადიელაში გაეხვია...იუნგიმ მას გახედა. - ჯინი კარგი ბიჭია თქო,ვამბობ.

- ნუთუ,შეგიყვარდა?

- არ ვიცი, - პაკი ასეთი კითხვისგან გაწითლდა.

- ეჰ,შენ... - იუნგი მეორე მხარეს გადატრიალდა და დაიძინა...

Ipagpatuloy ang Pagbabasa

Magugustuhan mo rin

195K 8.6K 37
[SEQUEL TO HEAT] It's been nine months since Justin and Charlie saw each other, both of their lives are completely different; Charlie is constantly...
510K 27.8K 18
𝐒𝐡𝐢𝐯𝐚𝐧𝐲𝐚 𝐑𝐚𝐣𝐩𝐮𝐭 𝐱 𝐑𝐮𝐝𝐫𝐚𝐤𝐬𝐡 𝐑𝐚𝐣𝐩𝐮𝐭 ~By 𝐊𝐚𝐣𝐮ꨄ︎...
332K 30.1K 124
[Анхны монгол BTS REACTION] 🌸Та POOR FANGIRL амьдарлаасаа уйдаж байна уу? 🌸Тэгвэл та яг одоо энэ REACTION-г унш! Та BTS-ын эхнэр болно гээд бод доо...
1.2M 15.4K 52
NOT EDITED YET Gracie Owen's a headstrong journalist major rooms with her childhood best friend JJ Anderson for junior year, little does she know she...