ფაილი ცარიელია / File is empty

By SkyMoon6104

13.2K 1.2K 352

პერსონაჟები : Kim Jongin ( Kai) , Do Kyung-Soo (D.O.) , Oh Sehun , Lu Han. ჟანრი : რომანტიკა, იუმორი, ფსიქოლო... More

პროლოგი
"მარტოსული"
"მზადება"
"სურნელი"
"ხოჭო"
"ჩახუტება"
"ყალბი პაემანი"
"მამა"
"14 თებერვალი"
"ეჭვიანობა"
"პირველი მცდელობა"
" სიზმარს ჰგავს"
" ფაილი "

"ახალი სახლი"

913 88 62
By SkyMoon6104


ჯონგინი გაჩერებაზე იდგა და ტელეფონს დასცქეროდა. მხარზე ზურგჩანთა ჰქონდა მოკიდებული, ერთი ხელით კი სამგზავრო ჩანთა ეჭირა. ერთწამიანი ყოყმანის შემდეგ, მობილურზე დარეკვის ღილაკს დააჭირა და რამდენიმე ზარის შემდეგ კიონგსუმ უპასუხა.
- ალო? ჯონგინ-ა?
-  კი, ჰიონგ, მე ვარ, - გაეღიმა კიმს. დიო ყოველთვის ასე პასუხობდა ზარებს, თითქოს უკვირდა, რომ მას ვინმე მაინც ურეკავდა. ადრე ხომ მის ტელეფონში მხოლოდ მამამისის ნომერი ეწერა, შეტყობინებებს კი მხოლოდ სარეკლამო კომპანიებისგან იღებდა. სამაგიეროდ, ახლა მამამისის ნომერს ჯონგინისა და სეჰუნის ნომრებიც მიემატა, SMS-ების ფაილი კი კიმის შეტყობინებებით აქვს გავსებული.
- რამე მოხდა? - შეშინებული ხმით ჰკითხა დიომ.
- ისე, უბრალოდ არ შემიძლია დაგირეკო? - ჩაიბურტყუნა ჯონგინმა. - მაგრამ ამ ჯერად, მართლაც რაღაც მოხდა... შენი შეწუხება არ მინდოდა, მაგრამ სეჰუნი ლუჰანთან გადავიდა საცხოვრებლად, ამიტომაც მათ თავზე ვერ დავადგები, ასე რომ... - კიმი გაჩუმდა და აღელვებისგან ტუჩზე იკბინა.
- რა მოხდა მითხარი! - შიშისგან დიოს გული უკვე ამოვარდნაზე ჰქონდა.
- შეიძლება შენთან რამდენიმე დღე დავრჩე?
- რ-რა თქმა უნდა, - ძლივს ამოღერღა კიონგსუმ. - მაგრამ რა მოხდა?
- დღეს მშობლებს ვუთხარი, რომ ფსიქოლოგობას ვაპირებ და ჩვენი ურთიერთობის შესახებაც ვაცნობე. ხო და სახლიდან გამომაგდეს... - მიუგო ჯონგინმა.
ამ პროფესიის არჩევის გამო მისი მშობლები ძალიან განაწყენდნე, რადგან, მათ იმედი ჰქონდათ, რომ მომავალში ჯონგინს სასტუმროს მართვაში დაიხმარებდნენ. მისი ორიენტაციის გამხელის შემდეგ კი, მშობლები საბოლოოდ გამოვიდნენ მწყობრიდან და შვილი სახლიდან გამოაგდეს. მათი გათვლების თანახმად, ჯონგინი ერთი-ორი დღე სეჰუნთან დარჩებოდა და თავის საქციელზე დაფიქრდებოდა, შემდეგ კი დაბრუნდებოდა სახლში, უარს იტყოდა ერთადერთ ოცნებასა და საყვარელ ადამიანზე და დასთანხმდებოდა მათ სასტუმროში მუშაობაზე. როგორც ყოველთვის, მისი მშობლები არასწორად მსჯელობდნენ და შვილის ოცნებებს სისულელედ მიიჩნევდნენ.
- უი, ცუდია. ძალიან ცუდია, - კიონგსუს ხმაში ცრემლები იგრძნობოდა. გული სწყდებოდა თავის შეყვარებულს ასე სასტიკად რომ მოექცნენ მშობლები, იმის მაგივრად, რომ მხარში ამოსდგომოდნენ.
- გთხოვ, არ ინერვიულო ჰიონგ, - შეეხვეწა ჯონგინი. - აბა რას იტყვი, მოვიდე შენთან?
- კი, ახლავე გავაფრთხილებ მამას შენი დარჩენის შესახებ...
- ხო მართლა, მამაშენს უკვე უთხარი... ჩვენს შესახებ ? - აღელვებით ჰკითხა კიმმა და ავტობუსში ავიდა.
- მე... ჯერ არა. - მიუგო კიონგსუმ.
- დღეს უნდა ვუთხრათ, - მტკიცედ განაცხადა ჯონგინმა.
- მაგრამ...
- არანაირი " მაგრამ ", ორი დღე თქვენთან უნდა ვიცხოვრო, ამიტომ მან უნდა იცოდეს სიმართლე. ჩვენ მაინც მალე მოგვიწევდა სიმართლის გამხელა. უკვე ავტობუსში ვარ და მოვდივარ. გკოცნი. - და მან ყურმილი დაკიდა. ამასობაში, კიონგსუ ყოყმანით უყურებდა მობილურს და უნდოდა, რომ ხელახლა დაერეკა ჯონგინისთვის და სიმართლის გამხელაზე უარი ეთქვა, მაგრამ სიტყვა "ჩვენ" გულს უთბობდა და გამბედაობას მატებდა. მამამისი მას გაუგებს, ის ხომ მამაა.

        ***
- წამოდი, - ეს იყო პირველი რაც თქვა ჯონგინმა სახლში შესვლისას. შეყვარებულს ნაზად აკოცა, ხელი ჩასჭიდა და მხებიდან ჩანთის ჩამოუხსნელად გაემართა სამზარეულოსკენ. კიონგსუც ბარბაცით გაჰყვა მას.
- აი, ჯონგინიც მოვიდა, - გაიღიმა მამა დომ კიმის დანახვაზე. კიმმა მისალმების ნიშნად თავი დაუხარა.
- გამარჯობა. ჩვენ... მე და კიონგსუს თქვენთან სალაპარაკო გვაქვს. - განაცხადა ჯონგინმა.
- გისმენთ. - მამაკაცი დაიძაბა, მაგრამ თავი მაინც დაუქნია.
- რადგან თქვენ ნება დამრთეთ რომ აქ ვიცხოვრო რამდენიმე დღე, უნდა იცოდეთ, რომ მე და კიონგსუ ერთმანეთს ვხვდებით. - სწრაფად თქვა ჯონგინმა და ყვირილისა და დამრიგებლური სიტყვების მოლოდინში გაშეშდა.
- აჰა, აი თურმე რაშია საქმე?! გასაგებია.
კიმს მოეჩვენა, რომ დედამიწა აფეთქდა. მისი აზრით, მსოფლიოში არც ერთი მშობელი არ იტყოდა ასეთ რამეს, არც ერთი! მამა დოს ულვაშებში ეღიმებოდა და ჯონგინის გაოცებულ სახეს აკვირდებოდა. მართალია, ბიჭის აღიარებამ ცოტა ააღელვა მამაკაცი, მაგრამ ის უკვე დიდი ხანია ხვდებოდა სიმართლეს.
- უკაცრავად, რა თქვით? - ძლივს ამოღერღა კიმმა.
- დასხედით ბიჭებო, - შესთავაზა მამაკაცმა და ისინი იქვე მდგარ სკამებზე ჩამოსხდნენ. მამა დომ შეამჩნია, რომ კიონგსუს ჯონგინისთვის ხელი ჰქონდა ჩაკიდებული და დიდი თითით დამამშვიდებლად ეფერებოდა, რაზეც უფრო მეტად გაეღიმა. - სიმართლე რომ გითხრათ, მე უკვე დიდი ხანია ვხვდებოდი, რომ თქვენ ერთმანეთისადმი გულგრილნი არ ხართ. თავიდან ცოტას ვღელავდი, მაგრამ შენ, ჯონგინ, კარგი ბიჭი ხარ და ჩემი შვილისთვისაც მხოლოდ კარგი მემეტება, ამიტომ მე თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგი არ ვარ... ასე რომ, შეგიძლია ამ სახლში დარჩენა. მეც უნდა მეთქვა თქვენთვის, რომ სამსახურში დამაწინაურეს და სხვა ქალაქში მომიწევს გადასვლა, კიონგსუს დატოვებას კი შენი მეთვალყურეობის ქვეშ ვაპირებდი. ის რომ შენ სხვაგან დასარჩენი არ გაქვს, ძალიან ხელსაყრელია ჩემთვის. ვფიქრობ, რომ თქვენ ორნი მშვიდად და კომფორტულად იცხოვრებთ ამ სახლში.
ჯონგინს ყბა ჩამოუვარდა გაოცებისგან. ნუ თუ ეს რეალობაა?! მას შეუძლია კიონგსუსთან ერთად იცხოვროს?
- ჯონგინ, კარგად ხარ? - შეეკითხა არანაკლებ გაოცებული დიო.
- მე... კი... არც ისე... საერთოდ არ ვარ კარგად...
- რაო? მშობლების შესახებ შენი წარმოდგენა დავამსხვრიე? - ჩაიხითხითა მამა დომ. ჯონგინმა თავი დაუქნია. - არაუშავს, მიეჩვევი. ახლა კი, ბავშვებო, ძილის დროა. ხვალ დამეხმარებით ბარგის ჩალაგებაში.
მამაკაცი წამოდგა და სამზარეულოდან გასვლას აპირებდა,მაგრამ კიონგსუმ გააჩერა.
- მამა, სერიოზულად ამბობ ? - დაიჩურჩულა მან ისე, რომ ჯონგინს არ გაეგო.
- რა თქმა უნდა, - მიუგო მამაკაცმა.
- როგორ ფიქრობ, სად გავუშალო საწოლი? - ღიმილით ჰკითხა მან.
- თქვენ რა, ერთ საწოლში დაძინებას არ აპირებთ? - გაოცდა მამა დო.
- მამა! - წამოიყვირა დიომ და ხელები აწითლებულ ლოყებზე აიფარა. ის სწარაფად შეტრიალდა და თავისი ოთახისკენ გაემართა. მამამისმა ღიმილით გააყოლა თვალი და გუნებაში გაიფიქრა - " მიუხედავად ყველაფრისა, კარგია რომ ერთმანეთს ხვდებიან".
      ***
- რა გითხრა მამამ? - შეეკითხა აბაზანიდან გამოსული ჯონგინი, რომელიც იქ პიჟამოს გამოსაცვლელად იყო შესული. კიონგსუ ისევ აწითლდა.
- არაფერი. დასაძინებლად დაწექი. - დიომ თავის საწოლისკენ მიუთითა, თვითონ კი იატაკზე გაშლილ ადიელაში გაეხვია.
- იატაკზე აპირებ დაძინებას? - გაოცდა კიმი.
- კი. მიდი შენ, იქ დაწექი.
ჯონგინმა შუქი ჩააქრო და ყოყმანით წავიდა საწოლისკენ. მას იმედი ჰქონდა, რომ კიონგსუსთან ერთად დაიძინებდა, ამიტომ ჯერ საწოლამდე მისული არ იყო, რომ შემოტრიალდა და სწრაფი მოძრაობით დიოს ადიელაში შეუძვრა.
- რას აკეთებ?! - ხმამაღლა გააპროტესტა კიონგსუმ.
- ძალიან დავიღალე და საწოლამდე მისვლის ძალა აღარ მაქვს, - გაიხუმრა ჯონგინმა და დიოს სურნელოვან თმებში სახე ჩარგო.
- სულელო, - ჩაიბურტყუნა დიომ, მაგრამ წინააღმდეგობა აღარ გაუწია. თავი ცოტა უხერხულად, მაგრამ თბილად და მყუდროდ იგრძნო.
- მეც მიყვარხარ, - გაიღიმმა კიმმა და თვალები დახუჭა.
   ***
როდესაც კიონგსუმ გაიღვიძა, პირველი რაც დაინახა, ეს ჯონგინის კმაყოფილი სახე იყო.
- ძალიან ახლოს ხარ, - უხერხულად ჩაილაპარაკა ბიჭმა.
- მართლა? და ვინაა ამაში დამნაშავე? - შეეკითხა კიმი. კიონგსუ უეცრად მიხვდა, რომ ჯონგინისთვის ხელები  წელზე და ფეხები კი ბარძაყებზე ჰქონდა შემოხვეული და თავისკენ ქაჩავდა.
- უი, მაპატიე, - წამოიძახა კიონგსუმ, კიმი წნეხისგან გაათავისუფლა და მორცხვად დახარა თვალები.
- ამის წინააღმდეგი სულაც არ ვიყავი, - მიუგო ჯონგინმა, რითაც უფრე მეტად შეაცბუნა დიო. - ხო მართლა, მამაშენმა შემოგვძახა, რომ უკვე ადგომის დროა.
- რა? მამაჩემმა ოთახში შემოიხედა? - კიონგსუს სახე მოხარშული კრაბის ფერი გახდა. ნუთუ მამამისმა დაინახა, თუ როგორ ეხუტებოდა ის ჯონგინს?!
- ნუ ღელავ, მან ეს ნორმალურად მიიღო. წავალ მე წყალს გადავივლებ, - ჩაილაპარაკა კიმმა და აბაზანაში შეცუნცულდა.
ბიჭები კორიდორში რომ გავიდნენ, კარებთან დაინახეს მამა დო, რომელიც მტვირთავებს მიუთითებდა, თუ რა უნდა გაეტანათ სახლიდან.
- ჩვენს გარეშე დაიწყე? - გაოცდა კიონგსუ.
- უნდა დამეძახა თქვენთვის, მაგრამ ძალიან საყვარლად გეძინათ. - გაიღიმა მამაკაცმა კიონგსუს აწითლებული სახე რომ დაინახა. - მათ უკვე ყველაფერი ჩატვირთეს რაც საჭირო იყო, მხოლოდ წაღება დარჩა. - ამასობაში მამაკაცმა კურტკაც ჩაიცვა. - ცოტა ხნით გავალ და საღამოს დავბრუნდები. ერთად ვივახშმოთ და მერე გამოგემშვიდობებით.
- რა?.. აღელდა კიონგსუ და საუბარის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ მამამისი სახლიდან გავიდა.
- ნუ ღელავ. მას უბრალოდ უნდა, რომ სწრაფად შევეგუოთ ამ სიტუაციას. - დაამშვიდა ჯონგინმა.
- ამას როგორ შევეჩვევით? - ჩაიბურტყუნა დიომ.
- შეეჩვევი... ახალსახლობას არ მომილოცავ? - გაიღიმა ჯონგინმა და კიონგსუს ტუჩებში აკოცა.

Continue Reading

You'll Also Like

80.7K 20.1K 62
💚❤ පෙරවදන් කුමකටද...... පසු වදනින් මුණගැසෙන තුරු.......❤💚 🆃︎🅷︎🅴︎ 🅸︎🅽︎🅵︎🅸︎🅽︎🅸︎🆃︎🆈︎...........❤️‍🔥❤️‍🔥
77.4K 4.3K 61
ထုံးစံတိုင်းပါဘဲ 18+ပါ ကြိုက်မှလာဖတ်ကြပါရှင်။
86.8K 11.5K 42
Seokjinက ငါ့အိမ်ကကျွန်လေ... အိပ်စရာလူကုန်ရင်တောင် သူနဲ့တော့မအိပ်ဘူး၊ ကျွန်စော်နံလို့...[ABO/kookjin]
29.6K 4.6K 33
"ហង្សមែនទេ?​ត្រឹមតែមួយប៉ប្រិចភ្នែកយើងនឹងធ្វើអោយហង្សមួយនោះបាក់ស្លាប ហើយហង្សដ៍ស្រស់ស្អាតនោះត្រូវស្ថិតក្នុងកម្មសិទ្ធយើងម្នាក់គត់"ជុងហ្គុក "យើងដឹងពីអ្វីទ...