ფაილი ცარიელია / File is empty

Galing kay SkyMoon6104

13.2K 1.2K 352

პერსონაჟები : Kim Jongin ( Kai) , Do Kyung-Soo (D.O.) , Oh Sehun , Lu Han. ჟანრი : რომანტიკა, იუმორი, ფსიქოლო... Higit pa

პროლოგი
"მარტოსული"
"მზადება"
"სურნელი"
"ჩახუტება"
"ყალბი პაემანი"
"მამა"
"14 თებერვალი"
"ახალი სახლი"
"ეჭვიანობა"
"პირველი მცდელობა"
" სიზმარს ჰგავს"
" ფაილი "

"ხოჭო"

755 87 4
Galing kay SkyMoon6104


     მოსწავლეები მასწავლებლის ჩხუბის ხმამ გამაღვიძათ. როგორც აღმოჩნდა, მგზავრობისგან მოწყენილმა სეჰუნმა გადაწყვიტა წინ მსხდომი გოგონების შეწუხებით გაერთო თავი, რის შედეგადაც მასწავლებელი გააბრაზა.

ათი წუთის შემდეგ, კემპინგის ნიშანი გამოჩნდა და ავტობუსიც გაჩერდა. ახლადგაღვიძებული კიონგსუ სკამიდან წამოდგა და თვალების სრესვასთან ერთად საყვარლად გაიზმორა. ამის დანახვაზე, ჯონგინმა ტუჩზე იკბინა და შეტრიალდა. ახლა, როცა ხვდებოდა, თუ რას გრძნობდა ბიჭის მიმართ, მისთვის რთული იყო მშვიდად შეხვედროდა დიოს ამგვარ ქცევებს. მან თავისი ზურგჩანთა მხარზე შემოიგდო და სწრაფი ნაბიჯით კარებისკენ წავიდა, მაგრამ გასასვლელთან შეჩერდა და გადაწყვიტა დიოსთვის დაეცადა. როცა ორივენი ავტობუსიდან ჩამოვიდნენ, დაინახეს, რომ მათი კლასელები საკმაოდ მოშორებით მაგიდებთან და პირსაბანთან იდგნენ.

- სწრაფად, - შეშინებული ხმით წამოიძახა კიონგსუმ და კლასელებისკენ გაიქცა, ჯონგინმა კი მხოლოდ ჩაიღიმა და უკან დაედევნა.

- ბავშვებო, ერთი არასასიამოვნო ინფრმაცია მაქვს თქვენთვის, - გამოაცხადა მასწავლებელმა, როცა ყველა შეიკრიბა, - სამწუხაროდ, დღეს წყალი არ იქნება და ხვალამდე საშხაპეებს ვერ გამოიყენებთ.

სისუფთავის მოყვარულმა გოგოებმა უკმაყოფილოდ ამოიოხრეს, ბიჭებს კი რეაქცია არ ჰქონდათ. მხოლოდ კიონგსუმ მიიღო შეწუხებული სახე.

- რა მოხდა? - დაინტერესდა ჯონგინი.

- შხაპის გარეშე როგორ გავძლებთ?ხვალამდე ჭუჭყიანებმა უნდა ვიაროთ?! - ჩაიბურტყუნა დიომ. 

როგორც ჩანს, ის სისუფთავის დიდი მოყვარულია, რაც კიმმა აქამდე არ იცოდა.

უცებ ჯონგინის ყურთან ვიღაცამ ჩაიხითხითა.

- ესეც ასე, - უჩურჩულა სეჰუნმა, - მას სუფთად ყოფნა უყვარს, მაგრამ რაც უფრო დიდხანს არ დაიბანს, მით უფრო მძაფრი და სასიამოვნო იქნება სურნელი.

- მომშორდი შე გარყვნილო! - ჩაიბურტყუნა ჯონგინმა და მეგობარს ხელი ჰკრა, შემდეგ კიონგსუს შეხედა იმ იმედით, რომ მას არაფერი გაუგია. მართლაც, დიო მხოლოდ მასწავლებელს უსმენდა და ბიჭებს ყურადღებას არ აქცევდა.

- ... ახლა კარვები დადგით და ცოტა დაისვენეთ, შემდეგ კი ყველას სადილზე გელოდებით. საჭმლის მომზადებაში ვისაც დახმარება სურს, სამი საათის შემდეგ შემომიერთდით. - აგრძელებდა მასწავლებელი.

- წავედით, - დაუძახა ჯონგინმა კიონგსუს და ბიჭები გაემართნენ საუკეთესო ადგილის ამოსარჩევად, სადაც კარავს დადგამდნენ.

ეს ალბათ საუკეთესო დღე იყო ჯონგინის სიცოცხლეში. ისინი ხუმრობდნენ, იცინოდნენ და ერთობოდნენ, სანამ თავის კარავს დგამდნენ. შემდეგ ასეთივე მხიარულებით დადგეს სეჰუნისა და მისი კლასელის კარავი. სეჰუნი ცოტა ნაწყენი იყო ჯონგინზე, რადგან მისგან მოშორებით მოუწევდა ძილი, მაგრამ ამ მხიარულებაში მალევე გადაავიწყდა წყენა.

სანამ სეჰუნი მოუხერხებელ გოგონებს ეხმარებოდა იმავე საქმიანობაში, კიონგსუმ და ჯონგინმა გადაწყვიტეს სადილის მომზადებაში მიეღოთ მონაწილეობა. კიმი ონკანისკენ გააგდეს და ბრინჯის გარეცხვა დაავალეს, რის გამოც მან ცოტა მოიწყინა, მაგრამ დიო ხშირად მიირბენდა ხოლმე მასთან და ესაუბრებოდა, სანამ უკან არ დაუძახებდნენ.

როგორც აღმოჩნდა, კიონგსუს ბევრი რამ ესმოდა კულინარიაში და ამიტომაც კლასელებმა მას შეფ-მზარეული შეარქვეს. კიონგსუმ ჯონგინს გაუმხილა, რომ მომავალში მართლაც მზარეული უნდოდა გამხდარიყო. ონკანთან მდგომმა კიმმა შეამჩნია, რომ ყოველთვის მარტოსულ დიოსთან კლასელებმა ახლა საუბარი დაიწყეს, რაც ერთი მხრივ ახარებდა ჯონგინს, მაგრამ მეორე მხრივ ცოტას აეჭვიანებდა კიდეც.

სადილის მომზადებაში ცოტა ბავშვი იღებდა მონაწილეობას და ამასთან ერთად, ჯონგინმა როგორღაც ნახევარი კილო ხორცის გაფუჭება მოახერხა, რის გამოც ბავშვებმა სადილობა ისეთ დროს დაასრულეს, რომ უკვე ვახშმის მომზადების დრო იყო.

ვახშმის შემდეგ ჯონგინი ძალიან დაიღალა და იმდენი ბრინჯის რეცხვის გამო ხელებიც საშინლად სტკიოდა. და როცა სეჰუნმა ის სადღაც ტყისკენ წაათრია, კინაღამ წყობიდან გამოვიდა.

- რა ჯანდაბა გინდა? გამიშვი, დაღლილი ვარ. - აყვირდა ჯონგინი.

- ცოტაც მოითმინე და გამომყევი, - არ შეეშვა მეგობარი. - იქით გაიხედე, - სეჰუნმა თითი გაიშვირა მათგან მოშორებით კოცონთან მსხდომ ახალგაზრდებისკენ, რომლებიც სავარაუდოდ სტუდენტები იყვნენ.

- მერე?

- იქ ჩემი ლუჰანი ზის! შემთხვევით რომ დამინახოს ჩემს კლასელებთან ერთად, მერე რა მეშველება? - პანიკაში ჩავარდა სეჰუნი.

- ღმერთო ჩემო, აქ მაგის გამო მომათრიე?!  - უკმაყოფილოდ ამოიოხრა ჯონგინმა. - ნუ ღელავ, ვერ დაგინახავს. ის ხომ სულ სხვა კემპინგის ტერიტორიაზეა. და შენ არ მეუბნებოდი, რომ როცა შევუყვარდები ჩემს ასაკს ყურადღებას აღარ მიაქცევსო?!

- გეუბნებოდი, მაგრამ ჯერ ახალი დაწყებული გვაქვს ურთიერთობა! მე კი ვუთხარი, რომ სამსახურის გამო სხვა ქალაქში წავედი და სინამდვილეში მისგან რამდენიმე მეტრი მაშორებს. - სეჰუნს ნერვიულობისგან ოფლმა დაასხა.

- დაიკიდე რა. ვერ შეგამჩნევს, დამიჯერე. - დაამშვიდა ჯონგინმა და დაღლილი ფეხებით ძლივს წაჩანჩალდა თავისი კარვისკენ. შეყვარებულის თვალთვალში გართული სეჰუნი კი იქ დატოვა.

როდესაც კიმი კარავში შევიდა, საძილე ტომარაში გახვეულ კიონგსუს უკვე ეძინა და თან პატარა ბავშვივით ბალიშს იხუტებდა გულში. ჯონგინმაც დაწოლა გადაწყვიტა, მაგრამ უეცრად დიოს მოშიშვლებული მხარი შეამჩნია. ის ერთ ადგილას გაშეშდა და თეთრ კანს მიაშტერდა. რამდენიმე წამის შემდეგ, ცდუნებას ვერ გაუძლო და დიოს მხარს ფრთხილად შეახო თითები, რის შედეგადაც კიონგსუს გამოეღვიძა.

- რას აკეთებ? - თვალები დაჭყიტა დიომ. ჯონგინი მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა.

- მე... ხოჭო დავინახე, - ძლივს მოიფიქრა პასუხი.

ამის გაგონებაზე კიონგსუ დენდარტყმულივით წამოხტა და კარვის კუთხეში მიიყუჟა.

- სად დაინახე? ახლავე მოკალი! - შეშინებული აყვირდა დიო, რის გამოც ჯონგინს სიცილი აუტყდა. - რა გაცინებს? ბავშვობიდან მეშინია ხოჭოების. სწრაფად მოკალი!

- დამშვიდდი ჰიონ. საცოდავი ხოჭო უკვე გაცოცდა კარვიდან და აღარაფერს დაგიშავებს, - სიცილს ვერ იკავებდა კიმი.

მოღუშული კიონგსუ თავის ადგილს დაუბრუნდა და საძილე ტომარაში უფრო მჭიდროდ გაეხვია. ჯონგინმაც მას მიბაძა.

ნახევარი საათის შემდეგ, როდესაცდარწმუნდა, რომ დიოს უკვე ღრმად ეძინა, ჯონგინი მასთან ახლოს მიჩოჩდა და მეგობრის თმისარომატი შეისუნთქა. სურნელი მართლაც ძლიერი და სასიამოვნო იყო. იმ მომენტში კიმი საკუთართავს ყველაზე გარყვნილ ადამიანად მიიჩნევდა, მაგრამ სურვილს წინააღმდეგობა მაინც ვერგაუწია. კიონგსუ ზედმეტად გემრიელ სურნელს აფრქვევდა.     

Ipagpatuloy ang Pagbabasa

Magugustuhan mo rin

572K 35.3K 70
« បងសន្យា បងមិនឲអ្នកណាមកធ្វើអ្វីមកលើអូនបានឡើយ អូនគឺជារបស់បងជាប្រពន្ធរបស់បងម្នាក់គត់ Kim Taehyung » « មិនថាអ្នកណានោះទេឲតែហ៊ានប៉ះពាល់ប្រពន្ធកូនយើងសូម្ប...
277K 48.4K 60
ඩේ අම්මු.... නා උන්නෙයි කාදිලික්කිරේන් ❤ (පරිනත අන්තර්ගතයකි...)
24.9K 4K 29
"ហង្សមែនទេ?​ត្រឹមតែមួយប៉ប្រិចភ្នែកយើងនឹងធ្វើអោយហង្សមួយនោះបាក់ស្លាប ហើយហង្សដ៍ស្រស់ស្អាតនោះត្រូវស្ថិតក្នុងកម្មសិទ្ធយើងម្នាក់គត់"ជុងហ្គុក "យើងដឹងពីអ្វីទ...
1.6K 150 10
-ფრთხილად იყავი თორემ ხო იცი ვისი შვილიც ვარ -მშვენივრად ვიცი იდიოტი არ ვარ -მერე არ გეშინია? -არა მიყვარხარ! -პირველი და უკანასკნელი ხარ - რა? -არ...