CRAVING 1260

By njjkjm_

1.4K 333 118

პაკ ჯიმინი, რომელიც ჯონგუკს სრულიად შემთხვევით შეხვდება. ჯეონ ჯონგუკი, რომელსაც პაკთან ერთი-ერთზე ბრძოლა სწყ... More

თავი პირველი: დამპირები
თავი მეორე: ჩამქრალი სხივები
თავი მესამე: დამპირებსაც უყვართ სისხლი
თავი მეოთხე: სისხლიანი მთვარე
თავი მეხუთე: თეჰიონი
თავი მეშვიდე: "მთვარის ნათება უკუნით ღამეს"
თავი მერვე: ღატაკი ვამპირები
თავი მეცხრე: ტკივილში ნაპოვნი ბედნიერება
თავი მეათე: დამსამის ვამპირთა სკოლა
თავი მეთერთმეტე: ფრაგმენტები
თავი მეთორმეტე: წყევლა თუ საჩუქარი?
თავი მეცამეტე: გარდაუალი ბედისწერა
თავი მეთოთხმეტე: გარდაუალი?
თავი მეთხუთმეტე: ვამპირი
თავი მეთექვსმეტე:

თავი მეექვსე: სურვილი

89 24 12
By njjkjm_

შუაღამის ორი საათი იქნება, მაგრამ ჯიმინი ვერ ისვენებს.
ოთახში ბოლთას სცემს და ფიქრობს იმაზე თუ ვინ არის ჯონგუკი. თავში ფიქრები იმაზეც უელვებს, რომ შეიძლება ჯონი წარსულში მისი ყოფილიყო. ეს პირდაპირ აგიჟებს. უნდა დარწმუნდეს რომ ცდება. უნდა სჯეროდეს რომ ჯონი არ გახდება მისი სისუსტე, მაგრამ ვერაფრით აუხსნია ის ფაქტი, თუ რატომ ილტვის ასე ძლიერ მისკენ. არადა რეალურად ხომ იცის პასუხი. უბრალოდ აღიარება არ სურს.

საათს არც კი უყურებს და არც იმაზე ღელავს რომ ჯონი ადამიანია და შეიძლება ეძინოს, მაინც ურეკავს, არაფრის თქმის უფლებას არ აძლევს. ეუბნება რომ 10 წუთში მასთან იქნება და ტელეფონს უთიშავს.

*

როცა ჯონგუკს ტელეფონის ვიბრაცია ესმის აიგნორებს, რადგან ნომერი არ ეცნობა.

როცა ტელეფონი არ ჩერდება, მაინც წყვეტს რომ უპასუხოს.

ჯიმინის ხმის გაგონებას არ ელოდა და ოცდება. ბიჭი  დალაპარაკებას არ აცდის და საუბრის დასრულებისთანავე თიშავს ტელეფონს.

- ეს რა იყო..

მან მხოლოდ ის გაიგო რომ ჯიმინი მასთან მიდის. მაგრამ 10 წუთში? სასაცილოა. ნახევარი საათის გზა მაინცაა.

ჯონგუკს ტუჩის კუთხეში ეღიმება და მანამ არ სჯერა ჯიმინის სიტყვების, სანამ კარზე ზარის ხმა არ ესმის.

კარს აღებს და ზღურბლზე ჯიმინს ხედავს.

- მისმინე.. - ჯიმინს სათქმელი უწყდება, როცა ნახევრად შიშველ ჯონგუკს ხედავს. არა, სიტყვები მისი სხეულის ხილვაზე არ ეყლაპება, ის ადრეც უნახავს. ის ხედავს სისხლს, რომელიც ქვემოთ მიედინება. - რა ჯანდაბას აკეთებ, ჯეონ ჯონგუკ!? - უყვირის. სწრაფი ნაბიჯით შედის სახლში, საკუთარ მაისურს იხდის და ჯონს ჭრილობაზე ადებს.

- ჰეი, აუცილებელი არაა.. - ბლუყუნებს ჯონგუკი.

- ჭკუა დაკარგე?! იცი მაინც რას აკეთებდი? რომ არ მოვსულიყავი.. ჯანდაბა.. რა საზიზღარი ხარ.

ჯონგუკი იცინის. ჯიმინი კი ლამის ბრაზისგან აფეთქდეს.

- შემომხედე, შენი აზრით ვგავარ ისეთ ადამიანს ვინც თავის მოკვლას ეცდება? თანაც ასეთი საცოდავი გზით.

- ჰა-ჰა რა სასაცილოა. - აჯავრებს ჯიმინი. - ესე იგი არ ხარ ასეთი, ხომ? - ჯონის ხელს მაღლა სწევს და სახესთან უტრიალებს. - ესე იგი, ესენი ჩემი ნახელავია, ხომ?

- ამას სხვა მიზეზები აქვს. - ცდილობს ხელი გააშვებინოს, მაგრამ ჯიმინს ძლიერად უჭირავს. - გამიშვი. - გამაფრთხილებლად ამბობს ჯონი, ჯიმინი ძალას ადუნებს და ხელს უშვებს.

- რატომ გააკეთე ეს.

- უბრალოდ ასე მინდოდა.

- რა სისულელეა, ჯონგუკ?

- სიმართლეს გეუბნები.

- კარგი, მაშინ, რატომ გინდოდა ასე?

- დაკითხვაა? - ცდილობს პასუხს გაექცეს. არ უნდა ჯიმინს მის შესახებ მოუყვეს.

- თუ გინდა ასე დაუძახე, მაგრამ არ მოგცემ უფლებას ასეთი რაღაცები აკეთო. მე შენ მჭირდები.

- გჭირდები? - უთუოდ უკვირს. - რისთვის? ხომ არ შეგიყვარდი? - დასცინის.

- რა სასაცილოა.

- ეს თემა დავხუროთ. საათის ცნობა იცი? ამ შუაღამისას ჩემთან რამ მოგიყვანა.

- დაჯექი. - დივანზე მიუთითებს.

- რა თქმა უნდა დავჯდები, ეს ხომ ჩემი სახლია.

- ხელი მაჩვენე.

- კარგი რა. უკვე ნახე ჩემი ხელი. ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული რომ ჩემი შრამები გაჩვენო.

- ჯონგუკ. ხელი. - არ ეშვება ჯიმინი.

- უცნაურად იქცევი. - "რატომ მოქმედებ ასე ძალიან ჩემზე" - ბოლო წინადადებას მხოლოდ გონებაში ივლებს და ხელს მაინც აწვდის. თითქოს დააჰიპნოზეს. თავადაც ვერ გაუგია ასე ახლოს რატომ მიუშვა. აქამდე ამის ნება არავისთვის მიუცია.

ჯიმინი ხელს ყურადღებით ათვალიერებს და ხედავს იმას, რისი დანახვაც არ უნდოდა.
ჯონგუკის მტევანზე მიბმულ წითელ ძაფს თვალით მიჰყვება, რომელიც საბოლოოდ მის ხელის მტევანს ეხვევა.

- ჯანდაბა.

- რა?

- რა სისუელელა.. მაშინ ჩემი მეხსიერება რატომაა ცარიელი. - ჩურჩულებს.

- რას ბოდავ..

- ჯონ, შეხედე. - ჯონგუკი უყურებს. - ვერ ხედავ?

- ჯიმინ, იცი რა? - ის შუბლზე ხელს ადებს. - მგონი ავად ხარ.

- მეღადავები?

- ეს შენ მეღადავები! საერთოდ რა გჭირს? მოხვედი, დამკითხე, რაღაც მობოდე და ახლა ეს? რა გემართება ჯიმინ..

- არ ვგიჟდები, ჯონ. უბრალოდ რაღაცის დაზუზტება მინდოდა.

- რისი? იმის თუ რატომ ვისერავ სხეულს? ეს არ უნდა გაინტერესებდეს. ჩვენ მეგობრებიც კი არ ვართ.

- მართალია, მაგრამ შენკენ რაღაც მიზიდავს, რაზეც უარს ვერ ვამბობ. ასეთი რამ არასდროს განმიცდია. არ ვიცი რა დავარქვა, რადგან ძალიან უცნაურია. უცნაურია რომ მადარდებ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრებაა არავის ყოლა არ მსურდა ჩემს ნაგავ ცხოვრებაში! უცნაურია, რომ მინდა ხშირად გხედავდე, მიუხედავად იმისა რომ ერთ კვირაში უნდა გავმქრალიყავი აქედან! ამის დედაც!

- და უცნაურია რომ მეც არეული ვარ ამ მხრივ? - საბოლოოდ იღებს ხმას ჯონი.

- ჯანდაბა.. - ოხრავს პაკი.

ჯონგუკი ჯიმინის სახეს ხელებში იქცევს და აგრძელებს: - ჩემს დამპალ რეალობაში არავინ მჭირდებოდა და ახლოს არავის ვუშვებდი. არ მჭირდებოდა სისუსტე და ტვირთი სიყვარულის სახით. მე მძულს ეს გრძნობა. ის იმდენად მახინჯი და საზიზღარია, რომ არ მჭირდება. შენმა გამოჩენამ თითქოს ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. აზრებს მიფანტავ და თავიდან ვერ ვიშორებ იმ ფიქრებს თუ რამდენად საოცარი ხარ. ძლიერი სურვილი მაქვს დაგეუფლო, იმდენად ძლიერი, რომ ვერ აღვწერ, მაგრამ ვიცი ეს არ იქნება სწორი. არ მინდა შენს გრძნობებს შეურაცხყოფა მივაყენო.

- რომელ გრძნობებს? მე არ მითქვამს რომ მომწონხარ ან უარესი — მიყვარხარ. უბრალოდ ხაზი იმას გავუსვი რომ მიზიდავ. გარდა ამისა, არც მე მჭირდება სისუსტე ადამიანის სახით, ამიტომ ყველაფერი რიგზე გვაქვს.

ჯონგუკი იღიმის.
პატარა ლამპებით განათებული ოთახი თითქოს პატარავდება. ჯიმინი ჯონის სურნელს მკაფიოდ გრძნობს. ტროპიკული ნაზავი, რაღაც ტკბილი, რომელიც უნდა რომ დააგემოვნოს. მას თითქოს სულაც აღარ ეჩვენება ეს ყოველივე არასწორად.
ჯიმინი სურვილისგან იწვის. ამ სურვილს კი ჯონგუკის ხელი მის ლოყაზე უფრო მეტად ამძაფრებს.

ჯონგუკის გვერდით თითქოს მისი სამყარო უფრო ნათელია.

ჯონი პაკს უყურებს. თვალებით სულში უძვრება. აწამებს. ნაბიჯს არ დგამს. არადა თავადაც ისე ძალიან უნდა გასინჯოს ეს პატარა საოცრება, რომელიც მოულოდნელად შემოიჭრა მის სამყაროში.

ჯიმინს კი მთელი გულით სურს ჯონგუკს აკოცოს. მტკივნეულად, არეულად, მთელი დაუოკებელი გრძნობებით. უნდა რომ თავბრუ დაეხვეს და აღარაფერზე იფიქროს.

ჯონგუკის თხელმა თითებმა რამდენიმე ღერი ყავისფერი თმა გადაუწია პაკს თვალებიდან. მისი თმები ისეთი რბილი აღმოჩნდა!

"თავი ხელში აიყვანე !" - საკუთარ თავს მოუწოდებს ჯონი.

ის თმებთან ახლოს იხრება და ისუნთქავს მათ განუმეორებელ, ოდნავ საგრძნობ არომატს.

"ასე ნუ იქცევი... ეს არასწორია.. " - შინაგანი ხმა თავს არ ანებებს.

მისი ტუჩები მოულოდნელად სახიფათოდ ახლოს ჩნდება პაკის ტუჩებთან.

"მაგრამ ერთხელ მაინც ხომ შეიძლება?" - ეკითხება საკუთარ თავს, რომელსაც დიდი ხნის წინ აუკრძალა ყველანაირი ფიზიკური კავშირი.

ის ახლოს იხრება და პაკის ცხელ სუნთქვას გრძნობს, მაგრამ ვერაფრის გაკეთებას ვერ ბედავს. საკუთარ თვს ბოლომდე აჯაჭვებს. ნებას არ რთვას, რომ სურვილებს დანებდეს.

მეორე მხრივ ჯიმინს აღარაფერი აკავებს. ჯონის ხელიც, რომელიც უკვე წელზე ეხება, ის მხოლოდ და მხოლოდ უბიძგებს თავის დაუოკებლ სურვილებს დანებდეს.
ფეხის წვერებზე იწევა და ტუჩებზე აცხრება..

ჯონს ღრმა, ჯერ ნაზ, შემდეგ კი უხეშ კოცნაში ითრევს.. პაკს წარმოდგენა არ ჰქონდა რომ ის ასეთი კარგი იქნებოდა.. ჯონის ტუჩებს ვერაფრით უშვებს.. კოცნაში ხელს ვერც პაკის ტელეფონი უშლით, რომელიც ლამისაა აფეთქდეს..

* * *

- შეგეცი, ჯიმინ! - ბრაზობს იუნგი და ტელეფონს ხელს მაგრად უჭერს.

ის ჯიმინს უკვე 10 წუთია გაუჩერებლად ურეკავს, მაგრამ ის არ პასუხობს. იუნგის არ აინტერესებს რა ჯანდაბითაა ის დაკავებული, პირობას დებს რომ აუცილებლად აზღვევინებს ამის გამო.

მან მესამე დონის შეპყრობილი ჯერ კიდევ დილით იგრძნო, მაგრამ ვერ მოახერხა მონაცემების შეგრივება. მაშინ ის მხოლოდ ნულ დონეზე იყო, მაგრამ როგორც ჩანს სწრაფად მოქმედებს.

გაბრაზებული იუნგი ქოლგას იღებს, რომელსაც დოგენები ატარებენ. ქოლგაში კატანაა დამალული, რომელიც მათი იარაღია. საზოგადოებაში მას ასე ვერ ატარებდნენ, ამიტომაც ქოლგით შენიღბეს. ყოველი შემთხვევისთვის მარისს კიდევ იყრის ჯიბეში და მოტოციკლს აჯდება.

ქუჩებში დაქრის იმ იმედით რომ მსხვერპლს შენიშნავს, მაგრამ კონკრეტული მონაცემები მაინც არ აქვს.

* * *

- დაიმახსოვრე, ის ცოცხალი მჭირდება! - ხმას იმაღლებს ტელეფონის მეორე ბოლოდან მამაკაცი.

- ნუ იდარდებთ. ადამიანებს არ ვკლავ. - ამაყად პასუხობს ბიჭი და ტელეფონს თიშავს.

Continue Reading

You'll Also Like

3.6K 287 18
ჯიმინი, ომეგაა რომელიც მომაბეზრებელი ცხოვრებით დაიღალა და გადაწყვეტს წავიდეს დასასვენებლად სეიშელის კუნძულებზე. რას მოუტანს მას ბედი და როგორ აღმოჩნდ...
198K 7.9K 15
Book 1 Captain Jack Sparrow x Female Reader Based off the Disney movie series Pirates of the Caribbean (Y/n) = Your Name (L/n) = Last Name (H/l) = H...
65.1K 1.1K 38
"Is it chill that you're in my head? 'cause I know that it's delicate" Brandon Darrow x Fem!Reader [Tagged season 1-3]
3.4K 375 31
ჯიმინი 19 წლის ფემბოია, მას უყვარს ინსტაგრამზე თავისი კოსტუმების გამოქვეყნება. რამოხდება, თუ მას ჯონგუკი შეამჩნევს ? ❗️inata fiki aris natargmni ❗️