CRAVING 1260

Por njjkjm_

1.4K 333 118

პაკ ჯიმინი, რომელიც ჯონგუკს სრულიად შემთხვევით შეხვდება. ჯეონ ჯონგუკი, რომელსაც პაკთან ერთი-ერთზე ბრძოლა სწყ... Mais

თავი პირველი: დამპირები
თავი მეორე: ჩამქრალი სხივები
თავი მესამე: დამპირებსაც უყვართ სისხლი
თავი მეხუთე: თეჰიონი
თავი მეექვსე: სურვილი
თავი მეშვიდე: "მთვარის ნათება უკუნით ღამეს"
თავი მერვე: ღატაკი ვამპირები
თავი მეცხრე: ტკივილში ნაპოვნი ბედნიერება
თავი მეათე: დამსამის ვამპირთა სკოლა
თავი მეთერთმეტე: ფრაგმენტები
თავი მეთორმეტე: წყევლა თუ საჩუქარი?
თავი მეცამეტე: გარდაუალი ბედისწერა
თავი მეთოთხმეტე: გარდაუალი?
თავი მეთხუთმეტე: ვამპირი
თავი მეთექვსმეტე:

თავი მეოთხე: სისხლიანი მთვარე

80 21 2
Por njjkjm_

ჯიმინი დარბაზში ბრუნდება იუნგის მოსაძებნად. თავადაც გაოგნებულია საკუთარი საქციელით. ის არ ყოფილა ჯიმინი. წამით მისმა სულმა სხეული დატოვა და ჯიმინის სხვა მხარე ჩასახლდა მასში. პაკს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რომ ოდესმე ადამიანის სისხლს გემოს გაუგებდა და მოეწონებოდა. ის მისკენ ილტვის.. ნომერი 1260 მისკენ ილტვის.. იმდენად ძლიერად რომ საკუთარ თავსაც ვერ აკონტროლებს.. მას სიგიჟემდე უნდა რომ უკან დაბრუნდეს და კვლავ იგემოს დიდებული სისხლის გემო, კვლავ გასინჯოს ის.. მაგრამ გრძნობს რომ მას ამაზე მეტი უნდა.. უნდა რომ აკოცოს, უნდა რომ ახლოს ჰყავდეს, უნდა რომ სულ ხედავდეს, უნდა რომ უსაფრთხოდ იყოს, უნდა რომ მხოლოდ მას გაუღიმოს, უნდა რომ მისი იყოს.. ეს დაუოკებელი ლტოლვა არ იცის როგორ ახსნას. საკუთარ თავს ვერ ცნობს.

ის გამწარებული დაეძებს იუნგის. მის მძაფრ სუნს მიყვება და რინგიდან მოშორებით პოულობს. ჯიმინის დანახვაზე ის მაშინვე ფეხზე დგება და მისკენ მირბის.

- ეი, რა მოგივიდა? თვალები გაგიწითლდა.. - თვალები მანამ არ წითლდება, სანამ სისხლს არ იგემებს.
დამპირებისთვის ეს საკმაოდ უჩვეულოა, ვამპირებისთვის კი ბუნებრივი. სისხლის სუნზეც კი ენთებათ თვალები უკონტროლო ვამპირებს.

- რა?

- ჯიმინ.. შენ რა.. - იუნგი ცხვირზე ხელს იკიდებს, რადგან მისგან სისხლის სუნს გრძნობს.

- ხო, იუნგს..

- გაგიჟდი?! აქამდე სისხლი არასდროს დაგილევია, ჭკუიდან გადახვედი?!

- არ ვიცი რა დამემართა, უეცრად ვუთხარი რომ თუ სისხლს გამასინჯებდა მასთან ვიბრძოლებდი.

- არა, არა, ნამდვილად შეიშალე. - იუნგის ხმა აკანკალდა. მან იცის რომ ჯიმინს არასდროს გასჩენია სისხლის წყურვილი და არასდროს ნდომებია ადამიანი.

- უცნაურ მიზიდულობას ვგრძნობ.. ეს ვერ იქნება ის რასაც ვფიქრობ, ხო?

- არა, ვერ იქნება.. მოდი, ჯერ იოჰას მივხედოთ, კარგი? მთლიანად მასზე კონცენტრირდი.

- ხო, რა თქმა უნდა. - პაკი გონზე მოსვლას იწყებს და თვალებიც ჩვეულ ფერს უბრუნდება. - ჯონგუკი გარეთაა.

- მას მე მივხედავ, შენ იოჰასთან წადი.

- კარგი.

**

იუნგი გარეთ გადის, მაგრამ ჯონგუკს ვერსად ხედავს. მოსაწევ ადგილებს ათვალიერებს, მაგრამ იქ არავინაა.

- ჯანდაბა! - კედელს ხელს ურტყამს და დარბაზში ბრუნდება.

გასახდელში შედის, მაგრამ ჯონგუკის გარდა იქ ყველა შესაძლო მოკრივეა.

- სად გაქრა ასე უცებ.. სუნსაც კი ვერ ვგრძნობ..

**

ჯიმინი იოჰას კაბინეტისკენ იწევს, რომ მდგომარეობა შეამოწმობს, მაგრამ კართან ჩერდება. ის სამ განსხვავებულ სუნს გრძნობს. იქიდან ერთი ზეპირად იცის, ის ჯონგუკისაა..

კარს წიხლს ურტყამს და შიგნით შედის.

- რა ჯანდაბაა, პაკ?! - უყვირის ჯონგუკი.

- აქ რას აკეთებ. - ფრთხილად სვამს კითხვას პაკი.

- წინა გამოსვლაზე ჩვენიანი დაშავდა და მოსანახულებლად მოვედი. შენ რა გჭირს, რატომ შემოამტვრიე კარი?

- ის მკვდარია, ჯონგუკ! - მიუთითებს ბიჭზე. - ახლავე უნდა გახვიდე აქედან!

- რა სისულელეს.. - ასეც ვიცოდი, შენ არ ხარ ადამიანი! - ჯონგუკს საუბარს კიმი აწყვეტინებს, რომელიც უკვე გარდაქმნილია და მისი ხმაც შეცვლილია. მისი სხეული თანდათან შავდება და გვამს ემსგავსება, თვალები უწითლდება და ეშვები უჩნდება.

- ეს ცუდია.. ახლავე გაეთრიე აქედან, ჯეონ ჯონგუკ!! - ყვირის პაკი.
ჯონი ნანახისგან შოკშია და წამით ქვავდება.

- ეს რა სირობაა.. - კიმს უყურებს და ცდილობს რაიმე ახსნა მონახოს.

- ის მოგკლავს! გითხარი რომ ახლავე გასულიყავი აქედან!!

ამთვრებს თუ არა ჯიმინი საუბარს, კიმი ჯონგუკს ხელს უქნევს და მუცელთან კაწრავს სამი კლანჭით. ამასობაში კარს იუნგი აღებს. ჯიმინი თვალით ანიშნებს ჯონგუკზე, ის ხელს ავლებს, თვალებში უყურებს, ეუბნება რომ დაიძნოს, ჯონგუკი ემორჩილება და ითიშება.

- დაჭრილია. - ეუბნება იუნგის და ქოლგას აძრობს, სადაც მისი კატანა იმალება.

- მოგვიანებით მას მე მივხედავ.

- მანამდე ამით შეეცადე სისხლდენა გაუჩერო. - მაისურს იხდის და იუნგის ესვრის. - მან ჯერ მხოლოდ ერთი მოკლა. დონე არ აუწევია, მარტივი მოსაკლავია. - ამცნობს ჯიმინი.

- კარგი! - პასუხობს იუნგი. ჯიმინის მაისურით ჭრილობას აწვება და ჯონგუკს ცოტა ხანს ტოვებს. შემდეგ კიმს კატანას უქნევს. ის წარმატებით იცილებს და იუნგის თავს ესხმის.
დაგრძელებულ ხელს უქნევს, მაგრამ იუნგი ზემოდან ახტება და ხელს ჭრის.

- ახლა!

ჯიმინი მინიშნებას იღებს და მას უკნიდან ესხმის.
კიმი კისერზე ხელს იფარებს და თავს მოჭრისგან იცავს.
ჯიმინი მეორე ხელსაც ჭრის, მაგრამ ამასობაში იუნგის მოჭრილი მარცხენა, რეგენერაციას ასრულებს და ჯიმინს იჭერს.

ჯიმინი გამალებით ურტყამს ხელში, მაგრამ ის არ უშვებს და ყელში უჭერს. კიმის კლანჭები ჯიმინის ყელს ღადრავს და ყელიდან სისხლი ჩამოდის. იუნგი მალევე რეაგირებს, ხელის მტევანს ისევ ჭრის და სწრაფი მოძრაობით კისრამდე ადის.
მარისს კატანაზე და კისერზე ერთდროულად ყრის და წარმატებით კვეთს თავს.

როდესაც ვამპირი შეპყრობილად იქცევა, მისი სიმაღლე ორჯერ დიდი ხდება, ხელები და ფეხები უმსხვილდებათ სახე კი უმახინჯდებათ. გახრწნილ გვამებს ემსგავსებიან. მოსიარულე მკვდრების მსგავსნი არიან. მათ შეუძლიათ ხელის მტევანი გააქვავონ და ამით კისერი დაიცვან, მაგრამ თუ ყურადღებას მოადუნებს ეს ტექნიკა უძლური ხდება. ამ შემთხვევაში კი საქმე მთლიანად დოგენის სისწრაფეზეა დამოკიდებული.

- კარგად ხარ? - ეკითხება იუნგი და კისერზე უყურებს, საიდანაც სისხლი ჩამოდის.

- ეს ვერ მომკლავდა. - ახველებს ჯიმინი. - ჯონგუკის ჭრილობას შეხედე.

იუნგი ჯონის სხეულთან იხრება და მაისურს გლეჯს. მკერდიდან ჭიპამდე სამი კლანჭის ნაკაწრია. სისხლი გამალებით იწყებს დენას და არ ჩერდება, მაგრამ ვამპირებს შეუძლიათ ადამიანის რეგენერაცია მოახდინონ. იუნგი წამოსულ სისხლს ლოკავს და ხელს ჭრილობაზე ატარებს. ნაკაწრი იუნგის ხელის მიყოლებაზე მთლიანად ხორცდება. ტკივილი რჩება, მაგრამ ჭრილობა იკურნება.

- სახლში წავიყვანოთ.

- არ ვიცი სად ცხოვრობს..

- ვიცი რაც გაიფიქრე, მაგრამ არა!

- აქ ვერ დავტოვებთ, იუნგს.

- იცოდე, თუ რამე გაახსენდება, შენ მიხედავ!

- მივხედავ!

- წადით მაშინ. მე გვამს ისე შევნიღბავ, თითქოს ჩხუბისას მიღებულმა ტრავმამ მოკლა. კიმის სახელით კი სამსახურიდან წასვლის წერილს დავწერ.

ჯიმინი თავს უქნევს, ჯონგუკს ზურგზე იკიდებს და მოტოციკლთან მიჰყავს.
მას წინ სვამს, რომ არ გადავარდეს, თვითონ უკან უჯდება და ქოქავს.

* *

ძველი ხუთ სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე ზურგით აჰყავს, რადგან კორპუსს ლიფტი არ აქვს. საწოლზე აწვენს და ტანსაცმელს ხდის, რომ შეამოწმოს სხვა დაზიანებებიც თუ აქვს. რამდენიმე დალურჯებას მკურნალობს და ხელებზე შრამებს ათვალიერებს, რომლებიც განზრახაა მიყენებული. მან თავიდნავე იგრძნო რომ ჯონგუკი არ ყოფილა ბედნიერი ახალგაზრდა, მისგან დიდ ტკივილს გრძნობდა, რაც უფრო და უფრო იზიდავდა მისკენ.

საბოლოოდ თავის ტანსაცმელს აცმევს და დასვრილ შარვალს სარეცხის მანქანაში აგდებს.

* *

ჯონგუკს დილით უცხო გარემოში ეღვიძება. თვალებს ახამხამებს და ახელს. თავს სუსტად გრძნობს, თითქოს ზედ გადაუარეს. ყველაფერი სტკივა, მაგრამ დაზიანება არ აქვს. ეს აკვირვებს. ბუნდოვნად ახსოვს ბოლო მომენტები. ახსოვს, რომ ჯიმინს ელაპარაკებოდა, მაგრამ რაზე და ამის შემდეგ რა მოხდა ვერ იხსენებს. თითქოს მეხსიერება დაკარგა. დღის ბოლო კადრები საერთოდ არაა მის გონებაში.

ის საწოლზე ჯდება და გარემოს აკვირდება. ეს ნამდვილად არაა მისი სახლი.
საფერთქელს იზელს და გახსენებას ცდილობს, მაგრამ თავი სტკივდება.

მეორე ოთახიდან გამოწვეული ხმაური ფეხზე ადგომას აიძულებს. გზა სამზარეულომდე მიდის.

- ჯიმინ? - მის ხმაში გაკვირვებაა. ჯიმინის დანახვას ყველაზე ნაკლებად ელოდა.

- თავს როგორ გრძნობ?

- გზააბნეულად. - მოკლედ პასუხობს.

- ხო, მესმის.. გახსოვს ჩვენი საუბარი?

- რომ ვსაუბრობდით კი, მაგრამ ამის მერე ჩემი მეხსიერება წყდება ობობას ქსელივით.

- შენ გონება დაკარგე. ალბათ მშიერი იყავი.

- სისულელეა, გონებას არასდროს ვკარგავ. არ ვარ სუსტი!

- სისუსტე არაფერ შუაშია, ჯონ. არ ვიცი რა დაგემართა, მაგრამ უცებ ჩაიკეცე. შენი მისამართი არ ვიცოდი, ამიტომ ჩემთან მოგიყვანე.

- აქ ცხოვრობ?

- ჰმ?! - ჯიმინს მისი ტონი არ მოეწონა. - რა არ მოგწონს?

- ეგ არ მიგულისხმია, უბრალოდ ზედმეტად დაუსახლებელი უბანია.

- ხოდა ზუსტად მაგ მიზეზით მიყვარს აქაურობა. ვერ ვიტან ხალხმრავლობას. - უპასუხა ჯიმინმა ამაყად. ჯონგუკსაც სძულდა ხალხი და ვერ იტანდა ხმაურიან, ხალხმრავალ სამეზობლოს. ამიტომაც ცხოვრობდა განცალკევებით.

- გშია?

- კი. - მოკლედ პასუხობს და ჯიმინის გაწყობილ მაგიდას უჯდება.

*

- კარგად ამზადებ. - აქებს ჯონგუკი და დასვრილ ჭურჭელს  ჯიმინს უწვდის.

- მადლობა. - ჭურჭელს ნიჟარაში აწყობს და წყალს უშვებს.

- დარბაზში უნდა წავიდე.

- არა მგონია ვარჯიში შეძლო. აბა ცადე და მუშტი მოიქნიე.

ჯონგუკი პაკის მითითებას ასრულებს. შემდეგ ისე საშინლად ეძაბება კუნთები და ისე მკაფიოდ გრძნობს ფიზიკურ ტკივილს რომ ლამის წაიქცეს.

წელს ატრიალებს და გრძნობს საშინელ ტკივილს შიგნიდან.

- რა ჯანდაბაა..

- დარწმუნებული არ ვარ. ალბათ ძლიერად მოგხვდა.

- დამარტყი.

- რა? - ჯიმინი ამას არ ელოდა. ჯონის ნათქვამი კი კითხვასავით ნამდვილად არ ჟღერდა.

- მუცელში დამარტყი. მიდი!

ჯიმინი მეოთხედი ძალით ურტყამს, ჯონგუკი იკეცება.

- ხომ გითხარი. დღეს დარბაზში ვერ წახვალ.

- რა მიქენი.

- რა? მე რა უნდა მექნა?! - ენთება ჯიმინი.

- არ ვიცი.. დარწმუნებული ვარ ერთი ჭრილობაც არ მქონია. უცნაური არაა რომ ბოლოს მაინც და მაინც შენ მახსოვხარ? - ჯონგუკი უკვე ძალიან ეჭვობს. კარგად ახსოვს მისი ნათქვამი, რომ ერთი ნაკაწრიც არ ექნებოდა. ისიც ახსოვს, რომ ბრძოლა წარმატებით მოიგო.

- არ ვიცი. მე დაგეხმარე და მადლობელი იყავი ამით! ახლა კი ნება იბოძე და წყნარად დაჯექი, უნდა ვიმუშაო.

ჯონგუკი უჯერებს და დივანზე ჯდება.

*

გადის რაღაც პერიოდი. ჯონგუკს მოწყენილობა უტევს.
ფეხზე დგება და ჰაერში მუშტებს იქნევს.

- მაინც ვერ ისვენებ? - მეორე ოთახიდან ჯიმინი გამოდის ყავის ფინჯნით ხელში. - ყავა გინდა?

- მადლობა. - ჯონგუკი ფინჯანს ართმევს და სვამს.

- ვიფიქრე რომ უშაქრო გეყვარებოდა.

- კარგად გიფიქრია. - ჯონგუკი შეუმჩნევლად იღიმის.

- ჯიმინ.

- ჰო.

- ზურგზე მთვარის ტატუ ხომ არ გაქვს?

ჯიმინი წამიერად ქვავდება, მაგრამ არ იბნევა.

- არა. საიდან მოიტანე?

- იცი, საკმაოდ რეალური სიზმარი ვნახე.

- შენს სიზმარში შიშველი ვიყავი? - ჯიმინი დასცინის.

- ბუნდოვნად დავინახე შიშველი ზურგი, მთვარის ტატუ. სისხლიანი მთვარის ტატუ.

- როგორი კარგი ფანტაზია გაქვთ, ბატონო ჯონგუკ. - ჯიმინი ისევ დასცინის და იმედოვნებს, რომ ჯონგუკს ბოლომდე სიზმარი ეგონება და მალე დაივიწყებს.

Continuar a ler

Também vai Gostar

23.7K 2.7K 52
"არ გინდა მოგცე?" ✨ #instagram #jikook #vhope
198K 7.9K 15
Book 1 Captain Jack Sparrow x Female Reader Based off the Disney movie series Pirates of the Caribbean (Y/n) = Your Name (L/n) = Last Name (H/l) = H...
10.3K 1K 40
❗️ფიკი არის ნათარგმნიი ❗️ ინსგაგრამი ჯიგუკი
1.9K 267 13
18+ და რა მოხდება როცა მგელს ადამიანი შეუყვარდება მთელი მისი არსებით. რაღაც ვიბჟუტურე და იმედი მაქვს მოგეწონებათ.