Stay here one more time - Ꮶ.Ͳ...

By Fairygirl_97

6.9K 857 1K

ყველა საკუთარი თავის ხელოვანია, ჯონგუკმა ამის მაშინ ირწმუნა, სულ ცოტათი რომ წამოიზარდა და სურვილი გაუჩნდა, სხ... More

1. love is gone.
2. He runs away again
3. I need you now.
4. I want you here with me.
5. He is disappointed.
6. Don't go tonight.
🥲
7. drive crazy.
8. sly fox.
9. I'm gonna eat you, Daddy tei.
10. loving can hurt... loving can heal...
11. I know this isn't easy.
12. so close yet so far.
13. he is so weak.
14. Runaway from the past.
15. Stay here one more time.
16. feelings deep within them.
🫣

17. Smile is free happiness.

479 44 80
By Fairygirl_97

ადამიანებს ხშირად გვგონია, რომ ჩევნს ბედბიერებას ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო განაპირობებს. მაგრამ რეალურად ესეც ის დიდი ილუზიაა, რომლითაც თავს ვიტყუებთ და მხოლოდ ამ უკანასკნელს ვერ შევაწმენდთ ჩვენს კარგდღეობას ან პირიქით, უბედურებას. ჩვენი სულიერი სიმშვიდე, ბედნიერება, სიხარული დამოკიდებულია ჩვენს გონებრივ მოწყობაზე, იმაზე თუ რას ვფიქრობთ ჩვენ თვითონ საკუთარ მდგომარეობაზე და არა იმაზე, თუ სად ვცხოვრობთ, როგორა ჩვენი ადგილი საზოგადოებაში. დიდი დრო დასჭირდა ომეგას ამ ყველაფრის გასააზრებლად, დიდი დრო დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ გარემო, რომელშიც ყოველ დღე იღვიძებდა, სულაც არ უზრუნველყოფდა მის ბედნიერება/უბედურებას, მაგრამ საკუთარ აზრს, საკუთარი გონების მოწყობას მართლა ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. სჭამდნენ ის ჭიები, გამუდმებით მის გონებაში რომ დაძრწოდნენ, მოსვენების საშუალებას არ აძლევდნენ და ჯონგუკს უკვე მართლა ეგონა, თუკი ამ ჭიების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდა, ისინი საბოლოოდ მოუღებდნენ ბოლოს. ფიქრები მუქი ღრუბლის აჩრდილივით შემორყმოდნენ მას და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რა იქნებოდა, რომ ყველაფერისათვის სხვა თვალით შეეხედა?! ჯონგუკი ლამაზი ომეგა იყო, ჯონგუკი კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ჯონგუკი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მშვენიერი ომეგა. უამრავ არასაჭირო ფიქრს, აზრს უთმობდა დროს, საკუთარ გონებას აჭმევინებდა მათ და ბოლოს ისეთ მდგომარეობამდე მიდიოდა, რომ ყველაფრისგან გაქცევის სურვილი კანის წვის შეგრძნებას უჩენდა. გარბოდა, სწრაფად გარბოდა, მაგრამ წინ ისევ ის აზრები ხვდებოდა დიდ, გადაულახავ დაბრკოლებად, რომელთაც არასდროს არაფერი მოუტანია ომეგისათვის, გარდა იმ დაძაბულობისა, გამუდმებით თან რომ ახლდა. თუკი სულ ფიქრობდა, რომ საკმარისად კარგი არ იყო, რადგან ომეგად დაიბადა, რადგან მშობლების სასურველი ალფა ვერასდროს გახდებოდა, რადგან სუსტი იყო იმ კავშირისთვის, რომელმაც ერთ მომენტში თითქოს ყველაფერი უფრო მარტივადაც დაანახა ბიჭს, მაშინ გამოდიოდა რომ საკმარისად კარგი ვერ გახდა ამ ცხოვრებისთვის. მუდამ ჰქონდა დანაკლისის შეგრძნება, რაც არ უნდა გაეკეთებინა, რაღაც შინაგანი ყოველთვის ახსენებდა, რომ სრულყოფილი არ იყო. ეს ყველა ის ფიქრი გახლდათ, რომელთაც თავის დროზე საკუთარ გონებაზე გაბატონების საშუალება მისცა, მაგრამ მერე დაფიქრდა და მიხვდა, რომ უკეთესი ვერ გახდებოდა, უკეთესები არ ხდებიან საკითარი პიროვნების დაკნინებით, ამას მხოლოდ თავის სიყვარულით, პატივისცემით აღწევენ და სწორედ ეს აკლდა ბიჭს. ნელა, თუმცა მაინც მივიდა ომეგა იმ აზრამდე, რომ პირველი ნაბიჯი ამ ჭიებისგან განთავისუფლება უნდა ყოფილიყო, გონების გაწმენდა და შემდეგ, თავისუფალი, საღი აზრით რომ შეხედა საკუთარ ცხოვრებას, მიხვდა, რომ ასე მეტად დიდ სიმშვიდეს გრძნობდა. დრო გავიდა, საკმაოდ დიდი დრო და ჯონგუკმა უკან, წარსულისკენ რომ გაიხედა, იქ ზუსტად ის სუსტი, მხრებში მობუზული, ლამაზი ომეგა დაინახა, რომლისგანაც ახლა მხოლოდ გარეგნობა დარჩენილიყო. წარსულის ჯონგუკის გვერდით იყვნენ მშობლები, იყო თეჰიონო, მაგრამ იმ ჯონგუკს გონება არეული ჰქონდა და მაინც არ ჰქონდა ბედნიერება. წარსულის ჯონგუკს უთეჰიონობის პერიოდიც ჰქონდა, იყო მომენტები, არც მშობლები ჰყავდა გვერდით, არც მეგობარი და ისევ არეული ჰქონდა გონება, ისევ არ იყო ბედნიერი. ახლა როგორ არის ბიჭი? ახლა ბედნიერია! ახლა სიმშვიდეს გრძნობს, ახლა გვერდით ჰყავს ყველა ის ადამიანი, ვინც საჭიროა და ახლა ომეგის გონება აღარაა გახვეული იმ ავი ქსელით, ადრე რომ ართმევდა ბიჭს ყველაფერ კარგს. აღარ აწუხებს აზრები, რომ სუსტია, უღირსი ომეგაა თეჰიონისთვის და ცუდი მშობელი იქნებოდა არდაბადებული პატარისათვის.

გადაშლილი წიგნის მარჯვენა გვერდზე დადებული მობილური ვიბრაციის ხმას გამოსცემს, განათებულ ეკრანზე ლათინური შრიფტით იკვეთება ალფის სახელი და ომეგის მეცადინეობისაგან გადაღლილი სხეული წუთიერად მშვიდდება.

:პატარავ, მალე მოხვალ?

:შენი ხმა უცნაურია, რამე მოხდა?

ოდნავ დაძაბულობას გრძნობს, მაგრამ ეს შეგრძნება სულაც არ ჰგავს ჩვეულებრივ ცუდის მომასწავლებელს. დაახლოებით ისიც იცის, რატომ ჟღერს ალფის ხმა ამდენად ხავერდოვნად, ამდენად მგზნებარედ და წამით სიამოვნებისგან მთლიანი სხეულიც კი ეჭიმება.

: თუ ახლავე სახლში არ წამოხვალ, იძულებული გავხდები, საკუთარ თავს შევეხო და პრობლემა თავადვე მოვაგვარო, ჯონგუკი.

ომეგას არ უჭირს ალფის სიტყვებში კმაყოფილი ტონის წაკითხვა, თუმცა თეჰიონმა ხომ იცის, რომ უჯონგუკოდ მაგ "პრობლემას" ასე მარტივად ვერ მოაგვარებს?!

: კიმ თეჰიონ, შენს პროვოკაციაზე არ წამოვეგები. რაც შეეხება მაგ პრობლემას, ცოტახნით მოიცდის, ხომ ასეა? მნიშვნელოვან პროექტზე ვმუშაობ, დაგავიწყდა?

: პროვოკაციას თუ არა, ჩემს ბიჭს წამოეგები. ჯონგუკ, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი.

მუქარის ტონი საკმარისია ომეგის სხეულის მეტად დასაძაბად და ესეც ისეთი სასიამოვნოა, რომ ბიჭი სკამის საზურგეს თვალებმინაბული ეყრდნობა. სინამდვილეში მხოლოდ წუთი სჭირდება და ამ კაფიდან ისე აურთქლდება, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებენ იქ მყოფნი.

: ჯონგუკ, ოც წუთში სახლში თუ არ იქნები, ვფიცავ, კარგი დღე არ დაადგება შენს ფუმფულა უკანალს.

ზარის დასრულებამდე ისმის კიმის მბრძანებლული, ოდნავ გაღიზიანებული ტონი და ომეგა კმაყოფილი დგება სკამიდან მაისურის სწორებით. სახლში დაგვიანების აზრი მომენტალურდ ხიბლავს კიდეც. საერთოდ ისიც კარგად იცის, ალფას თავს უდროოდ დატეხილი ცხელება ერთი სესიით ვერ ჩაცხრება და დროულადაც რომ მივიდეს თეჰიონთან, ბიჭი ზემოთხსენებულ მუქარას თავისდაუნებურად მაინც აასრულებს. ყურადღებით ინახავს თითქმის დასრულებულ პროექტის ფაილს და აწ უკვე გამორთულ ლეპტოპს ჩანთაში დებს სქელყრდიან წიგნთან ერთად. გზა კაფიდან სახლამდე დიდი არ არის. ზაფხულის მცხუნვარე მზე ზუსტად ზენიტშია, სიცხე კი ისაა, რასაც მხოლოდ ზეციდან კი არ იღებს, შინაგანადაც ერთიანად ხურდება იმ ფიქრების წარმოდგენით, რომელთაც სახლში მისვლისთანავე გააცხადებს თეჰიონი. კი, ის ამას ნამდვილად იზავს.

სახლის კარის გაღებაც საკმარისია და კედლებში აწ უკვე კარგად გამჯდარი ალფის ფერომონებს მთელი ძალით ისუნთქავს ფილტვებში. მძაფრია კედრის ხის და მათრობლა შავი ოპიუმის სურნელი.

ორ წლიანი თანაცხოვრობის მანძილზე წყვილმა მარტივად მოახერხა ერთმანეთის შეცნობა და ფაქტი, რომ სახლში დაბრუნებულ ომეგას ყოველთვის უწევს სულ ერთი და იგივე თემაზე წუწუნი, უკვე მოერე წელია არ იცვლება. თეჰიონის ფეხსაცმელს ზედ უვლის და სულ ცოტაღა აკლია, რომ შესასვლელის ვიწრო კედელს ცხვირით არ მიეჭედოს.

_ჯანდაბა, ერთხელაც ცხვირს გავიტეხ, კიმ.

ხმამაღალ ყვირილზე ოთახის სიღრმიდან გამოვარდნილ ბამის და უკან გამოკიდებულ პატარა, ფუმფულა ლეკვს რომ ხედავს, ორივე მათგანს მხიარულად ეგებება. თათებით მკერდზე შემოდებულ, ენაგადმოვარდნილ დობერმანს ძლივს იცილებს სხეულიდან. ამ ძაღლს იმხელა ძალა აქვს, ომეგას ერთი თათის ოდნავ მირახუნებითაც კი გადააყირავებს. ბამი პატრონის ნებართვით გაღებულ კარში სწრაფად გარბის და უკან გაკიდებულ, მოკლეფეხება, ბეწვის გორგალ თანის დობერმანი ყურადღებასაც აღარ აქცევს, ისე გორდება ახლად გაზრდილ მწვანე ბალახზე.

წელში მოხრილი და საკუთარი ფეხსაცმლის გახდით დაკავებული გრძნობს კიდევ უფრო მეტად გამძაფრებულად მეწყვილის ფერომონებს. მისი მათრობელა სურნელით გაბრუებულს ხელმეორედ უვლის სიამოვნების ტალღა იმ წამს, უკნიდან, ალფის საზარდული რომ ეხება მთელი ძალით. მუცელზე შეცურებული უფროსის მკლავები წელში გასწორებას აიძულებენ, ამ ქმედებით სხეულებს შორის არსებული დისტანცია სრულიად ქრება და ჯონგუკი თავისუფლად გრძნობს ალფის აჩქარებულ გულისცემას საკუთარი ზურგით ბიჭის მკერდზე ძლიერ აკრული.

_არ მგონია, რომ ახლა ფეხსაცმელზე საფიქრალად გქონდეს საქმე, ჯონგუკი.

სიტყვების გამოკვეთით, ნელა, გამომწვევად წარმოთქმისას აცმაცუნებული ბაგეები გამაღიზიანებლად ედება ომეგის მოშიშვლებულ ყელს და წამში ალფა იქვე უტოვებს სველ კოცნას საკუთარ მკლავებში ჩამოღვენთილ მეწყვილეს.

_შენ გამო ამ პროექტს დროულად ვერ დავასრულებ.

სულ არ სურდა ამ თემაზე წუწუნი, მაგრამ თეჰიონის სურნელით, მისი სიახლოვით და უკანალზე მობჯენილი ალფის გაქვავებული ორგანოთი იმდენად დასუსტდა, წამით უგრძნო, რომ სუნთქვა აღარ შეეძლო. უმალ დაიჭირა ალფამ ომეგის სისუატე მის სიტყვებში. მარდად შეაცურა მაისურს ქვემოთ, შიშველ მუცელზე მკლავები და უფრო მეტად გამაღიზიანებლად მიაბჯინა საზარდული უმცროსის გამობზეკილ უკანალს.

_არა უშავს. შენს პროექტს მე ჩავიბარებ. ხედავ, რა კარგი ვარ, ყვავილო?

ინსტიქტურად შეაბრუნა სახე ალფის სახისკენ და ეს ის შანსი იყო, უფროს წამით რომ არ უფიქრია მის გაშვებაზე. ომეგის ყელს სიამოვნების ოხვრა იმ წამსვე დასცდა, უფროსის ცხელი ბაგეები საკუთარს რომ შეეხო და შემდეგ განვითარებული კოცნის სესიამ ვნების უმაღლეს წერტილს იმდენად მალე მიაღწია, რომ ჯონგუკის უბეში პენისმა სივიწროვეს ვეღარ გაუძლო. ისევ იმავე პოზაში მყოფმა ომეგამ იგრძნო, ტუჩზე ალფის კბილებისგან შექმნილი მარწუხი, შემდეგ წვა და სისხლის გემომ საბოლოოდ დააკარგვინა ძალა. კიდევ კარგი, რომ ალფის ძლიერ მკლავებს ეჭირა ომეგა, სხვა შემთხვევაში ამდენი სიამოვნებისგან დასუსტებული კიდურები ისე მოეკვეთებოდა და ისე დაეცემოდა იატაკზე, ვერც კი მოვიდოდა აზრზე. ალფის თლილმა თითებმა ომეგის შარვლის საქამრეს რომ მიაღწიეს, არც მისი შეხსნის ხმამ დააყოვნა. ბიჭის უკანალს წამიერად მოშორდა თეჰიონის უბე და განცდილი უკმაყოფილება საბაბი გახდა იმსა, რომ ინსტიქტურად მიჰყოლოდა უკან ალფის ამდგარ ორგანოს ჯეონის თრთოლვას ატანილი სხეული. 

_თქვი, რომ ჩემი პრობლემა მოითმენდა, მაგრამ სად წავიდა, ჯონგუკი, შენი მოთმინება?

უმცროსის ადგილზე აწრიალებული სხეული მყარი შეხებით გააშეშა ადგილზე. წამში ჩაცურდა ომეგის წელიდან ქვევითა მიმართულებით აწ უკვე შეხსნილი შარვალი და უკნიდან მხარზე მსუბუქი დაქაჩვით საკუთარი სახის პირისპირ შემოაბრუნა ჯონგუკის ოფლში გაწურული, აწითლებული, დაძაბული სხეული.

_ჯანდაბა, კიმ.

კოცნის სესიისგან დაბუჟებული ბაგეები შეხსნილი დარჩა მთლად შიშველი ალფის დანახვისას. თუკი აქამდე ყველაფერი უხურდა, ახლა აქ იდგა, დედიშობილა კიმის წინ ამდენად ახლოს, თავადაც ნახევრად შიშველი, გამაგრებული პენისით და მისი მზადყოფნა იმდენად სათანადო იყო სექსისთვის, რომ მხოლოდ სექსუალური აგზნებაც კი სოამოვნებას ანიჭებდა. შეუხებლად შეეძლო აწ უკვე დასველებულ ბოქსერში გათავება.

_შენს მოსვლამდე სულ ცოტა ვითამაშე.

ომეგას არ გამოპარვია კმაყოფილება თეჰიონის მზერაში. მაცდური ღიმილით გახადა მაისური სხეულიდან უმცროს და შიშველ, ფითქინა გულ-მკერდზე, სწრაფად რომ ადი-ჩადიოდა, გაშლილი მტევანი გამომწვევად ნელა ჩააცურა ბიჭის უბისკენ. სველ ბოქსერს მიღმა გამაგრებული პენისი სწრაფად მოიმწყვდია მტევანში და შედეგმაც არ დააყოვნა. ერთიანად აცახცახებული, დაპატარავებული სხეული მიესვენა უფროსის შიშველ სხეულს, ცხვირით ალფის ყელში ჩამძვრალს კიდევ ერთხელ დასცდა ჩამწყდარი კვნესა და ბლანტმა სითხემ მარტივად გამოჟონა ისედაც შესველებული ქსოვილიდან.

ვერავინ ვერასდროს მიანიჭებდა მსგავს სიამოვნებას, რასაც ომეგასთან ყოფნით იღებდა ალფა, ან პირიქით, ჯონგუკი თეჰიონისგან. ამას ხმამაღლაც აღიარებდნენ და რომ არ ყოფილიყო სიტყვები, ერთმანეთის სიახლოვისგან მიღებული შეგრძნებები ყოველ წამს სრულიად ახალ განცდას ბადებდა ორივე მათგანში. არ იყო არასდროს მომაბეზრებელი არცერთი აქტი, არცერთი სიტყვა, არცერთი ღიმილი და სწორედ ეს ხდიდა მათ კავშირს ბევრად სასიამოვნოს, ბევრად სასურველს. თითქოს ერთმანეთის გაცნობას ხელთავიდან იწყებდნენ და ეს პროცესი სასიამოვნოზე ბევრად მეტი იყო.

_დაგეხმარები...

უფროსის შიშველ მუხლებზე იჯდა გადაშლილი ბარძაყებით და კიმი მოჯადოვებული ვერ აშორებდა თვალს იმ სურათს, მის წინ რომ იშლებოდა ასე ახლოს. ბუნებრივი გამონადენი საკმარისიც კი იყო აქტის დასაწყებად, კიმს ეჭვი არ ეპარებოდა ამაში, ახლა ომეგის ანუსს თითებით რომ შეხებოდა, მხოლოდ ასეც კი დარწმუნდებოდა ზემოთთქმულში. სწრაფი და გამომაფხიზლებელი იყო ომეგის თხელი თითების შეხება ალფის პენისზე, დაუფარავად ამოიოხრა და დივნის საზურგეზე თავი ისე გადაჰკიდა, თითქოს კიდევ შეემზადა მეტი სიამოვნებისათვის. მარტივად ჩამოაცვა ამ დღეს კიდევ ერთხელ გამაგრებულ პენისს კონდომი. ალფის უკან გადავარდნილი თავისკენ ისე გადაიხარა საკოცნელად, უფროსის ორგანოსთვის შემოხვეული თითები არ მოუშორებია, პირიქით, მეტი ინტიმით აამოძრავა ისინი კონდომჩამოცმულ პენისზე.

_თეჰიონ...

უჰაერობისგან დაშორებულ ბაგეებს გაუაზრებლად დასცდათ ალფის სიტყვები და კიმს წამით აღარ უყოყმანია. შავთმიანის წელიდან სწრაფად ჩააცურა მტევნები უკანალისკენ, დაუფარავი ვნებით მოიზიდა სხეული თავისკენ და ის სისველე, რომელსაც წუთის წინ მხოლოდ ხედავდა და, რომელზედაც მხოლოდ ფიქრობდა, საკუთარი მარჯვენის სამი თითით შეგირძნო. შეხებამ დაუყოვნებლივ დაძაბა უმცროსის სხეული. მუცელში გაჩენილი კვანძების მიუხედავად ომეგამ საკუთარ სხეულს მიმართულება იმ მხარეს მისცა, საიდანაც თითებით ალფის შეხებას გრძნობდა ანუსის რგოლზე. ეს არ იყო საკმარისი, მეტს ითხოვდა ომეგა, მეტს ელოდა ალფა და წუთიც არ დასჭირვებია უფროსს, შავთვალება ბიჭის თეძოებში ჩაფრენილმა სულ ოდნავ ზემოთ ასწია ჯონგუკი და შემდეგ ზუსტად იქ დასვა, სადაც მისი ადგილი იყო. ერთიანად, მთლიანი სიგრძით რომ იგრძნო საკუთარი ორგანოს გარშემო ომეგის ცხელი კედლები, მისმა ოხვრამ არ დააყოვნა. იმ ვნებით სავსე თვალებით ჩაშტერებოდა უმცროსს, შეხებაზე მეტი ძალა რომ ჰქონდა.

ცხელების დროს თეჰიონის ყველა მომთხოვნას, დაუოკებელ ქმედებას შიგნიდან გამოჭრილი სურვილები მართავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არცერთხელ არ ყოფილა ალფის ქცევა ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ მოთხოვნებზე დაყრდნობილი. გაუზომელი იყო უფროსიდან მზრუნველობა იმ წუთშიც კი, როცა საწოლის თეთრეულში ზურგით ჩაფლულ ომეგას წყვილი, მგზნებარე, ვნებიანი თვალით დაჰყურებდა. იმ წუთშიც კი მზრუნველი და აწონილი იყო უფროსის თითოეული მოძრაობა, ჯონგუკს სააბაზანოს გამჭირვალე კედელზე სახით აკრულს რომ დაპატრონებოდა. 

<•> ხუთი წლის შემდეგ.

ახლად ამოსული მზის სხივების სითბოს საკუთარ კანზე გრძნობს. ნაზად ალივლივებული სითბო დახუჭული თვალის უპებს მეტი სიძლიერით ედება და მათი შეხება სახეზე უფრო მეტად სასიამოვნო ხდება იმ წამიდან, გვერდით მწოლი ალფის თითებსაც რომ გრძნობს საკუთარ სხეულზე. დაუოკებელი, ანცი, მაცდური ღიმილი აპობს უმცროსის სახეს. შეხებებით განაბულს ყრუ კრუსუნიც სცდება ყელიდან და მომენტალურად ალფას ეჩვენება, რომ ომეგის სურნელი ბევრად მძაფრდება. ფერომონების სიძლიერეს ჭკუიდან გადაჰყავს ორივე. ეს ის სურნელია, ნებისმიერ პარფიუმს რომ ურჩევნია, ეს ომეგის ტკბილი, ლავანდის დამათრობელი სურნელია და ალფა მზადაა მთელი ცხოვრება მხოლოდ ეს ისუნთქოს. დეჟავუს გრძნობა კიდევ ერთხელ უძვრება გონებაში. ბოლო დროს საეჭვოდ მძაფრია ომეგის სურნელი, მისი ხასიათი კი ისეთივე ცვალებადი, როგორც გაზაფხულის ამინდები.

_დილა მშვიდობის, ყვავილო.

ლოყაზე თბილ ამბორს იღებს ალფისგან და ზანტად აშორებს წამწამებს ერთმანეთს. მზის შუქთან უეცარი შეხება კვლავ აიძულებს თვალების სწრაფად მინაბვას, მაგრამ წამში უჩრდილავს სახეს ალფის დიდრონი სხეული, საიდანაც საოცრად დიდი რაოდენობით სითბო მოდის. კიმის მზერა მისთვის დამახასიათებელ ელფერს არ კარგავს. ომეგა მხოლოდ ოდნავ არხევს თავს ბალიშზე და უფრო კომფორტულად მოკალათებული ტუჩებს წინ სწევს უფროსის კოცნის მოლოდინში. მოწყვეტ შეხებას იღებს ალფისგან ბაგეებზე, დაუკმაყოფილებელს მაშინვე სცდება წუწუნის ბგერები, როგორც კი უფროსის ტუჩები შორდება, სხეულებს შორის დისტანცია უცვლელი, ძალიან მცირე რჩება.

_დილა მშვიდობის, თეი.

უზარმაზარი ღიმილით აბრიალებულ სახეს ამჯერად თავად უახლოვებს ალფას, სულ ოდნავ უწევს თავის ზემოთ აწევა და კიმის ტუჩებს კმაყოფილი კრუტუნითურთ ითრევს ხანგრძლივ, თუმცა მშვიდ კოცნაში.

_რომელი საათია?

ალფის კისერზე მკლავებმოხვეული, უფროსის ყელში ჩამძვრალი მთქნარებით ჩურჩულებს რამდენიმე მშვიდი, ჩუმი წუთის გასვლის შემდეგ და ალფის პასუხის მოლოდინში კმაყოფილი იტრუნება.

_თითქმის თორმეტი.

_აქამდეც უნდა გაგეღვიძებინე.

საყვადურის ტონით წარმოთქმულ სიტყვებს თან მალევე სდევს ალფის სახის წინ წამოწეული შეკრული წარბები. მთელი გულით იღიმის ასეთი საყვარელი ომეგის დანახვაზე ალფა და ფრთხილად, ძალის გამოუყენებლივ აკრავს უმცროს მთლიანი სხეულით მატრასზე.

_შაბათია, ამიტომ არ ვაპირებ შენს გაშვებას. ისედაც მთელი კვირა ქაღალდებში ხარ ჩამძვრალი.

ამჯერად ალფის ხმაში გამოსჭვივის საყვედურის კილო. დასჯილი ბავშვივით ხრის თვალებს, საყვარლად აფახურებს ომეგა წამწამებს და თავს თანებების ნიშნად უქნევს წაბლისფერთმიანს.

_საღამოს ჰიონები აპირებენ მოსვლას. ჰოსოკმა თქვა, რომ ჯეიმი სულ შენ გკითხულობს, ჯიმინი კი ეჭვიანობს, ჩემს პატარას ის ლაწირაკი თეჰიონი უფრო უყვარსო.

ლოყებდაბერილი დუდუნებს ალფის თვალებში ჩამალული და ზემოთან დაშვებულ კიმის მზერას წამით არ აშორებს საკუთარს.

_ეგ ნამჯუნზეც მასე ეჭვიანობდა. პატარამ იცის, რომ შეშლილი მამიკო ჰყავს.

_ნუ ხარ ცუდი, ჯიმინი განიცდის.

მსუბუქ მუჯლუგუნს იღებს მეწყვილისგან ალფა და ხითხითით იქცევს უმცროსის მოპუტკუნებულ ლოყებს საკუთარ მტევნებში.

_სულ ჯიმინის გამო რატომ მხვდება?

_იმიტომ, რომ სულ უმწვიტინებ.

_თვითონ იწყებს ხოლმე, ჯონგუკიიი.

ომეგის სახელს საყვარლად წელავს და ბიჭის სახისკენ სწრაფად იხრება. კოცნებით ავსებს ომეგის სახეს, თითოეულ წერტილს შეისწავლის ბაგეების შეხებით მანამ, სანამ თავად შავგვრემანი არ უძვრება მარწუხიდან წაბლისფერთმიანს.

_იუნგი და ჯინი ჯეჯუს კუნძულებიდან რომ ჩამოვლენ, ყველა ერთად წავიდეთ სადმე, კარგი?

_რა თქმა უნდა, ყვავილო.

_მიყვარხარ, მიყვარხარ და სამუდამოდ მეყვარები, თეი.

სწრაფად იკრავს გულში საწოლში ამ ერთი სიტყვის ხმამაღლა ყვირილით აჟიტირებულ ომეგას ალფა და მის საოცრად ტკბილ სურნელს დამამშვიდებლად ისუნთქავს.

პატარა ჯეიმი ჰოსოკის ინიციატივით თითქმის ერთი წლის წინ აიყვანეს ბავშვთა სახლიდან და ჯიმინი გამუდმებით განიცდის იმ ფაქტს, რომ ბავშვი სხვებთან უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. შესაბამისი გაკვეთილებიც გაიარა წყვილმა, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდა და მაშინ უთხრეს, რომ მსგავსი შემთხვევა ხშირია. მითუმეტეს მაშინ, როცა ბავშვი პატარაა. ინსტიქტურად მშობლის ფერომონს ითხოვს და უჭირს ახალ ადამიანებთან შეგუებაო. ალბათ, ჯიმინის ზედმეტად აქვს გამძაფრებული შეგრძნებები, ეს კი პატარა გოგონას უფრო აბნევს. ზუსტად ასე აუხსნეს წყვილს სიტუაცია, მაგრამ ჯიმინი მაინც ბევრს დარდობს შვილის უკარებობაზე.

_ჯონგუკი.

_გისმენ.

დასერიოზულებული თეჰიონის დანახვისას თავადაც ულაგდება სახეზე მიმიკები. ალფა უსიტყვოდ აცურებს ომეგის თეთრ, დიდი ზომის მაისურზე მტევანს, ბოქსერის სალტეს პოულობს, ყოყმანით დაარბენინებს თითებს საზარდულთან და საკუთარი შეხებით დაძაბული ომეგის სახეს დიდი ღიმილით აჯილდოვებს.

_მიყვარხარ.

ომეგის აფრთხიალებული გულის სწრაფ, ანც ფეთქვას გრძნობს საკუთარი მფეთქავი კუნთით. უმცროსის მელნის გუბეებს მზერის მოუშორებლივ იჭერს მარწუხში და ბოქსერის სალტეზე გაშეშებულ თითებს, როგორც იქნა, ფუნქციონირება უბრუნდებათ. ნელი შეხებით აშორებს მუცლიდან თხელი მაისურის მატერიას და თითებით განაგრძობს ომეგის გამოყვანილ პრესზე მოფერებას.

_მინდა, რომ უსასრულოდ შენთან ერთად ვიყო.

ომეგის თვალებს მზერას მხოლოდ ამ წუთას აშორებს და აწ უკვე ბიჭის მოშიშვლებული მუცლისკენ სახით დახრილი სასიამოვნო, თბილ, ხმაურიან კოცნას ტოვებს კანზე. ერთიანად რევს ჯონგუკს მუხტები ხელს, სხეულზე თმა ეშლება და თითქოს ყველაფერი მეორდება. წყვილის მეხსიერებაში გაცისკროვნებული, დიდი სიკაშკაშით ჩნდება მოგონება იმ დღიდან, როდესაც სკოლის ბიბლიოთეკაში კიმმა პირველად აკოცა ომეგას მუცელზე და შემდეგ თქვა ის სიტყვები, რომელთა გაჟღერებასაც თითქოს ახლა ვერცერთი ბედავს. თავუსთავად სდევთ ორივეს წარსულის ჩრდილი, თავისთავად არსად გამქრალა შიში, მაგრამ მასთან გამკლავება ისწავლეს და ეს უკვე დიდი ბონუსია მათ ხელში.

_თუ ის ახლა აქ არის. თუ ის მართლა არსებობს, გპირდები, რომ ამჯერად მის ხელში დაჭერას ორივე შევძლებთ. გპირდები, ჯონგუკ.

ღიმილი უფასო ბედნიერებაა. ის ბედნიერებაა, რომელიც წამიერად გრძელდება, მაგრამ სამუდამოდ იბეჭდება ადამიანების გონებაში და ყოველ ჯერზე, როცა კი ამ ერთ ღიმილს იხსენებ წარსულიდან, გრძნობ, რომ ბედნიერი იყავი, ბედნიერი იყო ისიც, ვისი ღიმილიც ამდენ ბედნიერებას ასხივებდა. ბედნიერება ეს ის პატარა სიტყვაა, უამრავი მოგონებით დახუნძლული, ეს ის მოკლე სიტყვაა, რომელიც ბევრ კარგ მომენტს იტევს და უსასრულოდ რჩება ჩვენს მეხსიერებაში.

                  დასასრული!!!

☆☆☆☆☆☆☆

როგორც იქნა, დავასრულე. საბოლოო ჯამში მაინც ფერიასათვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ფიქცია წაიკითხეთ. მადლობა თქვენ ამ გამძლეობისთვის, კარგი სიტყვებისთვის და ჩემ გვერდით ყოფინსათვის.💜 ცოტა ძალიან გიგვიანებდით ახალ თავებს, ბოდიში ამის გამო.

გასულ ღამეს ცუდად ვიყავი, სულიერად. ცოტა გადაღლილი, ამ ცხოვრებით შეშინებული ვარ და ბევრ რამეზე ვიფიქრე.(ფიქრი ჩემი ჰობია, თან ნამეტანი ცუდს მიკეთებს🤯)

ახალ ფიქციას რაც შეეხება, წუხელ ამაზეც ვიფიქრე. არეული ვარ, ბევრი იდეა მაქვს და ვერ ვკრავ საერთო სურათს. არ მინდა დავიწყო და ვერ დავასრულო, მაგრამ ფაქტი, რომ ასე დაღლილი წერას, ახალი თავის დადებას და თქვენი კარგი კომენტარების წაკითხვას ვერ შევძლებ, ცოტა ძალიან არ მსიამოვნებს. მოკლედ აქ ხართ, აქ ვარ მეც, ვნახოთ, რა იქნება.

ბარემ ცოტას წაგეჭორავებით. ფინალურებმა ჩაიარა. ერთი საგნის ქულას ჯერ ისევ ველოდები და რომ იცოდეთ, როგორ არ მიყვარს ეს საგანი თავისი უპასუხისმგებლო ლექტორით, რომელიც ერთ ლექციაზე არ მოსულა დროულად, სემინარების ნახევარი გააცდინა ათასი მიზეზით და ბოლოს ფინალურზეც დაგვიანებით შემობრძანდა... მოკლედ, ახლა ბედავს და ქულასაც არ გვიწერს, თან ბაზა იხურება და იმედი მაქვს, ჩვენს ჩაჭრას არ უმიზნებს.

ახლა 38 მაქვს სიცხე, ძვლები მტკივა, სურდო მაქვს და თავიც მეწვის. მოკლედ, არა ვარ რაა კარგად.🫤 დამეფიცება, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ჯამში ამდენჯერ ცუდად არ გავმხდარვარ, რამდენჯერაც რაღაც ვირუსი ავიკიდე ბოლო ნახევარ წელში. თვეს არ ვმაზავ, ორჯერ მაინც რომ არ მივითიშო ავადმყოფობით.😌

რავი რაღა ვთქვა სხვა. არ მინდა წასვლა. 🥹 შემიფასეთ რააა ნაწერი და თავს მოუფრთხილდით ყველაა.💜💫

ტკბილი ძილი/დილა მშვიდობისა💜🤣

ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒ 🧚‍♀️

Continue Reading

You'll Also Like

383K 13.7K 60
𝗜𝗡 𝗪𝗛𝗜𝗖𝗛 noura denoire is the first female f1 driver in 𝗗𝗘𝗖𝗔𝗗𝗘𝗦 OR 𝗜𝗡 𝗪𝗛𝗜𝗖𝗛 noura denoire and charle...
6.6K 699 26
Sweetie, Just read it💋
7.2K 1K 28
Tu mihring tehlul in nge kan tana thil ruat hi hre lawk bik ang le hlimna nge lungngaihna in minlo hmuak ang🌈🌈🌈
907K 20.9K 49
In wich a one night stand turns out to be a lot more than that.