5. He is disappointed.

334 52 73
                                    

მშვიდად მიუყვება სველ გზას სკოლისკენ, მაგრამ დღეს იმდენად უენერგიოდ დაიწყო დილა, გაკვეთილებზე შესვლის თავიც არ აქვს. მთელი ღამე თეთრად გაათენა, საშინელი ტოკსიკოზი იყო ამის მიზეზი. ომეგა უკვე შეწუხებულია ამ ყველაფრით. ან უნიტაზზეა ჩამოკიდებული მთელი დღე და ღამე, ანდაც მაცივარშია თავით შემძვრალი, თუმცა ბოლოს ისევ საპირფარეშოში ამთავრებს საქმეს. მოკლედ, ჯონგუკი თვლის, რომ ორსულობა საშინლად დამქანცველია და ხშირად ისეთი ცვალებადია მისი ხასიათი, თავადაც კი წუხდება ამით. ერთ წუთას თუკი რაღაცის გამო ბედნიერია, მეორე წუთს შეიძლება სახე ჩამოსტიროდეს. კი, ეს ყველაფერი დამღლელია, თუმცა იმდენად დიდია დადებითი ომეგის ორსულობაში, ყველა სხვა უმნიშვნელო ხდება.

სიცივისგან გაყინულ ცხვირს ყელზე შემოხვეულ თბილ კაშნში მალავს. ნაბიჯს უმატებს, წინწკლავს და სულ მალე უფრო მეტად გაწვიმდება. ჯონგუკი გადაწყვეტილებას იღებს, რომ გაკვეთილს არ დაესწროს. არავის ნახვის ხასიათზე არ არის. თავს სკოლის ბიბლიოთეკას აფარებს, აქ სიმშვიდეა სითბოსთან ერთად და თანაც ბევრი წიგნია, რომელთა კითხვაც უფრო მეტად საინტერესოა, ვიდრე თუნდაც რომელიმე გაკვეთილზე შესვლა და მასწავლებლის მოსმენა. უზარმაზარ თაროებს შორის სვლა და წიგნების თვალეიერება რომ ბეზრდება, ერთ-ერთ მაგიდას უჯდება. მოპირდაპირე მხარეს კედელზე ჩარჩოში ჩასმულ წარწერას აკვირდება. ფრაზა ჩარლზ დიკენსის დევიდ კოპერფილდიდანაა. "ჩემი რჩევაა: არასოდეს გააკეთოთ ხვალ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ დღეს. გადადება დროის ქურდია". მხოლოდ ერთხელ კითხულობს სიტყვებს, ხმამაღლა, გარკვევით და ხვდება, რომ მათში ის სიმართლეა, რომელსაც ზუსტად მისი სიტუაცია შეესაბამება. განა თავად არ გაატანა გასული დღეები ქურდს? მგონი ჯობს თეჰიონს მალე დაელაპარაკოს ორსულობაზე, ამის კიდევ გადადება უფრო გაართულებს ყველაფერს. იქნებ კიმს არ გაუხარდეს ახალი ამბავი და ჯონგუკს ბავშვის მოცილება მოსთხოვოს?! ომეგას თავზარი ეცემა ამის გაფიქრებაზეც კი. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი ჯერ თვრამეტი წლისაა, ბოლომდე თავადაც არ აქვს გათავისებული, რას ნიშნავს ბავშვის ყოლა, ერთი წამითაც არ უფიქრია პატარის მოშორებაზე. თუკი ალფა ამას მოითხოვს, ჯონგუკი არ დათანხმდება, არ აქვს კიმს ამის უფლება. ჯონგუკი შეშინებული ხვევს საკუთარ მუცელს მკლავებს, მაგიდისკენ იხრება და ზედაპირზე მიგდებულ ჩანთაზე ასვენებს მარჯვენა ლოყას. თვითონ ჯერ კიდევ ბავშვია, თუმცა ეს არ დააბრკოლებს, სულ რომ მარტოს მოუწიოს ბავშვის გაზრდა, ამას გააკეთებს. აუცილებლად. თვალებს ხუჭავს, ხმამაღლა ისუნთქავს ჰაერს.  ახლა მზადაა ადგეს და ყველაფერი წყლის მშვიდ დინებას გაატანოს. იმაზე არ უნდა იდარდოს, რა რეაქცია ექნება კიმს.

Stay here one more time - Ꮶ.ͲᎻ ☆ Ꭻ.ᎫᏦWhere stories live. Discover now