2. He runs away again

386 61 43
                                    

ყველა საკუთარი თავის ხელოვანია, ჯონგუკმა ამის მაშინ ირწმუნა, სულ ცოტათი რომ წამოიზარდა და სურვილი გაუჩნდა, სხვებისგან განსხვავებული ყოფილიყო, სცმოდა განსხვავებულად, ესაუბრა მიმზიდველად, ყოფილიყო ისეთი ომეგა, რომლის დანახვისასაც მხატვარს ტილოზე მისი დახატვა მოუნდებოდა. რეალურად ხომ ყველა ჩვენგანი საკუთარ თავს ისეთად ვაქცევთ, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ, ან არ გვინდა, მაგრამ გარემოება გვხვდის იძულებულს. ჯონგუკმა ადრევე ირწმუნა, რომ თუკი სურდა ის ხელოვანის ნატურა გამხდარიყო, მაშინ, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა დაენახა ისე, როგორც ხელოვანი დაინახავდა მას. უდაოდ ლამაზი ომეგა იყო ბავშვობიდანვე, მაგრამ ასაკმა მით უფრო მეტი ეშხი, მეტი შარმი მისცა ბიჭს, ვიდრე ჰქონდა და სულ რამდენე წელში ისეთ საოცრებად ჩამოყალიბდა, ხელოვნების ნიმუშს რომ მოგაგონებდათ. თუმცა ეს მხოლოდ გარეგნობა, ხასიათით სულ სხვა იყო.

ხელოვნების სამსახური დილიდანვე იწყება, სწორედ მაშინ, სარკის წინ რომ დგები და ცდილობ, თავი ისე მოიწესრიგო, ლამაზად რომ გამოიყურებოდე. სარკეში ანარეკლს უკვე რამდენი წუთია უყურებს, კმაყოფილია, მოსწონს ის, რასაც სარკე უჩვენებს. ის ლამაზია, მშვენიერია. მსუბუქ, შავ თმას ფრთხილად ივარცხნის, ახლად გამშრალი საოცრად აქვს აფუებული, თუმცა ეს ოდნავადაც არ ჰგვრის დისკომფორტს. მისი აფუებული თმაც იმდენად ლამაზია, მისთვის ხელის დაკარებაც კი დასანანი იქნებ. გვერდით ჩამოცვენილ თმას ჯერ დიდი რუდუნებით იწნავს ორივე მხარეს, შემდეგ ლამაზი სამაგრით იმაგრებს და სანამ სარკეს მოშორდება, სიცივისგან დამსკდარ ბაგეებს ტუჩის ბალმით სძენს ოდნავ მბზინვარებას.

_შეიძლება?

ნახევრად შემოხსნილ კარში შემომძვრალ მეგობარს უთითებს, რომ შემოვიდეს, თავად კარადისკენ ინაცვლებს, მოსაცმელი უნდა შეუხამოს საკუთარ ლუქს და შემდეგ შეეძლება, წავიდეს.

Stay here one more time - Ꮶ.ͲᎻ ☆ Ꭻ.ᎫᏦWhere stories live. Discover now