3. I need you now.

415 56 40
                                    

ხანდახან გვინდა, რომ ვიღაც დავადანაშაულოთ, ოღონდ შექმნილი ვითარების ახსნა ვიპოვოთ და იმას კი აღარ დავეძებთ, ჩვენი ეგოს, ჩვენი ეგოიზმის დასაკმაყოფილებლად სხვას რას ვუშავებთ. ფროიდის სიტყვებს მოვიყვან მაგალითისთვის, რომელმაც განმარტა, რომ ეგო ადამიანის საღი გონებაა, ეს კი სრულიად საწინაღმდეგოა იდის. ვფიქრობ, იდის მიზანი დაძაბულობის მოხსნაა იმ ლტოლვის, ვნების დაკმაყოფილებით, რასაც განიცდის პიროვნება. იდი სიამოვნების პრინციპით მოქმედებს, სწორედ ამიტომაა ხშირად ადამიანები არასწორად რომ ვიქცევით, თუმცა ჩვენი ქცევა მოქმედების მომენტში სიამოვნების მომტანია ხოლმე.

ჯონგუკი, ისევე როგორც ყველა ომეგა, ყოველთვის ფიქრობდა, თუ როგორი იქნებოდა მისი ალფა. ომეგას არ ჰყავდა იდეალი ტიპი, თუმცა მხოლოდ ერთს ითხოვდა, მთვარის ქალღმერთს მისთვის ისეთი ალფა არ ამოერჩია, რომლის გვერდით გაჩერებასაც ბიჭი ვერ შეძლებდა. ვაი, თუ ჯონგუკის ალფა ლოთი აღმოჩენილიყო, ანდაც მოძალადე ნაბიჭვარი. ომეგას ამის წარმოდგენაზეც კი საოცრად აკანკალებდა. პირველ სექტემბერს ჩვიდმეტი წელი შეუსრულდა ჯონგუკს და ეს ის დღე იყო, ჭეშმარიტს რომ შეხვდა. აი, იმედგაცრუებაც ისეთი უნდა, ჯონგუკმა იმ დღეს რომ იგემა. არასდროს, მის ცხოვრებაში ერთი წამიც არ ყოფილა ისეთი, კიმზე, როგორც მის ჭეშმარიტზე რომ ეფიქროს. საოცრება სწორედ ის იყო, თავბრუდამხვევმა ოპიუმის სურნელმა მუქი, საოცრად შავი არშიით თეჰიონამდე რომ მიიყვანა. კიმი არც ლოთია, არც მოძალადე, მაგრამ ჯონგუკისთვის არცერთ მათგანზე უკეთესი ვარიანტი ნამდვილად არ არის.

რაც ჭეშმარიტი იპოვნა, მას მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა. მშობლებს ეკამათა, ისევ ვერ დამალა საკუთარი ეჭვიანობა, ისევ პატარა ბავშვივით გამოუვიდა, თუმცა ომეგა ჯერ კიდევ ბავშვია და მას ვერავინ მოსთხოვს, რატომ გაქვს ასეთი რეაქცია ამ საკითხზეო. იმ დღის მერე, რაც კიმი საკუთარ ჭეშმარიტად ამოიცნო, მისი გონება და გრძნობა ერთმანეთს იმდენად დაუპირისპირდა, ჯონგუკს აღარ შეეძლო ერთ აზრზე დარჩენა და ამის ქცევით დადასტურება. ამბობდა ერთს, აკეთებდა მეორეს. თუკი მთელი მისი გონება წითლად აალებულ ცეცხლის ენებსავით ისროდა კიმისგან შორს ყოფნის აზრებს, მაშინ ომეგის ქცევა, მისი შინაგანი სამყარო ამავე ცეცხლით იწვოდა, ოღონდა ალფის სიახლოვე ეგრძნო. უჭირდა საკუთარ მგელთან გამკლავება, ამის ძალა, რაც დრო გადიოდა, მით უფრო დაკარგა.

Stay here one more time - Ꮶ.ͲᎻ ☆ Ꭻ.ᎫᏦWhere stories live. Discover now