11. I know this isn't easy.

279 45 70
                                    

თვალს თუ გადაავლებთ ცხოვრებას, სხვისას ან თქვენსას, მიხვდები, რომ მრავალფეროვნად გაწყობილ, უზარმაზარ სცენაზე მარიონეტების მამოძრავებელ ძალას ჰგავს იგი. ეს ისეა, თითქოს საკუთარ ისტორიას ჰყვებოდე სხვისი მითითებებით. ეს სწორედ ისეა, თითქოს გზაზე სიარულისას შემხვედრ ქვას ფეხს შენი ნებით ვერ გადააბიჯებ, რადგან შენს ხელ-ფეხზე გამობმული თოკები ცხოვრების უზარმაზარ ტორებშია გამომწყვდეული და მასზევეა დამოკიდებული, სად, როდის და რატომ წამოჰკრავ ფეხს წინ შემხვედრ ქვას. თავი არასდროს გიგრძვნიათ სწორედ იმ მარიონეტად, რომლის თავს ხელ-ფეხთან ერთად ვიღაც სხვა ამოძრავებს? და თუ გიგრძვნიათ, მაშინ ისიც გეცოდინებათ, რაოდენ აუტანელია ამ დროს საკუთარი უმოქმედობის, უსუსურობისგან წამოშლილ ფიქრებთან გამკლავება. მარიონეტად აღიქვა თავი პატარა ომეგამაც იმ წუთიდან, როგორც კი გაიაზრა, რაოდენ სასტიკად გადაუწვიტა მიმართულება ხელ-ფეხზე გამობმულმა ცხოვრების თოკებმა.

_თეჰიონ, სისხლი.

კიმს არასდროს უნახავს ჯონგუკი ამდენად შეშინებული, ამდენად სასოწარკვეთილი და იმ წამს, როგორც კი სისხლით მოსვრილი თეთრეული, შემდეგ კი ომეგის წითლად გადაღებილი თითები დაინახა, თავადვე იგრძნო ის შიში, შავთმიანის თვალში წამების წინ რომ ამოიკითხა.

_თეჰიონ, პა..პატარა...

ჩუმ სლუკუნს ამოაყოლა ომეგამ სიტყვები და საკუთარ მუცელს აკანკალებული, სისხლიანი მტევნებით ისეთი სიფრთხილით მიუახლოვდა, თითქოს ამ შეხებაზე ყოფილიყოს მისი პატარის სიცოცხლე დამოკიდებული. ჯონგუკის ცრემლისგან დანამულ თვალებს სწრაფად მოშორდა კიმი და მალევე გაიგო, როგორი განწირული, შეშინებული ხმით ითხოვდა მისი ალფა დახმარებას, ექიმის სწრაფად მოსვლას.

_თეჰიონ, ძ..ძალიან მეშინია.

_ცხოვრებავ, ნუ გეშინია, კარგად იქნებით, ორივე კარგად იქნებით.

Stay here one more time - Ꮶ.ͲᎻ ☆ Ꭻ.ᎫᏦWhere stories live. Discover now