Stay here one more time - Ꮶ.Ͳ...

By Fairygirl_97

7.3K 859 1K

ყველა საკუთარი თავის ხელოვანია, ჯონგუკმა ამის მაშინ ირწმუნა, სულ ცოტათი რომ წამოიზარდა და სურვილი გაუჩნდა, სხ... More

1. love is gone.
2. He runs away again
3. I need you now.
4. I want you here with me.
5. He is disappointed.
6. Don't go tonight.
🥲
7. drive crazy.
8. sly fox.
9. I'm gonna eat you, Daddy tei.
10. loving can hurt... loving can heal...
11. I know this isn't easy.
12. so close yet so far.
13. he is so weak.
14. Runaway from the past.
15. Stay here one more time.
17. Smile is free happiness.
🫣

16. feelings deep within them.

287 41 34
By Fairygirl_97

პირველი დღე უჯონგუკოდ კოშმარი იყო, პირველი კვირა კიდევ უფრო გაუსაძლისი, მაგრამ შეგუებადი და მხოლოდ ერთი ფაქტი აძლებინებდა ალფას, ეს ისევ მათთვის იყო. ზუსტად არ იცოდა, რამდენად შედეგიანი იქნებოდა მათი განშორება, მაგრამ სჯეროდა, რომ მთვარის ქალღმერთი ასე არ გასწირავდა ამ კავშირს, კავშირს, რომლითაც ბევრი დაკარგა, უფრო მეტი, შეუფასებელი კი ომეგის სახით იპოვა და მის გაშვებას არ აპირებდა.

მშობელი დედის გვერდით დროის გატარებამ ერთი რამ გააზრებინა, ეს უფრო ხშირადაც უნდა ეკეთებინა. ბავშვობიდან აქეთ-იქით სიარულში იყო. მშობლები რომ დაშორდნენ, თეჰიონი მეტწილად დედასთან რჩებოდა ხოლმე, არდადეგებზე თუ სტუმრობდა მამას და მის ახალ ცოლს, რომელთანაც ცუდი ურთიერთობა არასდროს ჰქონია, მაგრამ ეს არ იყო მთავარი. ისე ჩანდა, თითქოს არცერთი მშობელი აკლებდა რამეს. ერთმანეთის ჯიბრით აკეთებდა ყველაფერს შვილისთვის ყოფილი ცოლ-ქმარი, რეალური კი არცერთს ახსოვდა. პატარა ალფა ყოველთვის ხვდებოდა, რაც არ უნდა მიეღო მშობლებისგან, რაღაც მუდამ ეკლდა. ეს უფრო იმ ვალდებულებას, ან ჯიბრს ჰგავდა, ზემოთ რომ ვახსენე და არა სიყვარულს, რაც თეჰიონისთვის ბევრად მეტი იქნებოდა, ვიდრე დიდი სათამაშოები და ბრენდული ტანსაცმელია. ეს არ იყო საკმარისი, რაოდენ ძვირიანიც არ უნდა ყოფილიყო საჩუქარი, კიმისთვის ფასი არ ჰქონდა ამ ყველაფერს, რადგან მათში მუდამ სანთლის შუქით ჰქონდა საძებნი ის სიყვარული, მშობლებისგან რომ უნდა მიეღო. შეიძლება უფროსები ამას ვერც აცნობიერებდნენ, მაგრამ ამას რა აზრი ჰქონდა? თეჰიონი მაინც რჩებოდა უსიყვარულოდ და შემდეგ ეს გრძნობა იმ ახალგაზრდა ბიძისგან მიიღო, სიკვდილის შემდეგაც რომ გრძნობდა კაცის გვერდით ყოფნას. თეჰიონი არ იყო უბედური, თეჰიონს არ ჰქონია სატანჯველი ცხოვრება, მაგრამ მას არც მშობლების რეალური, გულიდან წამოსული სიყვარული უგრძვნია. ბიძის გარდაცვალების შემდეგ კიმი დედასთან, დეგუში აღარ დაბრუნებულა, იშვიათად, ორი-სამი დღით თუ მიდიოდა და ეს დრო საკმარისი არ იყო იმისთვის, მარტოხელა, საკუთარ საქმეში წარმატებულ ქალს რომ ეგრძნობებინებინა დედობა, თუმცა ეს ამ ომეგას მანამდეც უნდა ექნა. უკანასკნელი ორი თვე კი, რომელიც თეჰიონმა დედის სახლში გაატარა, არ ყოფილა ისეთივე ცივი და არაფრისმომცემი, როგორც უწინ. ამჯერად მართლა იგრძნო, როგორია, როცა მშობლის კალთას აფარებ თავს სევდის პირას და მის ნაზ, დამამშვიდებელ გულისცემას ისმენ ძილის წინ საკუთარი ყურით.

თეჰიონი სეულში დაბრუნებას ზუსტად საგამოცდოდ აპირებდა, მაგრამ მოვლენები სულ ცოტათი დააჩქარა, რადგან ჯონგუკის ნახვა მხოლოდ ხორციელი სურვილი კი არა, სულიერიც იყო და ამას ვეღარ უმკლავდრბოდა. დაბრუნებამდე უკანასკნელი რამდენიმე დღე საოცარ შფოთვაში გალია. თავიდან მიზეზს ვერ ხვდებიდა, შემდეგ ჯინისგან გაიგო, რომ ჯონგუკს დენა ჰქონდა იმ დღეებში და ალფის უეცარ დაძაბულობა, თან რომ ეხლდა ენით აღუწერელი არეულობა, უსაფუძვლო სულაც აღარ ჩანდა. ფაქტი იყო, მეწყვილეს ის სჭირდებიდა, თავისი ალფა. კიმს ჰქონდა მომენტები, როცა კანის წვას გრძნობდა, შინაგანი მოთხოვნა ჰქონდა, მეწყვილეს შეხებოდა, მისი სურნელი შეესუნთქ, ის ეგრძნო. ენატებოდა სასწაულად და ეს მონატრება ყოველ წუთს მატულობდა, მაგრამ, ალბათ, არცერთ წამს არ უნანია მისგან დროებით წამოსვლა. ეს ერთადერთი გზა იყო, ომეგა ისევ თავისად ეგრძნო ყველანაირი დაბრკოლების გარეშე. განსაკუთრებით მისი სურნელი ენატრებოდა. მეწყვილის ფერომონების მხოლოდ წამიერი ჩასუნთქვაც საკმარისი იყო და ალფა ერთიან სიმშვიდეს გრძნობდა მთელი არსით. სისხამ დილას შემოვიდა მატარებელი სეულის სადგურში, მგზავრობით დაღლილსა და გამოუძინებელს არ ჰქონდა სურვილი სკოლაში წასვლის, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ სძლია ომეგის ნახვის აზრებმა და სახლში მისვლისთანავე, ისე რომ მამა წესივრად არც კი უნახავს, პირდაპირ სკოლისკენ წავიდა. ორი თვის განმავლობაში მეგობრებისაგან, მეტწილად ჯინისგან იღებდა მცირედ ინფორმაციას ომეგის შესახებ. ის თუ, რას და როგორ აკეთებდა ჯონგუკი, იკვებებოდა თუ არა ნორმალურად და, ალბათ, რომ არა ინფორმაციის მიღების ასეთი საშუალება, კიმისთვის ეს დრო კიდევ უფრო რთული გადასატანი იქნებოდა.

მონატრებული ომეგის შავ მელნის გუბეებს რომ შეხვდა, აი, ზუსტად მაშინ დარწმუნდა, როგორი ერთფეროვანი იქნებოდა მისი ცხოვრება ჯონგუკის გარეშე. ინსტიქტებს აყოლილმა, არც კი იცის ზუსტად, როგორ ან რა მიზნით, მაგრამ მთელი დღე განზრახ აღარ მიჰკარებია იმ ერთადერთს, რომლის სიახლოვეც ყველაზე მეტად სურდა იმ მომენტში, მაგრამ ახლა ისევ წინ ედგა, აცრემლებული, საოცრად ლამაზი და კიდევ უფრო მეტად გრძნობდა კანის წვას, შეხების სურვილი რომ იწვევდა. ომეგა ლამაზი იყო, ლამაზზე უფრო მეტიც. ჯონგუკის შავ, გიშერივით მუქ თვალებს, რაღაც ამოუცნობი რომ აციმციმებდა ხშირად, მის ქათქათა კანსა და ვარდისფრად შეღებილ ბაგეებს წამით ვერ გაურბოდა, მზერას ვეღარ აშორებდა თეჰიონი. გაზაფხულის ამ თბილ დღეს, როცა მზე ცის ზენიტს გადასცდენოდა და ირგვლივ ვარდისფრად აყვავებული ნუშის ხეები საოცრად დაპენტილიყვნენ, ჯონგუკი საკუთარი იასამნისფერი, ლავანდის სურნელითურთ ზემოთთქმულის ფონზე გასაოცარი სიმშვენიერით შეჰყურებდა აწყლიანებული სიმრგვალეებით იმ ალფას, რომლისგანაც მთელი დღე ელოდა ინტერესის გამომხატველ ერთ მზერასაც კი.

_მენატრებოდი, ჯონგუკი.

ჩუმი, მაგრამ ყოვლისმთქმელი იყო ალფის ხმა და ამ ტონზე, ჯონგუკს კიდევ ერთხელ დაუარა დაბუჟებამ. ჯერ მტევნებზე შეეხო კიმი, საკუთარ მარწუხში მოიქცია უმცროსის თითები, შემდეგ მსუბუქი მოქაჩვით მოიზიდა საკუთარ თვალებზე მიშტერებული, უფროსის ყველა მოქმედებას მინდობილი ომეგა და ბოლოს, როცა მხოლოდ სანტიმეტრიღა დარჩა მათ შორის დისტანცია, ჯონგუკმა იგრძნო, როგორ შემოახვევინა ალფამ მკლავები საკუთარ წელზე.

_თეჰიონ, მე... იცი, მე რაღაც უნდა გითხრა.

არც კი ეგონა, საერთოდ შეძლებდა თუ არა ხმის ამოღებას ამ გრძნობებით დატყვევებული. ისეთი გრძნობა დაეუფლა წუთიერად, თითქოს მთელი ენერგია ამ რამდენიმე სიტყვას მიახარჯა და ერთიანმა სისუსტემ შთანთქა ომეგის სხეული. მაგრამ თუკი აქამდე ყოველთვის კიმი ეჭიდებოდა სიტყვითა თუ ქმედებით, ახლა თავად იზამდა ამას, რადგან სამომავლოდ აღარ სურდა ომეგას, რომელიმე მათგანს საქმე გასაქცევად და ერთმანეთის დასაჭერად ჰქონოდათ. თვალები მინაბა, სულ რამდენიმე წამი სჭირდებოდა სიტყვების სწორად შესარჩევად, მერე რა თუ ბოლოს მაინც ვერ ეტყოდა ყველაფერს დალაგებულად, კიმი ხომ გაიგებდა ჯონგუკის სათქმელს? კიდევ ერთხელ იგრძნო ნაცნობი შეხება, ამჯერად სახეზე. არ ელოდა. წამში ჭყიტა მინაბული თვალები და პირდაპირ რომ შეხვდა კიმის ყავისფერ ირისებს, კმაყოფილებისგან ერთიანად მოუდუნდა სხეული. სადღაც წაიღო წარსულის რამდენიმე წამმა ომეგის დაბნეულობა. ალფის თითები სახის ორივე მხარეს შემოხვეოდნენ მსუბუქად, თუმცა მთელი სითბოთი გრძნობდა ამ შეხებას ჯეონი.

_ჯონგუკ.

_თეჰიონ.

უყოყმანოდ ააცურა თითები კიმის მკლავებზე და გაშილილ მტევანს ზემოდან მიელამუნა საკუთარით, შემდეგ ნაზად მოიშორა ისინი სახიდან. სითბოს დანაკარგმა უკმაყოფილება გამოიწვია მასში, თუმცა მხოლოდ წამიერად. უფროსის მტევნები საკუთარში მოიმწყვდია მჭიდროდ, ბაგეებთან მიიტანა ჯერ ერთი, ნაზად ეამბორა თბილ კანს, შემდეგ იგივე გაიმეორა ალფის მეორე მტევანზე ტუჩების თბილი შეხებით.

_თეჰიონ, მე მძულს ფაქტი, რომ შენი ჩემგან წასვლის მიზეზი ვარ. მე, თეჰიონ, მე მართლა გამოვსწორდი შენთვის.

ომეგის პატარა მტევნებში მოქცეულ კიმის ტორებს ცხელი სითხე მოხვდა და ალფის გულს წამით აღარ უყოყმანია, ისე შემჭიდროვდა მის წინ მდგომის სიტყვების, მზერის, ცრემლის გამო. შემჭიდროვდა ეს მფეთქავი კუნთი ალფის საგულეში ისე მტკივნეულად, რომ უფროსის თვალებშიც აირეკლა სისველე, სევდა, სინანულიც კი. თუკი ამ წუთამდე სჯეროდა, რომ ჯონგუკისგან დროებით წასვლა საუკთესო გადაწყვეტილება იყო მათთვის, მხოლოდ ბიჭის ამ სიტყვებმა დააეჭვა ზემოთთქმულში. განა კი თეჰიონს სურდა ჯონგუკის "გამოსწორება"?! ან საჭირო კი იყო ეს?! ინანა, რადგან მხოლოდ ახლა გაიაზრა, ჯონგუკის გონებას მსგავსი აზრები პარაზიტულად მოხვეოდა თავის დროზე და ამ პარაზიტების გამოვე წართმეოდა ყველაზე მთავარი, საკუთარი თავის ფასი. მეწყვილის "გამოსწორებას" თეჰიონის მიზნებში არც კი გაუჭაჭანია. კიმს მხოლოდ დრო სჭირდებოდა, დრო საფიქრალად, დრო იმ ყველაფრისგან დასასვენებლად, რაც წყვილს შორის ურთიერთობას ნელი, მტკივნეული დარტყმებით აუარესებდა. სულ ეს იყო, ომეგას ასე არ უნდა გაეგო, მას გამოსასწორებელი არაფერი ჰქონდა.

_მოდი აქ, სულელო.

თუკი აქამდე ალფის შეხება მცირედი იყო, ახლა მას მთლიანი სხეულით გრძნობდა ჯონგუკი. ისე ძლიერ ეხვედონენ კიმის მკლავები ომეგას, ჯონგუკს ეს სიმჭიდროვეც კი არ აწუხებდა, რადგან ამ წამს, ამ მკლავებში გახვეულს, ამ სურნელით ცხვირამოქოლილსა და თვალებში მლაშე სითხეჩამდგარს ყველაფერზე მეტად სიამოვნებდა ყოველივე ეს. მზადაც კი იყო, მთელი ცხოვრება ასე გაეტარებინა, საკუთარი ალფის ჩახუტებაში.

_და მაინც, ნუ იფიქრებ, რომ დამნაშავე ხარ. ეს მხოლოდ იმიტომ გავაკეთე, რომ...

სწრაფად გააწყვეტინა ალფას სიტყვები და ისე განაგრძო თავად საუბარი.

_ეს იმიტომ გააკეთე, რომ მე გამეაზრე...

ომეგა ბიჭის სხეულს მილიმეტრითაც არ დაშორებია, თითქოს შიში ჰქონდა, რომ თუკი რამეს ისევ არასწორს იზამდა, ალფა წავიდოდა. საკუთარ მკერდთან გრძნობდა უფროსის გულისძგერას, მის ცხელ სუნთქვას კი მარჯვენა მხარეს ყურთან, ნიშნის ზემოთ.

_გაჩერდი, ჯონგუკ. არ ხარ დამნაშავე, არაფრია გამოსასწორებელი შენში. მე მიყვარხარ შენ, რადგან ჯეონ ჯონგუკი ხარ, მიყვარხარ ისეთი, როგორიც ჩემთან ხარ.

ამჯერად კიმი იყო ის, ვინც საუბარი გააწყვეტინა მოსაუბრეს. ჯონგუკის გულმა რამდენიმე დარტყმაც კი გამოტოვა. თეჰიონის სიტყვები ცხელი ალივით მოედო მთლიანად და თითქოს კიმმა ზუსტად ის თქვა, რაც ამ დროს, ასეთ ვითარებაში ყველაზე მეტად იყო საჭირო.

_შენ, თეჰიონ. მე და შენ. ჩვენი კავშირი მნიშვნელოვანია.

მხოლოდ ეს ორიოდე სიტყვა და ისიც იმდენად ღირებული, კიმს ერთიანად დაუარა შიგნიდან სიამოვნების გრძნობამ. იმდენი რამის თქმა სურდა თეჰიონისთვის ამ წამს, იმდენი სასურველი ფიქრი ტრიალებდა ბიჭის გონებაში, მაგრამ თითქოს ყველაფერი ასე ერთბაშად სათქმელად ბევრი იყო და ომეგას რაღაც მომენტში ეჭვიც კი შეეპარა, რომ სიტყვით ვერც კი შეძლებდა თეჰიონისთვის იმის თქმას, რაც მთელი ეს დრო ღრუბლის ნაგლეჯებივით შემოჰყროდა ომეგას გარშემო.

_წამოდი, სადღაც უნდა წაგიყვანო.

არ იცოდა ომეგამ, სად მიჰყავდა ალფას ის, თუმცა უკითხავად გაჰყვა უკან. კიმს ჯონგუკის მტევანი საკუთარში გამოემწყვდია იმ წამიდან, როგორც კი წასასვლელად ფეხი წინ გადადგეს და მას მერე არ უშვებდა მარწუხს ომეგის თითებს. დროდადრო ნაზ ამბორს ტოვებდა ბიჭი უმცროსის მტევანზე. ტაქსიში დასადგურებული სიჩუმე იმდენად სასიამოვნო იყო, როგორც არასდროს. ალფის მხარზე ჩამოდებული თავი იმდენად ახლოს ჰქონდა ჯეონს ბიჭის ყელთან, კანს ცხცირის წვერითაც კი ელამუნებოდა და ასეთ პოზაში ჯდომით თავისუფლად შეეძლო უფროსის მძაფრი, შავი ოპიუმისა და კედრის ხის სურნელის შესუნთქვა. თვალებმინაბულს სულ ცოტაღა ეკლდა, მშვიდ ძილს არ მისცემოდა. მგზავრობის ოცი წუთი სრულ სიჩუმეში ისე გაილია, ვერცერთმა გააცნოვიერა, რომ ტაქსი უკვე მისამართზე იყი.

_აქ რას ვაკეთებთ?

გაკვირვება და უფრი მეტად დაბნევა გამოსახვოდა სახეზე ჯონგუკს. შავ სიმრგვალეებს ანცად აცეცებდა მონაცვლეობით თეჰიონიდან პირდაპირ აღმართული სახლისკენ და შემდეგ ისევ უკან, ალფისკენ. ეს ის სახლი იყო, ჯერ კიდევ ორსულობისას რომ ნახა რომელიღაც საიტზე გასაყიდად ატვირთული. იმ დროს წყვილი ერთად გადასვლაზე ფიქრობდა, ომეგას კი ეს პატარა სახლი, პატარა მწვანე ბაღითვე საცხოვრებლად საუკეთესო არჩევნად მიაჩნდა. ომეგას გაახსენდა ის დღე, თეჰიონს რომ უთხრა ამ სახლზე, იმ საღამოს ბევრიც იფიქრა იმაზე, თუ როგორ იცხოვრებდნენ ერთად ამ კედლებში, მაგრამ, სამწუხაროდ ბავშვის დაკარგვამ სულ დაავიწყა ეს სახლიც და ლამაზი, ფერადი ფიქრებიც.

_წამოდი.

უპასუხოდ დარჩენილი კითხვა თბილმა ნიავმა მოსტაცა ომეგას. ღიმილით შეუძღვა თეთრ ჭიშკარში და ქვაფენილითვე გადაკვეთეს პატარა, ძალიან ლამაზი, ამწვანებული ბაღი სახლის კარამდე. ჯონგუკს დეჟავუ ჰქონდა. აქ აქამდე არასდროს ყოფილა, თუმცა ახლა ისე იყო, თითქოს მისი წარმოსახვის ნაყოფი ყოველნაბიჯზე ისხამდა ფრთებს. კარის გახსნის ხმამ ერთიანად გამოაფხიზლა დაბნეული ომეგა და კიდევ უფრო დაბნეული თვალებით მიაჩერდა თეჰიონს, რომელიც ისე თავისუფლად შეუძღვა ომეგას კარში, თითქოს ამას ყოველთვის აკეთებდნენ ხოლმე.

_ცხოვრებავ, სურვილი ჩაუთქვი.

_რატომ?

თვალებგაფაციცებული მიშტერებოდა კიმის აციმციმებულ თვალებს. სახლის შესასვლელ, ვიწრო კოლიდორში იდგნენ ჯერ კიდევ. ნელა შეუცურა მკლავები წელზე შავთმიანს, სწრაფად მიიზიდა თავისკენ და უმცროსთან მაქსიმალურად მიახლოვებულმა ღრმად შეისუნთქა ის სურნელი, ასეთ მცირე დროში სახლის კედლებშიც კი რომ გამჯდარიყო. ფერომონების ზემოქმედება ყოველთვის უკონტროლო იყო ორივესთვის.

_პირველად ხარ ჩვენს პირველ სახლში.

გულის სიანცე საგულეში, ელექტრო მუხტების გიჟური ციმციმი სხეულის ყოველ ნაწილზე, მუცელში წამოშლილი პეპლები, კანზე წამოზიდული თმა, სასიანოვნო კვანძები, ეს ის ყველაფერი იყო, თეჰიონის მხოლოდ სიახლოვე რომ იწვევდა ჯონგუკში. ომეგასთვის თეჰიონი პირველი იყო და იმის "ფუფუნება" არც კი ჰქონია, ვინმე სხვასთან განეცადა მსგავსი, ამის სურვილი არც კი არსებობდა. ან როგორ უნდა არსებულიყო, როცა გვერდით უკვე ჰყავდა თეჰიონი?! სხვა ვერც შეძლებდა ამ ყველაფერს, ჯონგუკი დარწმუნებული იყო. ის გრძნობები, რომელებიც მხოლოდ თეჰიონს შეეძლო ჯონგუკში გამოეწვია, კვლავ განმეორდა იმ წამს, ომეგის შეხსნილ ბაგეებს ალფის ჯერ ცხელი ამონასუნთქი რომ მიელამუნა და შემდეგ ფაფუკი ტუჩები. მხოლოდ მცირედი შეხება და ესეც საკმარისი აღმოჩნდა, ომეგის ბაგეებს ყრუ კრუსუნი დასცდენოდათ. სინქრონში ამოძრავებული ბაგეები ნელი ვალსით მიიწევდნენ უფრო ცეცხლოვანი, უფრო გამომწვევი ილეთის შესასრულებლად.

☆☆☆☆☆☆☆

დაგვიანებისთვის და შედარებით პატარა თავისთვის ჩემგან ბოდიში, თუმცა, მგონი მოვლენები გამოკეთდა და ისეთი დაძაბული აღარაა აქ ამბები.

ჩემი მწუხარება მიწისძვრით გაუბედურებულ ხალხს. სიტყვები არ მომეძებნება, რომ ის ავღწერო, რა საშინელებაც დატრიალდა. ამდენ უბედურებას დედამიწა ვეღარ აუდის🤍

თავს გაუფრთხილდით💜

ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒ 🧚‍♀️

Continue Reading

You'll Also Like

16.4K 696 14
Taehyung is a popular football player in highschool. He is in love with school's IT student, Park Jimin. Jimin is already in relationship with someo...
393 55 5
სიყვარულისგან გამოწვეული ტკივილი. თუ საკუთარი თავის ზიანით მიყენებული ტკივილი.
11.1K 980 26
-არ მჯერა რომ მის მაგივრად, მისი უმცროსი ძმა მოვიტაცეᲗ -Თექვსმეტი წლისაა ამას რა უნდა ვუყოᲗ? -დავიტოვოᲗ -რას ამბობ ჯონგუკ? -დავიტოვოᲗ გავწვრᲗნაᲗ...
88.4K 8.1K 26
მხურვალე კოცნისას თანდათან თავისი ნავარჯიშები ხელი საცვალთან ჩაუცურა, მაგრამ სიცარიელის შეგრძნების მაგივრად, უეცრად თითები რაღაცას ჩაავლო. ბაგეები მყ...