Stay here one more time - Ꮶ.Ͳ...

By Fairygirl_97

6.9K 857 1K

ყველა საკუთარი თავის ხელოვანია, ჯონგუკმა ამის მაშინ ირწმუნა, სულ ცოტათი რომ წამოიზარდა და სურვილი გაუჩნდა, სხ... More

1. love is gone.
2. He runs away again
3. I need you now.
4. I want you here with me.
5. He is disappointed.
6. Don't go tonight.
🥲
7. drive crazy.
8. sly fox.
9. I'm gonna eat you, Daddy tei.
10. loving can hurt... loving can heal...
11. I know this isn't easy.
12. so close yet so far.
13. he is so weak.
14. Runaway from the past.
16. feelings deep within them.
17. Smile is free happiness.
🫣

15. Stay here one more time.

263 43 46
By Fairygirl_97

ჯიმინისთან ლაპარაკის შემდეგ ბევრი ნამდვილად აღარ უფიქრია იმაზე თუ რა იქნებოდა სწორი და რა არა. ეს უკვე ზუსტად იცოდა. იცოდა პაკთან ლაპარაკამდე და უფრო კარგად დარწმუნდა ამაში უფროსი ომეგისგან მიღებული რჩევის შემდეგ. შეიძლება ჯონგუკი სუსტი იყო ამ ცხოვრებისთვის, მაგრამ მომავლისათვის, სწორედ იმ მომავლისათვის, რომელშიც მეწყვილესთან ერთად იქნებოდა, ნამდვილად უღირდა გაძლიერება. ომეგები ისედაც სუსტი არსებები არიან და მათ ალფის მფარველობა სჭირდებათო, ეს შეიძლება სიმართლესთან მიახლოვებული ცნება ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი მხოლოდ ერთს მოწმობდა, განურჩევლად რანგისა, ნებისმიერ მათგანს შეეძლო ამ ცხოვრებაში საკუთარი ძალის გამოვლენა. სიძლიერე იყო სხვისი სიყვარული, სიძლიერე იყო საკუთარი თავის სიყვარულიც და სიძლიერე არ იყო კუნთში სხვაზე მეტი ძალის ქონა. ჯონგუკს კი ნამდვილად შეეძლო სიყვარული, თეჰიონის სიყვარული.

დრო ისეთივე ნელა მიიზლაზნებოდა, როგორ ძლიერადაც სურდა ჯონგუკს მისი სწრაფად გასვლა და გამოცდების მოახლოვება. როცა გვინდა დრო სწრაფად გავიდეს, ის თითქოს განზრახ ითრევს ფეხს. აბა, ჯონგუკს არ სდომოდა თეჰიონის მალე ნახვა, დრო ხომ ისე სწრაფად გაირბენდა, თვალის დახამხამებასაც ვერ შეძლებდა ომეგა. ესეც ამ ცხოვრების ერთი დიდი დაცინვა იყო და როგორ არ უნდა ეფიქრა ჯონგუკს, რომ მარიონეტი იყო ხელ-ფეხზე გამობმული თოკით, რისი ბოლოებიც ცხოვრების მტევნებში გამომწყვდეულიყო?!

კიმს მხოლოდ მაშინ ნახავდა, როცა ის უკან დაბრუნდებოდა საგამოცდოდ და ამ დროს ომეგას ის კი აღარ ადარდებდა, თვითონ რამდენად შეძლებდა ყველაფრის ათვისებას და გამოცდების ჩაბარებას. გონება გამუდმებით თეჰიონზე ფიქრებით ჰქონდა სავსე, ეს კი ყველაზე მეტად მეცადინეობის პროცესში უშლიდა ხელს და რაც არ უნდა ექნა, ამას ვერაფერს შველიდა. სასწაულებრივად შეძლო თანატოლებს წამოსწეოდა მასალაში და ახლა უკვე უფრო თავისუფლად აკეთებდა თითოეულ დავალებას, იუნგის დახმარებაც კი აღარ სჭირდებოდა და ეს ახარებდა. თუკი ყველა გამოცდას წარმატებით გაივლიდა, იქნებ სასურველ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზეც მოხვედრილიყო, მაგრამ აქ ისევ ჩნდებოდა ერთი მაგრამ. რა იქნებოდა მერე? თეჰიონს დაიბრუნებდა ჯონგუკი და შემდეგ მათი გზები ისევ გაიყოფოდა უნივერსიტეტების სიშორის გამო? ეს აშინებდა, მაგრამ ბოლოს, როცა წარმოიდგინა სიტუაცია ომეგამ, თავს პირობა მისცა, რომ მეორედ მსგავს რამეზე აღარ იფიქრებდა.

აპრილის შუა რიცხვებში მაშინ, როცა გამოცდებამდე ნახევარი თვე იყო დარჩენილი, დენა ჰქონდა ომეგას და ამ პერიოდში თეჰიონის მონატრებამ პიკს მიაღწია. ეს ჯონგუკის ცხოვრებაში ყველაზე რთული ასატანი დენის ხუთი დღე იყო, რადგან მეწყვილე ჰყავდა, რომლის ნიშანიც კისერს უმშვენებდა, მაგრამ ამ ტკივილის ჩახშობას მასთან ერთად ვერ ახერხებდა. შეგრძნებები გაათმაგებული ჰქონდა, ტკივილი აუტანელი და ოფლით მოცვარული სახიდან ფერიც კი წაშლოდა. ზუსტად არ ახსოვს ხუთმა დღემ როგორ განვლო, თუმცა ერთი რამ მის მეხსიერებას შემორჩა. ეს საკუთარ ხელებში მოქცეული მობილური იყო, რომელზეც მის ცხოვრებაში ერთადერთი ალფის სახელი გამოსახულიყო. პირველად სწორედ მაშინ გაბედა კიმთან შეტყობინების გაგზავნა, რომელშიც იკითხებოდა ომეგის დაპირება, გრძნობები, გულწრფელი დაპირება და გრძნობები.

: "დარჩი ჩემთან ამ ერთხელაც და მეორედ იგივეს აღარ გთხოვ. აღარ გთხოვ, რადგან ისეთს არაფერს გავაკეთებ, რის გამოც ჩემგან წასვლის სურვილი კიდევ გაგიჩნდება".

დენისგან გადაღლილი რომ დაფიქრდა, მომენტალურად ინანა საკუთარი საქციელი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამის თქმა მანამ ვერ შეძლო, სანამ კიმი გვერდით ჰყავდა. აუცილებლად დენისაგან გამოწვეული ტკივილით გაბუჟებულს უნდა გასჩენოდა გამბედაობა?! თუმცა უთქმელობას ნამდვილად სჯობდა ეს და ახლა ის მაინც იცოდა ჯონგუკმა, რომ უკვე მართლა შეეძლო საკუთარი გრძნობებისთვის ბრძოლა. ალბათ, გულის სიღრმეში იმედი ჰქონდა, რომ საპასუხოდ მიიღებდა კიმისგან სულ მცირედს მაინც, მაგრამ ეს არ მომხდარა, თუმცა მთავარი იყო, რომ ალფას შეტყობინება წაკითხული ჰქონდა. თანაც რისი გაგებაც საჭირო იყო, იმას სამეგობრო წრის დახმარებით ორივე მათგანი ახერხებდა და ასე თითქოს უფრო მარტივი იყო უერთმანეთოდ ყოფნა. ჯონგუკს ისღა დარჩენოდა, თეჰიონის ჩამოსვლას დალოდებოდა, რაც სულ რაღაც ოციოდე დღეში მოხდებოდა. დრო რომ გადიოდა და ეს რიცხვები ნელ-ნელა მცირდებოდა, ომეგას სულ უფრო ემატებოდა ღელვა და რაღაც ისეთი, რისი ახსნაც ასე შეუძლებელი იყო. სულ უფრო მეტად გრძნობდა აფორიაქებას სხეულის თითოეული ნაწილით და ფიქრებიც აღარ აცლიდნენ ნორმალურად აზროვნების საშუალებას. თუმცა ამ შემთხვევაში მისი ფიქრების უმრავლესობა მხოლოდ დადებითი იყო და ეს კარგ განწყობაზეც კი აყენებდა ჯეონს.

აპრილისთვის დამახასიათებელი თბილი დილა იყო, ზუსტად ისეთი სასიამოვნო, კაცი გარეთ ყოფნას რომ ვერ შეელეოდი მზის ჩასვლამდე და დიდი ალბათობით, ვერც ჩამოწოლილი სიგრილე და ცაზე უამრავი ვარსკვლავი მარტოხელა მთვარესთან ერთად მოანდომებდა შინ შესვლას. დიდი ხანი არ იყო, რაც სახლიდან გამოვიდა, თუმცა საოცრად გაცელქებულმა და თან გაზრდილმა ბამიმ მაინც შეძლო პატრონის ისე დაქანცვა, რომ ომეგა გადამწვანებულ მდელოზე იჯდა და წინ გდაშლილ ულამაზეს სივრცეს თვალს ვერ აშორებდა. ახლოში გრძნობდა ბამის არსებობას და ყურადღებას ბოლომდე ვერ ადუნებდა ამ ცელქი ბიჭის გამო, თუმცა ყველაფერი ისეთი სასიამოვნო და ლამაზი იყო, ამის შესაგრძნობად მხოლოდ ასე ჯდომაც საკმარისი გახლდათ. სამი თვის ბამი ისეთი ერთი ციდა აღარ იყო, ჯონგუკს მტევანში რომ დასტეოდა და ლეკვს უკვე იმოდენა ძალა ჰქონდა, ომეგას აშინებდა ფაქტი, რომ ბამი გაზრდის შემდეგ უფრო ძნელი გამოსაყვანი იქნებოდა გარეთ. ლეკვს კარგი მოვლა სჭირდებოდა და ჯონგუკი თავის დატვირთვას არც ერიდებოდა. ბამის მოვლას თავისებურად მიჰქონდა დრო, თუმცა ომეგისთვის თითოეული ის წუთი, რომელსაც დობერმანის გვერდით ატარებდა, ნამდვილად არ იყო დაკარგული. ყოველ დღე გამოჰყავდა ლეკვი სარბენად გარეთ და გამუდმებით იმ ერთ ადგილზე ჩერდებოდნენ ნახევარ საათს მაინც. ახლაც აქ იწვა ომეგა მთლიანი სხეულითა და სახით თბილი ცისკენ. თვალბდახუჭული სასიამოვნო სითბოს გრძნობდა მზისგან და, ალბათ, ეს პერიოდი ყველაზე კარგი იყო მცხუნვარე, ოქროსფერი სხივების მისაღებად.

აწრიალებულმა ტელეფონმა რომ წაართვა სიმშვიდე და შემდეგ ზარს უპასუხა, პირველი რამ რაც ჯიმინისგან გაიგო, იმდენად დაუჯერებელი იყო, რამდენიმე წუთი უბრალოდ გონებაში ცდილობდა უფროსი ომეგისგან მოწოდებული სიახლის გადახარშვას. ამას არ ელოდა, ჯერ ნამდვილად არა. მზად იყო? უნდა ყოფილიყო!

: მოიცადე, ხვალ? რომ დაღამდება და გათენდება? ანუ ხვალ? მართლა?

: ჰეი... ჰეი, ჯონგუკ, დაწყნარდი უკვე.

პაკის ხითხითი ნამდვილად აღარ ესმოდა ჯონგუკს, რადგან გონება მხოლოდ სამი სიტყვით ჰქონდა სავსე, იმ სამი სიტყვით, პაკის ტკბილმა ხმამ რომ გააგონა წუთების წინ. "ხვალ თეჰიონი ბრუნდება"

: ჯიმინ, ჰიონ, რა ვქნა? ჯერ ხომ არ აპირებდა ჩამოსვლას?

სასოწარკვეთილება იკითხებოდა უმცროსის ხმაში და ჯიმინის უკვე აღარ შეეძლო ზუსტად გაეგო, რისგან იყო გამოწვეული ეს.

: გინდა, დავურეკო და ვუთხრა, რომ არ ჩამოვიდეს?

: არაა! ჰიონ, მღუპავ?!

კვლავ გაისმა უფროსის ხითხითი და ჯონგუკმა უკმაყოფილოდ აატრიალა თვალები. აღარ იწვა ბალახზე, ფეხზე იდგა და ისე გადი-გამოდიოდა ერთი წერტილიდან მეორესკენ, ვერც კი იაზრებდა ამას. ბალახი მისი გაუაზრებელი ნაბიჯებისგან გათელილიყო. ბამი კუდის კიცინით დაჰყვებოდა წინ და უკან პატრონს და შორიდან ეს სასაცილოც კი იყო.

: ჯონგუკ, დაწყნარდი. ამას ხომ ასე ელოდი?!

ჯონგუკისთვის ნომერ პირველი მეგობარი იუნგი იყო, მაგრამ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში პაკისგან იმდენი კარგი რამ მიიღო, ახლა ომეგის მხოლოდ ერთი სიტყვაც კი უბრუნებდა უმცროსს წართმეულ სიმშვიდეს. ჯიმინი მართალი იყო, თეჰიონთან შეხვედრას ხომ ისე ელოდა, რომ უკვე უჭირდა კიდეც ამ საძაგელ დროსთან გამკლავება? ახლა რატომ ნერვიულიბდა ასე ძლიერ? რატომ გრძნობდა ამდენ მუხტს საკუთარ სხეულში? ტელეფონის გათიშვისთანავე დაუშვა მკლავები ძირს და ჰერი ღრმად ჩაისუნთქა ფილტვებში. დღეს ლამაზი ცა იყო, უღრუბლო, გადაწმენდილი, ცისფერი ცა.

_ჩვენი თეჰიონი ბრუნდება, ბამი. ის ბრუნდება.

იმხელა ენთუსიაზმი გამოკრთოდა ომეგის სიტყვებში, ლეკვის კუდის ქიცინმაც კი დაადასტურა ეს და მალევე აახტა ორი თათით უზომოდ გაბედნიერებულ პატრონს დობერმანი. ალბათ, ალბათ კი არა, თეჰიონის წასვლის შემდეგ ეს პირველი მომენტი იყო, როცა ჯონგუკი უსაზღვრო თავისუფლებას გრძნობდა სხეულით. სიახლით გახარებულს შავი მელნის გუბეები ერთიანად უკრთოდა, ზუსტად ისეთი სილამაზით, თეჰიონს რომ უყვარდა და ამის გაფიქრებაზე სიამოვნების ტალღამ კიდევ ერთხელ გაირბინა ომეგაში. ახლა თუ მკლავებს გაშლიდა, იქნებ აფრენაც შესძლებოდა.

სახლში მისვლისთანავე პირველი რამ, რაც გააკეთა, საკუთარი კარადა გადმოყარა მთლიანად და მთელი დღე მის ხელთავდიან შეკეცვას მოანდომა. ამით ცდილობდა მოზღვავებული ენერგიის დახარჯვას და სამეცადინო რომ არ ჰქონოდა, კიდევ ერთხელ შეძლებდა ისეთი საქმის გაკეთებას, ცეცხლი ქვასაც კი წაეკიდებოდა. ზუსტად არ იცოდა, როგორ ჩაივლიდა ხვალინდელი დღე. თეჰიონი ჩამოდიოდა და ეს უკვე იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო, კარგა ხანს სხვა ვერაფერზე იფიქრა. აი, წიგნებს რომ მიუჯდა და წერას შეუდგა, მის გონებას მხოლოდ მაშინ გაახსენდა ის ფაქტი, რომ ჯონგუკმა არ იცოდა, რანაირად შედგებოდა მათი ერთად შეხვედრა. სახლში მიაკითხავდა ალფას? ეს არც ისე კარგად ჟღერდა. მეორე ვარიანტი კიმის სკოლაში ნახვა იყო, სადაც დიდი ალბათობით ალფას ნორმალურად ვერც კი დაელაპარაკებოდა. მოიცადეთ! რომ ნახავადა კიმს, რას ეტყოდა? ამაზეც უნდა ეფიქრა. უფროსის წინ ენა რომ ჩავარდნოდა და ხმა ვერ ამოეღო, ეს სულ არ აწყობდა. ჯონგუკის გონებაში ყველაფერი ერთ დიდ არეულობად იქცა და თეჰიონის ჩამოსვლით გამოწვეული სიხარულიც კი გადაფარა ამ გაუგებრობამ, რომელსაც ბოლო მხოლოდ იმ წუთას მოეღებოდა, ალფას რომ ნახავდა. ახლა რამდენიც არ უნდა ეფიქრა და გეგმები დაეწყო, ისინი მაინც აირეოდა ათასჯერ და ბოლოს სრულიად შეცვლილი სახით მიაღწევდნენ იმ წუთამდე, კიმის წინ რომ დადგებოდა ომეგა. ეს ისედაც ასე ხდებოდა. რაოდენ ბევრიც არ უნდა ეფიქრა, გეგმები დაეწყო, სიტყვები შეერჩია, მოგვიანებით ყველაფერი კვლავ ერეოდა. ახლა ნამდვილად ჯობდა დაწყნარება, სამეცადინოს მოშორება და შემდეგ ძილი. ხვალინდელი დღე განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო, ხვალინდელი დღის მზე უფრო ნათელი სხივებით ამოკიაფდებოდა ცის კაბადონზე, რათა უფრო ეფექტურად ჩამალულიყო შებინდებისას ჰორიზონტზე.

დილა სარკის წინ საკუთარი თავის მოწესრიგებით დაიწყო. თითქოს არაფრით განსხვავებული რუტინა ჩაიტარა ომეგამ სააბაზანოში, მაგრამ შინაგანად განსხვავებულ ენერგიას გრძნობდა და ეს ყველაფერს ცვლიდა. თმა ისე ჰქონდა გაზრდილი, მხრებს კარგად ჩასცდენოდა და ახლა დალალებად ჩამოყრილ ღერებს მონდომებით კრავდა ერთად. კუდად შეკრული სულ არ მოეწონა და უყოყმანოდ ჩამოიშალა ისევ, ასე კარგახანს გააგრძლებედა ვარცხნილიბის გაკეთებას, დროით რომ არ შეშვებოდა თმებს. უცნაური მუხტები დაცურავდნენ მის მუცელში და აჩქარებულ გულსაც ვერაფერს უხერხებდა. სახეზე ბუნებრივი სიწითლე ბლაშის ეფექტს უტოვებდა და ტუჩები, რომლებიც ჩვეულებრივ ყოველთვის ვარდისფრად უელავდნენ, ახლა მეტად მუქი მოუჩანდა, თან ბზინავდა იმ ბალმის დახმარებით, რომელსაც მარწყვის სურნელი ჰქონდა. ბევრი არაფერი წაუსვამს სახეზე, მხოლოდ მზიგსგან დამცავი, რადგან საოცრად მგრძნობიარე კანი ჰქონდა და მზეზე გასვლისთანავე ერთიანად უწითლდებოდა სახე. სუნამოს არასდროს ხმარობდა, რადგან დამატებითი სურნელი არაფერში სჭირდებოდა. ის რაც დაყოლილი ჰქონდა ქალღმერთისგან, ომეგისთვის საკმარისი იყო, მით უფრო ალფისთვის და სხვა ყველა და ყველაფერი უმნიშვნელო იყო.

_ხელი რომ მოგადო, მეშინია, არ დამწვა.

იუნგის ტიტინმა წამიერად მოაშორებინა თვალი საკლასო ოთახში შემოსასვლელ კარს და მეგობრის სახეზე ანცი ღიმილი რომ შენიშნა, თავადაც გაუკრთა მინის სიტყვებით გამოწვეული დადებითი ემოცია.

_აგვიანებს. არ მოვა, იუნგი. ახლა რაღა ვქნა?

_ალბათ, დაღლილია და დასვენება გადაწყვიტა. ხვალ ხომ მოვა. ნუ წუწუნებ რა.

ჯონგუკის სკამზე ცქმუტვით დაღლილმა იუნგიმ მობეზრებით მოაშორა თვალი გვერდით მჯდომ მეგობარს და ჩანთიდან საწერი კალამი ამოიღო. გაკვეთილი რომ დაიწყო და თხუთმეტ წუთზე მეტი გავიდა, ჯონგუკს თეჰიონის დღეს ნახვის იმედი გადაეწურა. ალბათ, იუნგიმ სიმართლე თქვა და კიმი მგზავრობით იყო დაღლილი, ამიტომ სახლში დარჩენა ამჯობინა. ნეტავ თეჰიონს ჯონგუკი არ ენატრებოდა? რა დროს დასვენება იყო ახლა? ომეგა კიმის ადგილას პირდაპირ სკოლაში წამოვიდოდა, რომ სცოდნოდა, იქ ორი თვის უნახავ, მონატრებულ მეწყვილეს ნახავდა. მერხზე საკუთარ მკლავებზე რომ ჩამოდო თავი და ხმაურიანად ამოიხრა, თვალების მინაბვაც ვერ მოასწრო, ისე გაისმა საკლასო ოთახში მისთვის კარგად ნაცნობი ბარხატოვანი ხმა და ერთიანად გასცრა ტანში. ერთ წამს გაიფიქრა, რომ ეს მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო და გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, რადგან წარსულის ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე ჰქონია მსგავსი მომენტები, როცა ალფის ხმა მისწვდენია მის სმენის ორგანოს და ეს რეალობა არ ყოფილა. ბარხატოვანი ხმა ამჯერად საკლასო ოთახის სიღრმეში კიდევ ერთხელ რომ განმეორდა, ჯონგუკმა დაპანიკებულმა წამოსწია თავი მკლავებიდან. თითქოს არაფერი შეცვლილიყო თეჰიონის გარეგნობაში. ისევ ისეთი სიმპატიური გახლდათ წაბლისფერთმიანი და მისი მზერა, რომელიც ამ წამს ომეგის მელნის გუბეებს დაეჭირათ, კვლავ მწველი იყო, ან უფრო მეტადაც კი. ეს ის წამი იყო, რომლისთვისაც შეეძლო ყველაფერზე წასვლა. ალფის ხმა გაიგონა, მას ხედავდა ამდენად ახლოს, ამდენად რეალურს, მის სურნელს გრძნობდა ნესტოების დაწვამდე და გული გამალებით ძგერას გაორმაგებული ძალით განაგრძობდა ჯონგუკის საგულეში. მათი მზერა მხოლოდ რამდენიმე წამს იყო გადაკვეთილი. თეჰიონმა მასწავლებლისგან ნებართვის მიღებისთანავე აარიდა საკუთარ ომეგას მზერა და თავისუფალი ადგილისკენ გაემართა უკანა რიგში.
ალფას არ გამოპარვია ომეგის აღელვებისგან ათამაშებული თვალები, მისი სხეულიდან წამოსული სურნელიც კი იმაზე მიუთითებდა, რამდენად აფორიაქებული შეიძლება ყოფილიყო ჯონგუკი, თუმცა იმ წამს, უსიტყვოდ რომ ჩაუარა უმცროსს, ნათლად იგრძნო ცვლილება ბიჭის სურნელსში. ჯერ გაკვეთილის განმავლობაში და შემდეგ მთელი დღე ალფისკენ ჰქონდა საცოდავი მზერა მიმართული, მაგრამ კიმისგან საპასუხოდ მხოლოდ რამდენჯერმე მიიღო თვალის წამიერი, ალბათ, შემთხვევითი კონტაქტი. ვერ გაეგო ჯონგუკს, რა ხდებოდა. იქნებ ცუდ სიზმარს ხედავდა? თუ ასე იყო, გაღვიძების დრო არ მოსვლოდა? კიმისგან არანაირი ყურადღება არ მიუღია მთელი დღის განმავლობაში და რამდენჯერაც თვითონ დააპირებდა თეჰიონთან მიახლოვებას, ალფა მარტივად უჩინარდებოდა ომეგის სიახლოვიდან. ეს უკვე აუტანელ თამაშს ჰგავდა და ომეგას აღარ სურდა თეჰიონთან დაჭერობანას თამაში, ამაში ისედაც დიდი დრო დაკარგეს.

_გაჩერდი, თეჰიონ.

ამჯერად აღარ უყოყმანია. ალფის მკლავს ისეთი ძალით ჩასჭიდებოდა, კიმს გაუჭირდებოდა მისგან თავის დახსნა, მაგრამ ამას არც ცდილობდა. ჯერ. კიდევ ზურგით მდგომი შემობრუნდა საკუთარი ომეგისკენ იმდენად ამოუცნობი მზერით, წამით ჯონგუკი დაიბნა და მარწუხიც კი მოაშორა ალფას მკლავიდან.

_თუ ეს სიზმარია, როგორც კი გავიღვიძებ, ვფიცავ, ჩამოვალ დეგუში და ამ სიმპატიურ სახეს გაგილამაზებ იმისთვის, რაც ახლა ხდება.

მუქარის ნიშნად კიმის სახესთან აფრიალებული თითი კარგა ხანს არ დაუშვია ძირს ომეგას, თუმცა მთელი გამბედაობა წამში დაკარგა მას შემდეგ, რაც ალფისგან მსუბუქი ჩაცინება მიიღო.

_დირექტორი მეძახის, ახლა არ მაქვს დრო.

ჯონგუკს ტანში ერთიანად დაუარა უსიამოვნებამ და ადგილზე გაყინულმა აწყლიანებული თვალები გაუსწორა ალფის ზურგს. კიმი წავიდა. ეს რა ჯანდაბა ხდებოდა ომეგის თავს? საერთოდ რა ჰქონდა ჩაფიქრებული კიმს? მან ხომ თქვა, რომ დრო სჭირდებოდათ ორივეს და შემდეგ ისევ დაბრუნდებოდა? ეს რანაირი დაბრუნება იყო?

_კრეტინი. ჯანდაბა, როგორი სიმპატიურია.

კიმზე ბურტყნით დატოვა შენობა ომეგამ. სასიამოვნო შუადღე იყო, მზიანი, თბილი, აყვავებული, მაგრამ ჯეონის განწყობა სულ არ უხდებოდა ამინდს. სწრაფი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას და სიბრაზისგან ცოფების ხმამაღლა ყრასაც არ ერიდებოდა. ალბათ, ამას ვერც აცნობიერებდა.

_დრო არ აქვს, ხო?! თვითონ ითხოვა ჩემგან დრო ყველაფრის დასალაგებლად და ახლა, როცა მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თურმე ჩემთვის დრო არ აქვს იდიოტს.

ხმამაღლა ლაპარაკით, რაც წყნარ ლაპარაკს სულ არ ჰგავდა და ეს მონოლოგი საკუთარ თავთან იმდენად გადაზრდილიყო აგრესიულ ტონში, ვერც კი მიხვდა ომეგა, თუმცა ამისთვის ახლა არ სცხელოდა.

_გინდა, რომ კიდევ ერთხელ დავრჩე შენთან და მეტჯერ აღარ გამიშვებ, ჯონგუკი?

ახლოდან გაიგო ხმა და კვლავ არ დაუჯერა ამას, თუმცა სურნელი, რომელიც ნესტოებში შეუძვრა, იმდენად რეალური იყო სასიამოვნოსთან ერთად, თავი ძლივს შეიკავა, ძირს არ დავარდნოდა. რამდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ გაუბედავად შებრუნდა იმ მიმართულებით, საიდანაც ხმა გაისმა და ალფა რომ დაინახა, გულმა კვლავ გამალებით დაუწყო ძგერა.

_ხ...ხო. ძალიან მინდა.

ენა რომ დაება, გასაკვირი არ იყო, ამის თქმას თუ შეძლებდა, არც კი ეგონა. წინ, ძალიან ახლოს იდგა ალფა, რომლის ნახვაც ყველაფერზე მეტად უნდოდა და ახლა თეჰიონში საერთოდ ყველაფერი იმდენად კარგი იყო, განსხვავებით იმ თეჰიონისგან, დილიდან ომეგის წინ რომ დაბოდიალობდა უკარებას როლში, ჯონგუკს სურვილი გაუჩნდა, რაც შეიძლება დიდხანს ეყურებინა ახლა კიმისთვის, რათა მეხსიერებაში უფრო კარგად დარჩენოდა ის.

_მე კი მინდა, რომ შენ დარჩე ჩემთან. შენ, ჩემი ომეგა.

თურმე მართალი იყო თეჰიონი, თურმე მართლა სჭირდებოდათ დრო. კიმს თუ არა, ჯონგუკს ნამდვილად სჭირდებოდა ეს დრო, ეს განშორება საკუთარ მეწყვილესთან, რადგან რომ არ მომხდარიყო ყველაფერი ასე, კიმი რომ არ წასულიყო, ვინ იცის საერთოდ როგორ მოახერხებდა ომეგა საკუთარ ფიქრებთან გამკლავებას. შეძლებდა კი საერთოდ ამას? ვამბობთ, რომ რთულ მომენტში საყვარელი ადამიანის ყოფნა ყველაზე მეტად გვადგება, რადგან ასეთ დროს საყრდენი გვჭირდება, რომელსაც ჩვენს სუსტ, დაღლილ, გადათელილ სხეულს მივანდობეთ, თუმცა ყოველთვის ასე ნამდვილად არ არის. ზოგჯერ საჭიროა, რომ მარტო დავიხელთოთ საკუთარი თავი, ზოგჯერ საჭიროა საყრდენი გავუშვათ, რადგან ასე უფრო გავიაზრებთ, რა დავკარგეთ, რა დავჩით და რა გვჭირდება ცხოვრების გასაგრძელებლად. ყველაფერი სულაც არ არის მარტივი, მაგრამ არაფერი უფრო რთულია.

☆☆☆☆☆☆☆

ისევ დავაგვიანე🫤

ექვსამდე უნიდან ვისვენებ და მერე ფინალურები მეწყება🥹 ახალ თავს თუ დავწერ, ესე იგი, ექვსამდე, რადგან დრო ახლაც არ მაქვს, ექვსი საგნის მასალა უნდა ვიმეცადინო და წინ ერთი კვირაა.(ყველაფერი ბოლო წუთებისთვის მოვიტოვე, აბა, ისე რაა მამული?!🫣) მოკლედ იმის თქმას ვცდილობ, რომ ფინალურებს 11ში ვამთავრებ და მერე უფრო შევძლებ ახალ თავზე მუშაობას. გეგმაში მაგ დროისთვის ახალი ფიქციაც მაქვს. ვნახოთ, რა იქნება.

კარგი დღე💜

ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒ 🧚‍♀️

Continue Reading

You'll Also Like

10K 905 7
"შენ მე დამხატავ, შემდეგ ფულს მომცემ და ორივენი საკუთარი გზით წავალთ"
540K 8.4K 85
A text story set place in the golden trio era! You are the it girl of Slytherin, the glue holding your deranged friend group together, the girl no...
27.1K 2.5K 24
" ~სიმართლე რომ გითხრათ გუკს ასეთი რამ არავისთან არასდროს არ გაუკეთებია, რატომ? ამ კითხვაზე პასუხი თვითონაც არ იცოდა. მაგრამ... ერთ რამეში ის 100%...
189K 3.9K 46
"You brush past me in the hallway And you don't think I can see ya, do ya? I've been watchin' you for ages And I spend my time tryin' not to feel it"...