Stay here one more time - Ꮶ.Ͳ...

By Fairygirl_97

6.9K 857 1K

ყველა საკუთარი თავის ხელოვანია, ჯონგუკმა ამის მაშინ ირწმუნა, სულ ცოტათი რომ წამოიზარდა და სურვილი გაუჩნდა, სხ... More

1. love is gone.
2. He runs away again
3. I need you now.
4. I want you here with me.
5. He is disappointed.
6. Don't go tonight.
🥲
7. drive crazy.
8. sly fox.
9. I'm gonna eat you, Daddy tei.
10. loving can hurt... loving can heal...
11. I know this isn't easy.
12. so close yet so far.
13. he is so weak.
15. Stay here one more time.
16. feelings deep within them.
17. Smile is free happiness.
🫣

14. Runaway from the past.

287 43 50
By Fairygirl_97

ყველასა და ყველაფრისგან შეეძლო გაქცევა, გარდა საკუთარი გონებისა. გამუდმებით თან სდევდა მუქ, საშიშ ჩრდილად და ფიქრები, რომლებიც ასე აუტანლად ჩნდებოდნენ ომეგის გონებაში ნებისმიერ წუთს, ვერაფრით მოიშორა. წარმოუდგენელი ძალა სჭირდებოდა ყველაფრის გასააზრებლად. თავდაპირველი დღეები თეჰიონზე ბრაზში გალია. როგორ შეეძლო ალფას საკუთარი ომეგის მიტოვება? თეჰიონს ის აღარ სჭირდებოდა? იყო ეს უარყოფა, თუ ალფა მართლა დაბრუნდებოდა? ჯონგუკის განგაშის ზარი წამდაუწუმ რეკდა და ალფის ქცევით წარმოქმნილ ბრაზს მხოლოდ იმიტომ აწმენდდა საკუთარ ხელებს, პირადი დანაშაული რომ არ გამოსჩენოდა. ხო, ხვდებოდა, რომ დააშავა, იქნებ თეჰიონზე მეტადაც კი, მაგრამ ამის გააზრების ეშინოდა, რადგან ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა საკუთარი თავის შეძულებისკენ. სუსტი, შეუმდგარი ომეგა იყო და ის ასეთი არავის სჭირდებოდა, საკუთარ ალფასაც კი. ცხოვრება ნამდვილად უწყობდა განსაცდელს, თუმცა გამოცდა სწორად ერთხელაც ვერ ჩააბარა პატარა ომეგამ. ახლა კი, როცა უკვე ორ კვირაზე მეტი გასულიყო თეჰიონის წასვლიდან, საბოლოოდ მივიდა იმ აზრამდე, რომ დრო იყო, გაზრდილიყო. ახლა ნანობდა ყვწლა იმ უსუსრი ომეგის სიტყვას თუ ქმედებას, მაგრამ, ალბათ, დრო რომ დაბრუნებულიყო ისევ ისე მოიქცეოდა, ისევ ისეთ დისტანციაზე იქნებოდა ალფასთან, რადგან თვითონ იყო ასეთი სუსტი და უსუსური, რომ საკუთარი თავის დანაშაულს ვერ აღიარებდა. იცოდა, რამხელა კედელს ქმნიდა ასე უნებლიეთ, გაუმიზნავად მასსა და თეჰიონს შორის, მაგრამ მაშინ ამის კონტროლი არ შეეძლო და ეს ისევ ომეგის სისუსტეზე მიანიშნებდა, თუმცა ისიც ისეთივე მოკვდავი იყო ყველა დანარჩენის მსგავსად და მასაც ჰქონდა უფლება, ემოცია თავისებურად გამოეხატა. კიმი მისი ალფა გახლდათ და ჯონგუკმა ზუსტად იცოდა, თეჰიონის გრძნობები მათ ურთირთობაში ყველაზე სანდო და გულწრფელი რამ იყო. ეს მაშინაც იცოდა, ნაყოფი რომ დაკარგა, მაგრამ იმ მომენტში ტკივილი, რომელიც ინციდენტს მოჰყვა, იმდენად მტკივნეულად მოედო ბიჭის მთლიან არსს, მას აღარც კი უფიქრია თეჰიონის გრძნობებზე. თავადაც უყვარდა ალფა, უყვარდა გააზრებულად, მაგრამ არა ისე ძლიერ, ალბათ, როგორც თეჰიონს. თუკი ალფამ შეძლო და ის მხოლოდ ომეგის კეთილდღეობისთვის დატოვა, მაშინ ჯონგუკს რისი გაკეთება შეეძლო თეჰიონისთვის?! ჯეონი ის ომეგა არ იყო, დაბრკოლებებს მამაცად დახვედროდა წინ, საკუთარ თავს გაჯიბრებოდა, საკუთარ ძალებს მინდობოდა, მაგრამ ეს უნდა ექნა, უნდა გაზრდილიყო. იმ ერთ შემთხვევას უფლებას აღარ მისცემდა, კიდევ უფრო მეტად შეესრუტა მისი ცხოვრება, ცხოვრება თეჰიონთან ერთად და არა მის გარეშე.

მარტის შუა რიცხვებში საკმაოდ დათბა და ამინდი იმდენად ნათელი იყო, მთელ დღეს საკუთარი სახლის ეზოში ატარებდა პატარა ბამისთან ერთად. კიმის ნაჩუქარ ლეკვი საოცრად საყვარელი იყო და ჯონგუკს როგორ ძლიერადაც არ უნდა ჰქონოდა ხასიათი წახდენილი, მის გამოასაკეთებლად ბამისთან ერთად ყოფნა, მისი კალთაში ჩასმა და ჩამოცვენილ ყურებზე თამაშიც კი საკმარისი იყო. ჯონგუკს ყოველთვის მოსწონდა დობერმანი და მისი ყოლის სურვილიც ერთიორად გაზრდოდა ასაკის მატებასთან ერთად. ომეგას წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ გაიგო თეჰიონმა ამის შესახებ, მაგრამ ერთი რამ უთუოდ ნათელი გახლდათ. შემთხვევითი არ იყო ალფისგან ლეკვის ჩუქება და მალევე მისი ჯონგუკისგან წასვლა. დობერმანს დიდი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებოდა, ჯონგუკი თუ ამ ლეკვის მოვლით დაიტვირთავდა თავს, უთეჰიონობას მარტივად გადაიტანდა, თანაც, როგორც კიმმა თქვა, მათი განშორება მხოლოდ დროებითი იყო. ჯონგუკი თითქმის ყოველ დილით და ყოველ ღამით ძილის წინ თავს სწორედ ასე აიმედებდა და მართლა მთელი გულით სურდა ამ აზრების დაჯერება. თეჰიონი უნდა დაბრუნებულიყო მასთან, აუცილებლად!

წინა ღამის ნაწვიმარის გამო ახლად ამოსული ბალახი ჯერ კიდევ სველი იყო და ჯონგუკს ბამი გარეთ აღარ გამოუყვანია. სულ რამდენიმე წუთს ესმოდა ლეკვის წკმუტუნი და მისი თათების ფხაკუნი კარზე, მერე უჩვეულოდ მიწყნარდა ხმაური. მზე პირდაპირ სახეზე ეპოტინებოდა თბილი მარტის სხივებით და სულ არ ჰქონდა სურვილი, მაგიდის ზედაპირზე არსებულ ფურცლებში ჩაეყო ცხვირი, მაგრამ ასე გაშეშებულს და უმოქმედოდ მყოფს აწ უკვე გაზეპირებული ფიქრები იპყრობდნენ და ეს ბევრად უარესი ასატანი იყო, ვიდრე მეცადინეობა. მერე უკვე იუნგიმაც აღარ მისცა მოსვენება, სანამ საწერი კალამი არ ააღებინა ხელში და მას მერე უშედეგოდ მისჩერებოდა მაგალითს.

_ისევ არასწორად აკეთებ.

იუნგის ისედაც გაფერმკრთალებულ სახეს სულ უფრო მოშორებოდა სულიერის ფერი. ჯონგუკი საერთოდ არ ცდილობდა და ასე ვერ დაეხმარებოდა უმცროსს ჩამორჩენილი მასალის უმოკლეს დროში ათვისებაში.

_არ ვარ ახლა ამის განწყობაზე, მოგვიანებით გავაგრძელებ, რა.

_არანაირი მოგვიანებით. ჯონგუკ, ისედაც ბევრი რამ გამოტოვე.

იუნგიის ლამის ფრთები გამოეზარდა გასულ ორშაბათს, ჯონგუკმა დახმარება რომ სთხოვა. მინს უკვე ეგონა, რომ ომეგა საერთოდ აღარ აპირებდა სწავლის გაგრძელებას და ამის გამო გულწრფელად წუხდა. სიხარულით დათანხმდა უფროსი ჯეონს მეცადინეობაში დახმარებაზე.

_საერთოდ ვერ ვიგებ, ვერ ხედავ, იუნგს?! იქნებ არ ღირს?

ცალი თვალით მოჭუტულმა ამოხედა რვეულიდან იუნგის და მეგობრის შეკრული წარბების დანახვამ სურვილი გაუჩინა, უკან წაეღო სიტყვები. ჯონგუკს ისიც არ ჰქონდა გადაწყვეტილი, საერთოდ აზრი თუ ჰქონდა გამოცდებზე გასვლას. მიუხედავად მისი კარგი მოსწავლეობისა, რაც ბოლო რამდენიმე თვეში ეჭვქვეშ დადგა, მგონი მაინც ღირდა ცდა. თანაც საგამოცდო მასალა ისეთი რთული არ უნდა ყოფილიყო, რომ ჯონგუკს მათი შესრულება გასჭირვებოდა. საერთოდაც არც ის იცოდა, რომელ უნივერსიტეტში რა ფაკულტეტზე უნდოდა მოხვედრა. არადა ასეთი არ ყოფილა. სწავლას ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა, იშვიათად რომ უპასუხისმგებლოდ, უსწავლელი შესულიყო გაკვეთილზე, ამას ერჩივნა სულ არ მისულიყო იმ დღეს სკოლაში. ბოლო პერიოდში მომხდარმა კი საერთოდ დააშორა წიგნებს და ახლა, როცა უმარტივეს მაგალითსაც ვერ უგებდა თავსა და ბოლოს, უკვე უიმედობა იპყრობდა.

_კარგი, დღეისთვის საკმარისია. მაგრამ ხვალ შენი წუწუნი არ გავიგო, გაიგე?

სწრაფი თავის ქიცინი მიიღო საპასუხოდ იუნგიმ და უმცროსის სისაყვარლეზე ლამაზად გაეღიმა. ცოტას აკვირვებდა კიდეც ჯონგუკი. ბავშვობიდან იცნობდა უმცროსს და კარგად იცოდა, ჯეონს არ შეეძლო ბრძოლა და მარტივად ნებდებოდა ყოველთვის ყველაფერს. მინს ახსოვს, დაწყებით კლასში ჯონგუკმა მხოლოდ იმიტომ ვერ მიიღო მონაწილეობა სკოლის მთავარ მათემატიკურ შეჯიბრში, რომ იმ კვირას შემაჯამებელ წერაში შედარებით დაბალი ქულა აიღო სხვა შემთხვევებისგან გასნხვავებით. ომეგისთვის ასეთი მცირედი რამეც კი საკმარისი იყო და ბიჭს საკუთარი თავის რწმენა ნოლს ქვემოთ უვარდებოდა. იუნგის კი სწორედ ამიტომ უკვირდა, რომ ჯონგუკმა მაინც მოინდომა გამოცდების ჩაბარება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს წუწუნებდა.

დაუცველობის შეგრძნება ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ არა ისე ძლიერ, როგორც ახლა. ომეგას არ ჰქონია ისეთი ცხოვრება, რომელშიც მოუწევდა თავის გატანაზე ფიქრი. იდეალური ოჯახის შვილს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ ფაქტი, რომ ჯონგუკი მარტო ზედმეტად პატარავდებოდა, ყოველთვის აწუხებდა თვითონ. ბიჭი დარწმუნებული იყო, რომ რაც არ უნდა გაჭირვებოდა, მშობლების და იუნგის იმედი ყოველთვის ექნებოდა, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა არასდროს ჰქონია. ფიქრობდა, რომ, როცა საკუთარ ალფას შეხვდებოდა, მათ სიგიჟემდე ეყვარებოდათ ერთმანეთი ისე, როგორც რომანტიკულ წიგნებშია. ომეგა იმასაც ფიქრობდა, რომ სუსტი რანგის წარმომადგენელს გვერდს ძლიერი ალფა გაუმაგრებდა და მისი გამოჩენის შემდეგ თავს ასე სუსტად აღარ იგრძნობდა. რეალურად საიმედო საყრდენი მართლა იგრძნო თეჰიონის სახით, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, საყრდენი ქვიშის იყო და პირველივე ტალღის გადავლამ მოარყია მისი სიმაგრე. არა, მხოლოდ თეჰიონის ბრალი კი არ იყო ეს, თვითონ ომეგამ ვერ შეითვისა ძლიერი საყრდენი. საძირკველი თუ არაა მაგარი, მაშინ მასზე დაშენებული აგური რამდენადაც გამძლე არ უნდა იყოს, ის ისეთივე მალე მოირყევა, როგორი სწრაფადაც დაკარგა ჯონგუკმა თეჰიონი. ხოდა, სწორედ ამიტომ იყო, ახლა უფრო მეტად დაუცველი ეჩვენებიდა საკუთარი თავი. სარკის წინ მდგომი, ადრინდელისაგან განსხვავებით, ანარეკლში ვეღარ ხედავდა მშვენიერ, ყველასთვის სასურველ ჯეონ ჯონგუკს, ახლა უფრო მეტად ჰგავდა მიტოვებულ, უსუსურ ომეგას. უკვე იცოდა, როგორი იყო კიმის მკლავებში თავის შეფარება და ახლა, როცა ის აღარ ჰყავდა გვერდით, წარმოუდგენლად ესახებოდა პატარა დაბრკოლების დამოუკიდებლად გადალახვაც კი, მაგრამ უნდა გაძლიერებულიყო ალფისთვის.

სკოლის კედლებში უთეჰიონოდ სუნთქვა ეკვროდა. იქ შესულს, ერთი სული ჰქონდა, სწრაფად დასრულებულიყო დღის გაკვეთილები და უკან გამოსულიყო, რადგან ისე ხდებოდა მუდამ, თითქოს ყველა მას განსჯიდა. ერთხელ ერთმა სულელმა ომეგამ ისიც კი უთხრა, რომ უვარგისი იყო ჯონგუკი, რადგან საკუთარი მეწყვილე გაექცა. იმ დღეს ბევრი იტირა საპირფარეშოს კედელთან ჩაკეცილმა და თავს პირობა მისცა, რომ მეორედ ვინმეს ასეთ რამეს აღარ გააბედინებდა. უნდა გაზრდილიყო, გაძლიერებულიყო სხვებისთვის კი არა, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის და შემდეგ თეჰიონისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ უვარგისი ომეგა არ იყო, რომ კიმს იმსახურებდა და რომ მზად იყო, მისთვის ებრძოლა.

_ჯიმინ?!

გაკვირვება ნამდვილად ვერ დამალა, სკოლის ეზოში ატუზული უფროსი რომ დაინახა. თავიდან ეგონა, რომ ის არ იყო და ქერა უბრალოდ ძალიან ჰგავდა პაკს, მაგრამ შემდეგ ბიჭისგან ხელის დაქნევა და მისი თბილი ღიმილი რომ დაინახა, ეჭვი აღარ შეპარვია ჯიმინის იქ ყოფნაში.

_შენი ნომერი არ მქონდა და აქ ამიტომ მოვედი.

_მოხდა რამე? თეჰიონი კარგადაა?

გაუაზრებლად მიაყარა პაკს კითხვები შავთმიანმა. ჯიმინი რომ დაინახა აქ, პირველი რამ, რაც გონებაში ამოტივტივდა, თეჰიონზე ფიქრები იყო. თვითონ აზრზე არ იყო, ალფა რას აკეთებდა. შეეძლო დაერეკა, მიეწერა მაინც, მაგრამ ვერ ბედავდა. ტელეფონზე ასაკრეფად გამზადებულ სიტყვებს ყოველთვის წამში შლიდა. თეჰიონი არ დარეკავდა, დარწმუნებულიც კი იყო ამაში ომეგა, რადგან ალფა ამჯერად ჯონგუკისგან ელოდა ნიშანს. ნიშანს, რომ უმცროსი მზად იყო თეჰიონის დასაბრუნებლად.

_კი, კარგადაა. უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა.

უხერხულად ასწუროდა მხრები პაკს. ჯონგუკს მხოლოდ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი უფროსი ომეგა, მაგრამ უკვე კარგად იცოდა, ჯიმინი უთბილესი ადამიანი იყო, მიუხედავად მისი ხშირი ცინიზმისა, რასაც ძირითადად მხოლოდ თეჰიონთან იყენებდა.

_დავსხდეთ სადმე?

_იუნგის გავაფრთხილებ, რომ არ მელოდოს.

ჯიმინის გამოჩენას სულ არ ელოდა და ახლა სკოლის მოპირდაპირე მხარეს არსებულ პატარა ყავის სახლში იჯდა უფროსთან ერთად. თავს ცოტათი უხერხულად გრძნობდა, მაგრამ დაძაბულობა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა და მალე ისე მოეშვა, თითქოს მხრებიდან უდიდესი ტვირთი მოეხსნა.

_როგორ ხარ?

ცხელ ჩაის ჭიქის კედლებს სულ ოდნავ გამაღიზიანებლად ეხებოდა კოვზით შაქრის გადნობისას. ჯონგუკმა მხოლოდ ჯიმინის კითხვის მოსმენისას შეწყვიტა რამდენიმე წუთიანი მოქმედება.

_არ ვიცი.

_თეჰიონზე ბრაზობ?

_ვბრაზობდი.

იმდენად ჩუმი იყო ომეგის ხმა, ჯიმინიმ მისი ეს ერთი სიტყვა ძალიან მკრთალად გაიგო. ჯეონს სახეზე სევდიანი ღიმილი გადაშლოდა, ჯიმინმა ზუსტად იცოდა, რისი ნიშანი იყო ომეგის სახეზე ეს ემოცია.

_მასაც უნდა გაუგო, მასაც სტკივა და ის რაც გააკეთა, მხოლოდ შენთვის. თეჰიონს კარგად ვიცნობ. ჯონგუკ, მერწმუნე, არასდროს, არასდროს დაზოგავს თავს, ეს თუ მის საყვარელ ადამიანს დასჭირდება.

პაკის ყველა სიტყვის სჯეროდა ჯონგუკს, რადგან თეჰიონი ზუსტად ამას აკეთებდა ახლაც ომეგისგან შორს ყოფნით.

_ჰიონ, თეჰიონს ვთხოვდი, რომ იმ სიკვდილის მანქანაზე არ დამჯდარიყო. მისი დაკარგვის მეშინოდა და მერე, როცა მასზე ნერვიულობას ჩვენი პატარა შეეწირა, თეჰიონიც აღარაა ჩემთან.

_ჯონგუკ, ის შენგან სამუდამოდ კი არ წასულა. დაბრუნდება.

_ჯიმინ ჰიონ, ისეთი გრძნობა მაქვს, მგონი მას ვკარგავ. მე სუსტი ვარ. იმდენად ს...სუსტი, რომ პატარამ იგრძნო ეს, იგრძნო, რომ მისთვის ვერ ვიქნებოდი კარგი მშობელი და... და წავიდა. ახლა მგონი თეჰიონსაც ვკარგავ. მეშინია, ჰ..ჰიონ.

_აბა, რას ამბობ, ჯონგუკი?

ერთიანად აწურულმა ომეგამ, თვალზე მომდგარი ცრემლის გამო ბუნტად შენიშნა, როგორ წამოდგა პაკი და შემდეგ იგრძნო კიდეც ჯიმინის თბილი მკლავები მხრებზე. დიდხანს არ გაჩერებულან ამ პოზაში, მაგრამ ჯიმინი შორს აღარ გადამჯდარა. 

_არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ, ჯონგუკ, იგივე რამ გამოვიარეთ მე და ჰოსოკმა და თავს ვალდებულად ვთვლი, ასეთ დროს ჩემი სათქმელი ვთქვა.

პაკის მზრუნველობით გაჟღენთილი ხმა ამ წუთს უფრო მეტად უჩუყებდა გულს და აურა, რომელიც მათ გარშემო ტრიალებდა, ზედმეტად მძიმე იყო.

_22 წლის ვიყავი, ნაყოფი რომ დავკარგე. ორი წლის და ექვსი თვის წინ. მახსოვს, ჯერ კიდევ გონზე ვიყავი, ექიმი გამოკვლევებს რომ მიკეთებდა და იმ წუთს, როცა ბავშვის გულისცემას ეძებდა, ის... ის უბრალოდ ვეღარ გავიგე.

კანკალნარევმა სუნთქვამ სულ ერთიანად დარია ხელი ჯიმინის, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამიანი პაუზით სცადა კვლავ დაერეგულირებინა სუნთქვა.

_იმ დილით კიბეზე რომ უფრო ფრთხილად ჩამოვსულიყავი, ასე ხომ არ მოხდებოდა?! მეც ვიდანაშაულებდი თავს მსგავსი ფიქრებით, მაგრამ, ჯონგუკ, დამნაშავის ძიებით უარეს ტკივილს ვიმატებდი და ახლა შენც მაგას აკეთებ.

კიდევ ერთი პაუზა დასჭირდა პაკს, ამჯერად უფრო ხანგრძლივი და ჯონგუკმა ნათლად შენიშნა გვერდით მჯდომის თვალიდან ჩამოგორებული ცრემლი როგორ ჩაიმალა ყელში. ჯონგუკს არასდროს ენახა პაკის თვალებში ჩამდგარი ცრემლი და მგონი პირველად გრძნობდა, რომ ვიღაცას ზუსტად ესმოდა, რას განიცდიდა თვითონ მთელი ეს პერიოდი.

_რაც მოხდა, იმას ვეღარ შევცვლით, მაგრამ, ჯონგუკ, მთელი ცხოვრების გატარებას აპირებ საკუთარი თავის გვემაში? რატომ არ ადგები და რატომ არ ცდი ყველაფრის გამოსწორებას? სუსტი ხარ? ამას იმიტომ ამბობ, რომ სულელი ხარ, სუსტი კი არა. შანსი გაქვს, საყვარელ მეწყვილესთან ერთად იცხოვრო, მისგან თანადგომა მიიღო და იმდენი ბავშვი გყავდეთ, რამდენიც გენდომებათ. განა მართლა გაქვს საწუწუნო რამე? წარსულს რატომ აძლევ უფლებას, მხრებში ჩაგაფრინდეს?

პაკის გამკიცხველი ხმა აღარ ჰგავდა იმ მზრუნველი ადამიანისას, სულ რამდენიმე წუთის წინ რომ ეჯდა გვერდით. ჯონგუკს თავი დამნაშავესავით ჩაეხარა და ჯიმინის თითოეული სიტყვა სახეში გალაწუნების ეფექტით ჩაესმოდა ყურებში. გამოფხიზლებული ეგონა საკუთარი თავი მაშინ, როცა თქვა, რომ გაიზრდებოდა, მაგრამ დღეს მისი სიტყვები პაკთან ისევ არ მიანიშნებდა ჯონგუკის წინ გადადგმულ ნაბიჯებზე. ახლა უკვე მართლა უნდა მოსულიყო გონს და თუ ასე არ მოიქცეოდა, შემდეგ უფლება არ ექნებოდა, რამეზე დაეწუწუნა. მწვერვალზე ასვლა უნდოდა, წინ კი ნაბიჯსაც არ დგამდა, თან უმოქმედობა არ კმაროდა, თავსაც კი შთააგონებდა, რომ სუსტი იყო. თუ არ გატოკდებოდა, სისუსტე ისე მოიცავდა მთლიანად, ამას ვერც გაიზრებდა და მერე გვიანიც იქნებოდა.

_შენ დააღწიე თავი წარსულს?

_როცა ვხედავ, როგორ უყურებს ჰოსოკი პატარებს, გული მიკვდება, რომ აღარ შემიძლია, მას ბავშვი გავუჩინო. ჯონგუკ, წარსული ყოველთვის შეგახსენებს თავს, მაგრამ მას უფლება არ უნდა მისცე, რომ შენი აწმყო გახდეს. სწრაფად იპოვე ძალა შენს თავში და თეჰიონი სეულში რომ ჩამოვა, მეორედ წასვლის უფლება აღარ მისცე.

☆☆☆☆☆☆☆

შედარებით პატარა თავია, დატვირთული ვარ და ვერ ვახერხებ მოცლას. ვფიქრობ, რომ უკვე იმდენი დრამაა, ზედმეტად მომაბეზრებელი ხდება თქვენთვის კითხვა და ჩემთვის, წერა.

მომბეზრდა ჩემი ფიქციების მზრუნველი, მუდამ თბილი, იდეალური თეჰიონი და სულელი, პატარა, დაბნეული ჯონგუკი.😒 კომფორტის ზონაა მეთქი, ვიძახი, მაგრამ მართლა სულ ერთი და იგივე ზედმეტია. აწი შემდეგ ფიქციას დავწერ ისეთს, როგორიც გექნებათ სხვა ავტორებთან წაკითხული, მაგრამ ჩემთვის იქნება ახალი.🤷‍♀️

ერთი იდეა მაქვს. ცოლ-შვილიან ჯონგუკს გადაეყრება სკოლის მოსწავლე თეჰიონი, რომელიც ღარიბი ოჯახის შვილია და თავს აქა-იქ ბინძურ საქმეზე მუშაობით ინახავს. (კაი გაზეპირებულია ესეც)
მეორე იდეა თუ მოვიყვანე სისრულეში, 365 days ვაიბი ექნება, მხოლოდ ჩემებური ცვლილებებით.
მესამე ფიქციის იდეა ცოტა სულელურია. აი, ისეთი, გართობის მიზნით რომ დავწერ და მაგ მიზნითვე რომ მოგინდებათ წაკითხვა. სულელური მომენტებით, სულელი პერსონაჟებითა და სულელი ავტორით💅

ერთი მკითხეთ, ამ წინა საგამოცდოდ რა ახალ ფიქციებზე ვტლიკინებ?!🙄 უფ, რა😞


ამ არტს ვერ ველევი.🥹

ტკბილი ძილი/კარგი დღე💜

ꎇꍏꀤꋪꌩ ꁅꀤꋪ꒒ 🧚‍♀️

Continue Reading

You'll Also Like

3.8K 438 11
-ნუ ფარᲗხალებ კიმ Თეჰიონ -ბიᲭი Ძლიერ მკლავებᲨი მოქცეულ სხეულს მყარად იᲭერდა რომ არ გაქცეულიყო -გამიᲨვი Თორემ გიკბენ ჯეონ-პატარა სხეული წიკვინებს Თუმ...
7.2K 1K 28
Tu mihring tehlul in nge kan tana thil ruat hi hre lawk bik ang le hlimna nge lungngaihna in minlo hmuak ang🌈🌈🌈
14.1K 410 10
In 2004 Angelina got pregnant with Brad's baby, due to him not divorcing Jennifer yet they were forced to keep it a secret. so once Angelina gave bi...
1.3K 109 6
ჯონგუკი დაიფიცებდა რომ ჯიმინი უყვარდა. ჯიმინიც იმავეს გააკეთებდა. მაგრამ კიმ Თეჰიონი მათთვის სხვა ეუფორია იყო.