Catch me if you can

By misskasi123

8.3K 867 333

No spoiler More

[1]
[3]
[4]
[5]
[6]
[7]
[8]
[9]
[10]
[11]
{12}
[13]
[14]

[2]

575 74 12
By misskasi123

-რადგან ითხოვეთ.. 😊

-არ დაგავიწყდეთ დავოუთება და აზრის გამოთქმა ... ❤️‍🩹

Jimin pov:

ჩემს ბედზე ვბრაზობ! რადგან დარბაზში, ბოქსით მიწევს ჩემი ბრაზის სავარჯიშო ბალიშზე გადავიტანა იმის ნაცვლად, რომ იმ ნაბიჭვარს ცხირ-პირი გავუერთიანო. მთელი გულით ვნატრობდი ეს ბალიში ჯონგუკის წყეული უნაკლო სახე ყოფილიყო, რომელსაც აბაზანაში მოხვედრილი ამბის შემდეგ ვერ ვიგდებდი თავიდან.

საშინლად დამამცირა და არამამაკაცური მიწოდა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად შეათვალიერა ჩემი სხეული. მერე რა, თუ ჩემზე რამდენიმე მილიმეტრით მაღალია და ორი კუნთით ზედმეტი მასა აქვს? არასდროს, არავის მივცემ ჩემზე ასე მოქცევის უფლებას! ახვარი! მისი ყოველი შეხების გახსენებაც კი გულს მირევს.

ჯონგუკზე ისე ვიყავი გაცხარებული მთელი ჩემი ჯავრი სავარჯიშო ბალიშზე ამოვანთხიე. ამიტომ კუნთები ერთიანად დამეჭიმა და მხრები საშინლად ამტივდა.

სახლში შესვლისთანავე პირველს მამაჩემს გადავეყარე. დივანზე კომფორტულად მოკალათებულიყო, ცხვირზე სათვალე წამოესკუპებინა და როგორც ყოველთვის სამუშაო ქაღალდებში იქექებოდა. რომ შემამჩნია ფურცლები მაგიდაზე დააბრუნა.

-გამარჯობა. -მივაძახე.
-როგორც იქნა მოხვედი. შენ გელოდებოდი.
-მოხდა რამე?

-დღეს ადრე დაიძინე.
-რა? - ამჯერად რა სიურპრიზს მიმზადებ მამა?
-ხვალიდან კომპანიაში ივლი ჩემთან ერთად. -ისე წარმოთქვა ეს ფრაზა, რომ აშკარად ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო. ისე, რომ არც კი აპირებდა კითხვას იმასთან დაკავშირებით, მე მსურდა ეს თუ არა.

-რა? - სიმწრისგან გამეცინა.
-ასე რატომ გაიკვირვე? -მამაჩემსაც შეეცვალა ტონი. -თავი ისევ პირველ კურსელი გგონია? რატომ არ გინდა მოხვიდე და პროცესი დროულად აითვისო?

-იქნებ იმიტომ, რომ ახლა არდადეგებია! -ხელები გავშალე.
-სწორედაც! ეს დასვენებები პროდუქტიულად უნდა გამოიყენო. არ მინდა სწავლისთვის განკუთვნილი დრო წაგართვა. ასე, რომ სწორედ ახლა იმუშავებ ჩემთან ერთად. -მხრები აიჩეჩა და ისევ თავის ქაღალდებს ჩააცქირდა. აშკარა იყო უკან დახევას არ აპირებდა.

-კი, მაგრამ.. -მაინც ვცადე შეპასუხება მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ამას აზრი არ ქონდა.
-არავითარი მაგრამ ჯიმინ. ხვალ 8 საათზე მზად დამხვდი. ახლა კი წადი. -ხელი აიქნია და თავიდან მომიშორა. არ ქონდა აზრი მე რას ვიტყოდი. ყველაფერი მარტომ გადაწყვიტა.

კიბეები გაღიზიანებულმა სწრაფად ავირბინე და კარი პროტესტის ნიშნად მივაჯახუნე. ვერ ვიტანდი როცა ასე მექცეოდა. ისე მიწყვეტდა ყველაფერს, რომ არაფერს მეკითხებოდა. ყოველთვის ასე იყო. თვითონ გეგმავდა სად და რა უნდა მესწავლა. რა უნდა გამეკეთებინა, სპორტის რომელი სახეობით უნდა დავკავებულიყავი, ვისთან მემეგობრა, გამუდმებით ყველაფერში ცხვირს ჰყოფს. დავიღალე! ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს მიუხედავად იმისა, რომ უკვე 21 წლის ვარ!

-ამის დედაც! -ვიღრიალე. ჩანთა ძირს მოვისროლე და წიხლი ვკარი. აბაზანაში გაცეცხლებული შევვარდი და ვანაში წყალი მოვუშვი საბანაოდ. დარბაზიდან გამოყოლილო ჭუჭყი საშინლად მამძიმებდა. თბილმა და სურნელოვანმა წყალმა სხეულიდან დაძაბულობა მომიხსნა და მასთან ერთად სიბინძურეც თან წაიღო.

ნეტავ ოდესმე თუ მოეშვება მამაჩემი ჩემი ცხოვრების გაკონტროლებას?

ცუდი განწყობის გამო ოთახში დარჩენა ვარჩიე. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშიდან ახალ დავრუნებულს საშინლად მშიოდა მამას ნახვა მეტად აღარ მინდოდა, რადგან ვიცოდი აუცილებლად ვიკამათებდით. როგორც ყოველთვის ისეც უსარგებლო კამათი იქნებოდა, რადგან ის თავისი მუქარებითა და ზეწოლით საბოლოოდ სასურველს მაინც მიაღწევდა. ამიტომ საწოლში შევწექი, ტელეფონზე ზარი მოვაწყვე და ინტერნეტი გამოვრთე. სოციალურ ქსელებს თავი ავარიდე, რადგან ვიცოდი გვიანობამდე შემოვრჩებოდი. მე კიდევ სამსახურში პირველი დღე მქონდა, ადრე უნდა გამეღვიძა და იმ ჯოჯოხეთისთვის მთელი დღე გამეძლო. ვეცადე გონება მომედუნებინა და როგორც კი ეს მოვახერხე ელვისებურად ჩამეძინა.

ტელეფონმა დილის 7-ის ნახევარზე დარეკა. გამოსაფხიზებლად შხაპის მიღებაც მოვასწარი. რადგან ბანაობა კარგ ხასიათზე მაყენებს. სწრაფად მოვწესრიგდი და სამზარეულოში ჩავედი. რადგან ვიცოდი ლოდინს როგორ ვერ იტანდა. მამაჩემის გამოჩენამდე წახემსებასთან ერთად ყავის დალევაც კი მოვასწარი. როგორც კი ჭამას მოვრჩი მამა მაშინ შემოვიდა სამზარეულოში. სანამ თავისი ყავის მომზადებას ელოდებოდა ინტერესით ამათვალიერა. ის ჩემგან განსხვავებით ასეთ რამეებს უფრო დიდ ყურადღებას აქვევდა. ალბათ, ესეც მისი მაღალ საზოგადოებასთან ურთიერთობის შედეგი იყო, ისევე როგორც სხვა მილიონობით ცუდი, ძალიან ცუდი მანევრები. გულგრილობა, სიუხეშე, ცინიზმი.

ვიცოდი ჩაცმასთან დაკავშირებით თავის შეხედულებებს, რომ მომახვევდა თავს, ამიტომ ამაზე თავად ვიზრუნე და გადავწყვიტე ცოტა კლასიკურად ჩამეცვა, როგორც დირექტორის შვილს შეეფერება. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი მაისური და დახეული ღია ჯინსები ჩემი საყვარელი ტანსაცმელია. ახლა ყელამდე შეკრული თეთრი პერანგი მეცვა და ნაჭრის დაუთოებული შარვალი. თმაც კი გელით დავივარცხნე. მამაჩემს აშკარად მოეწონა ჩემი მონდომება. ტუჩის კუთხეები კმაყოფილებისგან აეპრიხა და უხმოდ ჩაეღიმა.

-კარგად გამოიყურები.
-მადლობა. -მშრალად ამოვთქვი.
-ყავას არ დალევ?
-ახლახანს მოვრჩი. -სკამიდან წამოვდექი და მაგიდას მოვცილდი. -ჩემს ნივთებს  ავიღებ და ჩამოვალ.

მანქანაში ჩაჯდომამდე ქათქათა თოვლს უიმედოდ გადავუსვი ფეხსაცმლის ძირი. შობას თეჰიონთან ერთად ვაპირებდი რომელიმე კურორტზე წასვლას სათხილამუროდ. სულ ტყულიად მეგონა, რომ ამ წელს მაინც დავისვენებდი ისე როგორც მე მინდოდა. მამაჩემმა როგორც ყოველთვის წელსაც გამონახა მიზეზი, რომ ჩემი არდადეგები სათავისოდ გამოეყენებინა. წინა წელს მათემატიკის გაუმჯობესების მიზნით დამატებით კურსზე ჩამწერა. ზაფხულში შვედეთში გამაგზავნა გაძლიერებულ კომპიტერულ ტრენინგებზე. ყოველ არდადეგებზე ასე საშინლად მექცევა. თავს ნამდვილ იდიოტად ვგრძნობ, რადგან ჩემგან განსხვავებით ჩემი ძმა ჯინი სრულიად თავისუფალია. ის აკეთებს იმას რაც სურს, დადის სადაც უნდა, ერთობა და დროს ატარებს, როგორც ყველა ჩემი ასაკის მოზარდი. რაც მთავარია მას აქვს სტუდენტური ცხოვრება. მაგრამ მე? ჩემი ხმის არ მშურს... უბრალოდ მეც მინდა მისი მსგავსი თუ არა, ცოტაოდენი თავისუფლება მაინც მქონდეს.

ოფისამდე ისე მივედით სიტყვა არ გაგვიცვლია. მთელი გზა ფანჯარას თვალს არ ვაშორებდი. რამდენჯერმე მამაჩემის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. მაგრამ საუბარს განგებ გავურბოდი.

კომპანიაში ყველა ჩვენ გვესაკმებოდნენ. მე კი უხერხულობისგან ყველას ვარიდებდი მზერას, ასეთ ყურადღებას ვერასდროს ვეჩვეოდი. მამას ზურგს უკან აუჩქარებლად მივყვებოდი და ვცდილობდი ღელვა ათიდან უკუთვლით დამეფარა, როცა ჩემს ზურგს უკან მოულოდნელად მისტერ ჯონის ხმა მომესმა.

-ჯიმინ? -მამაჩემი მაშინვე მომიტრიალდა და გაკვირვეულმა გამომხედა, როცა შეამჩნია, რომ ადგილიდან არ ვიძვროდი. მძიმედ ამოვიოხრე, სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი და უკან გავტრიალდი.

-მისტერ ჯონ. -როგორც კი გავიღიმე, ღიმილი მაშინვე სახეზე შემახმა. რადგან მის უკან ეშმაკი იდგა, ჯონ ჯონგუკის სახით, რომელიც სასტიკი და ბოროტი მზერით მე მომჩერებოდა. ჯონმა ჩვენს შორის არსებული დისტანცია დაარღვია და ისე ჩამიკრა გულში გააზრება ვერ მოვასწარი. თვალები შუბლზე ამივიდა გაოცებისგან და პირიც დავაღე. ხელები ჰაერში გამიჩერდა და მის მკლავებში გავიყინე.

დაბნეული ჯონგუკის ფხუკუნის ხმამ გამომაფხიზლა. აშკარად ჩემს რეაქციაზე იცინოდა. მაგრამ არ დასცალდა, რადგან მეორე წამს ის მამაჩემს ჰყავდა მკალვებში მოქცეული და გულში პატარა ცინგლიანი ბავშვივით იკრავდა. ახლა მე გამეცინა მის უხერხულობაზე და შუა თითი ავუწიე. ჯონგუკმა საპასუხოდ  შემომიღრინა და თვითონაც იგივეთი მიპასუხა.

-როგორ მიხარია ჯიმინ შენი აქ დანახვა. იმედია ამ არდადეგებზე შენ და ჯონგუკი უფრო დაახლოვდებით. ერთმანეთს უკეთ გაიცნობთ და დამეგობრდებით. მე და მამაშენს გვჯერა და დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენგან კარგი გუნდი გამოვა. - თვალი ჩამიკრა და უკან დაიხია. აი, თურმე რა გეგმა შეიმუშავეს ჩვენმა მამებმა. ჯონგუკს ზიზღით გავხედე. თვითონაც ზუსტად ასე მიმზერდა. თვალებით ერთმანეთს ვასკანერებდით და ერთმანეთზე გული გვერეოდა.

-ლანჩისას შევხდებით. -თქვა  მამაჩემმა და ჯონგუკს მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი. ძალით გავუცინე უფროს ჯონს და მამაჩემის კაბინეტში შევვარდი გაცოფებული. რა თქმა უნდა, როგორც კი მამა შიგნით შემოვიდა ერთი ამბავი ავტეხე.

-აქ სამუშაოდ არ მოგიყვანოვარ ხომ ასეა? -დავიღრინე.

-ეგეც სამუშაოს ნაწილია. -მშვიდად და აუღელვებლად მიპასუხა.

-არ მინდა მასთან დაახლოება. ის მე ვერ მიტანს. ვერ ხედავ როგორი ზიზღით სავსე მზერით მიყურებს? საშუალება როგორც კი მიეცემა სიამოვნებით მომკლავს!

-შენც ასე უყურებ და შენც იგივეს გააკეთებდი. -მხრები აიჩეჩა და თავის სავარძელში ჩაეშვა.

დივანზე მოწყვეტით ჩამოვჯექი. მამაჩემმა რაღაც ფურცლები გადმომილაგა წინ და ისევ დაუბრუნდა თავის ადგილს.

-დღეს მხოლოდ ეს გევალება. ისტორიის შესწავლა. მონაცემები კომპანიის დაარსების დღიდან. ყველაფერი უნდა ისწავლო წლების მიხედვით. თითეულ თვეში მონაცემების პროცენტული რაოდენობა. საღამოს წასვლამდე განვიხილავთ. ჯეინს უკვე ვთხოვე და ჩემს გვერდით გაგიმზადა კაბინეტი. არავინ შეგაწუხებს ლანჩამდე. ასე, რომ შეგიძლია საქმეს მიხედო. -ფურცლებს ხელი  დავტაცე და კაბინეტის კარი გაბრაზებულმა გამოვიხურე. უკვე ვერ ვიტანდი აქაურობას.

კაბინეტში შესვლამდე ჯონგუკმა ჩამიარა გვერდით და მხარი ისე ძლიერად გამკრა თავი, რომ არ შემეკავებინა ფურცლები ძირს დამეყრებოდა.

-ფრთხილად მისტერ პაკ. -ჩაიცინა და თავის კაბინეტს მიუახლოვდა. საპასუხოდ ტუჩების მოძრაობით კარგად გამოვკვეთე "მძულხარ" მეთქი და მანაც საპასუხოდ "მეც ასევე" დამიბრუნდა. მაშინვე შუა თითი ავუწიე და სანამ თვითონაც იგივეს გააკეთებდა ჩემს კაბინეტში შევვარდი.   

-ნაბოზარი.

//////////////

*1140

Continue Reading

You'll Also Like

193K 19.1K 24
"𝙏𝙤𝙪𝙘𝙝 𝙮𝙤𝙪𝙧𝙨𝙚𝙡𝙛, 𝙜𝙞𝙧𝙡. 𝙄 𝙬𝙖𝙣𝙣𝙖 𝙨𝙚𝙚 𝙞𝙩" Mr Jeon's word lingered on my skin and ignited me. The feeling that comes when yo...
961K 21.9K 49
In wich a one night stand turns out to be a lot more than that.
82.8K 1.9K 33
!Uploads daily! Max starts his first year at college. Everything goes well for him and his friends PJ and Bobby until he meets Bradley Uppercrust the...
1.1M 38.1K 63
𝐒𝐓𝐀𝐑𝐆𝐈𝐑𝐋 ──── ❝i just wanna see you shine, 'cause i know you are a stargirl!❞ 𝐈𝐍 𝐖𝐇𝐈𝐂𝐇 jude bellingham finally manages to shoot...