IMMACULATE | Z.M + Larry | (...

By Eeembyyy

14.5K 741 293

შენ შემცვალე... თავი შემაყვარე. გახდი ჩემი ნაწილი, ჩემი სული... ცხოვრება რომელსაც შავ-თეთრად ვხედავდი გამიფერ... More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
35

34

348 25 23
By Eeembyyy


გოგონამ მთელი ღამე თეთრად გაათენა. რაღა აზრი ჰქონდა ახლა მის ცხოვრებას? აღარც სკოლა ადარდებდა, აღარც მომავალი და აღარც აწმყო. მხოლოდ ზეინზე ფიქრობდა და მის თვალებზე, რომელიც ასე უყვარდა.

მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ტიროდა, სლუკუნებდა, თვალებს ხუჭავდა, მაგრამ ვერ იძინებდა. ძილი არაფრით არ ეკარებოდა და ეს სტანჯავდა. უნდოდა დაეძინა, ინდოდა სულ ცოტახნით მაინც დავიწყებოდა ის რაც მოხდა. ის რაც მის გამო მოხდა!

და პირველად დაფირდა სილვდილზე და მიხვდა, რომ სიკვდილის ეშინია. ძალიან იმეშინია, ისევე როგორც თითოეულ ჩვენგანს. ყველას ეშინია საზარელი, დაუნდობელი სიკვდილის. ქეითი დაფიქრდა და მიხვდა, რომ უსამართობა იყო დროზე ადრე მისი მოსვლა. ჯერ არ უნდა მოსულიყო მისი დრო. უფლება ჰქონდა ბედნიერი ისიც ყოფილიყო. რამდენიმე თვიანი ბედნიერება საკმარისი არაა. მას სიყვარული, ერთგულება და თამადგომა სჭირდებოდა, ახლა კი ეს ყველაფერი განადგურებულია.  

- შვილო, თუ წასვლა არ გინდა მამაშენს დავარწუმნებ. თავს ნუ გაინადგურებ.

ვანესა საშინლად ღელავდა შვილზე, ისევე როგორც დენიელი, მაგრამ ქალისგან განსხვავებით ის არ იმჩნევდა ამას. არც თვითონ სურდა შვილი შორს გაეგზავნა, მაგრამ ნერვიულობასთან ერთად ჯერ კიდევ ძალიან გაბრაზებული იყო მაზზე.

ქეითი დედას ძალდატანებით უღიმის ( ან ცდილობს გაუღიმოს, რაც არ გამოსდის) და ეუბნებდა, რომ ახალა ქალაქიდან შორს წასვლა დაეხმახმარება. მაგრამ ეს რა თქმა უნდა აბსურდი იყო. სრული აბაურდი.

ქეითს ტანსაცმელი და საჭირო ნივთები უკვე ჩაეწყო ჩემოდანში და ცრემლების შეკავებას ცდილობდა. დილით სცადა ჰარისთან დაერეკა, მაგრამ მად ზარს არ უპასუხა. ზეინთან დარეკვა ვერ გაბედა. ან რა უფლება ჰქონდა დაერეკა?

როცა ჩემოდანს ხელი მოკიდა და აწევა სცადა გულმა ისევ შეახსენა თავი. რატომ მეორდებოდა ეს ყოველთვის? ქეითს უკვე აღარ შეეძლო. ძალიან დაღლილი იყო. იცოდა, რომ ეს აუცილებლად უნდა ეთქვა მშობლებისთვის და აპირებდა კიდეც. მათ ყველაფერს დღეს მოუყვებოდა. ეს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა.

ბარგი ქვედა სართულზე ჩაიტანა და მშობლებს შეხედა, რომლებიც უკვე მზად იყვნენ გასასვლელად.

ქეითმა გადაწყვიტა სახლისთვის თვალი მოევლო. არ უნდოდა წასვლა. იცოდა, რომ დიდი ხნით არ მიდიოდა, მაგრამ სახლის თითოეულ დეტალს ისე აკვირდებოდა, თითქოს წლები ან თვეები აპირებდა სადმე გამგზავრებას.

გულზე ლოდის დაწოლა და ყელში უზარმაზარი ბურთის მოწოლა იგრძნო. ყელი გაუშრა და ნერწყვის გადაყლაპვა გაუჭირდა.

- კარგად ხარ?
- სამზარეულოში გავალ. წყალს დავლევ.

ქეითი ნელა შევიდა სამზარეულოში და მაცივარს მიუახლოვდა. ხელისკანკალით გამოაღო და წყალი გამოიღო. თაროდან გამჭირვალე ჭიქა ჩამოიღო და წყალი ნელა დაისხა.

ხელები უკანკალებდა. თავბრუ ეხვეოდა. თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. არ იციდა ეს იმაი გამო იყო, რომ ბევრს ნერვიულობდა თუ მისი გული კიდევ და კიდევ სუსტდებოდა.

პირველი ყლუპის გადაყლაპვის შემდეგ წვა იგრძნო. მუცელი და ყელი საშინლად აეწვა. თავბრუსხვევამ იმატა და მიხბდა, რომ გონებას კარგავდა. ჭიქა მაგიდაზე დადო და ხელითაც მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო.

სულ მალე ყველაფრი ბნელმა მოიცვა და ქეითმაც თავი ვეღარ შეიკავა. მაგიდაზე დადებულ ჭიქას ხელი ჩამოჯრა და ძირს დაანარცხა, შემდეგ კი თავადაც დაკარგა გონება.




***

ზეინი საშინელ მდგომარეობაში იყო. სახლში გამოკეტილი იჯდა და სვამდა. ბიჭებს ახლოს არ იკარებდა და სახლსი მოსვლის და მისი ნახვის უფლებას არ აძლევდა. ყველა საშინლად ნერვიულობდა მასზე. ქეითზე აღარ ბრაზობდნენ, მაგრამ ვერ გაერკვიათ თუ რატომ გააკეთა ეს ქეითმა. ისინი ხომ ასე მონდომებით  გეგმავდნენ ხელის მოწერის ცერემონიას.

ზეინს ყვეკაფერი ტკიოდა. როგორც ხორციელად ისე აულიერად. იწვოდა. ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვოდა. ქეითმა მას ამწვეყნიური ჯოჯოხეთი მოუვლინა. ცდილობდა ყველაფერში საკუთარი თავი დაედანაშაულებინა, რადგან ასე უფრო მარტივი იქნებოდა. ვერ დაადანაშაულებდა საყვარელ ადამიანს, ამიტომ ყველაფერს თავის თავს აბრალებდა. ფიქრობდა, რომ არ იყო ქეითის სიყვარულის ღირსი და ეს სწორედ ამიტომ მოხდა. ფიქრობდა, რომ ეს ქვეყანა ტკივილით და სატანჯველით იყო სავსე და ყველაფერი სძულდა.

ბოქსის რტყმევით ხელები ჩასიახლიანებული ჰქონდა. ამჯერად იმაზე მეტად ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა ხოლმე. მაგრამ ხელების წვას და ტკივილს ვერ გრძნობდა. მეტი უნდოდა, მაგრამ დედამისმა შეაჩერა, რომელმაც უკვე დარ იცოდა როგორ ეშველა შვილისთვის, რომელიც თავს ინადგურებდა. ეხვეწებოდა, ევედრებოდა, რომ სმა შეეწყვიტა. მაგრამ ზეინს არაფერი ესმოდა.

მისი თვალები აულ ჩასიახლიანებული და გაწითლებული იყო. უძილობისგან თვალებქვეშ ჩაშავებები გასჩენოდა. საშინელი შესახედავი იყო. ოთახში ყველაფერი დალეწა. საწოლი აანგია და მთელი ჯავრი ამაზე იყარა, რადგან ეს საწოლი ქეითს ახსენებდა.

- ზეინ, ასე აღარ შეიძლება. მოეშვი სმას. დამამშვიდებელი დალიე და ეცადე დაიძინო.
- შემეშვი, დედა.
- შვილო, გთხოვ.
- საქმეები არ გაქვს? ჩემთვსი არასდროს გეცალა, ახლა რა შეიცვალა? წადი საქმეს მიხედე, მე შემეშვით!

საღამოს როცა მისტერ მალიკიც დაბრუნდა და სახლში საშინელი სიტუაცია დახვდა სააინლად განრისხდა. ზეინს და მას საშინელი ჩხუბი მოუვიდათ და სახლსი ყველაფერი დალეწეს. სიმართლე იყქვას ზეინს ესიამოვნა კიდეც, რადგან ცოტა გული გადააყოლა ამ ჩხუბს.

კედელთან უმწეო, სუსტი არსებასავით მოიკუნტა და სიმწრის ცრემლები გამოუშვა. თან ისტერიულად იცინოდა და ცრემლებს სახიდან იშორებდა.

- მიმატოვა. მიმატოვაა. ჰაჰჰჰ რა სასაცილოა არა? დედა, შენი შვილი მიატოვეს. გესმის, მამა? თქვენი შვილი, რომელმაც არ იცოდა რა იყო სიყვარული. რომელსაც ეს სამყარო ეზიზღებოდა. გოგოებთან ურთიერთობას არ აბამდა და ის ვისაც ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. მიმატოვეს! გამომიყენეს და მიმაგდეს. მტკივა,  დედა.

თავლებიდან სიმწრის ცრემლები გადმოუშვა და ხელი გულზე მიიჭირა. როგორ უნდა აიღწეროს სიტყევბით ბიჭი, რომელიც ასეთ ტკივილს განიცდიდა და შინაგანად კვდებოდა?

- მიყვარს. ყველაფრის მიუხედავად მიყვარს! ვუთხარი, რომ ვერ ვიტანდი, მაგრამ მიყვარს!! სიკვდილამდე, ტკივილამდე მიყვარს!

რამდენიმე წუთი სიჩუმეში გავიდა. მისის მალიკი შოკში იყო, მისტერ მალიკი კი გაშეშებული იდგა და ვაჟს უყურებდა. მანაც იგრძნო ის თუ რაოდენ განადგურებული იყო ახლა ზეინი.

ამ სიჩუმეში ტელეფონის ხმა გაისმა. მისის მალიკი გამოფხიზლდა, ცოტა დაწყნარდა და ზარს უპასუხა.

ჯერ გაშეშებული უსმენდა, შემდეგ კი თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა. სახეზე გაოცება და ტკივილი აესახა.

- საოპერაციო გაამზადეთ... მალე მოვალ.  ტელეფონი გვერდით გადადო.

- საავადმყოფოდან დარეკეს.
- ისევ სამსახური არა? წადი. წადი იქნებ იქ მაინც დაეხმარო ვინმეს.
- საავადმყოფოში გადაუდებელ ოპერაციაზე გამომიძახეს. რამდწნიმე წუთის წინ გონებადაკარგული გოგო მიიყვანეს. გული გაუჩერდა, სასრაფოდ ესაჭიროება ოპერაცი, რომ მისი გადარჩენა შევძლოთ. - მისის მალიკს საშინლად უჭირდა ამ სიტყვების წარმოთქმა- ზეინ, ეს გოგო... ეს გოგო ქეითია.

Continue Reading

You'll Also Like

1M 58K 37
It's the 2nd season of " My Heaven's Flower " The most thrilling love triangle story in which Mohammad Abdullah ( Jeon Junghoon's ) daughter Mishel...
14.1K 793 24
ამბავი მოგვითხრობს სასიყვარულო ისტორიას რომელიც ორ ადამიანს გადახდა, მაგრამ სტანდარტული სასიყვარულო ურთიერთობისგან, განსხვავებით ეს გრძნობა არა სითბო...
23.3K 2K 55
8 თინეიჯერის ცხოვრება, სავსე ბედნიერებით, წვეულებებით, მეგობრობით და უკიდეგანო სიყვარულით. ეს მოვლენები ქუთაისში მიმდინარეობს, პატარა ქალაქში სადაც...
35K 1.8K 30
"ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, არც შეყვარებულები, ნორმალურად არც კი ვსაუბრობდით, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩვენს შორის რაღაც იყო და თითქოს ეს გრძნობა არ...