29

348 23 1
                                    



დრო უსაშველოდ იწელება. ქეითს მოთმინება ევსება. შაბათია. მისი დაბადების დღე და ეს სულ არ ახარებს. რა მნიშვნელობა აქვს რა დღეა? მაინც სახლში ზის და მოწყენილობით კვდება. ამ დროსი განმავლობაში ჯორჯმა ორჯერ დაურეკა, მაგრამ ქეითს არ უპასუხია. არ უნდოდა მასთან ლაპარაკი.

დილით ჩვეულებისამებრ დგება და სასაუზმოდ ქვევით ჩადის.

სამზარეულოში პატარა სუფრაა გაშლილი, მაგიდის შუაში ვანესას გამომცხვარი ტორტია, რომელიც ასე უყვარს ქეითს.

- დაბადების დღეს გილოცავთ, ძვირფასო.
- მადლობა.

იღიმის ქეითი და მშობლებს ეხუტება. საჩუქრების მიღების შემდეგ სუფრასთან ჯდებიან და უგემრიელეს საჭმელს მიირთმევენ. ვანესა და დენიელი ამჩნევენ, რომ ქეითი მოწყენილია. თეფშს უაზროდ ჩაჩერებია და ხმას არ იღებს.

- მე და მამაშენმა ვილაპარაკეთ. ვინაიდან 18 წლის მხოლოდ ერთხელ ხდები დღეს შინაპატიმრობა მოგეხსნება- თქვა ვანესამ და ქეითის რეაქციას დააკვირდა.

გოგომ თავი ამოწია. სახეზე ყურებამდე ღიმილი ჰქონდა აკრული.

- მართლა?
- მართლა. შეადღისთვის სადღაც წავალთ ასე, რომ გაემზადე. 
- სად მივდივართ?
- გზაში გეტყვით ყველაფერს.
- ჰარის და ბავშვების ნახვა შემიძლია?

არაფერი უპასუხეს. საუზმობის შემდეგ დედას სამზარეულო მიალაგებინა და მისაღებში გავიდა. მილოცვებს და შეტყობინებებს  პასუხობდა.

ყველამ მიულოცა, ყველას დანარეკი ან მონაწერი იყო, ზეინის გარდა. არ იცოდა? თუ დაავიწყდა?

ორი საათისკენ ქეითი ლამაზად გამოეწყო. მშობლებიც უკვე მზად იყვნენ და გასასვლელად ემზადებოდნენ. ქეითს აი ტერესებდა სად მიდიოდნენ.

- ახლავ არ მეტყვით?

იკითხა მანქანაში მჯდომმა ქეითმა, როცა ქალაქიდან გავიდნენ.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें