35

644 26 12
                                    


იმედი მაქვს ამ თავზე იაქტიურებთ, რადგან თქვენი მოტივაციით დავწერეე!❤️❤️
____________________________________

დახუთულ, საავადმყოფოს თეთრ კედელბს შორის, გაფითრებულ და აცახცახებულ სხეულებს შორის იჯდა ზეინი და ცივ კედელს ეყრდნობოდა. თავი ხელებში ჩაერგო და ცხელი ცხრემლები სდიოდა.

ქეითის მშობლები მოუთმენლად ელოდნენ მისის მალიკს, რომელიც ამ წითებში საოპერაციოში იმყოფებოდა და ოპერაციას უკეთებდა ქეითს, რომლის გულიც საბოლოოდ გაჩერების ზღვარზე იყო.  გულის დონორის მოლოდინში ბიჭები და ყველა მათგანი კინაღამ გაგიჟდა. ზეინი თავს ვეღარ აკონტროლებდა იმაზე ფიქროთ, რომ იქვე ახლოს, საოპერაციო მაგიდაზე მისი ქეითი იწვა.

- ჩემი ბრალია...

ჩურჩულებს ზეინი და მძიმედ სუნთქავს.

- ძლიერი იყავი. მას შენ სჭირდები, ძლიერი უნდა იყო. - ვანესა მასთან მიდის და ამ სიტყვეს ეუბნება. ხელს მხარზე ადებს და ზეინიც ჩაწითლებული თვალებით უყურებს მას.
- საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ თუ ისდამი ნათქვამი ჩემი უკანასკნელი სიტყვები "ვერ გიტან" იქნება. ჩემი ბრალია.
- არა, ჩემი ბრალია. დედამისი ვარ, უნდა მცოდნოდა! ვერაფერს ვხვდებოდი, სულეი და ბრმა ვიყავი. ჩემს შვილს ტკიოდა მე კი არ ვიცოდი. ჩემი ბრალია. მხოლოდ ჩემი!

ჰარი უყურებდა დედამისს და არ იცოდა რა უნდა ეგრძნო. უნდოდა დედასთან მისულიყო და ჩახუტებოდა. უნდოდა მასთან მისულიყო და ენუგეშებინა, რომ ქეითი კარგად იქნებოდა, მაგრამ არ შეეძლო.

თითქოს ეს ვანესამაც იგრძნო და ჰარის შეხედა. მისი თვალები ამღვრეული და ჩაწითლებული იყო. შვილს უყურებდა და უდიდედ ტკივილს გრძნობდა. ტკივილს და სინანულს. როგორ შეეძლო ასე მოქცეულიყო? ერთი შვილი ვერ დაიცვა და ახლა მეორეც ეცლება ხელიდან?..

დრო ძალიან იწელებოდა. მტანჯველად და უსასრულოდ იწელებოდა. ყველა მათგანი მოუთმენლად ელოდა მისის მალიკის გამოსვლს საოპერაციოდან. მისტერ სტაილსიც აქ იყო და ცდილობდა ბიჭები დაემშვიდებინა. ჰარი სულ მთლად კანკალებდა და ლუიც საშინლად ღელავდა.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now