ლეგენდად ქცეული სიყვარული

By 07_anmin_07

8.2K 553 110

ბიჭი, რომელმაც საკუთარი მშობლები დახოცა, ამჯერად კორეის დედაქალაქში სეულში გადაინაცვლა და იქ აგრძელებს ყველან... More

მიღალატეთ
სიკვდილის თამაშები
რა არის გრძნობა?
პირველი ღამე შენთან
ვისაუზმოთ
რატომ?..
მახსოვს..
ეს მიზეზი გრძნობაა?!
გეგმა რომელმაც იმუშავა
ეს ყოველივე შენთვისაა
მე შენ შეგხვდი..
ჩვენი პირველი თოვლი
ინსტიქტი
მუდამ ერთად!

ქარიანი დღე და ჩვენ

432 36 14
By 07_anmin_07

დილით სორა თვალებს ახელს და წინ ჯიმინის ლამაზ სახეს ხედავს, მის ცხელ სუნთქვას გრძნობს.
იცით რა გრძნობაა, იმ ადამიანის გვერდით გაღვიძება ვინც შენი გულის აჩქარების მიზეზია?
გოგონამ არ იცის რას გრძნობს, ამას შეიძლება სიყვარული დავარქვათ?..
მას ხედავს და იმ გრძნობას რასაც გრძნობს: მონატრებას, მოლოდინს, შიშს, ტკივილს, ბრაზს, მარტოობას, იმედგაცრუებას, ამათ შორის შესაძლოა ჩავატიოთ სიყვარული?!..თუ ამ ყველაფერს მოიცავს ის?!..
რა არის ადანიანის ცხოვრება, სად გადის ზღვარი გრძნობებსა თუ ქვეცნობიერს შორის, ღირს შეცდომის დაშვება თუ ეს სიამოვნებას მოგანიჭებს?

იმას, რასაც სორა გრძობს, უცნაურობის არაფერი ეტყობოდა.
ჩვეულებრივი, მაგრამ ეს გრძნობა ლამაზი იყო, ფერადი, ხან შავი, ხან თეთრი, ხან კი ის ფერები, რომლებიც მასში აღფრთოვანებას, მონატრებას და ტკივილს იწვევდა.

დანაშაულია მისი შეყვარება, თუ იმას ჩავთვლით, რომ ის მკვლელია. ბევრი იფიქრებს, რომ ეს დანაშაულია, მაგრამ როცა გიყვარს და არ შეგიძლია მის გარეშე, როგორია გითხრან რომ მასთან ყოფნა არ შეგიძლია.

სორას ჯიმინი უყვარდა, იმ დღიდან გრძნობდა ამ ფერებს, როდესაც პირველად მისი მზერა იგრძნო მაღაზიის მინიდან, მან იმ დღეს უბრალოდ გაიღიმა და თქვა რომ უფლება ჰქონდა რამე ეგრძნო მის მიმართ.
ის გრძნობდა, რომ აღარ შეეძლო მის გარეშე, დღითი დღე მწვავდებოდა, უბრალოდ ყოველ დღე, როდესაც ის სახლიდან გადიოდა სორას ეშინოდა, რადგან იცოდა რომ შესაძლოა ჯიმინი საფრთხეში ყოფილიყო, სანამ არ დაბრუნდებოდა გული გამალებით უცემდა და მას როდესაც კარის ზღურბლზე დაინახავდა, სორას თბილი ჩახუტებით უნდოდა მისი აჩქარებული გული დაეწყნარებია, მაგრამ არ იცის ახლა რას წარმოადგენენ ერთანეთისთვის.

დიახ, სორას სიგიჟემდე შეუყვარდა, აგიჟებდა მისი ტუჩები, მისი ნაზი ღიმილი, მისი გაბრაზებული ან მოწყენილი სახე, ხალი ლავიწთან და ყველაზე მეტად მისი თვალები, რომელიც ყველა იმ ემოციას გამოხატავდა, რომელიც ბიჭს აქამდე არ გამოუვლენია.
დიახ, სიგიჟემდე შეუყვარდა, იცოდა რომ ამის გამო არანორმალური იყო, დაე იყოს გიჟი ამ სიყვარულში ჩაფლული და გრძნებებით მოცული, მას მხოლოდ მის საყვარელ ადამიანთან ყოფნა სურდა, სამუდამოდ.
ამბობენ სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებსო, გოგონამ კი იცოდა, რომ შეეძლო სიკვდილის შემდეგაც ყვარებოდა, ჯიმინსაც ის უბრალოდ ცხოვრებაზე მეტად უყვარდა და სამუდამოდ მასთან, ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში, ან თუნდაც მათ გასაყარზე, მიწაზე, მასთან ერთად იქნებოდა, მან ეს იცოდა.

ჯიმინმა თვალები გაახილა და სორას ღიმილით შეხედა, გოგონამ დაიმორცხვა და თავი მის კისერში ჩარგო.

სორა-დილა მშვიდობისა-ამოიბუტბუტა ბიჭის კისერში.

ჯიმინმა თავი ააწევინა და მთელი სახე დაუკოცნა.

ჯიმინი-დილა მშვიდობისა, მშვენიერო- ზეტმეტ სახელზე გოგონას გაეღიმა და საწოლიდან წამოდგომა ცადა, მაგრამ ჯიმინის ხელმა გააჩერა- სად მიდიხარ?

სორა-უბრალოდ ყავა მინდა, შენც გაგიკეთებ-ტანისამოსის აკრეფით დაკავებულმა მიმართა

ჯიმინი-კარგი მომენტი გააფუჭე.

სორა-არ მეგონა ასეთი რომანტიკოსი თუ უყავით, ბატონო პარკ ჯიმინ- გოგონამ გაიცინა და ლოყაზე აკოცა.

ჯიმინი-არც ვარ, უბრალოდ საწოლში ნებივრობა მინდოდა-კარში გასულს გასძახა ჯიმინმა და თავის მოსაწესრიგებლად სააბაზანოში გავიდა.

დილით იმის ყურება, თუ როგორ ფუსფუსებს სამზარეულოში საყვარელი ადამიანი, შემდეგ გიღიმის, შენ კი უნებურად ისე გინდება ჩაეხუტო, მის თმაში ჩაყო თავი და შეიგრძნო მისი სურნელი და ისე გინდა ეს გააკეთო, სურვილი გაგიჟებს, შიგნიდან გჭამს ამიტომ უეცრად მასთან ჩნდები სურვილს იკმაყოფილებ და ის ბედნიერი შემოგცქერის, ლოყაზე გკოცნის, ამავდროულად კი ცხელ ყავას გაწვდის რომელსაც საოცარი გემო აქვს, მაგრამ თუ ეს ასე არ იქნებოდა ის მაინც გემრიელი იქნებოდა, რადგან სორას გაკეთებული იყო.

რამოდენიმე საათი ჩახუტებულებმა ერთად გაატარეს, შემდეგ კი ჯიმინს გაახსენდა, რაც წინა დღით სორამ თხოვა.

ჯიმინი-მოემზადე გავდივართ-თავზე ფერებით უთხრა მან.

სორა-სად?-გაკვირვება ვერ დამალა სორამ, რადგან არ ეგონა თუ ჯიმინი მას გარეთ გაიყვანდა.

ჯიმინი-შენ არ მოითხოვე გასეირნება?-თქვა და წითელი ღვინო ჩამოისხა.

სორა გახარებული გავიდა თავის ოთახში და ჯიმინის ნაყიდი ტანისამოსი მოირგო, პირბადე ყურებზე გადაიდო და სახე დაიფარა.
ბიჭიც სახეც არანაკლებ იყო დამალული, პირზე შავი პირბადე, ხოლო მის შავ თმაზე იმავე ფერის ქუდი მოერგო.

სორას არ გამოპარვია მარჯვენა ჯიბეში არსებული დანა, ცუდი წინათგრძნობა აქვს, მაგრამ ამ დღეს ვერაფერი გააფუჭებს.
გოგონა ფართოდ იღიმის და ბიჭს ელოდება, ისიც მალევე გამოდის და ღიმილზე თავადაც ეღიმება.

ჯიმინი-წავედით-კარები გადაკეტეს და მალევე დატოვეს სახლი, სორამ ჯიმინს ხელი ჩაკიდა, გაუღიმა და გზას გაუდგნენ.

ცივი სიო სახეზე ელამუნებოდათ და ცხვირს უწითლებდა გოგონას, ჯიმინმა ცხვირზე ხელი მოუჭირა და ერთდროულად გაიცინეს.
ჯერ ლამაზ პარკში დაჯდნენ, ყავით ხელში, საკუთარ თავზე ბევრ ინფორმაციას უცვლიდნენ ერთმანეთს და შემდეგ ხალისობდნენ.
არა ერთი შეყვარებული წყვილი, მოხუცები და ბავშვები გაიარ-გამოიარდნენ, მაგრამ ჯიმინს არცერთი აღიზიანებდა, პირიქით ღიმილით გახედავდა და შემდეგ სორას გაბრწყინებულ სახეს შეაცქერდებოდა, ისე თითქოს მის წინ ფრთიანი ანგელოზი იჯდესო.

ატრაქციონებზე გაიარეს, არა ერთი ატრაქციონი მოსინჯეს, მხიარულობდნენ, ბიჭს რა თქმა უნდა გოგონას ღიმილი უფრო ახარებდა ვიდრე გართობა.
რამოდენიმე წუთით ბიჭი გაბადრული სახით გავიდა საპირფარეშოში, სორა კი შოკოლადების მაღაზიაში დატოვა.

როგორც კი საპირფარეშოს კარს მიუახლოვდა, ბევრი ფიქრის გარეშე შევიდა და სიცარიელეს შეხვდა, რამოდენიმე კაბინა შეამოწმა, ხოლო რომელის კარიც დაკეტილი იყო მალევე ნაფლეთებად იქცა, იქ მყოფი საშვალო ასაკის კაცი ძირს გაეფინა ჯიმინს და ზევიდან ირინიული ღიმილით დაჰყურებდა.
მარჯვენა ჯიბიდან დანა ამოიღო და საძილე არტერიასთან მაგრად მიაჭირა.

ჯიმინი-ჩემი გოგოსთვის არ უნდა შეგეხედა ზედმეტად, გასაგებია?!-გაბადრული სახით დანა მოაშორა და რამოდენიმე სახეში უთავაზა.

-და რა, რის გაკეთებას აპირებ, ცემით უნდა მომკლა თუ მაგ პატარა დანით?-ირონიულად მიუგო კაცმა, ჯიმინმა პირბადე სახიდან მოიშორა და მსხვერპლის გამომეტყველებაზე მწარედ ჩაიცინა- პ-პარკ ჯიმინ?

მალევე კაცი სისხლის გუბეში იწვა და სულს ღაფავდა.
გამოსვლის თანავე ატყდა წივილ-კივილი, ამიტომ ჯიმინი იძულებული გახდა, სორასთვის ხელი ჩაეკიდა და რაც შეიძლებოდა სწრაფად დაეტოვებინათ ტერიტორია.

ქარმა მოიმატა, ორი ბედნიერი ადამიანი კი ამ ქარიან დღეს ერთად ხელჩაკიდებულნი მირბოდნენ.
სორას არ აინტერესებდა რა გააკეთა ჯიმინმა, ახლა მას ეს მომენტი მხოლოდ კარგ მომენტად და კარგ დღეთ დაამახსოვრდებოდა.
ისინი ბედნიერები იყვნენ და მომავალშიც ასე იქნებოდა!

-----------------------
ის მომენტი ყველას გქონიათ ხო ბაბუას ტოლი კაცო გზაში თვალს რომ გამოგაყოლებდათ...

ამაზრზენობაა🥲

ისიამოვნეთ ამ მოკლე თავით

Continue Reading

You'll Also Like

1M 63.6K 119
Kira Kokoa was a completely normal girl... At least that's what she wants you to believe. A brilliant mind-reader that's been masquerading as quirkle...
1.7K 72 13
You know after everything that has happened to you, you think your girl will catch a break but no here l am. Mai 20 nice to meet you, l have been tak...
3.2K 478 11
Нүдээ аниад намайг сонгоход л болно.Чамайг цоо шинэ ертөнцөд хүргэж өгье...
22.2K 1.1K 18
• გათამამებული playboys გეგმა რომელიც გოგონას ცხოვრებას თავდაყირა უქცევს • მაგრამ ზოგჯერ ის გიყვარდება ვინც არ უნდა შეგყვარებოდა... • ბედისწერას მივ...