IMMACULATE | Z.M + Larry | (...

By Eeembyyy

15.9K 778 293

შენ შემცვალე... თავი შემაყვარე. გახდი ჩემი ნაწილი, ჩემი სული... ცხოვრება რომელსაც შავ-თეთრად ვხედავდი გამიფერ... More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35

20

417 20 9
By Eeembyyy



ქეითს მთელი ღამე თვალი აღარ მოუხუჭავს. ზეინს მისი არ სჯეროდა და რეჯინაც კი დაიცვა. ეს წარმოუდენელია. მთელი ღამე ცრემლები მოსდიოდა, ბრაზობდა საკუთარ თავზე და ზეინზე.

გოგონას მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა. უძილობის და ტირილის გამო მისი მდგომარეობა შედარებით დამძიმდა, ამიტომ საჭირო გახდა დილით მისთვის წვეთოვანი დაედგათ, სანამ ეძინა.

დილით ქეითის მშობლები ადრიანად მოვიდნენ. ცოტახანში კი პალატის წინ ჰარიც გამოჩნდა.

- შენი აქ ყოფნა საჭირო არ არის. - თქვა დენიელმა.
- თქვენთვის არ მიკითხავს. ჩემი დის გვერდით ვიქნები და ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი არ მაინტერესებს.

ნახევარი საათის გასვლის შემდეგ ექთანმა მათ ნება დართო პალატაში შესულიყვნენ.

- უკვე გაიღვიძე?
- კი. - მშვიდი ხმით თქვა ქეითმა.
- კარგად ხარ?- კითხა ჰარიმ.
- კარგად ვარ.

უპასუხა მაგრამ კარგად არ იყო.
კარგად ნამდვილად არ იყო. ერთადერთი რაც უნდოდა აქედან წასვლა იყო. ფიქრობდა ზეინზე, რაც უფრო ცუდად ხდიდა. წარმოიდგენდა, რომ ახლა რეჯინას ეხებოდა და მისი მთელი სხეული ზიზღით ივსებოდა. 

- ექიმს ველაპარაკე- დაიწყო ვანესამ- თქვა რომ მდგომარეობა არც ისე დამაკმაყოფილებელია.
- ანუ დღესაც აქ დავრჩები?
- სამწუხაროდ.
- მამა კიდევ ერთ ღამეს აქ ვერ გავატარებ. ექიმებს დაელაპარაკე, გთხოვ.
- ძვირფასო ვიცი, რომ აქ დარჩენა არ გინდა, მაგრამ მე ვერაფერს გავხდები.
- კარგიი, ახლა არ მოიწყინო. მიიწიე გუშინ ღამე არ მძინებია ასე, რომ დაღლილი ვარ. მიიწიე, მიიწიე.

ჰარი ქეთს საწოლში ჩაუხტა და ფრთხილად დაადო მკერდზე თავი. დენიელს არ უნდოდა რამე ეთქვა და თავის შეკავებას ცდილობდა.

მალე ჰარის ტელეფონმა დარეკა.

- გისმენ ლუ.

- არა კარგადაა, ალბათ ხვალ გამოწერენ.

- საჭირო არ არის. არ მოხვიდეთ. უნივერსიტეტში წადით.

- არა, დღესაც გავაცდენ. ქეითთან ვიქნები.

ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიდო.

- ლექციებს აცდენ? - კითხა ვანესამ.
- ეს შენ არ გეხება.
- ჰარი, არ მომწონს ჩემს გამო უნივერსიტეტში რომ არ დადიხარ.
- არაუშავს, ბიჭები დამეხმარებიან. ამასთანავე მოგიკითხეს. ვუთხარი, რომ კარგად ხარ, თორე მოგაკითხავდნენ და ლუის აქედან ვეღარ გააგდებდი- სიცილით თქვა ჰარიმ. ქეითსაც გაეცინა.
- ლუის ვერა მაგრამ შენ გაგაგდებ. სახლში წადი, მოწესრიგდი და ლექციებს დაესწარი.
- მაგრამ...
- ჰარი! უნივერსიტეტში წადი- მკაცრი ხმით თქვა ქეითმა.


შუადღისას უამრავი ანალიზი აუღეს,  ექიმმა უთხრა, რომ სიარულში ევარჯიშა, რადგან წოლისგან ენერგიას კარგავდა. ცდილობდა ფეხზე ამდგარიყო, მაგრამ ამის ძალა ჯერ კიდევ არ ჰქონდა.

ისევ მოსაღამოვდა. უკვე ყველა წავიდა. გოგონამ ძლივა დაარწმუნა მშობლები, რომ პატარა არ იყო და შეეძლო პალატაში ღამის მარტო გატარება. ქიეთი საშინლად მოწყნილია. არ იცის რა გააკეთოს, არ უნდა აქ ყოფნა, უკვე ვეღარ ჩერდება. სული ეხუთება. 

უნდა წამომდგარიყო. სუსტი არ იყო. შეძლებდა. უნდა გაეარა. წარმოიდგინა რეჯინას კმაყოფილი სახე, რამაც ბრაზი მოჰგვარა. საბანი გადაიხადა, ფეხები ცივ იატაკზე დააწყო, ხელით ძლიერ ჩაეჭიდა საწოლის კიდეს და წამოდგომა სცადა. არ გამოუვიდა... კიდევ სცადა. არც ახლა გამოუვიდა... თვალები დახუჭაფა წარმოიდგინა ზეინი, რომელიც მის წინ იდგა. ეძახდა. ეუბნებოდა მასთან მისილიყო.

ქეითმა ბოლო ძალები მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა. გაუჭირდა, მაგრამ პირველი ნაბიჯი გადადგა. პირველს მეორე მიაყოლა, მეორეს მესამე... მეოთხე. გაეღიმა, რადგან შეძლო. ჯერ კიდევ სუსტად იყო მაგრამ ნაბიჯების გადადგმას აგრძელებდა.

მოულოდნელად კარის გაღების ხმა გაიგო. იფიქრა ექთანიაო, მაგრამ ფეხის ნაბიჯების ხმა არ გაუგია. კედელს დაეყრდნო და ნელა შეტრიალდა კარისკენ.

კარში ზეინი იდგა. ზეინი. გოგონამ თავბრუსხვევა იგრძნო და წაბორძიკდა. ზეინი კი სწრაფად მივიდა მასთან, ხელში აიტაცა და საწოლზე დასვა.

- აქ რას აკეთებ?
- სიარულში ვარჯიშობდი?
- აქ რას აკეთებ?!
- შენი აზრით? - ზეინი ისევ ნასვამი იყო.
- ჩემი არ გჯერა, მაგრამ მაინც მოდიხარ ჩემს სანახავად? რატომ?
- იქნებ შენზე ვნერვიულობ?
- ნუ ნერვიულობ! ნუ ნერვიულობ. შეგიძლია რეჯინაზე ინერვიულო, მაგრამ ჩემზე ნუ ნერვიულობ!
- ეჭვიანობ?- ღიმილით ჰკითხა ზეინმა, რადგან მოეწონა გოგონას მკაცრი ტონი.
- შენიძლება ვეჭვიანობ კიდეც. არ უნდა ვვეჭვიანობდე, მაგრამ მაინც ვეჭვიანობ. ჭკუიდან გადავყავარ იმას, რომ ჩემი არ გჯერა და იმ ორი დღის გაცნობილ გოგოს დაუჯერე!

ზეინს ღიმილი გაუფართოვდა.

- ნუ იღიმი, ნუ იღიმი, ზეინ. იმიტომ რომ იცი როგორ ძალიან მოქმედებს ჩემზე შენი პატარა ქმედებაც კი.
- მართალია, ვიცი. - ზეინმა ქეითს ბარძაყზე ხელი აატარა. მისი კანი ისეთივე ნაზი იყო, როგორც ყოველთვის.
- ზეინ...
- გისმენ
- წამიყვანე აქედან. აქ ცუდად ვარ...
- მაგრამ, უფრო ცუდად რომ გახდე?
- არ გავხდები. წამიყვანე, გთხოვ. - მუდარით აღსავსე თვალები მიაპყრო მას.

ზეინს არაფერი უთქვამს, ქეოთის ერთი მზერა საკმარისი აღმოჩნდა მის დასარწმუნებლად. ერთი ხელი ქეითის წელს უკან შეაცურა, მეორე ფეხებს ქვეშ და გოგონა ხელში აიტაცა. საავადმყოფო თითქმის ცარიელი იყო, ამიტომ გაპარვა არ გაუჭირდებოდა. უკანა კართან მხოლოდ ერთი დაცნაა, ამიტომ მასაც მარტივად გაეპარებიან.

ქეითმა ზეინის ცხელ გულს თავი მიადო და თვალები მინაბა.

როცა გონს მოვიდა, უკვე მანქანაში იჯდა ზეინის გვერდით. მამქანაში სასიამოვნო სითბო იყო.

- სად მოვედით?
- ჩემს სახლში.
- რა? მაგრამ...
- ჩემი მშობლები სახლში არ არიან, დიდი ალბათობით არც ხვალ მოვლენ. ასე, რომ შეგიძლია მშვიდად იყო.

ზეინმა ქეითი თავის ოთახში აიყვანა. გოგონა ყველაფერს ათვალიერებდა. ზეინი სახლი უზარმაზარი და ულამაზესი იყო. მისი ოთახი ყვეკაზე მეტად მოეწონა. ზეინის ხასიათის შესაფერისი და მყუდრო იყო.

- ჩემს მაისურს მოგცემ.

ზეინმა გარდერობი გამოაღო და გრძელი, ლურჯი მაისური ქეითს მიაწოდა, რომელსაც ჯერ კიდევ საავადმყოფოს ტანსაცმელი ეცვა.

- მადლობა.
- შეგიძლია სააბაზანოში გამოიცვალო.

გოგონა ნელა გავიდა სააბაზანოში და ზეინის მიცემული მაისური გადაიცვა, რომელიც ბარძაყებამდე წვდებიდა.

ოთახში დაბრუნებისას კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ყველაფერს. ზეინის ოთახი ბნელი იყო. მუქი შპალერი და მუქი ფარდები.

- დაწოლას არ აპირებ?
- მაგ საწოლში არ დავწვები. - ზეინი მიხვდა რასაც გულისხმობდა და ღიმილით უპასუხა
- ამ საწოლში ჯერ არც ერთი გოგო წოლილა. დამშვიდდი. მოდი

ზეინმა მაჯაში დაქაჩა და მკლავებში მოიმწყვდია. თვალები დახუჭა და გოგონა უფრო ახლოს მიიზიდა.

- ზეინ, გამიშვი.
- არა.
- არაკომფორტულად ვარ. ასე ვერ დავიძინებ.

ზეინმა გოგონას ხელი გაუშვა, საწოლში კარგად დაწოლის ნება მისცა, შემდეგ კი ისევ შემოხვია ხელები და მუცელზე აიკრა.

- ზეინ!
- უბრალოდ ასე ვიყოთ. სულ ცოტახანი მაინც- ტკბილი ხმით თქვა და ამოისუნთქა. მალევე კი მშვიდი ხმით დაამატა-ერთი რამ იცოდე. შენი ყოველთვის მჯერა.

ქეითს გაეღიმა. ახლა ყველაზე მეტად ესიამოვნა ამ სიტყვების გაგება. თვალები დახუჭა, ყური ზეინს გულზე დაადო და მისი გულისცემის მოსმენა დაიწყო.

აღარც მშობლები ახსოვდა, არც ერიკი და ჰარი. არავინ ახსოვდა ზეინის გარდა. ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ზეინის გვერდით იყო. თავს მშვიდად გრძნობდა და ეს ახარებდა. იცოდა რომ რამდენი წინააღმდეგობაც არ უნდა გაეწია საკუთარი თავისთვის, გული მაინც ზეინისკენ მიუწევდა. ზეინის გულიც ქეითისთვის ძგერდა, შეიძლება ამას ზეინი ჯერ კიდევ არ აღიარებდა, მაგრამ ასე იყო. ეს იყო რეალობა. ეს იყო ნამდვილი გრძნობდა. მათი გულები ერთმანეთისკენ მიიწევდა. ისინი უხილავი ძაფებით, ბმებით იყვნენ დაკავშირებულნი. ყოველთვის ასე იქნებოდა და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლიდა. უკვე ვეღარ...



მოკლედდ იაქტიურეთ რა🧚‍♀️💕

Continue Reading

You'll Also Like

10.6K 1K 26
არაფერს ვგრძნობ. საერთოდ არაფერს. მხოლოდ რაღაც უცნაური, აღუქმელი გრძნობა ედება ჩემს სულს. გრძნობა, რომელსაც სიყვარულს ვეძახი. მიყვარს ადამიანი რომელი...
8.6K 315 20
წარსულს გაურბიხარ, ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობ... მაგრამ წარსულიდან თავს არ განებებენ ბოროტი სულები, ცხოვრება კი სურპრიზებითაა სავსე, შენ კი ვ...
20.2K 194 17
An alternate version of the beginning of Clark Kent and Lois Lane's relationship in Smallville.
22.3K 727 23
ეზოში შემოვიდა ნაცნობი მაგრამ ამავდროულად უცნობი სახე... რა მოხდება თუ თინეიჯერი მეგობრების ცხოვრებაში, ძველი ნაცნობები გამოჩნდებიან და ერთად მოუწევთ...