IMMACULATE | Z.M + Larry | (...

By Eeembyyy

14.8K 778 293

შენ შემცვალე... თავი შემაყვარე. გახდი ჩემი ნაწილი, ჩემი სული... ცხოვრება რომელსაც შავ-თეთრად ვხედავდი გამიფერ... More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35

16

377 21 10
By Eeembyyy



- ზეინ! უნდა ვილაპარაკოთ!
- ახლა არა, დედა.

ზეინ ოთახში მიდის, მაგრამ დედამისი უკან მიყვება.

- შენი თვალები! ისევ დაიწყე სმა?
- დედა, არ გინდა.
- ზეინ, ვიცი რომ რაღაც გიჭირს, მაგრამ დალევა არ არის გამოსავალი. შენს ლექტორს ველაპარაკე, ლექციებს აცდენ. სად დადიხარ მთელი დღის განმავლობაში? უკვე ვნეურვიულობ.
- ნუ ღელავ, დედა საზოგადოებაში არ შეგარცხვენთ.
- ზეინ, გეყოს! ხომ იცი, რომ შენზე მეტად არაფერი მადარგებს, არ მაინტერესებს რას იტყვის ხალხი.
- მაგრამ მამას აინტერესებს. ეს თემა ჩემზე მეტად აღელვებს, ასე რომ თუ ეტყვი, რომ დალევა დავიწყე ეს უბრალოდ გამირთულებს მდგომარეობას.
- ეს გოგოს გამოა?
- რა თქმა უნდა, არა. - თვალები აატრიალა ზეინმა- დედა, არავინ მყავს, ამას უკვე მეასედ გეუბნები.
- კარგი.... - დანებდა ქალი.

ზეინის დედა თავს ცუდად გრძნობდა, როცა უყურებდა თუ როგორ ინადგურებდა ცხოვრებას მისი ვაჟი. არ იცოდა ზეინს რა აწუხებდა, ყოველთვის  ეკითხებოდა, მაგრამ პასუხს ვერასდროს იღებდა. შვილზე ნერვიულობას ისიც ემატებოდა, რომ მას ვერაფრით ეხმარებოდა. შემდეგ საკუთარ თავსაც იდანაშაულებდა, იმის გამო, რომ დატვირული გრაფიკი აქვს და შვილს ყურადღებას ვერ აქცევს.




***

ქეითი არეულია. გრძნობები, რომელსაც ვერ აკონტროლებს, რომელიც შიგნიდან ჭამს, ანადგურებს. არ იცის თავს რა მოუხერხოს, ყველაფერს ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. ძილის წინ ცდილობს ყურადღება რამეზე გადაიტანოს, მაგრამ ვერ ახერხებს. მისი გონება დაბურულია, მხოლოდ ზეინის ჩამქრალ თვალებს ხედავს. თვალწინ ის სცენა უდგება, თუ როგორ კოცნის ზეინი სხვას, როგორ ეხება სხვის სხეულს. ყველაზე მეტად კი ის სტკენს, რომ იაზრებს ზეინმა უბრალოდ გამოიყენა. ის მხოლოდ მისი გასართობი იყო, რომელიც მალევე დაავიწყდა და განზე მოისროლა.

ქეითს ასე არასდროს უგრძვნია თავი. ასე შეშფოთებულად. გოგონა რომელიც ბავშვიბიდან სიყვარულში და ფერად სამყაროში იზრდებოდა არ იყო ასეთ რამეს მიჩვეული. მათი ოჯახი სიყვარულით იყო სავსე, მაგრამ ახლა დანაკლისი იგრძნო. თავი გამოყენებულ ნივთად ჩათვალა. ზეინის თვალები და ხმა  ისეთი ცივი და უხეში იყო...

დილით ქეითი ჩვეულებისამებრს წავიდა სკოლაში. ჰარიმ მისწერა, რომ ბიჭებთან ერთად სკოლაში მიაკითხავდა, გასართობად რომ წასულიყვნენ, ქეითმა კი უარი განუცხადა. მიზეზად საკონტროლოები მოიმიზეზა, რომლისთვისაც უნდა მომზადებულიყო.

ორი გაკვეთილის შემდეგ კლასში გოგოები ერთად შეკრებილიყვნენ და რაღაცას ჩასჩერებოდნენ.

- რა ხდება? - ჰკითხა ქრისტინმა ქეითს, რომელიც მასავით გაკვირვებული იყო.
- არ ვიცი.
- წამოდი ვნახოთ.

გოგოებთან მივიდნენ. ერთ-ერთი გოგო მერხთან იჯდა, ხელში ტელეფონი ეკავა რომელსაც ყველა დავარჩსნი ჩასჩერებოდა. გოგოები ჩურჩულრბდნენ და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

- გოგოებო, რა ხდება?
- რეჯინას  ერთი ბიჭი მოეწონა. უბრალოდ უყურეთ მას - თქვა ვიღაცამ.

მერხთან მჯდარმა გოგომ ვიდეო თავიდან ჩართო და ქეითისკენ მიატრიალა.

ტელეფონის ეკრანზე გამოჩნდნენ ბიჭები რომლებიც ჩხუბობდნენ. ერთ-ერთი ზურგით იდგა და კარგად არ ჩანდა. შავი ტყავის ქურთუკი და შავი, მოტკეცილი ჯინსი ეცვა. მოწინააღმდეგეს გამეტებით ურტყამდა.

- უბრალოდ მისი სახელი გამაგებინა... - აწუწუნდა რეჯინა.

ქრისტინი ყურებას განაგრძნობდა, ქეითს კი დიდად არ აინტერესებდა ბიჭების ჩხუბდი, არც რეჯინას წუწუნი ანაღვლებდა.

- ქეით.... - უცნაური ხმით წარმოთქვა ქრისტინმა და ქეითს თავი ტელეფონისკენ მიატრიალებინა.

ეკრანზე ქეითმა მარტივად ამოიცნო ნაცნობი სახე, ნაცნობი ტუჩები. ზეინმა სისხლი მოიწმინდა ტუჩებიდან და დასისხლიანებულ მოწინააღმდეგეს გახედა.

- ეს ზეინია?- წამოიკივლ ქრისტინმა.
- ის არის...

ქეითს სისხლი გაეყინა. ერჩივნა საერთოდ არ ენახა ეს ვიდეო.

- ზეინი? მას იცნობთ? - გაუხარდა რეჯინას და მათკენ სიხარულით შემოტრიალდა.
- ქეითი კარგად იცნობს.
- ასეა?
- კი- ჩუმი ხმით უპასუხა მან და რეჯინას გაჩეჩვა მოუნდა.
- შეგიძლია გამაცნო? ძალიან გთხოვ. ან უბრალოდ მისი ნომერი მომეცი.

ნომერი? ზეინის ნომერი ქეითმაც კი არ იცოდა. მისთვის არასდროს დაურეკავს. წარმოიდგინა როგორ ურეკავს ზეინს და ისიც ბოხი, დაბალი ტონით პასუხობს...

- არამგონია შენით დაინტერესდეს.
- ქეით, გთხოოვ. ძალიან გთხოვ. უბრალოდ მინდა ვცადო.

ამ დროს ზარი დაირეკა და ქეითი თავის მერხს მოუჯდა. სახე ერთ ხელზე ჩამოდო. ტირილი უნდოდა. ყელში ბრაზი მოაწვა. მაგრამ ცადოს, ცადოს. რეჯინასაც ხომ ჰქონდა უფლება ეცადა ურთიერთობა ზეინთან?..


***

გაკვეთილები მალევე დამთავრდა. კლასელები ერთად გამოვიდნენ სკოლიდან. გოგოები რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ქეითი არ უსმენდა. ჩაფიქრებული, ფიქრებით გაბრუებული დადიოდა.

სკოლიდან გავიდნენ და ქეითი ქრისტინის შენჯღრევამ გამოაფხიზლა.

- როგორც ჩანს ჰარი და ბიჭები გელოდებიან.
- ვინ არიან? ღმერთო ძალიან სიმპატიურია- თქვა ერთ-ერთმა.
- შეყვარებული ჰყავს- მოუჭრა ქეითმა.

მათკენ დაიძრა და დაინახა მოტოციკლი, რომელზეც ზეინი შემომჯდარიყო. ქეითის შემჩნევის შემდეგ ჩაფხუტი მოიხსნა.

- ღრმერთოო... ის არის? - იკივლა რეგინამ.
- კი.
- დაელაპარაკე. გთხოვ.
- მასთან ლაპარაკი არ მინდა.
- ქეით, გთხოვ.... ძალიან გთხოვ.

ქეითმა თვალები აატრიალა და ბიჭებისკენ წავიდა. ჰარის და ლუის გადაეხვია, დანარჩენებს  ღიმილით მოესალმა.

- აბა, აზრი ხომ არ შეგიცვლია.
- არა, ჰარი. უნდა ვიმეცადინო. შემდეგისთვის იყოს.
- კარგი, სამწუხაროა.
- ქეით, ის გოგოები ისე გვიყურებენ ლამისაა მზერით შეგვჭამონ- თქვა ლიამმა და გაიცინა.
- აჰჰ, ჯანდაბა. დამელოდეთ.

ქეითმა დაწყნარება სცადა, ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი და ზეინისკენ წავიდა. თითოეული ნაბიჯის გადადგმის შემდეგ სუნთქვა უნფო უკონტროლო ხდებოდა.

- ოჰ, პატარავ. მეგონა დაგავიწყდი- ენა ქვედა ტუჩზე გადაიტარა ზეინმა.
- აქ შენთვის რაღაცის სათქმელად მოვედი. ერთი გოგოა რომელსაც მოსწონხარ- ზეინს გაეღიმა- თუ დრო გაქვს იქნებ დაელაპარაკო მაინც?
- და თუ არ მინდა?
- არამგონია ლამაზ გოგოზე უარს ამბობზე ხოლმე- ძლივს წარმოთქვა ქეითმა ეს სიტყვები. - იქ არის.

ზეინმა რეჯინას ღიმილით გახედა, ქეითი დაჭიმული სხეულით უყურებდა მათ.

- კარგი გოგოა. იქნებ რამე გამოვიდეს.

ქეითს რაღაც უნდა ეთქვა მისთვის, რა დროსაც ეზოში ჯორჯის მანქანა შემოვიდა. ზეინის მოტოციკლის გვერდით გაჩერდა, შემდეგ კი მანქანიდან ჯორჯი გადმოვიდა. ქეითისკენ დაიძრა.

- ჰეი, პატარავ. მომენატრე- ქეითს ხელი შემოხვია და ტუჩებზე აკოცა.

ზეინს ვენები დაეჭიმა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. უნდოდა ახლავე მივარდნოდა ჯორჯს და ქეითი მისი მკლავებიდან დაეხსნა. გამოეგლიჯა ტუჩებისგან, რომელიც მას ეკუთვნის!

- მეც მომენატრე- ქეითმა ჯორჯს გაუღიმა და ხელი წელზე შემოჰხვია.

ზეინი კი თავს შლივს იკავებდა. მთელ სხეულში ისეთი შეგრძნება ქონდა, თითქოს მალე აფეთქდებოდა.

Continue Reading

You'll Also Like

3.3K 453 10
Your lips taste like sour peach🍑
341K 14.1K 36
"Did you know Drama lowers I.Q? Intelligent people keep smaller social circles." I tell him, throwing another grape in the air and catching it in my...
8.8K 379 18
როდესაც 17 წლის თინეიჯერი, შენს თავს, და გარშემო მყოფებს, ავის მსურველებს, ერთად ებრძვი, გჭირდება ვიღაც, საყრდენი, რომ ფეხებში ძალა არ გამოგეცალოდ და...
665K 33.6K 61
A Story of a cute naughty prince who called himself Mr Taetae got Married to a Handsome yet Cold King Jeon Jungkook. The Union of Two totally differe...