IMMACULATE | Z.M + Larry | (...

By Eeembyyy

14.8K 778 293

შენ შემცვალე... თავი შემაყვარე. გახდი ჩემი ნაწილი, ჩემი სული... ცხოვრება რომელსაც შავ-თეთრად ვხედავდი გამიფერ... More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35

13

365 21 4
By Eeembyyy


საღამოა. ქეითი წვეულებისთვის ემზადება, რომელზეც ჯორჯთან და მის ოჯახთან ერთად მიდის. რა თქმა უნდა არ უნდა წასვლა, მაგრამ ჯორჯის მშობლებს უარი ვერ უთხრა.

ულამაზესი, გამოყვანილი, მოკლე და ოდნავ ჩახსნილი კაბა აცვია. ცოტა მაკიაჟი და გაშლილი თმა მეტად ალამაზებს მის ნაკვთებს.

- ძვირფასო მშვენივრად გამოუყურები- უთხრა ჯოჯრმა და ლოყაზე აკოცა.

ქეითს არაფერი უპასუხია, უბრალოდ გაუღიმა. კაბა აწუხებდა, რადგან ზედმეტად მოკლე იყო. მაღალქუსლიანები კი უბრალოდ საშინელებაა!

დენიელმა და ვანესამკარგი საღამოს გატარება უსურვეს და მათაც დატოვეს სახლი. სახლის წინ შავი ლიმუზინი ელოდებოდათ. ჯორჯმა ქეითს კარი გამოუღო და გოგონას შემდეგ თავადაც მოთავსდა მანქანაში. რა თქმა უნდა, ბედნიერი იყო იმით, რომ ულამაზესი გოგონა, რომელიც მისი შეყვარებული იყო იმ წვეულებაზე მის გვერდით იქნებოდა. ჯორჯმა იცოდა, რომ ქეითი იქ მყოფი ბიჭების ყურადღებას მიიქცევდა და კმაყოფილი იყო იმით, რომ ეს გოგო სრულებით მას ეკუთვნოდა. მაგრამ ეკუთვნოდა კი?


***

წვეულება როგორც ქეითი ვარაუდობდა მოსაწყენი იყო. ყველგან გავლენიანი ბიზნესმენები და მათი ვაჟები იყვნენ, ლამაზ ქალბატონებთან ერთად. ქეითი ჯორჯს არ შორდებოდა, ღიმილით ესალმებოდა ყველას და კომპლიმენტებს იღებდა. სტუმრები მაგიდებთან იყვნენ გადანაწილებულნი. ჯორჯი და მისი მშობლები ვიღაცას ესაუბრებოდნენ, ქეითი კი გარშემო იყურებოდა და ხალხს ათვალიერებდა. ზედმეტად იდეალურად ეცვათ, მათი კმაყოფილი სახეები კი ქეითს აღიზიანებდა. ფიქრობდა ამ კმაყოფილი, მომღიმარი სახეების მიღმა დიდი სიყალბე იმალებოდა.

მოულოდნელად ქეითი გაშრა, როცა ნაცნობი სახე დალანდა. თავიდან იფიქრა, რომ მოელანდა, მაგრამ შემდეგ ისევ გააპარა თვალი მისკენ და დარწმუნდა რომ ის იყო.

თვალი აარიდა. ჯორჯმა ერთი ჭიქა შამპანური შესთავაზა, მაგრამ ქეითმა უარი განაცხადა. წამლების მიღება დაიწყო, ალკოჰოლი კი ცუდ გავლენას მოახდენდა ამაზე. ისედაც მისი გული ალკოჰოლისთვის ნამდვილად სუსტია.

მთელი საღამო ცდილობდა თავი აერიდებინა ყველასთვის და ჯორჯს კუდში დასდევდა. სადღაც ზეინის დედაც ამოიცნო და ეცადა თვალში არ მოხვედროდა მას. დარწმუნებული არ იყო ზეინმა შენიშნა თუ არა ის, მაგრამ იმედოვნებდა რომ არა.

კიდევ ერთი საათის გასვლის შემდეგ ქეითმა ძალიან მოიწყინა. ყველაფერი მდიდრული, მაგრამ უაზრო იყო. ერთადერთი რაზეც ფიქრობდა იქიდან წამოსვლა იყო. და ზეინი... მასზეც ფიქრობდა. ეს არ მოსწონდა, მაგრამ თავს ვერ უბრძანებ, ხო? ძალაუნებურად მის ფიქრებში მხოლოდ ზეინი იყო.

- საპირფარეშოში უნდა გავიდე- უთხრა ჯორჯს, მანაც გაუღიმა და თავი გაუკრა.

ქეითი დარბაზიდან გავიდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა საით უნდა წასულიყო. ინტუიციას მიჰყვა და მეორე სართულისკენ დაიძრა. კიბე აიარა და საპირფარეშოც შენიშნა.

ქეითმა სახელური ჩამოწია და ოთახში შევიდა. სარკესთან დადგა და წყალი მოუშვა. გოგოს კვნესის და ოხვრის ხმა ესმოდა რის დაიგნორებასაც ცდილობდა. ხელები ცივი წყლით დაიბანა და სარკეში საკუთარ თავს უყურებდა. დაღლილი იყო, ეს სახეზეც ეტყობოდა. ერთი სული ჰქონდა როდის მოიშორებდა სხეულიდან ამ კაბას, რომელიც ასე აწუხებდა და მათალქუსლიან ფეხსაცმელს! გაიფიქრა, რომ შეიძლებოდა იქ იმ გოგოსთან ზეინი ყოფილიყო, მაგარამ ეს ხომ ფილმებში ხდება ხოლმე?

მალევე ერთ-ერთი კაბინის კარი გაიღო და კაბინისან ზეინი გამოვიდა. დიახ, ზეინი! მას ქერათმიანი გოგოც მოჰყვა, რომელიც ქეითის გვერდით დადგა და ხელ-პირი დაიბანა. მაკიაჟი შეიაწორა და ოთახი დატოვა.

ქეითი ცდილობდა ზეინისთვის, რომელიც მას უყურებდა ყურადღება არ მიექცია და დაბნეულობა და უხერხულობა დაემალა. სამწუხაროდ არ გამოუვიდა, ლოყები აუწითლდა და თვალების ცეცება დაიწყო.

უკვე გასვლას აპირებდა, როცა მაჯაზე ცივი ხელი იგრნო. მთელი საღამო ცდილობდა ზეინისთვის თავის არიდებას, თავს იმშვიდებდა, რომ ზეინს არ შეუმჩნევია მისი წვეულებაზე ყოფნა, ახლა კი ვიღაც გოგოსთან ერთად გადააწყდა საპირფარეშოში.

ზეინმა ქეითს მაჯაზე დაქაჩა, თავისკენ მოიზიდა და წინ მოიქცია.

ქეითი დაბნეული იყო. გულსიცემა აჩქარებული ჰქონდა და ნერწყვს მძიმედ ყლაპავდა. მის სახეს აკვირდებოდა. თითქოს ყელში რაღაც ჰქონდა გაჩხერილი. გულზე ბრაზი მოაწვა, როცა დაინახა როგორ გამოვიდა ტუჩების წმენდით ის გოგო კაბინიდან, უკან კი ზეინი გამოჰყვა. ეჭვიანობდა? ვინ იყო ზეინი მასზე რომ ეეჭვიანა? ეს ვერ იქნებოდა ეჭვაინობა. უფრო ბრაზი, როცა წარმოიდგინა რომ ზეინის ტუჩები სხვას ეხებოდა!

ქეითი მას უყურებდა, მის სახეს აკვირდბოდა. ჩაწითლებული თვალები, ჩვეულებრივზე სერიოზული სახე და აწითლებული ტუჩები. ასევე ალკოჰოლის სუნი, რომელის ქეითმა მკაფიოდ იგრძნო.

ზეინი მის წინ მყოფ გოგონას აკვირდებოდა და ბრაზი ერეოდა. ეს მას არ უნდა დაენახა, მაგრამ ერთ წამს იფიქრა, რომ ეს ყველფერი კარგია. არ უნდა ფიქრობდეს გოგოზე რომელსაც ვერ მიიღებს. არა, მიიღებს მაგრამ არ უნდა რომ მიიღოს. ვერ გაწირავს პატარა ანგელოზს სიბნელისთვის. ის ზედმეტად წმინდაა. ზეინი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო, ამიტომ უჭირდა თავის გაკონტროლება. თავი საშინლად ტკიოდა, თვალები ეწვოდა და ერთადერთი რაზეც ფიქრობდა გოგონას ტუჩები იყო, რომელიც საკმაოდ ახლოს იმყოფებოდა.

- კარგად არ გამოიყურები- გაბედა ხმის ამოღება ქეითმა.
- ნერვიულობ?
- შეიძლება...

ზეინს ჩაეღიმა.

- აქ არ უნდა იყო- თქვა და გოგოს ტუჩებს თითი გადაატარა. - ეს კაბა.... სურვილს მიჩენს გაკოცო! დავისაკუთრო შენი ტკბილი ტუჩები, ნაზი კანი, ლამაზი სხეული და სახე...

ზეინმა ცივი ხელი ყელზე ჩაასრიალა და გარშემო შემოხვია. გრძნობდა როგორ მძიმედ ყლაპავდა ნერწყვს ქეითი, გრძნობდა როგორ მძიმედ სუნთქავდა. მასზე ზემოქმედებდა, რაც მოსწონდა.

- მომწონს, როცა შენზე დიდი ზეგავლენა მაქვს.

ხელი ყელიდან მოტიტვლენულ მკერდზე ჩააცურა. თვალებით კონტაქტს არ წყვეტდა, ცდილობდა ქეითის თვალებში მისი ემოციები ამოეკითხა. ქეითი მის კარამალისფერ თვალებს შესცქეროდა, მის სიღრმეში იყურებოდა. მაგრამ მიხვდა, რომ ეს არ იყო თვალები, რომელიც პირველად წვეულებაზე დაინახა.

ზეინი დაიხარა და სველი ტუჩები გოგონას ცივ მკერდს მიაკრო. ენა აატარა და ყელამზე ავიდა. მეორე ხელით თავი ააწევინა, რათა ყბის ძვალს შეხებოდა. ქეითს პირიდან კვნესა მოსწყდა. შერეულ ემოციებს განიცდიდა, სხეულში სიამოვნების ტალღა უვლიდა. მუცელი სასიამოვნოდ ეწვოდა. გულისცემა უჩქარდებოდა.

ზეინმა მიიღო ის რაც უნდოდა. კონტროლი დაამყარა გოგონას მთელ სხეულზე. მიანიჭა სიამოვნება და ააფორიაქა.

- დაიმახსოვრე ეს გრძნობა... იცოდე, რომ ვერც ჯორჯი და ვერც სხვა, ვერავინ განგაცდევინებს იგივეს. ჩემი შეხება, რომელზეც ასე რეაგირებ... აღიარე, რომ მოგწონს. გინდა შეგეხო, გასიამოვნო...

ქეითი ხმას ვერ იღებდა. ერთის მხრივ რცხვენოდა, მეორეს მხრივ კი საკუთარ თავზე ბრაზობდა, იმის გამო, რომ თავს ვერ აკონტროლებდა. როცა ეგონა, რომ ზეინი მის ტუჩებს დაეწაფებოდა, იგრძნობდა მის ტკბილ გემოს ეს ასე არ მოხდა. ბიჭმა უკან დაიხია და ცბიერი ღიმილით დატოვა ოთახი.

ქეითი მარტო, გაოცებული და იმედგაცრუებული დარჩა ოთახში. სასოწარკვეთილი იყო. სასწრაფოდ ცივი წყალი შეისხა სახეზე და აზრზე მოსვლა სცადა.

ქვევით ჯორჯი და მისი მშობლები ელოდებოდნენ, ისე უნდა გაეგრძელებინა მოქცევა თითქოს არაფერი მომხდარა.

Continue Reading

You'll Also Like

14.2K 670 34
🎀გჯეროდეს სიყავრულისა ტკბილისა და მწარისა🎀
469K 31.6K 47
♮Idol au ♮"I don't think I can do it." "Of course you can, I believe in you. Don't worry, okay? I'll be right here backstage fo...
664K 33.5K 61
A Story of a cute naughty prince who called himself Mr Taetae got Married to a Handsome yet Cold King Jeon Jungkook. The Union of Two totally differe...
45.1K 2.5K 39
კლერი წლების შემდეგ სახლში ბრუნდება იმ იმედით, რომ იქ მარტივად ვერ იპოვნიან. მაგრამ შეცდა... ის მას იპოვის... ისტორია ჩახლართული და ინტრიგებით...