IMMACULATE | Z.M + Larry | (...

By Eeembyyy

15.9K 778 293

შენ შემცვალე... თავი შემაყვარე. გახდი ჩემი ნაწილი, ჩემი სული... ცხოვრება რომელსაც შავ-თეთრად ვხედავდი გამიფერ... More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35

11

425 23 12
By Eeembyyy


- კარგად ხარ?- ჰკითხა სლუკუნით ზეინს, რომელსაც ტუჩიდან სისხლი სდიოდა.
- კი.
- მეტის ღირსი იყო!- თქვა ჰარიმ.
- კარგით, სახლში შემოდით. ისედაც დიდხანს გიყურეთ- თქვა გაბრაზებულმა მისტერ სტაილსმა.

ყველანი სახლში შევიდნენ და მისაღებში დასხდნენ. ჰარის წარბები ჰქონდა შეკრული, ზეინმა კი ფეხი ფეხზე გააიდო და ჩვეული, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით გახედა ქეითს. 

- ეს ვინ იყო?
- ჩემი შეყვარებული- მორცხვად თქვა ქეითმა- მაპტიეთ, რომ ჩემს გამო ეს ყველაფერი მოხდა.
ჩემი ბრალია.
- არ არის შენი ბრალი. მეც უნდა მეცემა!
- ალბათ დედაჩემმა გამოუშვა...
- აღარ მისცე უფლება გაგაკონტროლოს. ერთ დღესაც შეიძლება შემომაკვდეს!
- ჰარი დაწყნარდი. მათ ურთიერთობაში არ ჩაერიო.

ზეინი კვლავ წყნარად იჯდა და ქეითს აკვირდებოდა. ქეითი მის თვალში ბავშვსს გავდა. პატარა ანგელოზს.

- შეიძლება გარეთ გავიდე? სუფთა ჰაერი მჭირდება.
- რა თქმა უნდა. დამხმარეს ვეტყვი ოთახი მოამზადოს შენთვის- გაუღიმა ჰარიმ და ლოყაზე აკოცა.

ქეითი უკანა ეზოში გავიდა. ღამე ბნელი და ცოვი იყო. ვარსკვმალევი ისეთივე ლამაზი როგორც ყოველთვის. ქეითს უყვარს მათი ცქერა. ეს ამშვიდებს.

გრძელ სკამზე ჩამოჯდა და ვარსკვლავებს დაუწყო ყურება. არ უნდოდა ეფიქრა ჯორჯზე და მის მშობლებზე. ზედმეტად გაბრაზებული და განაწყენებული იყო.

მოულოდნელად შეხტა და გულზე ხელი მიიჭირა, როცა ტკივილი იგრძნო. ისევ ეს ტკივილი მკერდის არეში. ხვდებოდა, რომ წამლების მიღება უნდა დაეწყო. არ უნდოდა იგივე გამეორებულიყო რაც ბავშვიბაში.

ჩაფიქრებული იჯდა, როცა უკნიდან შეხება იგრძნო. ვიღაცამ ქურთუკი მიაფარა. ზეინი.

- შეგცივდება, გარეთ ცივა- თქვა და ქეითის გვერდით ჩამოჯდა.

მისთვის არ შეუხედავს, წინ იყურებოდა.

- მადლობა.

ზეინმა ახლაღა შეხედა გოგოს, რომელსაც ტუჩები მოებუშტა და კბილებით აწვალებდა. გონებაში გაუელვა თუ როგორ შეეხო პირველად მის ნაზ ტუჩებს და მისი გემოც გაახსენდა. მოუნდა ეს კიდევ ერთელ გაეკეთებინა, მაგრამ ახლა ამის დრო ნამდვილად არ იყო. ქეითიც არ იყო ის გოგო, რომელთანაც შეეძლო ეს გაეკეთებინა როცა მოუნდებოდა.

ქეითიც უყურებდა ზეინს და მის ტუჩებს. მასაც გაახსენდა. მაშინ რაღაც იგრძნო. რაღაც კარგი და ეს ძალიან მოეწონა. კიდევ უნდოდა იმ გრძნობის განცდა, მაგრამ მას საქმრო ჰყავს, ამაზე არ უნდა ფიქრობდეს! იმისდა მიუხედავად, რომ ახლა საშინლად არის ჯორჯზე გაბრაზებული და ნაწყენი.

გაუცნობიერებლად ქეითმა თავი მარჯვნივ წაიღო და ზეინს მდარზე ჩამოადო. უნდოდა ახლა ვინმეს სიახლოვე ეგრძნო, რომ დამშვიდებულიყო. მკერდის არე ისევ სტკიოდა, მაგრამ ძალიან აღარ. ზეინი თბილი იყო. გარეთ ციოდა, მაგრამ ის მაინც თბილი იყო. სასიამოვნო სურნელი ასდიოდა. ქეითს ესმოდა მისი გულისცემა და ყურს მშვიდად უგდებდა. ზეინის გული სწრაფად სცემდა. გაახსენდა ის ღამე ერთად რომ ისხდნენ და ვარსკვლავებს უყურებდნენ. გაახსენდა როგორ ჩადო თავი ქეითის კალთაში და მშვიდად, გაუნძრევლად იწვა.

ქეითი სწრაფად მოშორდა ზეინს, როცა გააცნობიერა რომ თავი მის მხარზე ედო.

- მაპატიე. გაუცნობიერებლად გავაკეთე- წარმოთქვა ისე, რომ მისთვის თვალებში არ ჩაუხედავს.

ზეინი გოგოსკენ მიიწია და თავი ნელა ააწევინა. იმ დროს როცა მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, მათში რაღაცამ გაიელვა. რაღაც სასიამოვნომ. ეს ორივემ იგრძნო.

ბიჭმა ვეღარ გაუძლო ცდუნებას, რომელსაც ამძაფრებდა ის, რომ ქეითი ტუჩის კვნეტას არ წყვეტდა. მათ შორის მიზიდულობის განცდა ძალიან დიდი იყო. ზეინი მისკენ უფრო ახლოს მიიწია და გოგონას ფაფუკ ტუჩებს შეეხო. ქეითს სუნთქვა შეეკრა.  ბიჭმა ტუჩების მოძრაობა დაიტყო, და გრძნობდა როგორი რბილი იყო ქეითის ტუჩები. როგორი ნაზი. ისეთივე ფაფუკი, როგორიც ღრუბელი.

გაუცნობიერებლად ქეითიც აჰყვა მას კოცნაში. მუცლის სასიამოვნო წვა და ზეინის ცივი ხელი სახეზე...  ყველაფერი იდეალური იყო. ქეითი არ ფიქრობდა. არც ზეინი. ისინი მხოლოდ მოქმდებდნენ, ნელა და სასიამოვნოდ.

ზეინი ჰაერის უკმარისობის გამო ქეითს ნელა მოშორდა და ეცადა მის თვალებში ემოცია ამოეკითხა. ქეითი დაბნეული იყო. არ ნანობდა, მეტიც კიდევ უნდოდა მისთვის ეკოცნა, მაგრამ ამას ვერ იზამდა. ბრაზობდა, იმის გამო რასაც აკეთებდა. ბრაზობდა, რადგან თავს ვერ აკონტროლებდა. მაგრამ ამას შეცდომად არ თვლიდა, რადგან ეს ყველაფერი იმდენად კარგი იყო, რომ არ შეეძლო უარის თქმა.

გოგონა სწრაფად წამოხტა ფეხზე და სირბილით შევიდა სახლში. ზეინს ჩაეცინა.



***

დილით ჰარიმ და ქეითმა ერთად ისაუზმეს, შემდეგ კი ჰარიმ ის სკოლაში წაიყვანა. დღეს ლექციები გვიან ეწყებოდა, ამიტომ გადაწყვიტა ლუისთან წასულიყო.

ლუის სახლიც ისეთივე დიდი იყო როგორიც დანარჩენების. დაცვამ უპრობლემოდ შეუშვა ჰარი სახლში. კარი მოახლემ გაუღო და უთხრა, რომ ლუი თავის ოთახში იყო.

ჰარი კიბეს აუყვა და მეორე ოთახს მიადგა. დააკაკუნა, მაგრამ ხმა არავინ გასცა, ამიტომ სახელური ჩამოწია და ოთახში შევიდა. ლუი საწოლში იწვა და მშიდად ეძინა. საბანი არ ეფარა, ამიტომ ჰარიმ კარგად შეათვალიერა მისი სხეული, რომელიც ასე უყვარდა. ლუის მხოლოდ ბოქსერები ეცვა, ამიტომ კარგად მოუჩანდა ნავარჯიშები სხეული და ტატუები.

ჰარი საწოლს მიუახლოვდა, დაიხარა და ლუის ლოყაზე ნაზად აკოცა. ბიჭმა გაღვიძება დაიწყო, თვალები ნელნელა გაახილა და ჰარის გაუღიმა.

- დილამშვიდობისა.
- დილამშვიდობისა, ძილისგუდავ
- მოგენატრე? ასე თავზე დადგომა არ იცი ხოლმე, მით უმეტეს, რომ სახლში დედაჩემიცაა.
- არაუშავს. მომენატრე და შენი ნახვა მინდოდა. გუშინ რთული ღამე იყო, ყველაფერს მოგიყვები მოგვიანებით.

უთხრა და ტუჩებზე დაეწაფა.

- მოიცადე, შეიძლება დედაჩემი შემოვიდეს. აქ არა.
- კარგი, რას ვიზამთ.

ჰარიმ ტუჩი გადმოაბრუნა და ცხვირი აიბზუა.

ცოტახანი ერთად იწვნენ ჩახუტებულები, შემდეგ ადგნენ. ლუიმ შხაპი მიიღო და მოწესრიგდა.  ჩაიცვა და ერთად წავიდნენ უნივერსიტეტში. გზაში ჰარიმ მას ყველაფერი მოუყვა გუშინდელზე. იმედოვნებდნენ, რომ ჯორჯი ქეითს ცუდად არ მოექცეოდა ამ ყველაფრის გამო. თავის დამშვიდების მიზნით კი გადაწყვიტეს ლექციების შემდეგ ქეითთან წასულიყვნენ სკოლაში.

Continue Reading

You'll Also Like

244K 6.3K 36
We will reveal the secrets behind Mackenzie! Written: 2014 Caution: Spelling, Grammar, and Messy Writing
3.5K 98 8
Maia Field, a young Sunnyvale resident realizes how much her life changed when she moved from Shadyside after her dads death. Moving in with her Uncl...
49.6K 1.9K 102
Stranger Things x MCU IMPORTANT: This book is undergoing major changes so I wouldn't read it just yet. Y/n is a girl with superpowers who escaped fr...
299K 14.6K 94
Riven Dixon, the youngest of the Dixon brothers, the half brother of Merle and Daryl dixon was a troubled young teen with lots of anger in his body...