ყოფილი

By db1230

10.4K 482 195

ხელებით დაეყრდნო რკინის ზედაპირს. გრილი ნიავი სხეულზე ესიამოვმა და გაუცნობიერებლად გადააგდო თავი უკან . ტუჩებ... More

თავი 1.
თავი 2.
თავი 3.
თავი 4 .
თავი 5 .
თავი 6.
თავი 7 .
თავი 8 .
თავი 9 .
თავი 10 .
თავი 11 .
თავი 12 .
თავი 13 .
თავი 14 .
თავი 15 .
თავი 16 .
თავი 17 .
თავი 18 .
თავი 19 .
თავი 21 .
თავი 22 .
თავი 23 .
The last one .

თავი 20 .

295 14 21
By db1230

აკანკალებულ ხელებს დაჰყურებდა . საკუთარ სიმართლეში ბოლომდე იყო დარწმუნებული , იმის რწმენაც ჰქონდა რომ გაიმარჯვებდა მაგრამ ვარამგამოვლილი ცხოვრება შიშის პატარა ნამცეცებს მაინც თესდა მის გულში .

მის ზურგს უკან მდგომი ხალხი არსებას უფერადებდა და ძალას აძლევდა , კლერი მისი ყველა სიტყვით და მტკიცებულებით მიყენებულ ტკივილს უქარწყლებდა , ღირსებას უღდგენდა .

მაგრამ , მაინც ახსოვდა წინა სასამართლოზე გაჟღერებული ბოლო სიტყვები .

სიტყვები , რომელიც აარონის მაგივრად მის უცნობ მდევარს ადანაშაულებდა , თავად მას კი ანდგრევდა .

-ჩემმა კლიენტმა , სრულიად უცხო ნომრისგან მიიღო შეტყობინება , ასლები თქვენს მაგიდაზეა , ამის გათვალისწინებით ბატონი აარონის დადანაშაულების საფუძველს ვერ ვხედავ . სრულიად ბუნებრივი იქნება ეჭვმიტანილს გაევრცელებინოს პრესაში .

- ვაპროტესტებ !

- პროტესტო უარყოფილია , განაგრძეთ - მკაცრად გახედა აპილპილებულ ქალს მოსამართლემ და მზერა მოსაუბრეზე გადაიტანა .

- ლოგიკური იქნება , ჩემს დაცვის ქვეშ მყოფსაც თუ დაზარალებულად განვიხილავთ და ქალბატონი ეველინიიც მოიხდის ბოდიშს ცილისწამებისთვის .

ეს იყო ბოლო სიტყვები რომელმაც დარბაზში ხმაური და გაურკვევლობა გამოიწვია . ორად გაყოფილი საზოგადოების გამო , არ გამოცხადებული მოწმის და ჩაშლილი გეგმის წყალობით პირველი სხდომა წააგეს .

სხეულს უწვავდა აარონის ღვარძლიანი მზერა . ეშინოდა ჰარის რეაქციის რომლის აფეთქებასაც ყოველ წამს ელოდა . ის კი მშვიდად იყო , შესაშური სიმშვიდით ელოდებოდა გამარჯვებას და ქალის ამღვრეულ თვალებს , ცრემლებს ვნებიანი კოცნით აშორებდა .

იყო შიში , გაურკვევლობა , დაძაბულობა , მაგრამ კიდევ უფრო დიდი მიზეზი და სურვილი გამარჯვების .

იცოდა მარტივი რომ არ იქნებოდა და ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე გრძნობდა ამას .

მოწმე სახლში რომ მიადგა და აკანკალებული ხმით უთხრა ''დამემუქრნენო '' სიბრაზის მაგივრად თანაგრძნობა იგრძნო შემდეგ , უსამართლობამ ერთიანად მოიცვა მისი სხეული .

ახლა მის ხელებს უყურებდა , უნდოდა მოსმენა , იქ ყოფნა , მაგრამ მხოლოდ საკუთარ გულისცემას აღიქვამდა .

-ეს ზარების სიაა, შეტყობინებები .. ყველა ხერხი რითაც ბატონი აარონი , ეველინთან დაკავშირებას ცდილობდა .. ეს მოწმის ჩვენებაა და ეს გადარიცხული თანხა რომელიც ადასტურებს რომ სურათები აარონმა გაავრცელა .. ამას მისი შეტყობინებებიც შეგვიძლია დავურთოთ და ამის გათვალისწინებით ის დამნაშავეთ ცნოთ !

იგრძნო ამ სიტყვების შემდეგ როგორ იმატა დარბაზში გულისცემამ და ზურგიდან წამოსულმა მხურვალებამ ერთიანად მოიცვა სხეული .

უყურებდა მოკამათეებს , შემდეგ კლერის მომღიმარი სახე დაინახა და ტაში გაიგონა მის გულისცემას რომ ერთვოდა და მთლიანად მის სიმართლეს ეკუთვნოდა .

ვერ დაიჯერა , სიხარულის მცირე ტალღისგან ოდნავ შებარბაცდა და თვალცრემლიანი დაეყრდნო სკამს .

მხოლოდ მას ეძებდა , დაინახა კიდეც მწვანე მდელოებზე მოფენილი თეთრი ვარსკვლავები და სიმებზე გაბნეული აკორდებივით აეწყო გამარჯვების შეგრძნება მის სხეულში .

ეს გამარჯვება მხოლოდ მას არ ეკუთვნოდა , მაგალითი იყო , იმედი , საწყისი ყველა იმ ქალისთვის ვინც სიმართლეს საკუთარ კანს მიღმა შემორჩენილ იარებში მალავდა. იმ იარებში , ყოველ წამს რომ ეჩურჩულებოდნენ სულს და საწამლავივით უვრცელებდნენ ტკივილს მთელს სხეულში .

***

-არც კი მჯერა - ხმაგატეხილმა ამოთქვა და კლერი მთელი გრძნობით ჩაიხუტა .

- პატარავ , შევძელით და ეს უნდა ავღნიშნოთ - ჟღალ თმებში შეუცურა თითები და ლოყებზე აკოცა .

- მადლობა კლერ .. შენ რომ არა არაფერი გამოვიდოდა .

- როცა იბრძვი , ცხოვრება წინ სვლის საშუალებასაც გაძლევს .. სიმართლე ყოველთვის ვერ დაიმალება .

- ჩემო გოგონებო - მთელი გრძნობით მოეხვია ლიზა და მადლიერი მზერით გახედა კლერს - მადლობა ..

- სიმართლის გამომჟღავნებისთვის მადლობას არ უნდა მიხდიდეთ !

- ეს მხოლოდ სიმართლე არ ყოფილა კლერ .. ეს იყო მესიჯი რომ სახელის უკან ბოროტება დამალვას ვეღარ შეძლებს ..

ბევრი მილოცვის , სიხარულის გაზიარების შემდეგ იყო სიმშვიდე რომელიც მხოლოდ ახლობელ ადამიანებს მოაქვთ .

ხალხი ბრბოა , მთავარია "სწორი" მიმართულება მისცე . ისინიც მაშინვე შეიცვლიან გეზს . საზოგადოების ნაწილი რომელიც ლანძღავდა ახლა ისე იცავდა და ამხნევებდა თითქოს მაშინ ნათქვამი საშინელი სიტყვები არც არსებობდა .

***

-ისევ ამ კლუბში რატომ მოვედით ? - უკმაყოფილოდ იკითხა ანინემ და ზეინის ხელს ჩაეჭიდა .

- რა არ მოგწონს ? - წარბაწეულმა დახედა ყავისფერთვალებამ და მასაც წამსვე აუწითლდა ლოყები .

- ბოლოს ცუდად დამთავრდა , თან მე ვერ ვსვამ .

- რამეს ვიპოვი შენთვის , მანამდე ვიცეკვოთ - მასზე ჩაჭიდებული ხელით დაატრიალა და მომღიმარმა წამიერად აღიქვა ქერა თმა და რაღაც უცხო სურნელი , იმდენად უცხო მაშინვე ''უცნობი '' გოგონა გაახსენა . ვერც მიხვდა როდის დაიმახსოვრა მისი სუნი ან ახლა რატომ მიანიჭა ამას მნიშვნელობა . ოდნავ დაბნეულმა მოატარა ირგვლივმყოფთ მზერა და წარბშეკრული დააკვირდა მის წინ მდგარ გაკვირვებულ ანინეს .

- რამე ხდება ?

- არაფერი , მეგონა .. რა მნიშვნელობა აქვს - საკუთარი აზრებით ნერვებმოშლილმა მაშინვე დააიგნორა ფიქრები და წელზე შეცურებული ხელით აიკრა სხეულზე საყვარელი ქალი .

წამით ისევ მოათვალიერა გარემო , მაგრამ მოცეკვავეებში მხოლოდ ჰარის სხეულს მიხუტებული ეველინი იცნო .

-გინდა გარეთ გავიდეთ ? - ნაზი იყო ანინეს ხმა , თითქოს მასში გავრცელებულ დაბნეულობას გრძნობდა და სიმშვიდით ცდილობდა მის დალაგებას .

- გავიდეთ .. - ხელი ჩაკიდა და ხალხით სავსე შენობა უკან მოიტოვა .

- ვის ეძებ ზეინ ?

- გეჩვენება - ნერვიულად ამოთქვა და თითებში მოქცეული ღერის წვალება დაიწყო .

- როგორია ? - ისეთი წრფელი ხმით და ღიმილით ჰკითხა რაღაც უცნაური იგრძნო მანაც . რაღაც ძველის დასასრული და ახლის დასაწყისი .

- ჩვეულებრივია ..

- და ასე გაფორიაქებს ?

- ანინე გეყოფა - კუთხეში მოიმწყვდია მისი სხეული და უფრო მიუახლოვდა - მიყვარხარ , ეს იცი და რას ითხოვ ან ცდილობ ახლა ნამდვილად ვერ ვხვდები !

- მინდა რომ ბედნიერი იყო - ისე უთხრა თვალიც არ მოუშორებია მისთვის .

- ჩემთვის ბედნიერება შენ მოგაქვს .. - თმებში შეუცურა თითები და მისი ტუჩებისკენ დაიხარა .

- არ გინდა .. - თვალცრემლიანმა უთხრა და მისი შეჩერება სცადა - შენ იპოვე ის ვინც ნამდვილად გჭირდება .. ამას შენს თვალებში ვხედავ .. ასე ნუ მოექცევი შენ თავს ..

- შენი ნახვის პირველივე წამიდან მინდა ამის გაკეთება - მის ტუჩებზე ამოთქვა და ცხელი ჰაერი მიაფრქვია - შენ ხარ ერთადერთი ვინც მჭირდება .

- ზეინ.. - არ აცადა გაგრძელება ისე დასწვდა ქალის გაფითრებულ და გაყინულ ბაგეებს . სურვილით შეპყრობილი ისე მიეტმასნა მის სხეულს თითქოს მასში შეღწევა და ჩასახლება სურდა .

რაღაც წარმოუდგენელი იგრძნო , გამალებით ამუშავებული გულიდან სწრაფად გაფრინდა მისი მუცლისკენ პეპლები , მაგრამ გონებაში შემოჭრილმა გამოსახულებამ , წამსვე გაუორა გრძნობები .

გაახსენდა როგორ იჯდა ქერას ფანჯრის წინ და მის სილუეტს უყურებდა განვლილი ღამეები . როგორ უსმენდა სახლიდან გამოსულ ყველა ხმას და ნებისმიერ წამს მზად იყო შიგნით შესვლისთვის და დახმარებისთვის .

თავიდან დანაშაულის შეგრძნებას დააბრალა . არც სურდა საკუთარ თავთან აღიარება . ვერც გაიგო როდის შეიჭრა მის გონებაში და ბუდე დაიდო მისმა ლურჯმა თვალებმა .

იქნებ როცა ჩვენს ნაწილს ვპოულობთ , მაშინვე უფერულდება განცდილი გრძნობები და თავიდან ვიწყებთ არსებობას ?

დენდარტყმულივით მოშორდა და საკუთარ გაორებულ გონებას ვერაფრით აიძულა ფიქრების დალაგება .

-გამომიყენე .. დაგეხმარა იმის გააზრებაში რომ მე არ ვარ ის ვინც გინდა ? - ოდნავ ნაღვლიანმა შეხედა და მის სახეზეც მაშინვე გაჩნდა ტკივილის ფერებიც .

- ანინე ..

- იბრძოლე მისთვის ზეინ .. მე შენი ნაწილი არ ვარ , მე მეგობარი ვარ და სულ ვიქნები - მკერდზე მიადო თავი და მის აჩქარებულ გულს დაუგდო ყური . გულს რომელმაც რითმი იცვალა და მას აღარ ეკუთვნოდა .

***

-ამდენი ხანი სად გავიდნენ ? - უკმაყოფილოდ გაიხედა კარებისკენ ევამ და ჰარის თვალების ატრიალებაზე წარბები შეკრა .

- მორჩი - წელზე მოუჭირა თითები და ყელზე აკოცა რამდენჯერმე - დატკბი წამებით ევა , იმით რაც ახლაა .. ყველაფერს ნუ განიცდი ..

- იქნებ დახმარება სჭირდება ..

- მოაგვარებს - მხრებთან აცურებული ხელებით ჰაერში ასწია და დაატრიალა . მისი სიცილიც მოესმა და თავადაც გაბედნიერდა .

- მგონი ამ მუსიკაზე ასე არ უნდა ვცეკვავდეთ - ტუჩები გამობურცა საყვარლად და ჰარის ჩაცინება მისი სხეულის ვიბრაციით იგრძნო . წამსვე მიაკრა ყელში ბაგეები და კბილებიც გამოსდო .

- კარგი , მორჩი .. გავხედავ - თვალებგაბრწყინებულს დააკვირდა და ხელისგულზე აკოცა - დამელოდე ..

ჩქარი ნაბიჯით წავიდა და მოცეეკვავეებში მარტო დატოვა ჟღალი .

წამსვე იგრძნო ევამ შეხება და დაბნეულმა გახედა მოახლოებულს .

-შეიძლება ?

- რატომაც არა ? - ხელები მოხვია მხრებზე და რაღაც უცნაური დაძაბულობაც იგრძნო .

- მიხარია რომ შეძელით , ეველინ .

- მადლობა ლიამ .. მიუხედავად იმისა რომ ჩემზე და კლერზე ეჭვიანობ .. მაინც ბევრს ნიშნავდა შენი გვერდში დგომა

- ვიცი - აშკარა კმაყოფილება იგრძნობოდა მის ხმაში . ევას ცდის მიუხედავად მაინც მოახერხა მათ შორის მანძილის შემცირება .

- კლერი გვეძახის .. - დაბნეულმა ამოთქვა მაშინვე და მკლავებიდან დაუსხლტა .

არის დეტალები რომლებზეც ყურადღებას არასდროს ვამახვილებთ . ზოგჯერ იმდენად არ ვენდობით ჩვენს შეგრძნებებს ვცდებით , იქნებ სწორედ აქ ვუშვებთ პირველ შეცდომას ?

***

-რამეზე უნდა ვითამაშოთ - აშკარად ცეკვით მოწყენილმა და დაღლილმა გოგონამ გააჟღერა ეს იდეა .

- არ მომწონს ეს იდეა - ქერა ჯერ კიდევ ბრბოს ათვალიერებდა და ტელეფონში დროს ამოწმებდა - თან მალე უნდა წავიდე , მამას ისედაც არ უნდოდა ჩემი გამოშვება...

- აი იმ სკამს ხედავ ?

- ჰო ..

- თუ იმ ბიჭს ვინც იქ ზის მის სასმელს გამოართმევ და აქ მოხვალ , ერთი კვირა შენთან დავრჩები - წარბები აუთამაშა საყვარლად და ისე შესთავაზა მისი უსაფრთხო ერთი კვირის გარანტია თავადაც ვერ მიხვდა . ბევრი არც უფიქრია , ოდნავ აატრიალა თვალები და შესაძლო მსხვერპლს გახედა . მისკენ ზურგით იჯდა , აშკარად მეგობრებით შემორტყმულ წრეში და გარშემომყოფები ნამდვილად არ ადარდებდა .

თავდაჯერებული ნაბიჯებით დაიძრა ''მსხვერპლისკენ'' , თავადაც არ ჰქონდა განსაზღვრული რას მოიმოქმედებდა ან როგორ უნდა ეთხოვა სასმელი , მაგრამ მიახლოებული ისე სწრაფად და იმპულსურად მოთავსდა მის კალთაში საკუთარი თავი თავადვე გააკვირვა .

-შეიძლება შენი ჭიქიდან სასმელი დავლიო ? - ყელზე აუცურა თითები და იგრძნო კიდეც როგორ გაუჩერდა წამიერად გულისცემა - შენ ? - გაბრაზებულმა წამსვე შეკრა წარბები და წამოდგომას ეცადა მაგრამ ბიჭის ხელებმა დაძვრის საშუალება არ მისცა .

- ეფექტური სვლაა - ოდნავ დამცინავი მზერა ააყოლა სხეულზე და მერე გაკვირვებით მომზირალ მეგობრებს დააკვირდა .

- გამიშვი , ველურო მანიაკო ! - წამსვე გაწიწმატდა ლურჯთვალება .

- ხომ გაგაფრთხილე რომ მასე არ მოგემართა ? - საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას გაკვირვებულებს , იმდენად იყო აღელვებული და შეპყრობილი საკუთარი ემოციებით . წამსვე წამოდგა და წამით გადაეყარა ანინეს ბედნიერებით ანთებულ სფეროებს . თითქოს ეს ჭირდებოდა , ყურადღება არ მიუქცევია ქალის კივილისთვის ისე დაიძრა კარისკენ .

- არ უნდა გავყვეთ ? - წამსვე წამოიწია კლერი , მაგრამ ჰარიმ გააჩერა .

- არაფერს დაუშავებს , მგონი ახალი წყვილის მომსწრეები გავხდით ..

კარებისკენ წასულ ზეინს გახედა , რომელმაც სწრაფად შეაღო სააბაზანოს კარები და შეშინებული სხეულიც ძირს ჩამოსვა .

-რომ მომეკარო მოგკლავ !

- რა ამბიციაა - დამცინავად გახედა და წამსვე მოუშვა წყალი . მოხერხებულად მოიქცია ქალი მის ხელებში და მარტივი მოძრაობით გაწუწა მთლიანად .

- რას აკეთებ .. გაჩერდი .. გაგიჟდი ? - მოშორებული აწითლებული ცხვირით აკვირდებოდა ოდნავ მობუზული .

- გაგრილება გჭირდებოდა , აწი გეცოდინება როგორ უნდა მომმართო ! - ოდნავ მკაცრად თქვა და ჯიჯის ამ მდგომარეობაში დანახვაზე გაეცინა .

- კი .. გიჟი , ველური მანიაკი ! - თაფლისფერ თვალები კვლავ რომ შეცვალეს სიბრაზის სხივებმა უკან დაიხია შეშინებულმა . წამსვე აღმოჩნდა კედელზე აკრული - არ მომეკარო ..

- რას ცდილობ - ხელები შეუცურა წელზე და სახეზე მიკრული თმები მოაშორა . ისე გაუცნობიერებლად მიაბჯინა სხეული თავადაც ვერ მოვიდა აზრზე .

- არაფერი დამიშავო .. - ქალის გატეხილ ხმაზე და ცრემლიან თვალებზე სწრაფად გამოუფხიზლდა გონება , იცოდა უნდა მოშორებოდა მაგრამ ვერ შეძლო . ცრემლიან ლოყებზე აუცურა თითები და ნაზად მოაშორა კვალი .

- არაფერს დაგიშავებ , ქერავ - კარების ხმაზე მანძილი გაზარდა - შენი მეგობრები გელოდებიან .. - გზა დაუთმო შეშინებულს და აკანკალებულს . რაღაც უცნაური იგრძნო , ისე სურდა მისი სხეულის კვლავ ხელებში მოქცევა და დამშვიდება კანიც კი აეწვა .

- იდიოტო როგორ გაბედე! - წამსვე შემოვარდა ჯიჯის თანმხლები და გაცოფებული დააკვირდა მალიკს .

- წავიდეთ .. - ისე საცოდავად ჟღერდა ქერას ხმა საკუთარი თავის მიმართ სიბრაზე იგრძნო . ისე ჩაეჭიდა მის მეგობარს და გახედა აშკარად მიხვდა ისიც აქიდან წასვლის მეტი არაფერი რომ არ სურდა თანამგზავრს . გასვლისას ბოლოჯერ შეავლო მზერა ერთიანად გაწუწულ კაბას , სრულიად რომ მოეხაზა კაბას ქალის ხეულის ყველა კონტური და ვნების ნაპერწკლების შეგრძნებისას ირონიული მზერით დააკვირდა მის ანარეკლს სარკეში .

-სულელი ქერა და იდიოტი მე ! ამის დე*აც .. - ხელები დაკრა ონკანს და კვლავ მის გამოსახულებას გაუსწორა მზერა .

***

დრო უცნაური რამეა , ხანდახან თვალის დახამხამებაში გადის , ხანდახან კი დაპაუზებული ნებისმიერი წამის ბოლომდე შეგრძნების საშუალებას გაძლევს .

-უკვე მგონია რომ საუკუნეა წახვედი - ბუზღუნით ამოთქვა და მანქანიდან გადმოვიდა .

- ხვალ ჩამოვალ ევა , მნიშვნელოვანი საქმე იყო .. ამაზეც სალაპარაკო გვაქვს .. უნდა გადავწყვიტოთ სად ვიცხოვრებთ ..

- ვიცი და გელოდები - სწრაფი ნაბიჯით დაიძრა ლიფტისკენ და მალევე აღმოჩნდა ოთკუთხედ კაბინაში .

- არ მიყვარს როცა ლიფტში ჩემს გარეშე ხარ .. - ჰარის სიტყვებზე სიცილი ვერ შეიკავა .

- ჰო , ამ ლიფტს ის უპირატესობა არ აქვს რაც წინას ქონდა .

- დაწყებას ვერ ასწრებ უკვე ასული ხარ - აშკარა უკმაყოფილება იგრძნობოდა მის ხმაში .

- დაუკმაყოფილებელივით რატომ იქცევი ? - თავადაც ეცინებოდა ამის თქმისას .

- შენი ბრალია ! მიხვედი ?

- ჰარი ..

- რა ხდება ? - წამსვე დაიძაბა ჰარის ხმაც ქალის შეშინებული ტონის აღქმისას.

- კარები ღიაა..

- შესვლა არ გაბედო !

- იზაბელა და ანინეა შიგნით !

- იქნებ დარჩათ პატარავ .. ვინმეს დაუძახე .. მისმენ ? მარტო შესვლა არ გაბედო ევა ! - ბავშვის ხმის გაგებისას თავდაც იგრძნო ტკივილი - ევა ..

ისე შეაღო კარი შედეგებზე არც უფიქრია , წამიერი შეყოვნებაც ჰარის გამო იყო .

როცა აცნობიერებ რომ შენი საყვარელი ადამიანი საფრთხეშია , საღად აზროვნების უნარს კარგავ .

შორიდან ესმოდა ჰარის ხმა .

აკანკალებული მიიწევდა მისაღებისკენ .

პირველად თვალი სავარძელზე მოკალათებულ სხეულს ჰკიდა , მის წინ მშვიდად რომ თამაშობდა იზაბელა და ყურადღებას არ აქცევდა არცერთს .

-ლიამ .. - დაბინდული თვალები რომ გაიწმინდა და გამოსახულება აღიქვა წამიერი შვებაც იგრძნო , შემდეგ მისი დამცინავი , აქამდე უცნობი მზერა აღიქვა , ტანსაცმელი რომელიც ეცვა და სხეულში შეჭრილ პანიკას ვერაფერი მოუხერხა - შენ.. - ისე ამოღერღა ერთადერთი სიტყვა მნიშვნელობაც ვერ გაიაზრა . შორიდან ესმოდა ჰარის ბუტბუტი რომელიც ლუისთან რეკავდა . 

- გამარჯობა ევა - მამაკაცის ხმაზე წამსვე შეერყა სხეული . კედელს დაეყრდნო სიმყარის შესანარჩუნებლად და გულისცემაც შეუჩერდა აკანკალებს . ფეხზე რომ წამოდგა და მისკენ დაიძრა , გაშეშებული სხეული ვერაფრით დაიმორჩილა . დაბუჟებას გრძნობდა და რაღაც მჟავეს , წინასწარ რომ აცნობდა მოსალოდნელ უბედურებას .

ლიამის სუნთქვა მოედო კანზე და ჭიანჭველებივით გავრცელდა სიცივე მის სხეულში .

იგრძნო როგორ აუცურა ხელი ლავიწებზე სუნთქვა შეეკრა ტუჩებაკანკალებულს .

გაკვირვებულ ბავშვს დააკვირდა , დაბნეული რომ იყურებოდა მათკენ და იცოდა მალე წამოვიდოდა მათკენ . 

ჭარბი ემოციების გამო ვერაფერზე ფიქრობდა , შეგრძნებებსაც გაორებული აღიქვამდა . 

შემდეგ კონცენტრაცია თავად მოახდინა გონებამ ხმაზე . 

ხმაზე რომელიც მის სხეულს მარიონეტივით მართავდა .

-გელოდებოდი ევა.. ძალიან დიდხანს გელოდებოდი პატარავ .. - ისევ აღიქვა კანზე მისი მშვიდი სუნთქვა კმაყოფილების ნაპერწკლები აშკარად რომ დაჰყვებოდნენ .  



*** 

* მემგონი ასე აღელვებული გამოქვეყნებისას პირველად ვარ .. 

* გელოდებით . 

Continue Reading

You'll Also Like

242K 1.9K 23
Smut. But not all of it. This book is basically just me, a girl, writing out her fantasies with the men in Call of Duty. I do take requests.
105K 15.5K 83
Short Story and Os book Cover credit: @sidnaaz_alaxy
1.6K 251 6
شاهزاده‌ی ایتالیا زخمی و درمانده در مرز بین دو کشور رها می‌شود. چه تقدیر و سرنوشت مزخرفی! کشور خائن خودش که اورا پس زده بود و کشور دشمن که جانش را نج...
20.9K 301 36
a collection of some of my headcanons from tumblr for your reading pleasure I wanna be very clear that these are only my HEADCANONS, and all of my on...