IMMACULATE | Z.M + Larry | (...

By Eeembyyy

14.6K 778 293

შენ შემცვალე... თავი შემაყვარე. გახდი ჩემი ნაწილი, ჩემი სული... ცხოვრება რომელსაც შავ-თეთრად ვხედავდი გამიფერ... More

1
2
3
4
5
6
7
8
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35

9

426 24 15
By Eeembyyy


ქეითი სახლში ძალაგამოცლილი და ემოციურად გადაღლილი დაბრუნდა. გზაში არაფერზე ფიქრობდა, უბრალოდ ნელა მიაბიჯებდა სახლისკენ.

- ძვირფასო, როგორი დღე გქონდა? - ღიმილით ჰკითხა ოთახში ახლახანს შემოსულ ქეითს დედამისმა.
- ჩვეულებრივი.
- არ ისადილებ?
- უკვე ვისადილე ჯორჯთან ერთად. ოთახში ავალ და ვიმეცადინებ.
- როგორც გინდა.

ქეითი ოთახში ავიდა. პირსახოცი და ტანსაცმელი აიღო, ახლა ცივი წყალი გამოაფხიზლებდა. სააბაზანოში შევიდა და ცივი წყლის ქვეშ დადგა.

წყლის ცივი წვეთები სხეულზე ეცემოდა და მის ნაზ კანზე ქვევით ცურდებოდა. ქეითი იმ მომენტზე ფიქრობდა, როცა დაინახა როგორ გამეტებით ურტყამდა ზეინი ვიღაც ბიჭს. ალბათ შემოაკვდებოდა კიდეც ქეითს რომ არ მიესწრო.

აქაფებული თავი ჩამოიბანა და სხეულიც დაიბანა. ერთი პირსახოცი თმაზე შემოიხვია, მეორე კი სხეულზე და ოთახში გავიდა. გამშრალების შემდეგ ჩაიცვა და გადაწყვიტა დავალებებისთვის მიეხედა. პირველი მათემატიკით დაიწყო, რადგან ვერ იტანს მათემატიკას! შუა დავალების წერის დროს მიხვდა, რომ დამთავრება ეზარებოდა და შეეშვა. ახლა ლიტერატურის თემის წერაზე გადავიდა, რაც მარტივი იყო მისთვის. თემა ჯერ "შავ ფურცელზე" დაწერა და რამოდენიმეჯერ გადაიკითხა, რომ დარწმუნებულიყო მის სტულყოფილებაში. 

საათს დახედა და მიხვდა, რომ თემის დაწერამ
საკმაო დრო წაიღო. უკვე 2 საათი გასულიყო. ქეითი მუცელმა შეაწუხა და მიხვდა, რომ შიოდა. ქვევით ჩავიდა, რომ დედასთვის ეთხოვა რამე მოემზადებინა მისთვის. ახლა დედამისი მომზადებული საჭმელი ძალიან უნდოდა.

- დედა, შეგიძლია რამე მომიმზადო?
- რა თქმა უნდა, ძვირფასო.
- მამა ჯერ არ დაბრუნებულა?
- არა, თქვა, რომ ცოტა დააგვიანდება.
- გასაგებია.

ქეითი წყლის დასალევად წამოდგა, როცა ზარმა დარეკა.

- მე გავაღებ.

მისაღებში გავიდა, შემდეგ კი შემოსასვლელში და კარი გააღო.

- ქეისტინ? შემოდი.

გაღიმებული ქრისტინი სახლში შემოვიდა. ორივენი სამზარეულოსკენ გაემართნენ.

- გამარჯობა, დეიდა ვანესა.
- აბა, რამ მოგიყვანა?- ჰკითხა ქეითმა და მაცივრიდან წყლის ბოთლი გამოიღო.
- ვიფიქრე ბიბლიოთეკაში წავიდოდით და ერთად ვიმეცადინებდით.
- მაგრამ უკვე დავიწყე მეცადინეობა.

ქრისტინმა ქეითს წარბი აუქაჩა და თვალი ჩაუკრა, ამით კი ქეითი მიხვდა, რომ სულაც არ აპირებდნენ ბიბლიოთეკაში წასვლას. ქეისტინის თამაშს მხარი აუბა და თქვა.

- მაგრამ ჯერ მხოლოდ ლიტერატურის თემა დავწერე.
- მშვენიერია, მეც უკვე დავწერე. დანარჩენ საგნებს ვიმეცადინებთ. თან კარგი ამინდია და გავისეირნებთ. თქვენ რას ფიქრობთ, ქალბატონო ვანესა?
- თუ ნებართვას მთხოვთ, მაშინ კარგი. წადით და იმეცადინეთ. ახალგაზრდები ხართ, გაისეირნეთ და გაერთეთ, მაგრამ არ დააგვიანო, კარგი? - უთხრა ქეითს.
- რა თქმა უნდა- გახარებულმა ქეითმა დედას ლოყაზე აკოცა და ოთახში გაიქცა, რომ გამოეცვალა.

ქრისტინსაც ამიშნა გამომყევიო და ისიც გაჰყვა. ოთახში შევიდნენ თუ არა ქეითმა კარი დახურა და ქრისტინს კითხვები დააყარა.

- აბა? რა ბიბლიოთეკა? სად მიგყავარ?
- ლიამმა დამირეკა, მთხოვა თუ დრო მქონდა შენთვის გამომევლო და მათთან მივსულიყავით.
- ლიამმა? უკვე ნომრებიც გაცვალეთ?
- ეს დაივიწყე. სწრაფად ჩაიცვი და წავედით. მე ტაქსს გამოვიძახებ.

ქეითმა სწრაფად გამოიცვალა, ნახევრად სველი თმა კოსად აიკრა. ორი წიგნი და რვეული ჩანთაში ჩააგდო, რომ დედამისს ეჭვი არ გაჩენოდა და ქვევით ჩავიდნენ.

- მიდიხართ?
- კი. ტაქსი უკვე მოვიდა.

გოგონებმა სახლი დატოვეს და კართან ახლოს მდგარ ტაქსში ჩასხდნენ. ქრისტინმა მძღოლს მისამართი უთხრა და ქეითი მიხვდა, რომ იმ კაფეში მიდიოდნენ სადაც ადრე წაიყვანეს ბიჭებმა. ახლა იმაზეც ფიქრობდა იქნებოდა თუ არა იქ ზეინი.

მალევე მანქანა პატარა კაფის წინ გაჩერდა, ქეითმა ფული გადაიხადა და გოგონები მანქანიდან გადავიდნენ. ქეითმა მალევე ამოიცნო კაფის წინ მდგარი ჰარის მანქანა.

ხის კარი შეაღეს და მყუდრო გარემოში შევიდნენ. ბიჭები ისევ თავიანთ ადგილას ისხდნენ. ჰარი და ლუი გვერდიგვერდ, ჰარის ხელი გადაეხვია ლუსითვის და რაღაცაზე ელაპარეკებოდა მომღიმარი. მათ გვერდით ნაილი, წინ კი ლიამი და ზეინი ისხდნენ. ზეინი...

ქეითმა შეამჩნია, რომ ზეინს ხელი დამუშავებული და გადახცეული ჰქონდა. ეს კარგია, ესეგი თავს მიხედა. გოგონები მათთან მივიდნენ და ბიჭებს მიესალმნენ.

- ჰეი, პატარავ. არ მეგონა თუ ვანესა და შენი ბიჭი გამოგიშვებდნენ.
- ვერ ხედავ მის ჩანთას? ახლა ბიბლიოთეკაში უნდა ვიყოთ- სიცილით თქვა ქრისტინმა.
- ნუ იცინი, არ მიყვარს როცა მშობლებს ვატყუებ.

ქრისტინი სწრაფად ჩამოჯდა ლიამის გვერდით, ქეითი კი იძულებული გახდა ზეინის გვერდით დაეკავებინა ადგილი. ნელა ჩამოჯდა და ზეინს ხელზე დახედა. ბიჭი მისკენ მიიწია და ჩუმად წარმოთქვა

- მადლობა

ქეითმა გაკვირვებულმა გახედა. ზეინის ხმის გაგებისას სიამოვნების ტალღამ დაუარა სხეულში, ან იქნებ სიტყვა "მადლობას" გამო ჰქონდა აზეთი რეაქცია? ნამდვილად არ მოელოდა ამ სიტყვის გაგებას ზეინ მალიკისგან. მალევე მიხვდა, რომ მათი სახეები ზედმეტად ახლოს იყო და თავი გვერდით გაწია.

- აბა რას შვებით? - კითხა ღიმილით ბიჭებს, რომ ზეინისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ მის მზერას მაინც გრძნობდა.
- არაფერს. ყველაფერი ჩვეულებრივადაა.
- გასაგებია.
- მალე ლუის დაბადების დღეა, ალბათ წვეულებას მოვაწყობთ, მოხვალ?- ჰკითხა ჰარიმ.
- არ ვიცი, თუ მოვახერხე.
- ხო,რა თქმა უნდა. ქეით, არ დაიღალე ასეთი ცხოვრებით? მალე სრულწლოვანი გახდები, ეს შენი ცხოვრებაა და შენ უნდა მართო.
- მართალი ხარ. ზოგჯერ მგონია, რომ პატარა ბავშვი ვარ ვისაც ყურადღების გარეშე ვერ ტოვებენ. ჩემს მშობლებს ჩემი ცხოვრება უკვე დაგეგმილი აქვთ, რაც მაღიზიანებს. ჩემი და ჯორჯის ქორწილიც კი დაგეგმეს.
- დანიშნულები ხართ? - იკითხა ზეინმა.
- კი, უკვე წლებია.
- ეგ ბიჭი არ მომწონს- თქვა ქრისტინმა- უყვარხარ და ყურადღებასაც არ გაკლებს, მაგრამ მაინც რაღაცნაირი ტიპია, არასასიამოვნო.
- მამამისი გავლენიანი ბიზნესმენია, თავზე დიდი წარმოდგენა ექნება- თქვა ლიამმა.
- კარგით, გვეყოს ჯოჯრზე საუბარი. რაც მთავარია კარგი შეყვარებული და მეგობარია.

ჯორჯის შემდეგ საუბარი სხვა თემებზე დაიწყეს. ქეითი დროთაგანმავლობაში ზეინისკენ აპარებდა თვალს და ხედავდა, რომ ბიჭიც მას უყურებდა. ზეინი გოგოს უცქერდა და მისი ბავშვური სახით ტკბებოდა. ის ხშირად უცქერს გოგოებს და მათგან სიამოვნებასაც იღებს, მაგრამ ეს ის არ არის. ქეითი სხვანაირია, მათ არ გავს. ბავშვური და უცოდველია, რომელსაც არაფერი გაეგება ცხოვრების. რომელსაც არაფერი გაეგება სიყვარულის და ვნების, ბოროტების და უსამართლობის. ზეინი ხვდებოდა, რომ მისგან თავი შორს უნდა დაეჭირა, რადგან გოგონა ზედმეტად კარგი იყო მისთვის, ზედმეტად ნაზი და უნაკლო. პატარა ანგელოზი, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.  ზეინი კი არ იყო ისეთი ბიჭი, რომელიც ურთიერთობებით გამოირჩეოდა. მისთვის მხოლოდ სიამოვნება და გართობაა მთავარი.

ბიჭი ამას ხვდებოდა და ყველაფერთან ერთად ხვდებოდა იმასაც, რომ გოგო საოცრად იზიდავდა...

Continue Reading

You'll Also Like

8.6K 378 18
როდესაც 17 წლის თინეიჯერი, შენს თავს, და გარშემო მყოფებს, ავის მსურველებს, ერთად ებრძვი, გჭირდება ვიღაც, საყრდენი, რომ ფეხებში ძალა არ გამოგეცალოდ და...
1.1M 35.9K 62
𝐒𝐓𝐀𝐑𝐆𝐈𝐑𝐋 ──── ❝i just wanna see you shine, 'cause i know you are a stargirl!❞ 𝐈𝐍 𝐖𝐇𝐈𝐂𝐇 jude bellingham finally manages to shoot...
887K 20.2K 48
In wich a one night stand turns out to be a lot more than that.
1M 63.4K 119
Kira Kokoa was a completely normal girl... At least that's what she wants you to believe. A brilliant mind-reader that's been masquerading as quirkle...