ყოფილი

By db1230

10.4K 482 195

ხელებით დაეყრდნო რკინის ზედაპირს. გრილი ნიავი სხეულზე ესიამოვმა და გაუცნობიერებლად გადააგდო თავი უკან . ტუჩებ... More

თავი 1.
თავი 2.
თავი 3.
თავი 4 .
თავი 5 .
თავი 6.
თავი 7 .
თავი 8 .
თავი 9 .
თავი 10 .
თავი 11 .
თავი 12 .
თავი 13 .
თავი 14 .
თავი 15 .
თავი 16 .
თავი 17 .
თავი 19 .
თავი 20 .
თავი 21 .
თავი 22 .
თავი 23 .
The last one .

თავი 18 .

337 17 26
By db1230

-რა ურთიერთობა გქონდათ შენ და აარონს ? - გამომწვევად შეხედა და გადაჯვარედინებულ ფეხებზე ხელები დაიწყო . თეთრი კაბა მეტად გამოკვეთდა მისი კანის სილამაზეს და ყველაფრის მიუხედავად ისიც რაღაცანაირი სილაღით უმზერდა ჟღალთმიანს . 

- მე და აარონს ურთიერთობა არ გვქონია , ეს ყველაფერი ლამაზად აწყობილი ტყუილია- ღიმილი ვერ დამალა ბრიას კითხვაზე და მის თვალებში ათამაშებული ნაპერწკლების დანახვისას თავადაც აუღაჟღაჟდა ლოყები . 

- ფოტოები საპირისპიროს ამტკიცებენ - შეფარული ეშმაკობით წარმოთქვა და ცალი თვალი კამერისკენ გააპარა მაყურებლის დასამოწმებლად . 

- ფოტოებს საუბარი ნამდვილად არ შეუძლია , ბევრ რამეს მალავენ და მხოლოდ გაურკვეველ ფაქტებს აღბეჭდავენ . 

- ამბობ რომ ყალბია ? 

- ვამბობ რომ ნაწილია . საბაბი იმის რის გამოც უამრავი ადამიანი თავიანთ საინტერესო ცხოვრებას მოვწყვიტე და ჩემის განხილვის საშუალება მივეცი . მე ჩემს სიმართლეს ჩემი გამარჯვებით დავამტკიცებ - კეკლუცად ამოთქვა და თმებით დაფარული ლავიწები მოიშიშვლა .  ევას სხეულზე მორგებული კაბა თმებს იმდენად ეხამებოდა მისი ნაწილად უფრო აღიქმებოდა ვიდრე ტანისსამოსად . 

- ხმამაღალი განაცხადია . რა გაძლევს ამის ამბიციას ? - ჩამოწერილ კითხვებს დახედა და რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდეგ გვერდით გადადო . 

- მე მჯერა საკუთარი თავის , ადამინების რომელებიც გვერდით მყავს , მჯერა ჩემი ქვეყნის და სამართლის .. საზოგადოების იმ ნაწილის რომელიც ჩემში დარწმუნებულია და გვერდში მიდგას .. 

- მაგალითი ხარ თუ მსხვერპლი ? 

- მე თავისუფალი ქალი ვარ , რომელიც სიმართლისთვის იბრძვის . 

- რა რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე შენს ოჯახს , მეგობრებს , საყვარელ ადამიანებს ?

- როგორიც საზოგადოებას, ორად გაიყო  - გაეცინა ამის თქმისას ეველინს - ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არ მოქმედებს , ჩემს უკან ბევრი დგას რომელსაც ეხება და გარკვეულწილად ესეც მაძლევს ძალას ბრძოლისთვის . 

- რას ეტყოდით ქალებს , რომლებიც ახლა ხმის ამოღებას ვერ ბედავენ და მათ თავს დამტყდარ უსამართლობას ნებდებიან ? 

- ყველა ნაბიჯი ღირს რომელსაც საკუთარი თავის გადარჩენისთვის დგამთ .  მარტოც რომ იყოთ , თქვენი სიმართლე ყოველთვის გიმაგრებთ ზურგს და გაძლევთ გამარჯვების საშუალებას  . 

- ასეთი მარტივია ? 

- მარტივი არ არის , ნაბიჯის გადადგმა უნდა გავბედოთ , სამყარო თუ კი დაინახავს რომ ვიბრძვით ჩვენს გვერდით დადგება .. 

- მადლობა ეველინ , რომ ჩემი სტუმარი იყავი . ასეთი ძლიერი , მებრძოლი და სამაგალითო მხატვარი ქალი საზღვრების გარეშე . მე მჯერა მისი , თქვენ ვის მხარეს ირჩევთ ? - კამერას გაუსწორა ლამაზი ნუშისებრი თვალები და ბოლო სიტყვები თავდაჯერებულმა ამოთქვა . 

- გადაღებულია , იდეალურია ! - ტუჩის მოძრაობით ანიშნა ჯეიკობმა და მათკენ წასულ პროდიუსერს დააკვირდა . მცირე დიალოგის შემდეგ ისიც დაინახა როგორ გამოეყო ბრია და ეველინი მოსაუბრეს და თავადაც წავიდა მათკენ . 

- დანიელი აქ აღარაა ? - თვალი მოავლო შეკრებილებს და ისევ ბრიას გახედა . 

- არა - ისე ამოთქვა აშკარა იყო ამ თემაზე საუბრის გაგრძელებას არ აპირებდა - სასამართოს რამდენიმე კადრის გადაღებასაც თუ შევძლებ კარგი იქნება .. უფრო აქტუალური და სკანდალური გახდება ეს ყველაფერი .. 

- ბრია , ეს ჩემი ცხოვრებაა . 

- როგორც გინდა - არ გაუხედავს ისე უთხრა და ჯეიკობს გახედა . 

- ვიცი რომ პატიების თხოვნის უფლება არ მაქვს..  ისიც ვიცი რამდენად არასწორად მოვიქეცი და აუცილებლად ვეცდები ჩემი მოქმედებით და არა სიტყვებით ამის გამოსწორებას .. 

- ეს გაივლის ? - აშკარად საკუთარ გრძნობებზე კითხა და თვალებში ჩააშტერდა . 

- მაპატიე ბრია .. ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია რომ ხარ .. უბრალოდ ხარ და როგორი მადლიერი ვარ შენი - მხარზე შეეხო და ლოყაზე ტუჩები მიაკრა . 

- თუ კი ჩემგან პატიება გინდა , შენთან რომ მოვა მოუსმინე ... უბრალოდ მოუსმინე .. 

- ბრია .. 

- შეხვედრამდე ევა - გაუღიმა და თავადაც წავიდა ჯეიკობისკენ . 

ეველინი თვალებაციმციმებულ ქალს უყურებდა ,  არ ასვენებდა დანაშაული რომელიც მის მიმართ ჰქონდა მაგრამ ჯეიკობის თვალების მიღმა კარგად შენიღბული სიყვარული იმედს აძლევდა . იმედს , რომ ქალი ერთ დღეს დაინახავდა საკუთარ ნაწილს.

სწრაფად წავიდა იქვე ჩამომდგარი ლუისკენ და გაღიმებულს მოეხვია . 

- სახლში მინდა - პატარა ბავშვივით ამოიწუწუნა და ხელი ჩაკიდა პაპარაცების ბბრბოს მარტივად რომ დაძვრენოდა . 

- ერთ ადგილას უნდა გამომყვე - მანქანის კარები გამოუღო და თავადაც მოხერხებულად აუქცია გვერდი ბრბოს . 

- დაღლილი ვარ , სახლში მინდა - ფანჯარას მიადო თავი და შენობებს დააკვირდა . 

სახლის გზას რომ გაცდნენ წარბშეკრულმა გახედა ეშმაკურად მომზირალს და თვალები აატრიალა . 

- სერიოზულად ?

- სრულიად - თვალებაციმციმებულმა უპასუხა და ყურადღება კვლავ საჭეზე გადაიტანა .

*** 

- მაინდამაინც ბრიას რატომ უნდა აეღო ინტერვიუ ? - პატარა ბავშვივით მიუახლოვდა სამზარეულოში მდგომს და ჯამიდან რამდენიმე მსხალი ამოაცალა . 

- მე ბლია მომწონს - დიდი მონდომებით ჩაერია მათ საუბარში პატარა შორიკანა და ფქვილით დასვრილი ხელები შუბლზე მოისვა თმების მოსაშორებლად . 

- ვაიმე , პატარავ - ლოყებზე მიაკრა ტუჩები და თმები შეუსწორა მომღიმარ ბავშვს -  შენი აზრით რას უფრო დიდი გამოხმაურება ექნება , ყოფილი ცოლის და საცოლის ინტერვიუს თუ სხვა ნებისმიერისას ? 

- ეგ ლას ნისშნავს ? - დაბნეულმა ახედა კლერს და დაკვირვებისასაც რომ ვერ გამოიტანა შიანაარსი წარბებიც შეკრა გაუაზრებლად . 

- წარმოიდგინე რომ რაღაცას თამაშობენ და ეს თამაში უფრო საინტერესოა , იმიტომ რომ ბრია და დედიკო მონაწილეობს  - საწყლად გახედა თასზე დაწყობილ მსხალს და კლერის ღიმილზე პატარა ბავშვივით აღტაცებულმა გააპარა თითები ხილისკენ .

- ლიამი იქნება , გავაღებ - გაბრწყინებული წავიდა კარებისკენ და საყვარელ კაცს მთელი გრძნობით მოეხვია - როგორ მომენატრე . 

- ცოტა ფრთხილად - გაეცინა მის მჭიდროდ მოხვეულ ხელებზე - მეც მომენატრე კლერ .. 

- წამოდი , შევიდეთ .. 

- ეველინი სახლშია ?

- არა , ლუიმ წაიყვანა .. მგონის ჰარის უნდა შეახვედროს .. 

- შერიგდებიან ? - ოდნავ გაღიზიანებულმა ამოთქვა და მისკენ დაძრული იზაბელა ხელში აიტაცა - როგორ ხაარ ჭინკა ? 

- ალ ვალ მე ჭინკა ! 

- არვიცი ლიამ .. 

- ეველინს ისეთი კაცი ჭირდება გვერდით ვინც ყველაფრის მიუხედავად ზურგს გაუმაგრებს და არა ჰარისნაირი მერყევი - მყარი , თავდაჯერებული ხმით თქვა ლიამმა - დარწმუნებული ვარ იპოვის კიდეც .

- ჩემი მამიკო კალგია - წარბშეკრულმა ამოთქვა და გაბრაზებულმა წაიწია კლერისკენ .  

- ჰო , კარგია პატარავ ... შემირიგდები ხო ? - თითი გაუწია შესარიგებლად და ბავშვიც გულიც იმ წამს მოიგო , მაშინ გამოსული ანინეც გადაკოცნა - როგორ ხართ ?

- ჩვენ კარგად , შენ როგორ ხარ ? - მუცელზე დაიდო თხელი თითები და წრფელი ღიმილით შეხედა . 

- კარგად ვარ ...საქმეზე რამე ახალია ? 

- მტკიცებულებებს ვაგროვებ , რამდენიმე ისეთი ადამიანიცაა ვისი მოსყიდვაც აარონმა ვერ შელო ... კამერების ჩანაწერებზეც გავიგე რაღაცეები .. - წამსვე გაჩერდა ლიამი და მისკენ შებრუნდა ინტერესით . 

- დაამტკიცე რომ ფოტოშოპოა ? 

- ლიამ .. მგონი ჯობია მერე ვილაპარაკოთ .. თან ჩემს საქმეს კლიენტის გარდა არავისთან განვიხილავ - ოდნავ მკაცრად ამოთქვა და წარბშეკრულ თვალებში დააკვირდა . 

- ზეინი მალე მოვა ? 

- გზაშია , დაურეკე .. ანინეს ნაყინი უნდა და კარგი იქნება თუ წამოიღებს .. 

- მე ვეტკვი - ტიტინით ამოთქვა და ზარის გასვლის შემდეგ ტელეფონი დიდი მონდომებით მიიდო ყურზე - ზეინ ! 

- ქალბატონო იზა ! - აშკარად იგრძნობოდა ღიმილის ნოტები მის ხმაში . 

- მალე მოქვალ ?

- კი , რამე ხომ არ გინდა ? 

- მე და ანინეს ნაკინი გვინდა  , მე ბევლი - მეტიჩრულად ამოთქვა და მეორე მხარის სიცილიც გაიგო . მოულოდნელად მისწვდა მის სმენას რაღაც უცნაური და თვალები აემღვრა შეშინებულს - ლიამ .. 

- რა ხდება ? - წამსვე გამოართვა ტელეფონი და ბავშვი ანინეს მიაწოდა . 

- დაგირეკავ , კარგად ვარ - აშკარად იგრძნობოდა მის ხმაში დაძაბულობა . მალევე გათიშა მობილური და სწრაფად გადავიდა მანქანიდან . წაქცეული გოგოსკენ დაიხარა და მისი პულსი შეამოწმა . გარეგნული დაზიანებები ბევრი არც ჩანდა , სწრაფად მოიქცია მკლავებში მისი სხეული და უკანა სავარძელზე მოათავსა . 

საკუთარ გულისცემას გრძნობდა და ანერვიულებული აპარებდა თვალს გოგონასკენ . კარგად ხვდებოდა როგორ აბნევდა სოფის მისი ახსნით , მაგრამ სხვასთან წასასვლელი არც ქონდა . 

- გამოფხიზლდა - ოდნავ გამკიცხავად შეხედა და მხარზე დაადო ხელები - რა მოხდა ?

- ბორბლებში შემომიხტა ! არანორმალურია .. 

- ზეინ .. - გაეცინა მის სიტყვებზე - ისიც არ იცი ვინაა , შეგიძლია ნახო თუ გინდა . 

- მინდა ჰო , ხარჯებზე გამირკვევ ?

- არარის პრობლემა . მიდი შედი , 502 პალატაა. 

მძიმედ აწია სხეული და პალატაში შევიდა . წამსვე გადააწყდა უცნაურად მომზირალ ყავისფერ თვალებს . ქარისგან აწეწილი ქერა თმები ჯერ კიდევ არ მოეწესრიგებინა პატრონს და ისე ბუნებრივად ჩანდა თავადაც ვერ უპოვა ახსნა გამოწვეულ ემოციებს . 

 - ვინ ხარ ? - ოდნავ დამფრთხალმა კითხა და თითები გადაისვა თავზე . 

- ის ვისაც ბორბლებში შეუხტი - მშვიდად ამოთქვა და საწოლთან ახლოს ჩამოჯდა . 

- რა ? - წამსვე ამოთქვა გაკაპასებულმა და მტრული მზერა შეაგება . 

- რა და გვერდზე უნდა გაიხედო როცა გზაზე გადადიხარ - პალატა მოათვალიერა და ისევ ქალისკენ მიმართა მთელი ყურადღება . 

- შენ დამეჯახე და კიდევ მეჩხუბები ? - თვალები აუელვარდა სიბრაზისგან და ოდნავ წამოიწია კიდეც საწოლიდან . 

- იქ არ უნდა გადმოსულიყავი ! 

- ველური მანიაკი ხარ ! საკუთარი დანაშაულის აღიარებაც კი არ შეგიძლია ! - ვერც მიხვდა ისე გამოიწვია და ზეინიც წამსვე აღმოჩნდა მის სახესთან ახლოს . 

- იცი რას გეტყვი პატარა ქალბატონო ? - ჰაერის ცხელი ნაკადი მიაფრქვია სახეზე და წამით გაექცა მზერა აკანკალებული ტუჩებისკენ - შეგიძლია მიჩივლო , ისიც კარგად გამოჩნდება ვინაა დამნაშავე - სახეზე წაავლო ხელები და გაფართოებულ თვალებში კმაყოფილებით ჩახედა - კიდევ ერთხე ველურ მანიაკს დამიძახებ და ენას ამოგაძრობ ! - ჩუმად ჩასჩურჩულა და ყურის ბიბილოზე გამოსდო ტუჩები . მის ჟრუანტელზე კმაყოფილების ღიმილი გაუფართოვდა - დაიძინე , დაისვენე და არაფერზე იფიქრო , შენს ახლობლებს დაუკავშირდებიან - არაფრის თქმა დააცადა ისე წამოდგა ფეხზე და პალატიდან გავიდა - ტრიპაჩი ბავშვი - გაღიზიანებულმა ამოთქვა და ახსნა ვერ მოუძებნა მისი საქციელის მიზეზს . 

- თუ კი რამე მოხდება დამირეკე , სოფი კარგი ? 

- ასეთი აჟიტირებული რატომ ხარ ? 

- გეჩვენება - ოდნავ დაუბღვირა და გადასახადის გასწორების შემდეგ , ეველინის სახლისკენ დაიძრა . 

*** 

- სად ვართ ლუი ? - ტყეებით გარშემოტყმულ მანქანას გახედა დამფრთხალმა და მზერა ისევ ცისფერთვალებას გაუსწორა - ლუი!

- ნახავ , დამშვიდდი - ხის უცნაური ფორმის შენობასთან გააჩერა მანქანა და გახედა - გადადი , იმ შენობაში შედი და ყველაფერს გაიგებ . 

- სულ გაგიჟდი ხო ? მეშინია .. 

- მიდი ეველინ . კარებამდე მიგყვები . 

- შენ და ჰარის ერთმანეთზე გადაბმულს გამოგკეტავთ აქ ! 

- ამბიცია მესმის - კარებთან მდგარს გახედა და თავად გაუღო . 

- რამე რომ დამემართოს შენი ბრალი იქნება . 

- არ მორჩები ? - უკმაყოფილოდ ამოთქვა და შიგნით შესვლისკენ უბიძგა . 

შიგნით შესულს მაშნვე მოედო სითბო სხეულზე . ჩაბნელებულ დერეფანს ოდნავ აკანკალებული და შეშინებული გაუყვა . რაღაც სასიამოვნო არომატს გრძნობდა . თითქოს გონებიდანაც ცდილობდა მოგონება თავის დაღწევას და მისი რაობის შეხსენებას . 

ვიწრო კალიდორიდან მალევე აღმოჩნდა მრგვალ ოთახში უამრავი ნახატით გარშემოტყმული . თეთრ კედლებზე გამოსახული ფიგურები იმდენად ცოცხლად ეჩვენებოდა , მათი ჩურჩულიც ესმოდა ყურში . ჰარის სიმღერის ხმა რომ გაისმა , ოთახის შუაში მოთავსებულ სვეტს მიეყრდნო სიმყარის შესანარჩუნებლად და თვალები დახუჭა.

მისი ნაბიჯები , ნახატები რომელიც მისი საწყისი იყო , ყველაფერი რასაც დამწვარ ატელიეში აცრემლებული ეძებდა მის წინ იყო  და ახალ ისტორიას ქმნიდა  . 

ჰარის მელოდია , რომელიც ყველა ნახატის შექმნისას მასთან ერთად იყო , არც ახლა ტოვებდა და ყველაფერ განცდილს უცოცხლებდა . 

გული სიხარულით ევსებოდა ამის გაცნობიერებისას და დანამულ ლოყებსაც ვერ ამჩნევდა სუნთქვაშეკრული . 

ნაბიჯების ხმა გაიგო და უნებურად შებრუნდა მისკენ . 

  - you bring me home , ev - სიმღერის დასასრულისას გულიდან წამოსული სიტყვები გააჟღერა და ჟღალთმიანის ამღვრეულ თვალებს მისი მომავლის იმედით სავსე სფეროები მიანათა . 

სწრაფად დაფარა მათ შორის მანძილი და წელზე შეცურებული ხელით მიიკრა ქალის სხეული . ნაზად მოწმინდა ლოყებიდან ცრემლები და ტუჩებზე შეეხო ვნებით შეპყრობილი . 



*** 

მემგონი ცოტა უაზრო თავი გამომივიდა და ვნერვიულობ . 

გელოდებით <3 

Continue Reading

You'll Also Like

55.2K 4K 57
swaragini story with raglak role reversal.. cover credit- pictures taken from Google..
686K 56.1K 91
Trope: ✓ marriage of convenience ✓ hate-to-love ✓ slow-burn ✓ Muslim characters/love story ✓ Bad boy/good girl ✓ Second chance ✓ Billionaire romance...
26.2K 86 7
Ok so this is gonna be some kinky ass shut cause im bored. Im sorry im rly bad at updating.
44.6K 2.5K 39
კლერი წლების შემდეგ სახლში ბრუნდება იმ იმედით, რომ იქ მარტივად ვერ იპოვნიან. მაგრამ შეცდა... ის მას იპოვის... ისტორია ჩახლართული და ინტრიგებით...