ყოფილი

By db1230

10.4K 482 195

ხელებით დაეყრდნო რკინის ზედაპირს. გრილი ნიავი სხეულზე ესიამოვმა და გაუცნობიერებლად გადააგდო თავი უკან . ტუჩებ... More

თავი 1.
თავი 3.
თავი 4 .
თავი 5 .
თავი 6.
თავი 7 .
თავი 8 .
თავი 9 .
თავი 10 .
თავი 11 .
თავი 12 .
თავი 13 .
თავი 14 .
თავი 15 .
თავი 16 .
თავი 17 .
თავი 18 .
თავი 19 .
თავი 20 .
თავი 21 .
თავი 22 .
თავი 23 .
The last one .

თავი 2.

497 30 0
By db1230

ფიქრი არ უნდოდა , თავსაც აჯერებდა რომ ამის აუცილებლობა არ იყო . ცრემლები მოიწმინდა და ისევ კედლებში გამოკეტა მისი გრძნობები. ნივთები აკრიბა და შემოსულ ნომერზე გააგზავნა მისამართი .

ხანდახან არ ვცხოვრობთ , უბრალოდ ვარსებობთ . ბევრ რამეს გავრდივართ , აღვიქვამთ , ვიზიარებთ , მაგრამ გულწრფერად ვერაფერს ვგრძნობთ .

ნამდვილ ემოციებს ვმალავთ , გავუბრვივართ იმდენად გვაშინებს ტკივილის სახე, საკუთარ თავს მასთან ერთად მოგონებების სკივრში ვათავსებთ .

წლების შემდეგ შორიდან ვუყურებთ ჩვენს უკანასკნელ ემოციებს და სიცარიელე გვტეკნს , იმდენად რამდენადაც აღქმა შეგვიძლია .

ეველინი უნდა გაჩერებულიყო ?

იქნებ უნდა გაჩერებულიყო კიდეც , ებრძოლა , მაგრამ იმხელა იყო შიში მისი უსიყვარულობის თვითონაც გაეხვა არარსებულ რეალობაში და უკან მოსაბრუნებელი გზაც გააქრო .

ბოლოს ბინასთან მისულმა მანქანას ჩამოადო თავი და ღრმად სუნთქვა დაიწყო . სარკეში ნაკვთებს შესაფერისი ფორმა მისცა და ცხოვრებას გაერია . 

სახლს მოავლო თვალი , აშკარად ეტყობოდა გუშინდელი მასპინძლობა . ნახატი საწოლის თავზე დაკიდა და აივნის კარი გამოაღო . შხაპი მიიღო და საშინაო ფორმაში გამოეწყო . ყურსასმენები მოირგო და მილაგება დაიწყო , შემდეგ საკვების მომზადებაზე გადავიდა . ჯემას ზარს ელოდა , თან პატარა ქალბატონსაც მალე დააბრუნებდნენ სახლში და იცოდა მამიდის ნახვა რამდენად გაახარებდა .

საკუთარ ჩაცმულობას არც დაკვირვებია ზარის ხმა რომგაიგო ისე დაიძრა მისაღებისკენ . 

-ანინე - ლოყაზე აკოცა დას და იზაბელა ხელში აიყვანა - როგორ ხარ ?

- დავიღალე ცოტა , მე და იზაბელამ გასეირნებაც მოვასწარით - გაუცინა და სააბაზანოსკენ წავიდა .

- გამარჯობა - წინ მდგარ მეზობელს გაუღიმა და სახლში შებრუნდა - როგორი იყო ბაღში დე ?

- კალგი , მე და ცემი შეკალებული შევლიგდით .

- შოკოლადები გაჩუქა ?

- ჰო , ბევლი ..

- დღეს ჩვენ სტუმარი გვეყოლება იცი ?

- კლელი მოდის ?

- არა დე, ჯემა .. მამიკოს დაიკო ხომ გახსოვს ?

-აუუ ლა მაგალია - მწვანე თვალები გაუბრწყინდა და ხელები მოხვია - მამიკოც მოვა .

- არა , მარტო ჯემა .. მამიკოსთან ჩვენ მივალთ .

- მამიკო ლატო არ მოვა ?

- არვიცი , დაურეკე და კითხე - ოდნავ გაღიზიანებულმა წარმოთქვა , შემდეგ სიტუაცია გაიაზრა და გაუღიმა - ალბათ , არ ცალია დე . ხომ იცი რომ შეეძლოს მოვიდოდა ..

- რომ დამპილდა ?

- ჩვენ ხომ ჩავალთ იზაბელა ..

- მაგრამ ის ლომ დამპილდა ..

- რა გჭირს პატარავ ? ხომ ელაპარაკე დილით ..

- დილით მითქლა მოვიდოდა - თვალები აუცრემლიანდა და ტუჩები აუკანკალდა .

- ჰარი აქაა ? - რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა გულმა , შემდეგ შვილის ცრემლებმა საერთოდ გადაფარეს საკუთარი გრძნობები - დე ..

- მითქლა ცვენი საიდუმლოაო - ამოიტირა და მეტად მიეკრო .

- მოვა დე .. თუ გითხრა მოვა .

- რა გჭირთ  - წარბები შეკრა ანინემ დედა- შვილის დანახვისას . 

- უბრალო გაუგებრობა იყო .. - დაბნეულმა ამოთქვა და ბავშვს ცრემლები მოწმინდა .

- დავულეკოთ მამას- ახედა და ლოყებზე ხელები დაუტყაპუნა .

-თუ არ იტირებ დავურეკავთ - წარბები აუწია და ტელეფონიც მოიმარჯვა დასარეკად .

-გისმენ ევა - მამაკაცის ბოხი და ხავერდოვანი ხმა გაისმა ტელეფონიდან .

- ჰალი მე ვალ -როგორც კი აიღო მაშინვე შესძახა პატარა ჭორიკანამ და გაეღიმა , შემდეგ გაბრაზების მიზეზი გაახსენდა და წარბები შეკრა - შენ ლომ მითქალი მოვალო ალ მოქვალ ?

-საიდუმლოათქო რომ გითხარი დაგავიწყდა ? - აშკარად გაეცინა ბავშვის ხმაზე .

 - მე აქლა ვუთქალი !

- ანუ მაინც უთხარი .

- შენ ლომ მომატუე ?

- კარებთან ვართ თითქმის მა , არ გაგვიღებ ? - აშკარად თვალებგაბრწყინებულმა გახედა დედამისს და კარებისკენ გაიქცა . პატარა ხელებით ბევრს ეცადა , მაგრამ სახელურს მაინც ვერ მისწვდა .

- მე გავაღებ დე . 

- მე მინდა ! - გაეცინა ბავშვის თვალებზე ხელში აიყვანა და თავზე აკოცა პაწაწინა თითებით რომ ჩამოსწია სახელური . ემოციურად მზად არ იყო . იმდენად მოულოდნელი იყო ჰარის ვიზიტი ვერც ემზადებოდა წინასწარ . სხეულში შეჭრილ დანაშაულის გრძნობას ვერაფერს უხერხებდა , არადა რეალურად არც არაფერში იყო დამნაშავე . 

პირველად მისი მწვანე თვალები აღიქვა , ტუჩები ლამაზად რომ მოქცეულიყვნენ ლოყების ნაჩხვლეტებს შორის და ბავშვის ასაყვანად გამოწევისას მისი სურნელიც მკაფიოდ შეუძვრა ნესტოებში . შინაგანად აკანკალდა და თვალებიც აემღვრა . ბავშვის ტიტინმა გამოაფხიზლა და რეალობაში დააბრუნა . 

- ჯემა - გაღიმებული გოგო მოიქცია ხელებს შორის და რამდენჯერმე აკოცა , კარგი ურთიერთობა ჰქონდათ , მაგრამ განქორწინებამ ბევრ რამეზე უნებურად იმოქმედა . 

- როგორ მომენატრე .

- მეც ძალიან , მართლა - ჯემამ ბავშვისკენ რომ გაიწია ჰარი შერჩა ხელში , რომელიც ირონიული მზერით ათვალიერებდა მის სხეულს . ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოექცია და თვალებანთებული უყურებდა .  მისკენ რომ დაიძრა და ლოყაზე მიაკრა ტუჩები ჟრუანტელმა დაუარა და თვალები დახუჭა სიმყარის შესანარჩუნებლად . 

- მესამე ბედნიერი დამთხვევაა - თვალი ჩაუკრა და მისაღებისკენ დაიძრა . შიგნიდან ისევ ესმოდა მისალმების ხმები . კარები მიხურა და რამდენიმე წამით მიეყრდნო . შემდეგ თავი ხელში აიყვანა და ოთახში დაბრუნდა . 

- არ ვიცოდი აქ თუ იყავი - ჰარის გახედა და სავარძელზე ჩამომჯდარმა ბალიში აიღო და ჩაეხუტა . ჰარის ტუჩებზე გაპარული ღიმილი რომ შენიშნა თვალები აატრიალა . 

- ხელშეკრულება გავაფორმე - თვალებში უყურებდა და ისე ამბობდა თითქოს უნდა სცოდნოდა მეორე მხარის ვინაობა . 

- ჯემა შენ როგორ ხარ ? 

- არაჩვეულებრივად , არქიტექტურა ძალიან მომწონს , ბავშვებიც კარგები არიან . შეყვარებულიც მყავს - თვალებგაბრწყინებულმა წარმოთქვა და ჰარის ატრიალებული თვალები რომ დააფიქსირეს სიცილი აუტყდათ . სიტუაციაც განიმუხტა და დაძაბულობაც გაქრა. 

- ჩემ შეკალებულს ნიკი ქვია - პატარა ჭიკარტმაც ინება ხმის ამოღება და ჰარის გაფართოებული თვალები და გაბრაზებული სახეც მოექცა ყურადღების ცენტრში . 

-ვინ ნიკი?ვინაა ნიკი ? - წარბები შეკრა და სიცილზე თვალები აატრიალა . 

- ჩემი ნიკი - გაუღიმა პატარამ და შენმდეგ თითებზე დაიწყო ჩურჩულით თვლა - ამდენი წლისაა - ხუთი თითი აჩვენა .

- ვინ შენი ნიკი ნერვები არ მომიშალო ! დაივიწყე ბიჭები და სიყვარულები !

- მე შენ ჰალი მიკალქალ მა , ჩემი ნიკი არ მიყვარს - თვალებგაფართოებულმა უცებ ჩაილაპარაკა . 

- კიდე ჩემი ნიკიო ! გავგიჟდები ევა - ქალს გახედა და მის სიცილზე წარბები შეკრა . 

- სულ ამბობდი არავის მივაკარებო , მაგრამ 4წლის ბავშვზე თუ გაჭედავდი არ მეგონა - ქვედა ტუჩს გამოსდო კბილები რომ სიცილი შეეკავებინა მაგრამ არაფერი გამოუვიდა . 

- შენ მერე მოგხედავ - თითი დაუქნია  და ბავშვს მიუბრუნდა მთელი სერიოზულობით - რაო იმ ბავშვმა ?

- მიკალქალო .. - დაბნეულმა ამოთქვა და შეშინებულმა გახედა დედას . 

- შენ რა უთხარი ? - ისეთი სერიოზული სახით უყურებდა სულ შეაშინა პატარა ჭორიკანა . 

- შენ ალ გეტკვი დედას ვეტკვი - დედას გახედა დასახმარებლად . 

-მე რატომ არ მეტყვი ვითომ ? 

-ჰარი გეყოფა !

-შენ ნუ ერევი !

-მითხარი თორემ სხვა ბაღში გადაგიყვან და ვეღარ ნახავ შენ ჯექსონს !

- ნიკი ქვია ! 

- ნუ მისწორებ ! მე უკეთ ვიცი , რაო რა მინდაო ? - წარბები ისევ შეკრა და ტუჩები ისე გამობუშტა იმ წამს ჰარი უფრო გავდა ბავშვს ვიდრე ოთხი წლის იზაბელა .

-დგეს ცოკოლადები მაცუქა და ლოკაზე მაკოცა , მითქლა ჩემი გოგო ქალო - შეშინებულმა ამოილაპარაკა და მამის სახეზე უფრო დაიბნა . 

- მაგ ბავშვს ხომ არ უნდა მაგრად მივტყიპო ? - ისეთი ხმით თქვა ვერავინ შეიტანდა ეჭვს მისი განზრახვის სერიოზულობაში .

- ჰარი ნუ აშინებ !

- შენ რა უთხარი ? - ყურადღება არ მიაქცია დის სიტყვებს და ბავშვს მიუბრუნდა . 

- მე ვუთქალი მამიკოს გოგო ვალთქო - წამწამების ფახუნით ამოთქვა ლოყებაწითლებულმა . ყურს უკან თმაც გადაიწია ნაზად მეტი ეფექტისთვის .

- ჩემი ჭკვიანი - ისე უცებ დაუთბა ხმა და აკოცა ბავშვს ვერც ვერაფერი გაიაზრეს - ბაღში რომ მიხვალ დაშორდი და აღარ დაელაპარაკო მა . 

- მე ლო მომწონს ? 

- ახლა გავგიჟდები ! 

- ჰარი წამომყევი , ლაზანიას ხომ გაგვიკეთებ ? - ფეხზე წამოდგა ევა და მისი ყურადღების გადატანას შეეცადა . კარგად იცნობდა და ხვდებოდა როგორც ეგოისტობდა , არ ეთმობოდა და მისი სიტყვებიც სრული სერიოზულობით იყო ნათქვამი . 

- რომ არ დაშორდეს მერე რა ვქნა ევა ? 

- ბავშვები არიან ჰარი ! სკოლაში რომ მივლენ დაავიწყდებათ ერთმანეთი ..

- რომ არ დაავიწყდეთ ? მერე რა უნდა ვქნა ? რა დროს შეყვარებულია !

- ჰარი კარგი რა .. მეც მყავდა ბაღში შეყვარებული, მაგრ.. 

-მე არ ვყოფილვარ შენი პირველი შეყვარებული ? 

-სერიოზულად ? - წარბები აუწია და მის მიმიკაზე ქვედა ტუჩს კბილები გამოსდო .

-ღმერთო - ხელი შეიცურა კულულებში და ბოლოს საკუთარ თავზე თვითონაც გაეცინა . 

- გააკეთებ ლაზანიას ? 

- დაგეხმარები - გაუღიმა და მიახლოვდა - ბინა რატომ შეიცვალეთ ?- სახეზე დააკვირდა და მითითებული კარადიდან ინგრედიენტები გამოიღო . 

- სახელოსნოსთან ეს უფრო ახლოა - ოდნავ დაბნეულმა ამოთქვა და თვალი აარიდა არაფერი რომ არ შეემჩნია - თქვენი საიდუმლოს აზრს ვერ მივხვდი ..

- ჯემამ მთხოვა , მაგრამ იზაბელა დილით ისე მელაპარაკებოდა წამომცდა .

-შენ კიდე ბავშვს ეუბნებოდი საიდუმლოს ვერ ინახავო ! 

- გეყოფა .. - გაეცინა მის მცდელობაზე - გავაფრთხილე გაიკვირვე რომ დაგვინახავთქო , სახის დაყენებაც კი ვასწავლე .. - მომღიმარს გახედა და თვალი ელასტიკში გამოკვეთილ საჯდომს მოავლო . 

- ანუ ჩვენი შვილისგან მსახიობი არ გამოვა - დანანებით ამოილაპარაკა და ღუმელში შედგა გამზადებული მასა . ფანჯარასთან მდგარ ჰარის გახედა . მთვარის შუქზე , თამბაქოს კვამლში გახვეული ,სამზაეულოს დაბალ განათებაზე, იმაზე მიმზიდველი ჩანდა ვიდრე ჩვეულებრივ . ანთებული თვალებით უყურებდა და მზერით წვავდა . ოდნავ დაიბნა და თმა ყურს უკან ელიზაბეტივით გადაიწია . ღიმილი ვერ შეიკავა ჰარიმ მის საქციელზე . მისი ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი აფრთხობდა ეველინს და უკან იხევდა ბოლოს, სამზარეულოს მაგიდაზე მიყრდნობილი აღმოჩნდა . მალევე აეკრო ჰარის სხეულიც და თმებში შეუცურა ხელები . ლოყებზე ცერებით მოეფერა და მის სხეულს მენჯებით მეტად მიებჯინა .

- მეორე შანსი რატომ არ გვქონია ევა ? 

ქალის სახესთან ახლოსმდგარმა ამოთქვა და ტუჩებზე ცხელი ჰაერი მიაფრქვია .

Continue Reading

You'll Also Like

26.3K 86 7
Ok so this is gonna be some kinky ass shut cause im bored. Im sorry im rly bad at updating.
94.8K 3.5K 15
ფიკში გამოყენებული იქნება 🔞🔞 სცენები და უწმაწური სიტყვები.ასე რომ თუ არ გსიამოვნებთ ასეთი ჟანრი ნუ წაიკითხავთ. ფიკი არის ჯონგუკზე, მის პირველ სიყვ...
20.8K 301 36
a collection of some of my headcanons from tumblr for your reading pleasure I wanna be very clear that these are only my HEADCANONS, and all of my on...
94.1K 2.5K 20
who would've thought that I could've fallen in love with my bodyguard. I was supposed to be cold but then she broke down my walls and not to mention...