IMMACULATE | Z.M + Larry | (...

By Eeembyyy

14.8K 778 293

შენ შემცვალე... თავი შემაყვარე. გახდი ჩემი ნაწილი, ჩემი სული... ცხოვრება რომელსაც შავ-თეთრად ვხედავდი გამიფერ... More

1
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35

2

546 25 12
By Eeembyyy



ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ქეითმა გადაწყვიტა ჯორჯისთვის დაერეკა და დახმარება მისთვის ეთხოვა. ეს ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნდა, რადგან თუ ჯორჯი მის მშობლებს ეტყოდა, რომ ქეითი მასთან ერთად მიდიოდა ისინი არც კითხვებს დასვამდნენ და ზედმეტი სიტყვის გარეშე დათანხმდებოდნენ.

- ჯორჯ.
- გისმენ პატარავ_ ტელეფონიდან ბიჭის ბოხი ხმა ხმა მოისმა.
- ამ რაღაცის სათქმელად დაგირეკეამმ....

ქეითი დაიბნა, არ იცოდა როგორ ეთქვა ეს მისთვის.

_ კარგი მოდი ასე მოვიქცეთ. რამდენი გაკვეთილი დაგრჩა?
_ უკვე დავამთავრე.
_ კარგი გამოგივლი და სადმე გავისეირნოთ.
_ მე და ქრისტინს საყიდლებზე გბინოდა წასვლა, ხომ არ წამოხვიდოდი?
_ რატომაც არა. კარგი უკვე გამოვდივარ, 10 წუთში მანდ ვარ.
_ კარგი.



ქეითმა ტელეფონი გათიშა და ქრისტინის მოუთმენლობით აღსავსე სახეს შეხედა.

_ აბა?
_ 10 წუთში მოვა და საყიდლებზე წავალთ. იქ დაველაპარაკები.
_ კარგი.

გოგოებმა თავისი ნივთები აიღედ და კლასი დატოვეს.

როდესაც სკოლის შენობის ზღურბლს გადააბიჯეს და სკოლის ტერიტორია დატოვეს მათ წინ უეცრად გამოჩენილი ლურჯი პორშე გაჩერდა. მანქანიდან საკმაოდ მოხდენილი, მიმზიდველი ბიჭი გადმოვიდა. გრძელი მუქი ფერის თმები და მწვანე თვალები მეტ მომხიბვლელობას სძენდა.

იმის მიუხედავად რომ ბიჭი მხოლოდ 21 წლის იყო, მისი შეხედულებით მინიმუმ 25-ის გეგონებოდათ. ჯორჯი გოგოებისკენ დაიძრა თვალწარმტაცი ღიმილით. ქრისტინს მიესალმა, ხოლო ქეითს ლოყაზე მოწყვეტით აკოცა.

- წავიდეთ?
-ხომ...

ჯორჯმა მანქანის უკანა კარი გაუღო გოგოებს და მათაც ადგილები დაიკავეს ლურჯ პორშეში, თვითონ საჭეე მიუჯდა და მანქანა წამის მეასედში მოსწყდა ადგილს.



***

-ჯერ ტანსაცმლის მაღაზიებში შევიაროთ და რამე ვიყიდოთ, შემდეგ კი კაფეში წავიდეთ- მორცხვად თქვა ქეითმა.

ჯერ კიდევ რცხვენოდა იმის, რომ ჯორჯისთვის დახმარება უნდა ეთხოვა წვეულებაზე წასასვლელად. არ იცოდა როგორი სიტუაცია იქნებოდა იქ ან როგორი ხალხი.

ჯერ H&M-ში შევიდნენ და რამოდენიმე მაისური გაისინჯეს, მაგრამ ქეითს არცერთი არ მოეწონა და აღარ უყიდიათ. ახლა ქრისტინის დაჟინებული მოთხოვნით კაბების ასარჩევად წავიდნენ.

-ვაუუ, ქეით არ მეგონა ოდესმე ასეთ კაბებს თუ დავინახავდი შენს ლამაზ სხეულზე- ჯორჯის კომენტარზე უხერხულად გაიღიმა და დაიმორცხვა.
- იცოდე დღეს კაბას იყიდი!
- მაგრამ ქრისტინ, ეს ძალიან ამოღებული და ჩახსნილია.
- კარგი სხვა ავარჩიოთ.

სინამდვილეში ქეითმა ყველა კაბა დაიწუნა, რადგან ყველა მათგანი ან ზედმეტად ამოღებული ან მოკლე იყო. არ სურდა ასეთი კაბების დათვალიერება ჯორჯის თანდასწრებით, მაგრამ სხვა გზა არ იყო. არც მათი ჩაცმა სურდა, ეს დიდ დისკომფორტს შეუქმნიდა.

- პატარავ, ვფიქრობ ეს კაბა ძალიან მოგიხდება.
- ჯორჯ არ ვიცი ეს... მოკლეა და თან...
- არ დაასრულო!

არ დააცადა ჯორჯმა, რადგან მიხვდა რომ აქ საქმე ფულში იყო. ვერ იტანდა იმას, რომ ქეითი უფლებას არ აძლევდა მისთვის ძვირფასი საჩუქრები ეყიდა ან უბრალოდ მასზე ეზრუნა. იმის გამო, რომ ქეითის ოჯახი მათ "ფენას" არ მიეკუთვნებოდა და არ იყო მათსავით მდიდარი, ჯორჯი ყოველთვის ცდილობდა ასეთი სიტუაციებისგან თავის დაღწევას, მაგრამ ახლა ძალიან უნდოდა ეს ულამაზესი კაბა ქეითისთვის ეყიდა და ერთხელ მაინც ენახა ამ მის სხეულზე.

- ამ კაბას ვყუდულობთ- ნაზად გაუღიმა.
- ხომ იცი რომ არ მიყვარს გამომწვევად რომ მაცვია. ეს კაბა კი...
- ქეით უბრალოდ მომეცი უფლება ეს კაბა გიყიდო. ვიცი რომ არ გიყვარს მდიდრული ტანსაცმელი მაგრამ ამ ერთხელ.
- კარგი.
- მშვენიერია- გაუღიმა ჯორჯმა.

ქრისტინმა მალევე აარჩია კაბა, ასე რომ ახლა კაფისკენ გასწიეს. ქრისტინმა გადატყვიტა ხელი არ შეეშალა მათი საუბრისთვის და სახლში წავიდა.

- რას ინებებთ?- იკითხა ახალგაზრდა მიმტანმა, რომელიც აშკარად ჯორჯს ეფლირტავებოდა, მაგრამ ქეითი ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ აქცევს, შეიძლება ითქვას არც აღელვებს.

- მე მხოლოდ წყალს ავიღებ- თქვა ქეითმა და მიმტანიდან ყურადღება გარეთ მიმავალ მანქანებზე გადაიტანა.

როდედაც 2 ყავა და წყალი მოიტანეს ჯორჯმა საუბარი დაიწყო.

- აბა გისმენ. რასთან დაკავშირებით გინდოდა საუბარი?
- ხომ...
- მისმინე, ხომ იცი რომ ჩემთან არაფრის არ უნდა შეგრცხვეს და მოგერიდოს. პირდაპირ მითხარი.
- ჰარის შევხვდი- მისი სახელის ხსენებაზე ჯორჯს სახე შეეცვალა- სკოლის ეზოში. მისი მეგობრებიც გავიცანი და...  ჰარის სურთ მათ წვეულებაზე წავიდე.
- წვეულებაზე?- გაუკვირდა ჯორჯს, რადგან ქეითს არ უყვარდა ასეთ ადგილებში სიარული.
- უბრალოდ ამ ერთხელ. დედას და მამას ვერ ვეტყვი, რადგან არ გამიშვებენ.
- და გინდა მე დაგეხმარო წვეულებაზე წასვლაში?
- ხომ...

ჯორჯს გაეცინა, როდესაც ქეითს ლოყები გაუწითლდა და დაიბნა. ჯორჯის გამოუენება ნამდვილად არ სურდა.

- თუ ეს შენ გინდა რა თქმა უნდა დაგეხმარები. ვანესას და დენიელს მე დაველაპარაკები, ვეტყვი რომ ჩემთან ერთად იქნები, ასე რომ პრობლემა არ იქნება.
- მადლობაა- წამოიძახა ბედნიერმა და ჯორჯს ყურებამდე გაუღიმა.
- შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. აბა როდისაა წვეულება?
- ზუსტად არ ვიცი. ჰარი ყველაფერს გამაგებინებს.
- კარგი. იმის მიუხედავად, რომ არ მინდა ჰარისთან ერთად გხედავდე, მოხარული ვარ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც იფიქრებ გართობაზე.



როდესაც კაფიდან გამოვიდნენ ჯორჯმა ქეითს შესთავაზა გასეირნება, მაგრამ ქეითმა დაღლილობა მოიმიზეზა და სახლში წავიდნენ.

სინამდვილეში ქეითსა და ჯორჯს შორის არასდროს ყოფილა ისეთი ურთიერთობა, როგორსაც ყველა ელოდა. იმის მიუხედავად, რომ ისინი უკვე წლებია ერთად არიან, ქეითი ვერ გრძნობდა იმას რაც სურდა. იქნებ არც უყვარდა ის? თავს ყოველთვის ეკითხებოდა თუ რა იყო სიყვარული, მაგრამ იცოდა კი? თავს აჯერებდა, რომ უყვარდა!

ჯორჯმა მანქანა ქეითის საშუალო, უბრალო სახლის წინ გააჩერა,შემდეგ გადმოვიდა და ქეითი სახლის კარამდე მიაცილა, მაგრამ შიგნით არ შესულა.


- კარგია რომ მოხვედი, ვახშამს დროულად მოუსწარი.
- დედა არ მშია, მე და ჯორჯმა უკვე ვივახშმეთ.
- ჯორჯმა მოგიყვანა? რატომ არ შემოვიდა?
- არ ვიცი, ალბათ საქმეები აქვს.  კარგი, მე ოთახში ავალ, გემრიელად მიირთვით.

ქეითი ოთახში ავიდა.  ტანსაცმელი გამოიცვალა და იმაზე დაიწყო ფიქრი თუ როგორი იქნებოდა წვეულება...





ვიცი ვიცი ვიციი... ეს თავი დებილობაა 😩

Continue Reading

You'll Also Like

7.9K 436 31
ინგლისის ერთერთ კაფეში მომუშავე ვანესას ცხოვრების ისტორია, რომელსაც თავდაყირა აყენებს და წარსულთან შეჯახებას აიძულებს მწვანე თვალება ბიჭის გამოჩენა...
8.8K 379 18
როდესაც 17 წლის თინეიჯერი, შენს თავს, და გარშემო მყოფებს, ავის მსურველებს, ერთად ებრძვი, გჭირდება ვიღაც, საყრდენი, რომ ფეხებში ძალა არ გამოგეცალოდ და...
341K 14.1K 36
"Did you know Drama lowers I.Q? Intelligent people keep smaller social circles." I tell him, throwing another grape in the air and catching it in my...
1.3M 58.8K 105
Maddison Sloan starts her residency at Seattle Grace Hospital and runs into old faces and new friends. "Ugh, men are idiots." OC x OC