IMMACULATE | Z.M + Larry | (...

By Eeembyyy

15.9K 778 293

შენ შემცვალე... თავი შემაყვარე. გახდი ჩემი ნაწილი, ჩემი სული... ცხოვრება რომელსაც შავ-თეთრად ვხედავდი გამიფერ... More

2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35

1

1.3K 32 25
By Eeembyyy


ქეითი სკოლას უახლოვდება და თან ფიქრობს თუ რა უცნაური დილაა. ჯერ ძალიან ადრეა, ამიტომ სკოლის ეზოში და ალბათ შენობაშიც ათიოდე ადამიანი იქნება.

როგორც კი სკოლას მიუახლოვდა ნაცნობი სილუეტი დაინახა, რომელიც 3 ბიჭთან ერთად იდგა. გადაწყვიტა არ შეემჩნია ისე გაევლო ის ადგილი და სკოლაში შესულიყო.

_ ქეით_ ერთ-ერთი ბიჭი მისკენ დაიძრა, რაზეც ქეითი შეკრთა.

ბიჭი მას მოუახლოვდა და ლოყაზე მოწყვეტით აკოცა. ლამაზი მწვანე თვალები და ხვეული თმა ჰქონდა.

_ მომენატრე.
_ ჰარი, რას აკეთებ... გაგიჟდი?
_ სკოლა თითქმის ცარიელია, ვერავინ დაგვინახავს.
_ მაგრამ ისინი...
_ მათ იციან. წამოდი ჩემს მეგობრებს გაგაცნობ.

ჰარიმ გოგოს ხელი ჩაავლო და მათკენ წაიყვანა. ქეითს არ გამორჩენია თუ როგორი გაკვირვებულები უყურებდნენ მათ ბიჭები, მაგრამ ერთ-ერთ მათგანს მეტად ეტყობოდა დაბნეულობა და განცვიფრება.

_ ჰარი? ეს გოგო ვინ არის?_ ჰკითხა მუქთმიანმა.
_ ბიჭებო ეს ქეითია.

გოგოს სახელის გაგებაზე თითქოს დამშვიდდნენ.

_ ქეით ეს ლუისია_ უთხრა ჰარიმ ლურჯთვალებაზე, რომელიც ასე აფორიაქებულიყო ორიოდე წუთის წინ. _ ეს ნაილია_ ანიშნა ქერაზე_ ეს კი ლიამი.
_ სასიამოვნოა.
_ ჩვენთვისაც. როგორც იქნა გაგიცანით.
_ ჰარი აქ რას აკეთებთ?
_ ნაილის შეყვარებული ამ სკოლაში სწავლობს და მას მოვაკითხეთ.
_ გასაგებია. მე სკოლაში შევალ, არ იქნება კარგი თუ ვინმე დაგვინახავს.
_ ქეით შენ ჩემი და ხარ და არ მაინტერესებს რას იფიქრებს ამაზე ხალხი! დავიღალე იმით, რომ ზოგჯერ თვეში ერთხელაც კი ვერ გნახულობ.
_ ჰარი, ხომ იცი რომ...
_ კარგი. უბრალოდ მინდა ჩემს გვერდით ცოტა მეტი დრო გაატარო.
_ უადგილო კითხვაა, მაგრამ ქეით ჩვენს წვეულებაზე ხომ არ მოხვიდოდი?_ იკითხა ნაილმა ღიმილით.
_ ამმ მე?_ დაიბნა გოგო.

აქამდე წვეულებაზე არასდროს ყოფილა. ის ხომ არ ეკუთვნის მაღალი ფენის საზოგადოებას.

_ ქეით, აუცილებლად წამოდი.
_ ჰარი არ ვიცი. დედას რა უნდა ვუთხრა?
_ რამეს მოიფიქრებ. კარგი რაა ცხოვრებაში ერთხელ შენს თავზეც იფიქრე.
_ ჰარი ხომ იცი, დედა როგორიცაა. არასდროს დამთანხმდება. მამაჩემმა კი რომ გაიგოს ალბათ 1 თვე სახლიდან ფეხს ვერ გავადგამ.
_ უთხარი, რომ მეგობართან რჩები.
_ არ ვიცი. მეორე მხრივ ჯორჯის გარეშე არსად არ მიშვებს.
_ მაგან კიდე რაა....
_ ჰარი ყველაფერზე ასეთი რეაქცია ნუ გაქვს. ჯორჯი ჩემი შეყვარებულია.
_ კარგი, ისიც წამოვიდეს.
_ ვნახოთ. ახლა სკოლაში შევალ, ნახვამდის ბიჭებო.
_ ნახვამდის ქეით.

გოგონამ ძმას ლოყაზე აკოცა და სკოლის შენობაში შეაბიჯა. გადაწყვიტა პირდაპირ კლასში შესულიყო. თავისი ადგილი დაიკავა და კარისკენ იყურებოდა. მალე მისთვის ნაცნობი სხეული გამოჩნდა, რომელიც მომღიმარი მოემართებოდა მისკენ.

_ აბა ასე ადრე რატო მოხვედი?
_ მეც კარგად ვარ ქრისტინ.
_ მართლა ასე ადრე მოსვლა არ გჩვევია.
_ ხო დღეს ასე გამოვიდა.
_ სკოლის წინ ჰარი და რამოდენიმე ბიჭი შევნიშნე.
_ ხო შევხვდი, როცა სკოლაში შემოსვლას ვაპირებდი. ჰარიმ მისი მეგობრები გამაცნო.
_ მოიცაა რაა?
_ ხო მეც გამიკვირდა. ალბათ მამამისი გაგიჟდება თუ გაიგებს, რომ ჰარის შევხვდი.

სინამდვილეში ჰარის და ქეითს ერთი დედა ჰყავთ, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა. დედამისი გამოჩენილი ბიზნესმენის, ადამს სტაილსისგან დაორსულდა. ვანესას ბავშვი არ სურდა, ამიტომ ბორტის გაკეთებას ან მის დატოვებას აპირებდა ობოლთა თავშესაფარში. საბედნიეროდ ადამსმა ბავსვი არ გაიმეტა ასეთი ბედისთვის და ვაჟი თავისტან წაიყვანა. ვანესა სხვას გაყვა ცოლად 3 წლის შემდეგ კი ქეითი გაჩნდა.

ადამსს არ სურდა ქეითს და ჰარის ურთიერთობა ჰქონოდათ, რადგან საზოგადოებამ იცოდა, რომ ჰარის დედა მშობიარობისას გარდაიცვალა, ეს ყოველივე კი დიდ აურზაურს გამოიწვევდა და ასევე უკანონო შვილი ჩრდილქვეშ დააყენებდა გავლენიანი ბიზნესმენის რეპუტაციას. სწორედ ამიტომ ვერ ნახულობენ ხშირად ჰარი და ქეითი ერთმანეთს. საზოგადოებაში კი ისე იქცევიან, თითქოს ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ.

_ ქეით, საერთოდ მისმენ?
_ ბოდიში. რას ამბობდი?_ ჩაფიქრებული გოგო ფიქრებიდან ქრისტინის ხმამ გამოაფხიზლა.
_ ლიზა ხო იცი
_ ის ქერა, ლამაზი გოგო?
_ ხო. დავინახე ჰარის მეგობარს ეხუტებოდა.
_ ჰარიმ მითხრა, რომ აქ მისი მეგობრის შეყვარებულს მოაკითხეს, ალბათ ისაა.
_ ჰმმ...
_ კიდევ რაღაც მოხდა. ჰარის უნდა მათ წვეულებაზე წავიდე.
_ მოიცა რა? ეს ხომ მაგარია?
_ არ ვიცი... ხომ იცი დედას ვერ ვეტყვი, რომ წვეულებაზე მინდა წასვლა. თან ჰარის წვეულებაზე.
_ რამეს მოვიფიქრებთ. ამ წვეულებაზე აუცილებლად უნდა წახვიდე! ერთხელ მაინც გაერთე.
_ მე თუ წავალ შენც წამოხვალ. ასე, რომ რამე კარგი მიზეზი უნდა მოვიფიქროთ.
_ როდისაა წვეულება?
_ ჯერ არ ვიცი.
_ კარგი, სჯობს დღეს საყიდლებზე წავიდეთ.
_ კარგი.

დრო უაზროდ იწელებოდა. იმის მიუხედავად, რომ ქეითი საუკეთესო მოსწავლე იყო, მისთვის ეს თემა საინტერესო არ აღმოჩნდა. ქეითის მშობლებს, ვანესას და დენიელს სურდათ მათი შვილი საუკეთესო მოსწავლე ყოფილიყო, ისევე როგორც ჯორჯს.

ჯორჯი და ქეითი, მალე 4 წელი გახდება რაც ერთად არიან. (ოფიციალურად) დენიელი და ჯორჯის მამა მეგობრები არიან. ჯორჯის ოჯახი დიდი რეპუტაციით სარგებლობს ამ ქალაქში, ამის მიუხედავად მათ ქეითის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. მეტიც ოჯახებს უკვე დაგეგმილიც აქვთ მათი ქორწილი.

ქეითის ოჯახი კი საშუალო ფენას ეკუთვნის. არც მდიდრები არიან და არც ღარიბები. დენიელი ცდილობს ქალიშვილის გაკონტროლებას. არ აძლევს უფლებას წვეულებებზე ან გასართობად იაროს მეგობრებთან ერთად. (მხოლოდ ქრისტინთან) არ აქვს უფლება სახლში დაიგვიანოს, მშობლების უკითხავად სადმე წავიდეს და ასე შემდეგ. მთავარი აკრძალვა კი ისაა, რომ ქეითს არ აქვს უფლება ჰარისთან ერთად გაატაროს დრო.

დენიელს ახლაც აცხარებს ის ფაქტი, რომ ქეითის ძმა ყელამდე მდიდარია და აღარ იცის ფული რაში დახარჯოს. მაგრამ ერთი რამ ცხადია, დენიელს საკუთარი ქალიშვილი ძალიან უყვარს. ამეს აკრძალვებიც მხოლოდ მის სასიკეთილდღეოდაა.

Continue Reading

You'll Also Like

5.6K 656 17
რას იზამ როდესაც გაიგებ რომ შენ იმ ადამიანის დღიური ჩაგივარდა ხელში რომელსაც შენი მოკვლა სურს? რას გააკეთებდი როცა შეიტყობდი რომ გადარჩენის შანსი თით...
49.6K 1.9K 102
Stranger Things x MCU IMPORTANT: This book is undergoing major changes so I wouldn't read it just yet. Y/n is a girl with superpowers who escaped fr...
20.2K 194 17
An alternate version of the beginning of Clark Kent and Lois Lane's relationship in Smallville.
164K 11.6K 61
BOOK #2 They say love heals scars, but Seokmin's scars were lessons-bitter reminders that twisted him into a creature of darkness. His life was a ser...